Menu
RSS

მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება: „საქართველოს ეკლესიას საპატრიარქოზე დიდი მტერი არ ჰყავს!“

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მედიკოსები მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, გარეთ მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გავიდნენ. ამის მიუხედავად, საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია წირვა-ლოცვის წესს არ ცვლის. ამ ფონზე დღეს დიდი და პატარა იმაზე მსჯელობს, სააღდგომო ლიტურგია მრევლის თანდასწრებით უნდა ჩატარდეს თუ არა. სასულიერო პირების მტკიცებით, საეკლესიო წესებში ცვლილებების შეტანა ეკლესიასთან ბრძოლაა, ანუ ისე გამოდის, რომ ეკლესიას მედიკოსები ებრძვიან?

მაინც, ვინ ებვრძვის ქართულ ეკლესია? - ამ კითხვით  „ვერსიამ“ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს (ცაავა) მიმართა, რომელიც ამბობს, რომ ეკლესიას უპასუხისმგებლო საპატრიარქოზე დიდი მტერი არ ჰყავს.

„საქართველოს ეკლესიას არ ჰყავს იმაზე მეტი მტერი, ვიდრე ღვთის შიშის და სირცხვილის არმქონე, უპასუხისმგებლო მმართველობაა საპატრიარქოს სახით, პატრიარქის ხემძღვანელობით,  რომელსაც პირადი პატიმარი უზის საპყრობილეში დეკანოზის სახით და რომელიც, საბჭოთა ეპოქიდან დღემდე, ანტიქრისტიანული მეთოდებით მართავს ეკლესიას და აშანტაჟებს უსუსურ ხელისუფლებას, რომლის მთავარი მიზანიც 2020 არჩევნებში ძალაუფლების შენარჩუნებაა,“ -  აცხადებს მეუფე პეტრე.

 

ლუკა კოპალეიშვილი

 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში