Menu
RSS

ახალგაზრდა ქალმა 60 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრა - სისხლიანი შურისძიების დეტალები

შურისძიების წყურვილი საშინელი რამაა. ყოველ შემთხვევში, შურისძიების გამო ადამიანს შეუძლია, შურისძიების გამო საჭირო დროსა და მომენტს ძალიან დიდხანს ელოდოს. შურისძიების მაგალითს, რომელსაც ახლა გიამბობთ, შეიძლება ითქვას, ანალოგი არ აქვს. ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი იხსენებს.

„ეს ახლაა, მატარებილით მგზავრობა შედარებით უსაფრთხო რომ გახლავთ, თორემ ადრე დანაშაულთა დიდი ნაწილი სწორედ მატარებელზე მოდიოდა. იქ იყვნენ ჯიბის ქურდები, მეძავები, ყაჩაღები, ცალკე თემა იყო ყრუ-მუნჯთა დაჯგუფება, რომელიც ძირითადად ეროტიული კარტის გაყიდვით იყო დაკავებული. ისე, ეს ყრუ-მუნჯები ჩვენ ბევრ სიკეთეს გვიკეთებდნენ ანუ მათ რეალურად ვაძლევდით კარტის გაყიდვის უფლებას - ამაზე თვალს ვხუჭავდით. სამაგიეროდ, პრაქტიკულად, ყველა მატარებელზე იყო ჩვენი აგენტი, რომელიც არც ყრუ იყო და არც - მუნჯი. საეჭვო პირებთან ჩამოდგებოდა ხოლმე, კარტს შესთავაზებდა, ისინი კი, იმის იმედად, რომ ამას არაფერი ესმოდა, ბევრ თემაზე საუბრობდნენ. ასე არაერთი საქმე გახსნილა.

მოკლედ, ერთ დილით დარკეს, რომ მატარებელში მკვლელობა მოხდა. მოკლული 60 წლამდე კაცი იყო, რომელსაც საძილე არტერია ჰქონდა გადაჭრილი.

- თავზე ზეწარი გადააფარეს და ისე დაუსვეს ან სამართებელი, ან ბრიტვა. გამორიცხულია, ასე ალესილი დანა ვინმეს ჰქონოდა. წინააღმდეგობა არ გაუწევია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწამლეს ან დააძნეს. გაკვეთის შემდეგ, დეტალებს გეტყვი, - მითხრა ექსპერტმა.

ვაგონში მის გარდა 45 წლამდე ქალიც იყო, რომელმაც გვამი აღმოაჩნა, მაგრამ როგორც ამბობდა, მკვდარივით ეძინა და არაფერი გაუგია. გავკეთამ და ქალის სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ორივეს კლოფელინის უზარმაზარი დოზა ჰქონდა მიღებული. ქალმა დაადასტურა, რომ ძილის წინ ორივემ გამცილებელს ჩაი მოატანინა და დალიეს. ჩაის ჭიქები წაღებული და გარეცხილი იყო, მაგრამ ექსპერტმა აღმოაჩინა, რომ რამდენიმე წვეთი კუპეში, მაგიდაზე ესხა, ანალიზი ჩაუტარა და დაადასტურა - დასაძინებელი წამალი სწორედ ჩაიში იყო გარეული.

დავკითხეთ ყველა, გადავატრიალეთ ყველაფერი, მაგრამ ვერც მკვლელობის იარაღი ვიპოვეთ, ვერც გამცილებლისგან მივიღეთ საგულისხმო ინფორმაცია, რადგან მან დაადასტურა, როცა ჩაი კუპეებშ დაჰქონდა, ოთახი ღიად რჩებოდა და ნებისმიერს შეეძლო იქ შესვლა. რაც მთავარია, კაცს არ ჰქონდა საბუთები და ბარგი და ეს მაშინ, როცა მისი „კუპის მეზობელი“ ამტკიცებდა, დიდი ჩემოდნით შემოვიდაო. მართალია, გარდაცვლილს საკმაოდ კარგად ეცვა და ჰალსტუხიც ეკეთა, მაგრამ მივხვდით, რომ კრიმინალი იყო. მისი სვირინგები იმაზე მეტყველებდა, რომ ციხეშ არაერთი წელი ჰქონდა გატარებული.

რადგან ჩემოდანს ვერ მივაგენით, ვივარაუდეთ, რომ ის ფანჯრიდან გადააგდეს და მთელი 30-კილომეტრიანი პერიმეტრი გავჩხრიკეთ. ჩემოდანი ვნახეთ, ჩვენი მოსაზრებაც დადასტურდა, გარდაცვლილი ყაჩაღობისთვის არაერთხელ ნასამართლევი პირი აღმოჩნდა და გამიხარდა კიდეც, ასე რომ ჩააძაღლეს. ეს ან შურისძიება იყო, ან კრიმინალური გარჩევა, ამიტომ, მისგან დაზარალებულების სიას გავეცანი და აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი ყაჩაღობის დროს, ცოლ-ქმარი მოკლეს. მაშინ მილიციამ დამნაშავეებს ცხელ კვალზე მიუსწრო და ერთ-ერთი ყაჩაღი აყვანის დროს მოკლა. დანარჩენებმა მას დაადეს ხელი, ცოლ-ქმარი სწორედ მან დახოცაო და ამიტომ, დახვრეტას გადარჩნენ. გარდაცვლილებს ერთი შვილი დარჩათ, ექვსი წლის გოგონა, რომელიც ბებიამ გაზარდა. ამ გოგოს ძებნა დავიწყე და... იმ ვაგონის გამცილებელი აღმოჩნდა, რომელშიც მკვლელობა მოხდა. რა თქმა უნდა, დავაკავეთ და სახეზევე შეეტყო, რომ წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა და ჩადენილს არც ნანობდა.

- მთელი ცხოვრება დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ კაცს სადმე შევხვდებოდი. ჩვენ ზაფხულში დაგვაყაჩაღეს, ამიტომ, მკლავზე სვირინგი დავიმახსოვრე, მაგრამ მხოლოდ სვირინგი არ კმაროდა. ვიცოდი, რომ დაკავების დროს, ჩვენი ოჯახიდან წაღებული ნივთების ნაწილი ვერ იპოვა მილიციამ და დაკარგულ ნივთებს შორის, მამაჩემის ჯვარიც იყო. სპეციფიური ჯვარი, შეკვეთით დამზადებული და ეს ჯვარი კარგად მახსოვდა, ძილის წინ მუდმივად შუბლზე მადებდა. ჰოდა, სვირინგის გარდა ისიც დავინახე, რომ მამაჩემის ჯვარი კისერზე ეკეთა. დასაძინებელი წამალი თან მქონდა, გავთიშე და სამართებლით მშვიდად გადავუჭერი საძილე არტერია. საექთნოც დამთავრებული მაქვს და არტერიის პოვნა არ გამჭირვებია. ზეწარი კი იმიტომ გადავაფარე, სისხლს რომ არ დავესვარე. ჩადენილს არ ვნანობ და ერთადერთ რამეს ვითხოვ - ეს ჯვარი, რომელიც ახლა მე მიკეთია, შემინახეთ და ციხიდან გამოსვლის შემდეგ დამიბრუნეთ, - დაასრულა მოყოლა გოგონამ.

სასამართლომ ბევრი იმსჯელა, მაგრამ განზრახ მკვლელობის მუხლი აფექტზე ვერანაირად გადააკვალიფიცირა. გამცილებელს რვა წელი მისცა და მან ციხეშ ექვსი გაატარა, შემდეგ ვადამდე ადრე გათავისუფლება შეეხო.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში