Menu
RSS

გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

  „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას დედა, დოლორეს სალა კარიო კატალონიის ქალაქ მანრესაში გუშინ კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელის დედა 82 წლის გახლდათ და ვირუსი ერთ კვირის წინ დაუდგინდა.

„მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურმა საიტმა, გუნდის სახელით, გვარდიოლას სამძიმარი გამოუცხადა.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში