უეფამ „დინამოს“ ცრუ ფაშისტური ბრალდება წაუყენა და უსამართლოდ დასაჯა
თბილისის „დინამოს“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფეიენოორდთან“ საშნაო მატჩი ელის. იმის მიუხედავად, რომ პირველ შეხვედრაში თბილისურმა კლუბმა 0:4 წააგო, გულშემატკვრებს სტადიონზე მისვლა მაინც სურთ, მაგრამ უეფას ვერდიქტის შესაბამისად, მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაივლის. როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ განმარტა, სასჯელი „დინამოს“ აზერბაიჯანში, „გაბალას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გამოფენილი ბანერის გამო დაეკისრა. არადა, ბანერი, რომელიც ჩვენებმა გამოფინეს, თითქოს უწყინარი იყო და ზედ „88“ ეწერა, თუმცა...
ლათინური ანბანის მე-8 ასო არის H ანუ 88-HH HH-Heil Hitler. უეფამ ჩათვალა, რომ ეს იყო ფაშისტური ბანერი, თუმცა აქ უეფას შეცდომა გაეპარა, რადგან ეს „88“ აღნიშნავს 1988 წელს, როდესაც თბილისის „დინამოს“ პირველი ქომაგთა კლუბი შეიქმნა და ბანერზეც ამიტომ არის დატანილი.
დედაქალაქურმა კლუბმა სასჯელი გააპროტესტა და უეფა საკუთარ გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, ორშაბათს იყტვის.
მსგავსი
- გასაოცარი ქართული დემოკრატია
- საქართველოს ბანკი უპრეცედენტო პროდუქტებს ნერგავს
- პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საერთაშორისო სტანდარტების ახალი შენობა გახსნეს
- კობა ხაბაზი: „სააკაშვილს პირად საუბრებში ვეუბნები, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში არ უნდა ჩამოვიდეს!“
- გახდება თუ არა 2020 წლის ბიუჯეტის ჩაგდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საბაბი
- სისხლიანი კრიმინალური გარჩევები სოხუმში
- „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ _ მთავრობის უპრეცედენტო პროექტი
- ესპანეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც გივი თარგამაძეს მილიონი არ გადაუხადა, ნაციონალებმა ციხეში 30 წლით გაუშვეს!
- ქისტური ვენდეტა _ როდის და როგორ იღებენ პანკისელები სისხლს
- ემუქრება თუ არა საქართველოს ნაკრებს „სიკვდილის ჯგუფში“ მოხვედრა