Menu
RSS

ნიკა გვარამიას დაცვის წევრმა თავი მოიკლა

„მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენდირექტორის დაცვის წევრმა თავი მოიკლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად გვარამიამ დაწერა:

 

„გუშინ, ამ დროს, ბედნიერი იყო. 6 საათზე მეგობრებს ეს ფოტო ჩაგვიგდო, თავისი საყვარელი საბასი.

 

არ ვიცი, რა მოხდა მერე, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა, მაგრამ ამ დილით გადაწყვიტა, რომ უნდა დავეტოვებინეთ და მუდმივი ტკივილი მოესაჯა ყველასთვის, ვისაც გვიყვარდა და გვჭირდებოდა.

დაცვის წევრი და მძღოლი არა, დავკარგე ახლო მეგობარი, მარჯვენა ხელი, ჩემი ოჯახის მოყვარული და გულშემატკივარი, ჩემი ბრძოლის თავდადებული ჯარისკაცი - თემო სამხარაძე.“

მომხდარზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.

არასდროს დამავიწყდები, იძინე მშვიდად„ 


ასევე გავრცელებული ინფორმაციით „მთავარი“ დატოვა, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ და სამუშაოდ „ტვ პირველზე“ გადავიდა 

 

 

დაბრუნება დასაწყისში