პატიმრის დღიური
როგორც ქართულ, ისე უცხოურ ფილმებსა თუ სერიალებში, არაერთხელ გვინახავს სიუჟეტი, როცა ვიღაც ცდილობს, გარშემომყოფთ თავი შშმ პირად მოაჩვენოს, ეტლში ზის და ისე იქცევა, თითქოს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ასე მხოლოდ ფილმებში არ ხდება, იშვიათად, მაგრამ მაინც, რეალობაშიც ადამიანები მალავენ, რომ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი აქვთ და ამას ყველა სხვადასხვა მოსაზრებითა თუ მიზნით აკეთებს.
ახალგაზრდა კაცი პოლიციის გამყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ ვიღაც მის მოკვლას ცდილობდა. საამისოდ, მას საკმაოდ მყარი არგუმეენტი ჰქონდა.
„ჩემი ყველა დილა ერთნაირად იწყება - ჩავდივარ ავტოფარეხში, ვაღებ და გამომყავს მანქანა. შემდეგ, „გარაჟს“ ვკეტავ, ვჯდები მანქანაში და მივდივარ სამსახურში. დღესაც, ჩავედი და დენმა დამარტყა. უფრო ზუსტად, გარეთ, იმ ადგილას, სადაც ვდგები ხოლმე, რომ ბოქლომი გავხსნა, გაშიშვლებული მავთული ეგდო, რომელიცვერ შევნიშნე. მერე ვნახე, რომ მასში პლუსი იყო, მინუსი კი მაშინ მივეცი, როცა ბოქლომს შევეხე. სხეულმა თავისით გააკეთა ყველაფერი - რკინის კარს ხელი ვკარი დაუკან გადმოვვარდი. რომ არა ეს შემთხვევითობა, ახლა მკვდარი ვიქნებოდი და კიდევ, ყველაზე მთავარი - ორი დღეა, რაც ავტოფარეხში ძაბვა დავაგდე, მაღალი ძაბვა, სამი ფაზა მყავდა შეყვანილი, მინი ცეხი მქონდა, მაგრამ არ გაამართლა, მოვშალე და გადასახადები რომ არ მეხადა, ჩვეულებრივ, მაზა-ნული დავაყენე. სავარაუდოდ, მკვლელმა ეს არ იცოდა, პრინციპში, არც არავინ იცოდა და დარწმუნებული იყო, რომ მე მაღალი ძაბვა დამარტყამდა. ელექტროობაში კარგად ვერკვევი და ამიტომ ვამბობ, მაღალი ძაბვა რომ დამეტოვებინა, ახლა აქ არ ვიდგებოდი“,-განაცხადა მოსულმა.
სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ, იქაურობა დაათვალიერეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მკვლელობის მცდელობა ნამდვილად იყო. სისხლის სამართლის საქმე ოფიციალურად აღიძრა. დაზარალებულმა აღიარა, ჩემს ცოლთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ეს უფრო მამამისის ბრალია, რომელიც ჩვენთან გადმოსახლდა და მუდმივად შენიშვნებს მაძლევსო. გაჩნდა ეჭვი, რომ საქმეში შესაზლოა სიმაამრი ყოფილიყო გარეული, მაგრამ დაზარალებულმა ხელი აიქნია, ჩვენთან იმიტომ გადმოსახლდა, რომ წელს ქვემოთ მოწყდა, ეტლით სარგებლობს და მომვლელი არავინ ჰყავს, ჩემი სიდედრი დიდიხნისწინ გარდაიცვალა და ახლა ჩემი ცოლი უვლისო.
„ხომ შეიძლება, ეტლში მყოფი ადამიანი იყოს მშვიდი, ცდილობდეს, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნაას? ეს კი, პირიქით, ცდილობს, მუდმივად დაძაბულობა გვქონდეს, ჩემს ცოლს ეუბნება, ეს ბედოვლათი სად იპოვნე, რამდენ კარგ ბიჭს უყვარდიო? არადა, დილიდან საღამომდე ვშრომობ, ათას რამეს ვარ მოდებული, ჩემმა ცოლმა ადამიანად რომ იგრძნოს თავი. სიმამრს სიარული რომ შეეძლოს, ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი მან გააკეთა, მაგრამ არა, დამნაშავე სხვა ვინმეა და ის სხვა ვინ არის, ვერ ვხვდები“,-განაცხადა დაზარალებულმა.
მისი განცხადების მიუხედავად, ოჯახის წევრების დაკითხვა მაინც გადაწყდა. ცოლმა ძალიან მორიდებულად თქვა, არ ვიცი, ვის შეიძლებოდა გაემეტებინა, ეჭვს ვერავისზე მივიტანო, აი, სიმამრი კი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ბობოქრობდა და არ მალავდა, რომ მისი სიძე უღირსი კაცი იყო, რომ წამოდგომა არ შეეძლო, თორემ სიძეს აქამდე მოუღებდა ბოლოს, რომ ის მის ქალიშვილს ყოველდღიურად თუ არა, კვირაში რამდენჯერმე სცემდა და გოგონას უბრალოდ ეშინოდა ამის აღიარება, რადგან არ სჯეროდა, რომ მის ქმარს დაიჭერდნენ და პასუხს აგებინებდნენ.
„ეგ ნაძირალა, მე ყოველდღიურად მიხრწნილ ბებერს მეეძახის, ჩემს შვილს - ძროხას და უმქანის თხას, თაავად ყოველ დღე ნასვამი მოდის და ხან მე წამომარტყამს თავში და ხან ჩემს შვილს. როცა ის აპროტესტებს, უმოწყალოდ სცემს და ამის მოწმე არაერთი მეზობელია. შერჩეს ხელები, ვინც ამის მოკვლა გადაწყვიტა, იმედია, მეორე მცდელობა უფრო წარმატებული იქნება“,-ამბობდა მოხუცი და ეს აშკარად იყო მოტივი, მაგრამ მას რომ ეტლიდან წამოდგომა არ შეეძლო?
ძალოვნებს გოგონაც შეეცოდათ, ცალკე მოხუც მამაას უვლიდა, ცალკე - მოძალადე ქმარი ჰყავდა და როცა ამაზე დაიწყეს საუბარი, გოგონამ ცრემლი მოიწმინდა, მერე კი ჩუმად თქვა, მამა თავად უვლის საკუთარ თავს, მე ახლოს არ მიკარებს, არც კი ვიცი, ამას როგორ ახერხებსო. მეტიც, გოგონამ ისიც თქვა, მამა დამოუკიდებლად დადის საპირფარეშოშიც და ლოგინშიც დამოუკიდებლად წვება და დგებაო. ძალოვნებმა ერთმანეთს გადახედეს. ეს რაღაც ახალი იყო, რადგან ერთი შეხედვით, შეუძლებელი გახლდათ, ეტლში მყოფ ამ ასაკის კაცს, თავისთვის დამოუკიდებლად მიეხედა. ამის მიუხედავად, სამართალდამცავებმა ხმამააღლა არაფერი თქვეს და მხოლოდ ის დააზუსტეს, ვინ იყო მოხუცის მკურნალი ექიმი. ბინიდან ისინი პირდაპირ ექიმთან წავიდნენ.
„რა თქმა უნდა, ვიცი ეს პაციენტი. უცნაური და ჭირვეული კაცია, ეტლიდან ადგომა და რამდენიმე ნაბიჯის გაკეთება შეუძლია,მაგრამ კატეგორიულად ითხოვს, რომ ამის შესახებ არავინ იცოდეს, თუმცა, როცა ვამბობ, რომ სიარული შეუძლია, ეს იმაას არ ნიშნავს, სირბილი შეძლოს. მაქსიმუმ, 10 ნაბიჯი დაისევ ეტლში უნდა დაჯდეს. გამორიცხულია, კიბეები აიაროს“,-განაცხადა ექიმმა.
ძალოვნები მიხვდნენ, რომ სიმამრი ეჭვმიტანილთა სიიდან ამოსარიცხი გახლდათ, რადგან სახლიდან ავტოფარეხამდე, ნახევარი კილომეტრი თუ არა, 400 მეტრი მაინც იქნებოდა და ის ამ მანძილს დამოუკიდებლად ვერ გაივლიდა. სხვა ეჭვმიტანილი კი, უბრალოდ არ ჩანდა. სამართალდამცავები ჩიხში შევიდნეენ, ვერ ხვდებოდნენ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა დამნაშავე და ოჯახის წევრების შემდეგ, თანამშრომლებზე გადაერთვნენ, თუმცა მალე ისევ ოჯახში დაბრუნდნენ - მამაკაცის მოკვლა ახლა შინ სცადეს, მას სასმელში ჩაუყარეს მომწამვლელი ნივთიერება და კივილი ცოლმა აატეხა, კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმები ამბობდნენ, მოწამვლა იმდენად სერიოზულია, ხელოვნურ კომაში უნდა გვყავდეს, სხვა გზა არ არის და შესაძლოა, ვერც ამან უშველოსო. სასმელი კი, კონიაკის ის ბოთლი იყო, რომელიც კაცს მრავლად ედო შინ და როგორც ჩანს, ეს სასმელი უყვარდა. ცლმააც აღიარა, მხოლოდ ამ კონიაკს სვამდაო. მომწამვლელი ნივთიერება გახსნილ ბოთლში აღმოჩნდა.
„ბოთლის თავსახურს ეტყობა ნახვრეტი, სავარაუდოდ, საწამლავი იქ შპრიცით შეუშვეს. მამააკაცმა ერთი ჭიქა დალიადა ეს საკმაარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოწამლულიყო. ბოთლი ახალი გახსნილია, ანუ უნდა ვეძებოთ ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ იმ ბოთლებიდან, რომელიც დაზარალებულს სახლში ჰქონდა, მაინცდამაინც ამას გახსნიდა“,-თქვა ექსპერტმა, თუმცა, გამომძიებლებს სხვა მსოაზრება ჰქონდათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ყველა ბოთლში თუ არა, რამდენიმეში მაინც ჰქონდა დამნაშავეს შხამი ჩასხმული და მშვიდად ელოდა, როდის მოვიდოდა კონკრეტული ბოთლის გახსნის ჯერი. ამიტომ, გადაწყვიტეს, ყველა ბოთლი შეემოწმებინათ, მაგრამ ცოლის ჩვენებამ ამ ჩანაფიქრზე უარი ათქმევინა.
„ეს ბოთლი სამსახურიდან დღეს მოიტანა, პირდაპირ სამზარეულოში შეიტანა და როცა სუფრა გავშალე, გახსნა და დალია. ანუ, ეს ბოთლი სახლის კოლექციიდან არ აუღია“,-განაცხადა ცოლმა. სამართალდამცავები დაზარალებულის სამსახურში წავიდნენ და მალევე გაარკვიეს, რომ ბოთლი მას უახლოესმა მეგობარმა უსახსოვრა. მამაკაცი დააკავეს და ბრალი მკვლელობის მცდელობაში დასდეს. თანაც, იმ მოწამლულ ბოთლზე, ექსპერტებმა სწორედ ამ მეგობრის ანაბეჭდი იპოვეს.
„გადარჩა? ცუდია, ძალიან ცუდი... მეგონა, რომ მოკვდებოდა და მერე... სიმაამრი შეცვლიდა ბოთლებს დავერავინ ვერაფერს გაიგებდა... მისი მეუღლე მთელი ცხოვრება მიყვარდა, მასაც ვუყვარდი, მაგრამ... მოტყუებით მოიყვანა, შეიძლება ითქვას, მოიტაცა და ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. გარდა იმისა, რომ საყვარელი ქალის გარეშე დამტოვა, ვიცოდი, რომ სცემდა, ცუდად ექცეოდა. ვერა და ვერ დავითანხმე ის ქალი, რომ დაშორებოდა და მე გამომყოლოდა, ეშინოდა, ამბობდა, მეც მომკლავს, მამასაც და შენცო. ვერც მამაამისმა შეაგონა ვერაფერი და გადავწყვიტეთ, უბრალოდ მოგვეკლა. ავტოფარეხის სქემამ არ გაამართლა, არ ვიცოდი, თუ სამი ფაზა აღარ ჰქონდა, ეს მეორე ვარიანტი კი, ძალიან რეალური ჩანდა. სამწუხაროდ, აქაც გაუმართლა“,-განაცხადა დაკავებულმა.
მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს სასამაართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაზარალებული გადარჩა და როცა გაიგო, რა და როგორ ხდებოდა, ცოლი და სიმამრი გარეთ გამოყარა.ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მამაკაცმა საყვარელ ქალზე იქორწინა, მაგრამ ქალის მამა ამ ამბავს ვერ მოესწრო, ის მომხდარი ისტორიის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა.
პატიმარი #0578