რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, საქართველოში (და არამარტო) დღემდე დაობენ, ესა თუ ის ნაწარმოები, მართლა კონკრეტულმა მწერალმა დაწერა, თუ მოიპარა? დაობენ იმაზეც, რომ ვიღაც ასეთ შედევრს ვერ დაწერდა, იმაზეც, სად და როგორო მოიპარა და მიითვისა ნაწარმოები. უფრო რთულადაა საქმე, როცა აღმოჩენებზე გვაქვს საუბარი.
კონკრეტული მეცნიერები დღემდე ამტკიცებენ, რომ სხვამ მისი ნაშრომი მიითვისა, რომ იდეა მისი იყო, ან მხოლოდ იდეა კი არა, მთლიანი ნაშრომი და მას მაგიდის უჯრიდან, ან სამუშაო კაბინეტიდან აწაპნეს. ასე ხდება მთელ მსოფლიოში და გასაკვირი არც არაფერია. ისე, მეცნიერები მოპაარული ნააშრომების დროს, უმეტესად უახლოეს მეგობრებზე მიუთითებენ ხოლმე...
ესეც კომუნისტბის დროს იყო და როცა აღმოჩენის შესაებ ვიყვით, ეგებ ბევრი მიხვდეს კიდეც, რომელ მეცნიერზეა საუბარი. მერე რა, რომ იმ მეცნიერმა, ამ აღმოჩენის განვითარება ვეღარ შეძლო და ბოლოს ის უცხოეთში დაასრულეს და სრულყვეს, მთავარი იდეა ხომ მისი იყო?
მოკლედ, მეგობრები რესტორანში ქეიფობდნენ, როცა ერთ-ერთმა თქვა, მალე მოვალო და სუფრიდან ადგა. რომ დააგვიანდა, მის მოსაძებნად საუკეთესო მეგობარი გავიდა და საპირფარეშოსთან, სათავსოში, უგონო მდგომარეობაში იპოვა. ის იმედანდ იყო ნაცემი, რომ სახეზე ვერც იცნობდით, სამაგიეროდ, მეგობარმა ტანისამოსით იცნო და მაშინვე სასწრაფოში დარეკა. რა თქმა უნდა, ადგილზე მილიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ და გაუხარდაათ, როცა ექიმებმა თქვეს, მაგარი ნაბეგვია, მაგრამ გადარჩებაო.
„მისი სიკვდილი ქართული მეცნიერების სიკვდილია. მტრები ჰყავს კაცობრიობას, მტრები, აბა, როგორ შეიძლებოდა ამ ადამიაანის ასე გამეტება? დამნაშავე არამარტო უნდა დააკავოთ, არამედ უნდა დახვრიტოთ, კედელთან უნდა დააყენოთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“,-სიტყვით დაშავებულის უახლოესი მეგობაარი გამოდიოდა, ის, ვინც ნაცემი პირველმა ნახა.
„გამორიცხეთ, რომ სუფრის წევრებიდან ვინმემ სცემა.
როცა გავიდა, ყველა სუფრაზე ვიყავით და მხოლოდ დიდი პაუზის შემდეგ ადგა მისი საუკეთესო მეგობარი და ზუსტად ორ წუთში აყვირდა. გამორიცხული იყო, ორ წუთში მისი დამუშავება ისე მოესწრო. ან, რა ორ წუთში? ესენი მომავალი მეცნიერები არიან, სათვალეებიანი, სუსტი ბიჭები, ერთ საათშიცვერ მოახერხებდა ადამიანის ასეცემას“,-განაცხადა სუფრის ერთ-ერთმა წევრმა.
ძალოვნებმა რესტორნის პერსონალი გამოჰკითხეს, მაგიდას ორი ოფიციანტი გოგონა ემსახურებოდა, მაგრამ ისინი მხრებს იჩეჩდნენ, ჩვენ სუფრაზე ვემსახურებოდით, სუფრის გარეთ კი არაო. ვერცერთმა ვერ გაიხსენა, ვინ შეიძლებოდა გასულიყო საპირფარეშოს მხარეს და ვერც ის გაიხსენეს, როდის გავიდა თავად დაზარალებული. ბარმენიც ვერაფერს ამბობდა, ხელებს შლიდა, სუფრას კი გავხედე რამდენჯერმე, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონდა, ვინმე თუ ადგა და გავიდა, მე ხალხს არ ვითვლიო. რესტორანში კიდევ ორი მაგიდა იყო დაკავებული - ერთგან შეყვარებული წყვილი იჯდა და მათ უბრალოდ არ აინტერესებდათ, გარშემო რა ხდებოდა და მეორე, რომელსაც ორი ხანში შესული მამაკაცი უჯდა და სირვილის შემთხვევაშიც კი, ისინი ვერ მოახერხებდნენ ახალგაზრდა კაცის იმ დონეზე ცემას.
„ყველას მუშტები უნდა დავუთვალიეროთ. თუ თავდამსხმელი აქარის, გამორიცხულიაა, ხელებზე კვალი არ ჰქონდეს დარჩენილი. სახის ძვლები აქვს იმ ბიჭს ჩამტვრეული და თავდამსხმელს, იდეალურ შემთხვევაში, მუშტებზე ნახეთქები უნდა ჰქონდეს“,-თქვა გამომძიებელმა და დანარჩენებმა იქ მყოფების ხელების დათვალიერება დაიწყეს. თანაც, ხელები არამარტო მამაკაცებს, არამედ ქალებსაც დაუთვალიერეს, მაგრამ არავის ეტყობოდა, რომ ცოტა ხნის წინ, სერიოზულიმუშტი-კრივი გამართა. ძალოვნებმა დასკვნა მარტივად გამოიტანეს - თავდამსხმელმა იქაურობა უკვე დატოვა.
ამასობაში, საავადმყოფოდან დარეკეს და სამართალდამცავებს უთხრეს, რომ მამაკაცი სავარაუდოდ კასტეტით ცემეს, რადგან იარებზე სპეციფიკური ნაკვეთი ჭრილობები იყო. გამოდიოდა, რომ ვიღაცსპეციალურად ელოდა დაზარალებულს, რადგან კასტეტით სიარული არ იყო „მოდა“ და მითუმეტეს, რესტორანში, არავინ დადიოდა ასეთი ატრიბუტიკით. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ცმით დაინტერესებული?!
ამასობაში, საავადმყოფოდან ისევ დარეკეს და თქვეს, რომ იქ ვიღაც გოგონა მივარდა და ბოლო ხმაზე კიოდა, ჩემი საქმრო გადაარჩნეთო. ეს კარგი ამბავი იყო, რადგან დაზარალებული რეგიონიდან გახლდათ, აქ ქირით ცხოვრობდა და მისი პრობლემები თუ სხვა ამბები, სწორედ საცოლეს უნდა სცოდნოდა. ამიტომ, სამართალდამცავები საავადმყოფოში წავიდნენ.
„რა პრობლემა და მუქარა? ჩემი საქმრო მომავალში უდიდესი მეცნიერი გახდება, ორ დღეში ახალი გამოგონება უნდა წარედგინა, რადგან ვადა იწურება და ერთ კვირაში ჯვრისწერა გვქონდა. ის ყველას უყვარდა, ყველა თავს ევლებოდა, გამორიცხულია, ვინმეს წინასწარ დაეგეგმა, იმიტომ, რომ ჩემი საქმრო არავის აწყენინებდა“,-ამბობდა ქალი.
თუმცა, სამსახურში, რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იყო. დაზარალებულს, როგორც ყველაზე დიდ გაიძვერასა და „ვიგოდნიკს“, ისე იცნობდნენ. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, ერთ-ერთი მარტოხელა ლექტორის სამ ოთახიან ბინაში იქირავა ერთი ოთახი. ქალი 50-ს მიტანებული იყო და ნიჭიერი სტუდენტი სიამოვნებით შეიფარა. მერე და მერე გაირკვა, რომ ბიჭი ქირასა არ იხდიდა, ქალს „სიყვარულში“ გამოუტყდა და დედაქალაქში უფასო მომვლელი იპოვა. პარალელურად, ახალგაზრდა გოგონებსაც ეარშიყებოდა, თუმცა ლექტორი ამაზე თვალს ხუჭავდა, რადგან კარგად ხვდებოდა, რომ ბოლოს ეს ახალგაზრდა კაცი თავის გზას იპოვნიდა. ასეც მოხდა, ბიჭი ცალკე მაას შემდეგ გადავიდა, რაც კათედრაზე დატოვეს და ცდებისთვის თუ მუშაობისთვის, სასათბურე პირობები შეუქმნეს.
ამასობაში, სამეცნიერო საბჭოს დაზარალებულის უახლოესმა მეგობარმა მიმართა და ის ნაშრომი წარადგინა, რომელიც წესით, დაზარალებულის დაწერილი უნდა ყოფილიყო. დიდი ამბავი ატყდა, გარდა შიდა გარჩევებისა, საქმეში გამოძიებაც ჩაერთო, რადგან ეს უკვე მოტყივი იყო და ხომ შეიძლებოდა, სწორედ უახლოეს მეგობარს დაექირავებინავინმე, რომ დაზარალებული ეცემათ, მისი ნაშრომი კი, თავად წარედგინა. ცნობისათვის, ნაშრომი დასამარხად განკუთვნილი პოლიეთილენის ნარჩენებისთვის, რაღაც ხსნაარის დამატების შესახებ იყო, რომელიც პოლიეთილენის ნაარჩენებს მიწაში 50 წელიწადში კი არა, 2 წელში დაშლიდა. პოლიეთილეენის ნარჩენების განადგურება მაშინააც დიდ პრობლემად ითვლებოდა და ეს ერთგვარი გარღვევა უნდა ყოფილიყო (მოგვიანებით, ევროპაში სითხე პირდაპირ პოლიეთილენს დაამატეს და შესაბამისად, ის დამარხვის შემდეგ, ავტომატურად იწყებდა განადგურებას). სამართალდამცავებმა მეგობარი დააკავეს და ბრალის წაყენებაც დააპირეს, თუმცა...
„მე ისედაც ვაპირებდი ამ ნაშრომის შეტანას და აგიხსნით რატომ.ამ აღმოჩენაზე ჩვენ ერთად ვმუშაობდით, მეტიც, მთავარი ელემენტი სწორედ მე აღმოვაჩინე, მაგრამ მან მიითვისა. აამიტომ, ჩავთვალე, რომ ყველაზე ცოტა, თანაავტორი უნდა ვყოფილიყაავი და ეს სწორედ იმ სუფრაზე ვკითხე. როცა უარი მთხრა, პირდაპირ ვუთხარი, მეც შემაქვს ნაშრომი მეთქი და შესაბამისად, ვერ განვსაზღვრავდი, ის რა პასუხს გამცემდა და ვინმეს დაქირავებასაც ვერ მოვასწრებდი“,-განაცხადა მეგობარმა.
ამასობაში, ბარმენმა გაიხსენა, რომ გასვლამდე, ერთ-ერთმა ოფიციანტმა გოგონამ, დაზარალებულს რაღაც ფურცელი გადასცა, მან ეს ფურცელი წაიკითხა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა მაგიდა. ოფიციაანტი დააკავეს და სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ ის უმკაცრესად დაეკითხათ, რადგან ეს ბოლო შანსი იყო. გოგონა თავიდან ყველაფერს უარობდა, მაგრამ როცა ბორკილები დაადეს და უთხრეს, რომ ციხეში 3 წლით გაუშვებდნენ, თვალებზე ხელები აიფარა და დაიწყო:
„წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის შემკვეთი. ვიღაც ქალი მოვიდა, ასაკიანი ქალი და მითხრა, რომ ქეიფის დროს, კონკრეტული პირისთვის წერილი გადამეცა. წერილზე ოთხი სიტყვა ეწერა - „საპირფარეშოს გვერდით სათავსოში გელოდები“. ეს წერილი გადავეცი და თვალი ჩავუკარი. მერე ჩვეულებრივ მუშაობა გავაგრძელე და წარმოდგენა არ მაქვს, ვინ სცემა“,-განაცხადა ოფიციანტმა.
სამართალდამცავები საგონებელში ჩავარდნენ. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ქალი, რომელმაც შურისძიება გადაწყვიტა? აღწერილობა ლექტორისას ემთხვეოდა და ოფიციანტს მისი სურათი ანახეს. გოგონამ მაშინვე თავი დააქნია, კი, ეს არისო. გაოცებულმა გამომძიებლებმა ლექტორი დაკითხვაზე წაიყვანეს.
„შეცდომა ადრე დავუშვი, მაგრამ დავუშვი ჩემდაუნებურად. მართლა შემეცოდა და შევიფარე ის ნიჭიერი სტუდენტი, ერთი ოთახი დავუთმე. ორიოდე კვირის შემდეგ, სოფლიდან შავი ღვინო ჩამოიტანა, საოცრებააო. დილით მის გვერდით გამეღვიძა, ხანდახან მგონია, რომ მაშინ რაღაც ჩამიყარა სასმელში, მაგრამ... გაგრძლდა ურთიერთობა და ზუსტად ვიცოდი, რომ დასრულდებოდა და ჩემგან წავიდოდა. როცა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა და საცოლედ დედისერთა, მდიდარი გოგონა აირჩია, არც ეს გამკვირვებია, მაგრამ როცა გავიგე, რომ ერთ ჩემს სტუდენტთან ჰქონდა რომანი და ის საცოდავი გოგო მისგან შვილს ელოდა, ძალიან გავბრაზდი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ სამაგალითოდ უნდა დასჯილიყო. რა მნიშვნელობა აქვს, ვის ვაცემინე, მის სახელს არავითარ შემთხვევაში არ გეტყვით. ისე, ალბათ, უკეთესადაც შეიძლებოდა, ისე, რომ სახეზე სამუდამოდ დატყობოდა“,-განაცხადა ლექტორმა და გამომძიებელს ხელები გაუშვირა, აქაოდა, ბორკილი დამადეთო.
ლექტორს პირობით მსჯავრი მისცეს, იმ დედისერთა გოგონამ კი, მომავალ, პერსპექტიულ მეცნიერთან ჯვრისწერა გააუქმა.