Menu
RSS

ნარკოტიკი აჭარასა და სამეგრელოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოაქვთ?!

შსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულთა უმრავლესობა უცხოელია

ბოლო ერთი კვირის განმავლობაშ, შსს-მ ორ ათეულზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავა და რაც მთავარია, გასაყიდად გამზადებული რამდენიმე კილოგრამი ნარკოტიკული ნივთერება ამოიღო. ის, რომ ტურისტულ სეზონზე ნარკორეალიზატორები გააქტიურდებოდნენ, ადვილი მისახვედრი იყო, მაგრამ თუ ამ ოდენობის ნარკოტიკი შემოვიდოდა ქვეყანაშ, ვერავინ წარმოიდგენდა.

დაკავებულთა შორის უცხოეთის მოქალაქეები სჭარბობენ ანუ ადამიანები, რომლებმაც ყურმოკვრით იციან, რომ საქართველოში ნარკოლიბერალური პოლიტიკა ხორციელდება, მაგრამ ის კი აღარ იციან, რომ ვაჭრობა აკრძალულია და მკაცრად ისჯება.

სხვათა შორის, შსს არ მალავს, რომ ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა ტურისტულ ზონებში მწვავედ დგას. დამსვენებლები ჩივიან, რომ სანაპიროზე ძალიან ბევრი გამოყენებული შპრიცი გდია და ზუსტად იმ ადგილებში, სადაც დამსვენებლები და, მათ შორის, ბავშვები ფეხშიშველი დადიან, შპრიცებია დატოვებული.

შსს-ს თანამშრომლები არამარტო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებენ, არამედ, პრევენციის მიზნით, რიგითი დამსვენებლების დარად, სანაპიროზე აქტიურად მოძრაობენ და ცდილობენ, ნარკოტიკის მოხმარებისა თუ გასაღების ფაქტები აღკვეთონ. არავინ უარყოფს, რომ იმ პირობებში, როცა სამართალდამცავებმა ათეულობით ნარკორეალიზატორი დააკავეს, რამდენიმე მათგანის აყვანა ვერ მოხერხდა და ისინი აკრძალულ პრეპარატებს აქტიურად ყიდიან.

ნარკოტიკების გასაღების ეპიცენტრი ამჟამად აჭარა და სამეგრელოს რეგიონია და, როგორც გვეუბნებიან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნარკოტიკის შემოტანას უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქტიურად ცდილობენ. 

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში