Menu
RSS

ექიმმა ქალმა თავი მოიკლა - რა გახდა ტრაგედიის მიზეზი და რატომ ფიგურირებს საქმეში მოჭრილი თითი

საქართველოში გამოსასყიდის მიღების მიზნით, ადამიანების გატეცების რაოდენობამ 90-იან წლებშ განსაკუთრებით იმატა. სამწუხაროდ, ხშირად ფულის მიღების შემდეგაც კი, კრიმიანლები მსხვერპლს, როგორც არასასურველ მოწმეს, მაინც იშორებდნენ. ამიტომ, მაშინაც და ახლაც მართებული სამართალდამცავებთან მისვლაა, რადგან ასე გატაცებულის გადარჩენის შანსიც მეტია და კრიმინალების დაკავებისაც.

„განყოფილებაში ასაკიანმა ქალმა დარეკა და გვითხრა, რომ მისი სიძე გაიტაცეს, ორი ათას მანეთს ითხოვდნენ, მისმა შვილმა ფული წაიღო და წავიდა და დედას მილიციაში დარეკვა აუკრძალა, მაგრამ ქალმა მაინც დარეკა. მან ის ადგილიც გვითხრა, სადაც მის შვილს ფული უნდა დაეტოვებინა. ოპერატიული ჯგუფი ადგილზე გავიდა, თუმცა ფული უკვე დატოვებულიც იყო და წაღებულიც. გატაცებულის ცოლი უკან ბრუნდებოდა, რომ გავაჩერეთ და დეტალები ვკითხეთ. მან სახლში წაგვიყვანა და მცირე ზომის რკინის ყუთში ფეხის მოჭრილი თითი გვანახა - ჩემი ქმრისაა, მარჯვენა ფეხის შუა თითია და ზუსტად იმიტომ ვიცი, რომ ამ თითზე ფრჩხილი დეფორმირებული ჰქონდაო“, - ასე დაიწყო ჩვენთვის მორიგი ისტორიის მოყოლა პოლიციის გადამდგარმა პოლკოვნიკმა.

გატაცებული ინჟინერი გახლდათ, ცოლი - ექიმი ანუ ეკონომიურად არ უჭირდათ და 2 ათასი მანეთი არ იყო მათთვის დიდი ფული. ამ ფასად ნახევარ „ჟიგულს“ შეიძენდით ანუ მცირე თანხა ნამდვილად არ გახლდათ. წერილში, რომელიც მოჭრილ თითს ერთვოდა, ეწერა, რომ თუ ქალი ფულს არ გადაიხდიდა, ხვალ ამანათით ქმრის თავს გაუგზავნიდნენ. დავიწყეთ ლოდინი, მაგრამ ფუჭად - არც იმ დღეს, არც მეორე დღეს ქმარი არ გამოჩენილა. ვიფიქრეთ, რომ გამტაცებლებმა ის მაინც მოკლეს, როგორც არასასურველი მოწმე. გამოვკითხეთ სამეგობრო წრე და ერთმა მეგობარმა საინტერესო რა მგვითხრა - გატაცებული ბანქოს თამაშობდა და ხშირად აგებდა, ბოლოს კი, თანხას სამსახურში ვიღაც კრიმინალური შესახედაობის ტიპი სთხოვდა, რომელსაც ლოყაზე ღრმა ჭრილობის კვალი ემჩნეოდაო. ასეთი ნაიარევი ჩვენთვის კარგად იყო ნაცნობი და ერთ-ერთ „ძველ ბიჭს“ სახლში მივაკითხეთ. მან არ დამალა, რომ დაკარგულს ფული მართლა მოუგო, ოღნდ არა 2 ათასი, არამედ, 800 მანეთი და სწორედ მას ითხოვდა. მოთხოვნილი თანხა კი დილთ გატაცებულისგან მიიღო. ეს ჩვენთვის მოულოდნელი გახლდათ ანუ გატაცებულმა ფული მიიტანა, ესე იგი, ის თავისუფლებაზე იყო და სახლში არ გამოჩნდა. ინჟინერს იმ „ძველი ბიჭის“ მეზობლებიც იცნობდნენ და მათაც დაადასტურეს, რომ ჩვენი დაკარგული დილით, მართლაც, იყო კორპუსის ეზოში, ბოლო ხმაზე ეძახდა მევალეს, რომ ჩამოსულიყო და ფულის გადაცემის ფაქტიც რამდენიმემ დაინახა.

ჩვენთვის მთავარი ის გახლდათ, რომ გატაცებული ცოცხალი იყო, სახლში წავედით, თუმცა ცოლმა და სიდედრმა ახალი ვერაფერი გვითხრეს - ინჟინერი შინ არ გამოჩენილა. სიახლე არც სამსახურიდან იყო - არც სამსახურში მისულა. მორიგი მოულოდნელობა იმავე ღამეს გველოდა - ჩვენი ინჟინერი სახლთან უბნის რწმუნებულმა ღამის სამ საათზე იპოვა, მას მუცელში დანა ჰქონდა დარტყმული და მკვლელობის იარაღიც - ჩვეულებრივი საოჯახო დანა იქვე ეგდო. გამოდიოდა, რომ ის სახლშ ბრუნდებოდა, ზედ სადარბაზოსთან კი ვიღაც დახვდა და დანა გაუყარა. მოვალე გამოირიცხა, რადგან მან ფული მიიღო, თანაც იმ დროისთვის ალიბი ჰქონდა ანუ სახლშ ორ მეგობარსა და სამ ქალთან ერთად ქეიფობდა. ექსპერტმა დაგვიდასტურა, რომ გარდაცვლილს ფეხის თითი ახალი მოჭრილი ჰქონდა ანუ თითის გაგზავნის დრო ემთხვეოდა. საქმე ისე აიწეწა, თავს და ბოლოს ვეღარ ვიგებდით.

გარდაცვლილის საუკეთესო მეგობარმა მორიგი დაკითხვის დროს გვითხრა, გასვენებაზე სიცილი ძლივს შევიკავე, ცოლთან ერთად სახელს ორი საყვარელი იხოკავდა, აი, მესამე კი არ ჩანდაო. დავინტერესდით და გავარკვიეთ, რომ გარდაცვლილი ნამდვილი მექალთანე იყო, არაერთ ქალთან ერთდროულად ჰქონდა რომანი და ამის გამო სკანდალები არც სახლში აკლდა, არც - სამსახურში. იყო მივარდნები და სახის ჩამოკაწვრები. საყვარლების წრის შესწავლა დავიწყეთ. საყვარლებს შორის ექიმს ვეძებდით და ექიმს იმიტომ, რომ ფეხის თითი პროფესიონალურად იყო მოჭრილი - ამას რიგითი კრიმინალი ვერ შეძლებდა. ვიპოვეთ ერთი ასეთი ქალი და მის სახლში ჩხრეკა ჩავატარეთ. მთელ სახლში გარდაცვლილის ანაბეჭდები იყო და ერთგან, სარეცხში ჩაყრილ ნაჭერზე, სისხლის კვალიც ვნახეთ, რომელიც გარდაცვლილისას ემთხვეოდა. ქალი დავაკავეთ და ბოლოს, მან აღიარებითი ჩვენება მოგვცა.

გატაცებისა და ცოლისთვის ფულის გამოძალვის ამბავი თავად გარდაცვლილის მოგონილი იყო. სხვაგვარად, ცოლი ფულს არ მისცემდა. შემდეგ ვალიც გადაიხადა და ექიმს იმასაც დაპირდა, ცოლად მოგიყვანო. როგორც კი თითი მოუშუშდა, ვიღაცას დაურეკა და სახლიდან გავიდა. ექიმმა ფანჯრიდან დაინახა, როგორ იყიდა კაცმა სახლის წინ მდებარე მაღაზიაში შამპანური და შოკოლადის ფილა, მაგიდაზე დაგდებულ დანას დაავლო ხელი და საყვარელს უკან გაჰყვა. ის კი სახლის ნაცვლად სხვა ქალთან წავიდა, სახლის გვერდითა კორპუსში, გვიანობამდე დარჩა, მერე კი სახლშ დაბრუნება გადაწყვიტა. სწორედ სახლის სადარბაზოსთან დახვდა ექიმი და ერთი დარტყმით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა „მოღალატე“ კაცს.

სასამართლომ რეალურად არაფერი გაითვალისწინა და ქალბატონს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მან ციხეში ორი წელიც ვერ გაძლო - ოფიციალურად, გაურკვეველ ვითარებაშ გარდაიცვალა. ისე, კი გვითხრეს, რომ რამდენჯერმე ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა და ბოლო მცდელობა წარმატებული იყო.

 

პატიმარი #0578

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში