სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში, ბეჩოს ქუჩა N2-დან N6-ის ჩათვლით, გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 748 კვ. მ ფართობზე დაიგება.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 69383 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.