ოჯახური ძალადობის მუხლი საქართველოში დღეს ყველაზე აქტიურად მუშაობს. დაკავებულთა უდიდესი ნაწილი,სწორედ ამ მუხლით მიდის სასამართლოში და გვეუბნებიან, რომ რაღაც მიმართულებები ცოტა შემსუბუქდება, რადგან მოსამართლეებიც კი წუწუნებენ, რომ დაიღალნენ ასეთი საქმეების განხილვით. კონკრეტულად კი, ძალადობად ყვირილიც ითვლება და დაყვირების გამო, შესაძლოა კაცი ციხეში მოხვდეს. თანაც, ძალიან ბევრი მოზარდი, გარდატეხის ასაკში, 112-ში მარტივად რეკავს და არც თუ იშვიათად, მშობლებს იმას აბრალებს, რაც არ მომხდარა...
მილიციის განყოფილებაში ქალბატონი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი, 22 წლის გოგო, წინა დღეს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. დედა ამტკიცებდა, ასეთი რამ ადრე არასდროს გაუკეეთებია, მე ძალიაან კარგი შვილი გავზარდე და დარწმუნებული ვარ, მას რაღაც უბედურება სჭირსო. გოგონა ინსტიტუტის ბოლო კურსზე სწავლობდა და როგორც დედა ამტკიცებდა, ზედმეტად პატიოსანი იყო იმისთვის, რომ მშობლის უკითხავად სადმე წასულიყო, ან ვინმესთან დარჩენილიყო, ან ბოლოს და ბოლოს, გათხოვილიყო უკითხავად. რა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა განცხადება დაიტოვეს, თუმცა, წესისამებრ, სრულწლოვანის დაკარგვის შემთხვევაში, ოფიციალურად ძებნა მაშინ იწყებოდა, თუ 48 საათი იქნებოდა გასული. ამიტომ, განცხადებაზე რეაგირება მეორე დღისთვის გადადეს.
„ეს გოგო ნანახი მყავს. სწორედ იმ დღეს, როცა დაიკარგა, სკვერში ვისვენებდი, შუა დღე იყო და ეს გოგო იქ იდგა, ძალიან კარგ ხასიათზე და ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდა. იმ ბიჭის სახე არ დამინახავს, თორემ აუცილებლად დავიმახსოვრებდი. მერე კი... მერე, ეს გოგო გაქრა, მაგრამ... მე დავინახე, როგორ გადიოდა ის სკვერიდან იმ ბიჭთან ერთად, კარგად მახსოვს, თვალი გავაყოლე, მოსიყვარულეე წყვილია მეთქი, ისიც კი ვიფიქრე“,-ამბობდა გამომძიებელი და როცა ბიჭზე დედას ჰკითხეს, გაოცდა, არანაირი ბიჭი მის ცხოვრებაში არ ყოფილა, თორემ მეცოდინებოდაო.
ძალოვნებმა გოგონას ჯუფელებს მიაკითხეს, ისინი გამოჰკითხეს, მაგრამ საინტერესო არავინ არაფერი უთხრა. ერთი ეგ იყო, ურჩიეს, მის უახლოეს მეგობარს გაესაუბრეთ, ახლა სასწავლებელში არ არის, მაგრამ თუ რამე ვინმეს ეცოდინება, მხოლოდ მასო. რაღა თქმა უნდა, გამომძიებელი გოგონას სანახავად წავიდა.
„ვიცი, რომ ვიღაც ბიჭით იყო აღფრთოვანებული, მაგრამ არცერთხელ არ მანახა, ასე მეუბნებოდა, კრიტიკას დამიწყებ და როცა შეეგუები, რომ მე მასზე ვაპირებ დაქორწინებას, აი, მერე განახებო. არ ვიცი ვინ არის, არ ვიცი, სად მუშაობს, არ ვიცი რამდენი წლისაა. ერთი ეგ ვიცი, რომ ეგ ბიჭი სპორტულ დარბაზში გაიცნო, სადაც აღმოსავლური ორთაბრძოლის ილეთების შესასწავლად დაიწყო სიარული. აი, სწორედ იმის მერე შეიცვალა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მე წარმოდგენაც კი არ მაქვს, ვინ არის“,-განაცხადა დაქალმა და ის დარბაზიც დაასახელა, სადაც გოგონა სავარჯიშოდ დადიოდა.
„რა თქმა უნდა, ეს გოგო მახსოვს, მაგრამ მის პირად ცხოვრებაზე ვერაფერს გეტყვით. მოდიოდა, ვარჯიშობდა, არც თუ კარგად, ცოტა მოუხერხებელი და მოუქნელი იყო და მიდიოდა. აქ გოგონების ჯგუფი ცალკეა და ბიჭების ცალკეე. ვინ უნდა გაეცნო, ნამდვილად ვერ გეტყვით. ჩემს გარდა, კიდევ ერთი მასწავლებელია, ჩემზე ბევრად ახალგაზრდა. სხვა არ ვიცი, რა გითხრათ“,-განაცხადა დარბაზის მთავარმა მწვრთნეელმა.
სანამ ახალგაზრდა მწვრთნელს დაჰკთხავდნენ, ძალოვნებმა მისი ვინაობა გაარკვიეს და დაადგინეს, რომ ის თავის დროზე, ოჯახური ძალადობისთვის იყო გასამართლებული და ციხეშიც კი იჯდა. მოძალადეზე ეჭვის მიტანა ძალიან ადვილია და შესაბამისად, ჯერ კიდევ დაკითხვამდე, ახალგაზრდა მწვრთნელი ეჭვმიტანილად იქცა.
„დავიწყოთ იმით, რომ არანაირი ძალადობა არ ჩამიდენია, ცოლმა ტყუილი დამაბრალა. ის ჩემთან დაშორებას აპირებდა, ვიღაც სხვა შეუყვარდა და იმის გამო, რომ არც მას და არც მის შეყვარებულს სამსახური და შემოსავალი არ ჰქონდათ, დიდი შანსი იყო, სასამართლოს შვილი ჩემთვის დაეტოვებინა და ამ მოთხოვნით, სასამართლოში წასვლას მართლაც ვაპირებდი. მან კი მიჩივლა, ჩემზე ძალადობსო, არ ვიცი ვინ დაიხმარა, მაგრამ ერთ დღეს ტუჩგახეთქილი მიადგა მილიციის განყოფილებას. მე დანაშაული მარტივად დამიმტკიცეს, მუშტები სულ დახეთქილი მაქვს, ბევრს ვვარჯიშობ და გადაწყვიტეს, რომ ეეს ნახეთქები მისი ცემისგან მქონდა. მოკლედ, გამასამართლეს და ბავშვიც წამართვეს. მე მოძალადე არ ვარ და შესაბამისად, წარმოდგენა არ მაქვს, სად შეიძლება იყოს გოგო, რომელიც სულ რამდენჯერმე ვნახე და მისალმების გარდა, არაფერი მითქვამს“,-განაცხადა მწვრთნელმა.
ამ ამბიდან მეორე დღეს, მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. წყალმა ახალგაზრდა გოგონას სხეული გამორიყა, იმის, ვისაც სამართალდამცავები ეძებდნენ. რა თქმა უნდა, დედამ შვილის გვამი ამოიცნო, ექსპერტიზამ კი...
„გოგონა ნაცემია, გაუპატიურებულია და შემდეგ არის გაგუდული. მას ყელზე სავარაუდოდ ფართო ნაჭერი შემოახვიეს, დაახლოებით ისეთი, აღმოსავლური ორთაბრძოლების წარმომადგენლებს, კიმონოზე რომ უკეთიათ“,-წერდა ექსპერტი, რაც გამომძიებლის აზრს უფრო ამყარებდა. მეტიც, ის დარწმუნებული იყო, რომ ნამდვილ მკვლელს მიაგნო და ახალგაზრდა მასწავლებელი დააკავეს. როცა მან გაიგო, რისთვის აიყვანეს, სულ გადაირია, მეორედ მიშვებთ ციხეში დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენიაო, მაგრამ გამოძიებას არც სხვა კანდიდატი ჰყავდა და წესით, გოგონას მოკვლის მოტივიც არავის უნდა ჰქონოდა.
„თითქოს ჰგავს იმ ბიჭს, რომელიც იმ დღეს გოგოსთან სკვერში იყო, ზურგიდან ჰგავს თითქოს, მაგრამ როცა მინდა აღვიდგინო, მეხსიერებას წიხლს ვაჭერ, მაგრამ არაფერი გამომდის. თითქოს რაღაც შევნიშნე იმ ბიჭს ისეთი, რაც მის ამოცნობაში უნდა დამეხმაროს, მაგრამ არ მახსოვს, რა“,-გამომძიებელი ხმამაღლა მსჯელობდა და კოლეეგებს მუდარის თვალით შესცქეროდა, ეგებ რამე მირჩიონო, მაგრამ ყველა დუმდა. მეტიც, მან ექსპერიმენტიც კი ჩაატარა, დაკავებულს უთხრა, იარეო და ზურგიდან დააკვირდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო, თითქოს ეჭვმიტანილი ჰგავდა და არც ჰგაავდა სკვერში ნანახს.
დაკავებულისთვის ყველაზე ცუდი ის გახლდათ, რომ სწორედ იმ დროისთვის, არანაირი ალიბი არ ჰქონდა. თავად ამტკიცებდა, ქალაქგარეთ ვიყავი გასული, ტრიალ მინდორში ვვარჯიშობდიო, მაგრამ არც ამის მნახველი იყო ვინმე და არც მოწმე. უფრო ზუსტად, ეჭვმიტანილი კი ამტკიცებდა, ასაკიანი წყვილი ისვენებდა, ხალიჩა ჰქონდათ გაშლილიო, მაგრამ ვინ იყვნენ, ფეხით იყვნეენ თუ ავტომობილით, როგორ გამოიყურებოდნენ, უბრალოდ ვერ ამბობდა, აქაოდა, შორს ისხდნენ და ყურადღება ნაკლებად მივაქციეო. ყველაფერი იქეთკენ მიდიოდა, რომ საქმე სასამართლოსთვის უნდა გადაეცათ, მაგრამ გამომძიებელმა კიდევ ერთი დღე ითხოვა, იმავე სკვერში წავიდა, დაჯდა და ფიქრი დაიწყო. თან, წყვილებს აკვირდებოდა, ეგებ რამე ისეთი დავინახო, იმ დღეს რომ გამახსენებსო და... აკი, გამოუვიდა კიდეც. ის გულამოვარდნილი შევარდა განყოფილეებაში და ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა - „ის ბიჭი, იმ დღეს, გოგოსთან ერთად რომ იყო... კოჭლობდა.. .მარცხენა ფეხზე კოჭლობდა...“ ეს კი, დამახასიათებელი ნიშანი გახლდათ და თან... დაკავებული არ კოჭლობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ წესით, ის მკვლეელი არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ, გამომძიებელი მის დასაკითხად წავიდა და...
„კოჭლი? ჩემს სანაცნობოში ასეთი არავინ ნახსენდება... თუმცა არა, დარბაზში, ყარაული თუ დარბაზის მომვლელი თუ რაღაც არის... ახალგაზრდა კაცია და ის კოჭლობს, მაგრამ.. არც კი მახსოვს, რომელ ფეხზე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კოჭლობს“,-განაცხადა დაკავებულმა. გამომძიებელი მის დასაკითხად გაემართა. როცა მან ძალოვნის საბუთ ამოიღო ჯიბიდან, მამაკაცმა საბუთზე ხელი აუკრა, შემდეგ ხელი ჰკრა, წააქცია და გაიქცა. გამომძიებელი არ იყო ახალგაზრდა, მაგრამ კოჭლის კაცის დაწევა მარტივად მოახერხა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მან თავადაც აღიდგინა პიროვნება, რომელიც იმ საბედისწერო დღეს სკვერში იყო.
„ისეთი ბიჭი ვიყავი, ვარსკვლავებს ვეთამაშებოდი, მაგრამ, ერთხელ, სახლში, აბაზანაში, ფეხი ამიცურდა, ცუდად დავეცი და მას შემდეგ დავკოჭლდი. გოგოები ზედაც არ მიყურებდნენ. ეს გოგო მომეწონა, მანაც ყურადღება გამოხატა და... მოკვლას არ ვაპირებდი, მაგრამ იმ დღეს, სკვერში, ასე მითხრა, ყურადღება არ მიაქციო, რომ ხეიბარი ხარ, მე მაინც მეყვარბიო. სიტყვა „ხეიბარი“ ლახვარივით დამესო გულზე. თან, მის ხმაში შეცოდება იგრძნობოდა, თითქოს მხოლოდ იმიტომ იყო ჩემთან, რომ კოჭლი ვიყავი. სახლში დავპატიჟე, მოვკალი და... დანარჩენი, კი გეცოდინებათ“,-განაცხადა მან.
ციხიდან გათავისუფლებულმა მწვრთნელმა კი დანანებით გადააქნია თავი, მოძალადის სახელი მთელი ცხოვრება გამყვება და ვინ იცის, კიდევ რამდენ ხიფათს გადამყრის, არადა, მოძალადე არ ვარო.
პატიმარი #0578