Menu
RSS

საქართველოს ბანკი უპრეცედენტო პროდუქტებს ნერგავს

2020 წელი _ ინოვაციური სერვისები რეგიონის მასშტაბით!

მთელი რეგიონის მასშტაბით, საქართველოს ბანკი ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს. მეტიც, 2020 წელი, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა ინოვაციების წლად გამოაცხადა. შესაბამისად, პირველად მთელ რეგიონში, საქართველოს ბანკის მომხმარებელი, მეტროთი მგზავრობას კამერის იდენტიფიკატორის ე.წ. FACE RECOGNITION-ით ანუ „ღიმილით გადახდით“ შეძლებს. როგორც საქართველოს ბანკში აცხადებენ, გადახდის ეს ახალი სისტემა ინოვაციური პროდუქტია, რომლის ანალოგი არათუ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც კი არ არის დანერგილი. ამიტომ, საქართველოს ბანკი პირველია, რომელმაც „ღიმილით გადახდა“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ CEMEA-ს (ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის) ქვეყნებში დანერგა! FACE RECOGNITION-ით გადახდა ინოვაციური, უსაფრთხო, მარტივი და სწრაფია. „ღიმილით გადახდისას“ 0.5 წამიც კი საკმარისია, რომ მომხმარებელმა ბარათის გამოყენების ნაცვლად, ტურნიკეტის კამერასთან მარტივად გაიაროს იდენტიფიკაცია და მგზავრობის საფასური გადაიხადოს. „ღიმილით გადახდა“ უკვე თბილისში, მეტრო-სადგურ `ავლაბარშია~ შესაძლებელი. გადახდის ინოვაციური სისტემა, VISA-სთან პარტნიორობის შედეგად დაინერგა.

იმისთვის, რომ ქვეყნის წამყვანი ბანკის ამ ულტრათანამედროვე პროდუქტით ისარგებლოთ, აუცილებლად უნდა ფლობდეთ საქართველოს ბანკის VISA-ს, MASTERCARD-ის, ან AMERICAN EXPRESS-ის ბარათს. თუ დაუბრკოლებლად მგზავრობა გსურთ, საჭიროა, გადაიღოთ ე.წ. „სელფი“ მობილბანკში და დაუკავშიროთ სასურველს ბარათს. მას შემდეგ, რაც ფოტო მონაცემთა ბაზაში აისახება, მომხმარებელი „ღიმილით გადახდით“ სარგებლობას შეძლებს. საქართველოს ბანკში აცხადებენ, რომ გადახდის ახალი სისტემა სრულად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია 3D კამერებისა და უსაფრთხოების სხვა პარამეტრების გათვალისწინებით. 

„ღიმილით გადახდა~ საქართველოს ბანკის ერთადერთი სიახლე არაა. სულ მალე, „ღიმილით განაღდებაც“ ამოქმედდება. უფრო კონკრეტულად, ბანკომატიდან თანხის განაღდების შემთხვევაშიც კი, ბარათის გამოყენება აღარ დაგჭირდებათ. თქვენ მხოლოდ ბანკომატის კამერასთან გაივლით იდენტიფიკაციას, აკრეფთ პინკოდს და სასურველი ოდენობის თანხას გაანაღდებთ. 

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ქვეყნის წამყვანი ბანკი საკუთარი მომხმარებლების კომფორტზე მუდმივად ზრუნავს და ამისთვის მზადაა, სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს მათ: 

„ამჯერად, ჩვენს მომხმარებლებს ინოვაციური პროდუქტების მთელ სერიას ვთავაზობთ. მოხარულები ვართ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა, თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ, სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს. საქართველოს ბანკი 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ბიზნესს სამომავლო განვითარებაში“. 

რას გულისხმობს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ინოვაციური პროდუქტების მთელ სერიაში და ზოგადად, რატომ გამოაცხადა 2020 წელი ინოვაციების წლად? ეს იმიტომ, რომ `ღიმილით გადახდისა~ და `ღიმილით განაღდების~ გარდა, საქართველოს ბანკი ძალიან მალე, სრულიად ახალ, ინოვაციურ პროდუქტს _`გატერმინალებას“ წარადგენს. რას ნიშნავს `გატერმინალება~? პასუხი მარტივია _ ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი ხდება. როგორც საქართველოს ბანკში აგვიხსნეს, სიახლე განსაკუთრებით უწყობს ხელს ბიზნესს ანუ ბიზნესის მფლობელი გადახდების მიღებას მისი კუთვნილი ტელეფონით შეძლებს, რაც კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი, მოქნილი და სწრაფია. ამისთვის საჭიროა, ANDROID 5.0 სისტემის ტელეფონი _ NFC მხარდაჭერით. ახალი პროდუქტის საშუალებით, მომხმარებელი გადაიხდის ყველგან (იქაც კი, სადაც მანამდე, მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა). მომხმარებელი და ბიზნესის წარმომადგენელი შეძლებენ, გადახდები უნაღდო ანგარიშსწორებით განახორციელონ და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა, თუ ხურდის მოძიებაზე. ინოვაციური გადახდის სისტემით სარგებლობა მარტივია _ ამისთვის საბანკო ბარათის, ან ტელეფონის მხოლოდ ერთი შეხებაც საკმარისია. 

ინოვაციური პროდუქტების სიუხვე ამით არ დასრულებულა. კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს, სავაჭრო და მომსახურების წერტილებში თანხის ტერმინალით განაღდებაა. თუმცა, ვიდრე ამ ინოვაციურ პროდუქტს აღვწერთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ბანკი პირველი კომპანიაა, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს ამგვარ სიახლეს სთავაზობს! რას ნიშნავს სავაჭრო და მომსახურების წერტილებში თანხის ტერმინალით განაღდება? თუ მომხმარებელს ხელთ საჭირო თანხა არ აღმოაჩნდება, შესაძლებლობა აქვს, საქართველოს ბანკის მერჩანტთან, სასურველი ნივთის შეძენასთან ერთად, ტერმინალით გაანაღდოს თანხა. ამისთვის მხოლოდ საბანკო ბარათი დაგჭირდებათ. მერჩანტის დახმარებით, ბარათიდან განხორციელდება სასურველი ნივთის, ან მომსახურების შეძენა და ამავდროულად, თანხის განაღდებაც. ეს ინოვაციური მომსახურება 2020-ში მარკეტებში, აფთიაქებსა და სხვა სავაჭრო წერტილებში დაინერგება. 

კიდევ ერთი პროდუქტი, რასაც საქართველოს ბანკი 2020 წელს დანერგავს, უნაღდო ანგარიშსწორებით, ე.წ. `თიფის“ ანუ „სამადლობელი“-ის დატოვებაა: იმ შემთხვევაში, თუ კვების ობიექტებში _ კაფეებში, ბარებში, რესტორნებში მომსახურების სათანადოდ გაწევის შემდეგ, მომსახურე პერსონალისთვის დამატებითი გასამრჯელოს დატოვებას გადაწყვეტთ, მაგრამ ნაღდი ფულის სახით, საჭირო თანხა არ აღმოგაჩნდებათ, არ ინერვიულოთ, ამ პრობლემას „სამადლობელი“-ის ფუნქციის მქონე ტერმინალი მოაგვარებს. თქვენ მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალი მოითხოვეთ და მასზე ბარათის ერთი, მარტივი შეხებით გადაიხდით, როგორც მომსახურების საფასურს, ასევე „სამადლობელსაც“ დატოვებთ. ე.წ. „თიფის“ გადახდას ნებისმიერი ბანკის ბარათით, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალით შეძლებთ. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში