Menu
RSS

ახალგაზრდა ბიჭმა დედინაცვალი გააუპატიურა, მამა კი მოკლა

როგორ ექცევიან „ზონაზე“ მშობლების მკვლელებს

გასულ კვირას, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, შვილმა მამა მოკლა. 17 წლის მოზარდმა მძინარე მამას სანადირო თოფიდან ესროლა. ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს, თუმცა სასამართლომ რაც უნდა ქნას, არასრულწლოვანს 8 წელზე მეტს ვერ მიუსჯის ანუ მამის მკვლელი ციხიდან, უარეს შემთხვევაში, 25 წლის ასაკში გამოვა. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შვილი მშობელს კლავს და გისოსებს მიღმა ხვდება. რა თქმა უნდა, სხვა არის სასამართლოს მიერ შეფარდებული ოფიციალური სასჯელი და სხვა _ ის სასჯელი, რომელიც მშობლის მკვლელს პატიმრებისგან ელოდება, თუმცა...

რუსთავის #17 დაწესებულებაში, მშობლის მკვლელობაზე სასჯელს სამი პირი იხდიდა. ერთი ისეთ დღეში იყო, ყველა ამბობდა, გარეკილი აქვს, „სვაბოდაზეც“ გარეკილი ჰქონდა და სწორედ ფსიქიკური აშლილობის გამო მოხდა ის, რაც მოხდაო. 

რეალურად, ეს პირი, მართლაც უცნაურად იქცეოდა, თუ თანასაკნელები არ აიძულებდნენ, ხელსაც კი არ იბანდა, მთლიანად ბანაობას კი მთელი პროცესი სჭირდებოდა, თავის „დედის გინებითა“ და აბანოში ტანსაცმლიანად შეგდებით. ამის მიუხედავად, მას ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს ოფიციალურად არ უსვამდნენ, იტყუება, სასჯელის შემსუბუქება უნდაო, მაგრამ ყველა პატიმარი დაადასტურებდა, რომ ეს ადამიანი თავის ჭკუაზე არ იყო. 

რაც შეეხება დანარჩენ ორს, შაკო სასჯელს ჩვეულებრივად, სხვა პატიმრების გვერდით იხდიდა, გეგა კი... „საქათმეში“. 

პატიმარ #0578-ს ერთი სული ჰქონდა, ორივეს გასაუბრებოდა, მაგრამ თემა იმენად მძიმე იყო, კონსულტაცია ჯერ „მაყურებლებთან“ გაიარა. 

„შაკომ „სპრავედლივი“ საქციელი ჩაიდინა, გეგამ _ სუფთა „ქათმური“ და შესაბამისად, ორივემ დამსახურების მიხედვით მიიღო. გეგა რამდენად დაგელაპარაკება, არ ვიცი, რამდენჯერაც მოყვა, იმდენჯერ დინგში მოხვდა, შაკოს კი მე შევამზადებ“, _ თქვა მაყურებელმა და ორ დღეში, #0578 შაკოს მონაყოლს ისმენდა. 

„როცა მამას კლავ, წესით და რიგით, არ უნდა ამაყობდე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. აი, მართლა არ მქონდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში მივეჩვიე იმას, რომ მამა ნასვამი თუ ბრუნდებოდა შინ, მე და დედას გვცემდა. გამონაკლისი ჩემი და იყო, რომელსაც ხელს არ ადებდა. მერე და მერე, რომ გავიზარდე, ვეღარ მერეოდა, მაგრამ საწყალ დედაჩემს რა უშველიდა? თუ სახლში ვიყავი, ახლოს არ ვუშვებდი, მაგრამ თუ დამაგვიანდებოდა, დედა ნაცემი კი არა, ნაგვემი მხვდებოდა. 

არაერთხელ გავაფრთხილე, მკაცრადაც გავაფრთხილე, მაგრამ არაფერი შველოდა. რაც მთავარია, ფხიზელზე არ ახსოვდა და ლამის თავი მოეკლა, ეგ როგორ დამემართაო... 

როგორც ყველას, ჩვენც გვიჭირდა და ცოტ-ცოტას ვიპარავდი, თავი და ოჯახი რომ მერჩინა. მამაჩემი ხან უსაქმურთა ბირჟაზე იყო, ხანაც სადმე მშენებლობაზე ნახულობდა დროებით ადგილს. მერე და მერე, როცა კრიმინალში დავიხვეწე, მივხვდი, რომ იარაღი მჭირდებოდა. ვიყიდე იარაღი და ვინც ფიქრობს, რომ თბილისში იარაღის შოვნა რთულია, ვეტყვი, პურზე იოლად იყიდი, მთავარია, კარგად დაგეგმო. 

მოკლედ, მივედი ერთ დღეს სახლში და რას ვხედავ, ჩემი და არის ნაცემი, ოღონდ ამას ცემა არ ერქვა, სახე არ ეტყობოდა, უბრალოდ, ვიცოდი, რომ ჩემი და იყო, თორემ სხვაგან რომ დამენახა, გვერდს ავუვლიდი. მამას ეძინა, დედა ცივ ტილოებს ადებდა ჩემს დაიკოს და მოთქმით ტიროდა. რა მოხდა-მეთქი და მამაჩემს ხელი რომ დაურტყამს დედისთვის, ჩემი და ჩამდგარა შუაში. ჰოდა, დაუგდია სამზარეულოს იატაკზე და ფეხით იმდენი ურტყამს სახეში, სანამ შვილი არ გათიშა. 

თვალთ დამიბნელდა, აბაზანაში გავედი, „ვედრო“ წყლით ავავსე, გავედი საძინებელში და მამაჩემს თავზე დავასხი. ძლივს მოვიდა აზრზე, წამოჯდა, დამინახა და შემაგინა. მე მეორე „ვედრო“ მოვიტანე, ისევ გადავასხი, მინდოდა, აზრზე მომეყვანა და აი, მართლა მეცემა. როგორც იქნა წამოდგა და... ოთახში შემოსულ დედაჩემს დაარტყა. აი, მანდ საბოლოოდ გადამეკეტა და შვიდი ტყვიიდან, სამი თავში მოვარტყი. არსად გავქცეულვარ, შოკი მქონდა, მივხვდი, რომ მამა მოვკალი, მაგრამ არაფრის შეცვლა აღარ შემელო. 

ხშირად მიკითხავს ჩემი თავისთვის, ახლა რას ვიზამდი და... თუ ისევ ისე დამიბნელდებოდა გონება, იგივეს ვიზამდი. ჰო, ისევ მოვკლავდი მამას და ეს არის რეალობა“, _ დაასრულა შაკომ. 

სასამართლომ ყველაფერი გაითვალისწინა და მოსამართლე მზად იყო, მისთვის 7 წელი მიეცა, თუმცა საქმეში პროკურატურა ჩაერთო, აქაოდა, შაკო კრიმინალია, უბრალოდ, ვერ ვუმტკიცებთ, ამიტომ მაქსიმუმი უნდა მივცეთო. ჰოდა, შეუკრიბეს იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება, მამის მკვლელობაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში გაიყვანეს და შეკრებითობის პრინციპით, შაკოს 20 წელი მისცეს. 

რაც შეეხება გეგას, სანამ მასთან #0578 მივიდოდა, „მაყურებელმა“ გააფრთხილა, შელამაზების გარეშე მოყევი, რასაც შეგეკითხება, თორემ ორლიტრიან ბოთლს უკან გაგიკეთებო. გეგამაც თავდახრილმა დაიწყო: 

„დედაჩემი მშობიარობას გადაჰყვა და მამამ ჩემი მარტო გაზრდა ვერ შეძლო. ამიტომ, ორი წლის ვყოფილვარ, ცოლად სხვა ქალი რომ შეირთო, მაგრამ რად გინდა, არც ამან გაამართლა, ის ქალი სიმსივნით მაშინ მოკვდა, როცა 15 წლის ვიყავი და მამამ მესამე ცოლი მოიყვანა, ოღონდ მასზე 15 წლით უმცროსი და თან სამაჩაბლოდან დევნილი. უფრო ზუსტად, ის გოგო ნახევრად რუსი იყო, ნახევრად _ ოსი და საქართველოში როგორ მოხვდა, მართლა არ ვიცი, თუმცა დევნილის სტატუსი ჰქონდა. 

ასე იყო თუ ისე, მესამე „დედასაც“ შევეგუე და ჩვეულებრივი ცხოვრება დავიწყე. 

ერთ დღეს სახლში ნასვამი მივედი, მამაჩემი „სმენაში“ იყო და ცუდად გავხდი, გული ამერია, ლამის მოვკვდი. დედინაცვალმა მიპატრონა, მომიარა, ჩემი ნარწყევი მოწმინდა, მერე დამაწვინა და კანკალი ამივარდა. ალბათ, სასმელმა მომცა რეაქცია. თუ რამე გვქონდა სახლში, ზედ დამაყარა, მაგრამ ვერ გავთბი. ტანსაცმლიანი შემომიწვა, გაგათბობო და მანდ „დამერხა“, თან ნასვამი, თან _ ახალგაზრდა... 

მოკლედ, დედინაცვალი გავაუპატიურე, მაგრამ იმასაც მივხვდი, დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მეორე დღეს, თვალებში ვერ ვუყურებდი, მაგრამ მერე მომეშვა და იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ სახლში შეიძლებოდა „ნაშა“ მყოლოდა. ასეც მოხდა: დედინაცვალს ბევრი „შებმა“ არ დასჭირვებია და როგორც კი მამაჩემი „სმენაში“ წავიდოდა, ყირაზე გადავდიოდით. 

ყველაფერი მოულოდნელად დასრულდა: მამა „სმენაში“ წავიდა, მაგრამ სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა და გვიან ღამით დაბრუნდა. მე და დედინაცვალს ერთად გვეძინა, ცოტა დავლიეთ, ვიგიჟეთ და ლოგინში შიშვლები ვეყარეთ. ასეთებს დაგვადგა მამაჩემი თავზე და ქამრის დარტყმამ გამაღვიძა. სახე წაშლილი ჰქონდა, ხან მე მირტყამდა, ხან _ თავის ცოლს, თან რკინის ბალთიან მხარეს იქნევდა. წარბთან მომხვდა რკინის ბალთა, კანი გადამეხსნა და სისხლმა იფეთქა. სისხლის დანახვამ უფრო გაახელა და უფრო გამეტებით დამიწყო ცემა. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ღამის სანათი დავაფშვენი თავზე. სანათი დენზე იყო შეერთებული, რომ დაიმტვრა, ნათურაც გატყდა, ცუდად შეეხო და მოკლედ, დენმა მოკლა, რა. 

სასამართლომ, გაუფრთხილებლობით მკვლელობაო და შვიდი წელი მომცა, მაგრამ ამათ გააგებინებ რამეს? ეგრევე „საქათმეში“ მიკრეს თავი, გეგონება, დედაჩემთან მქონდა სექსი!“ _ უკმაყოფილება ვერ დამალა გეგამ. 

#0578-მა მშვიდად უთხრა, აქ დამელოდეო და საკანში წავიდა. იქიდან გამოსულ პატიმარს, გეგამ ხელში წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი რომ დაუნახა, საცოდავად დაიმანჭა, მაგრამ „ქათმის“ სტატუსი არ აძლევდა ნებას, ადგილიდან განძრეულიყო. შედეგად, ბოთლი თავში სამჯერ მოხვდა და დარეტიანებული ჩაიკეცა. 

მალევე „მაყურებელი“ მოვიდა, გეგასკენ, როგორც უწმინდურისკენ, ისე გადააფურთხა და #0578-ს უთხრა, ხომ გეუბნებოდი, ყოველ მოყოლაზე საცემია-მეთქი?!

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში