77 წლის ბრიტანელმა ლეგენდარულმა მუსიკოსმა ცოტა ხნის წინ გამართულ მიღებაზე აღიარა, რომ მხედველობა დაკარგა. საქველმოქმედო გალა-კონცერტი „ეშმაკი ატარებს პრადას“ - მუზიკლი - ლონდონის „დომინიონის“ თეატრში შედგა, რომლის მუსიკაც სერ ელტონ ჯონმა დაწერა. სტუმრებთან გამოსულმა ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ მას პრობლემები ჰქონდა მხედველობასთან დაკავშირებით, ახლა კი საერთოდ დაბრმავდა. „ვერ შევძელი გამოსვლის ნახვა, მაგრამ მისი მოსმენა მომეწონა“, - თქვა მუსიკოსმა. გრემის არაერთგზის ლაურეატმა მადლობა გადაუხადა პარტნიორს, დევიდ ფერნიშს, რომელიც ამ სირთულის გადალახვაში დაეხმარა და დასძინა, რომ ის იყო მისი საყრდენი. მიუზიკლში მირანდა პრისტლის როლს ვანესა უილიამსი ასრულებს. ამ საქველმოქმედო საღამომ ლონდონში დიდი ვარსკვლავური აუდიტორია შეკრიბა, მათ შორის, იყვნენ Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური, ლილი კოლინზი და ელიზაბეტ ჰერლი. „ახლა გამოჯანმრთელების გზაზე ვარ, მაგრამ ეს პროცესი ძალიან ნელა მიდის. არ ვიცი, რა დრო დასჭირდება, ვიდრე დაზიანებულ თვალს მხედველობა დაუბრუნდება“, - განაცხადა მუსიკოსმა.