მხნეობისთვის ფორთოხლის წვენი მიირთვით
ბრიტანელი სწავლულები, რედინგის უნივერსიტეტიდან, გვირჩევენ, დაღლილობის დასაძლევად და გასამხნევებლად, ყავის ნაცვლად, ფორთოხლის წვენი დავლიოთ. ექსპერიმენტებისას, რომელშიც 24 მოხალისე მონაწილეობდა, მოხალისეებს ერთ დღეს - ერთ ჭიქა ნამდვილ ხილის წვენს ასმევდნენ, მეორე დღეს კი - ტკბილ სასმელს, რომელიც ფერით და გემოთი ჰგვდა ფორთოხლისას. დადგინდა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეები უკეთ ართმევდნენ თავს ტესტებს რეაქციასა და ყურადღებაზე, როცა რეალურ ფორთოხლის წვენს მიირთმევდნენ. ამასთან, ისინი თავს მხნედ გრძნობდნენ სასმელის მიღებიდან 6 საათის შემდეგაც კი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ეფექტი წვენში არსებულ ფლავონოიდებს უკავშირდება, რომელიც აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და ამსუბუქებს ინფორმაციის გაცვლას ტვინის უჯრედებს შორის.