Menu
RSS

ტურიზმის სექტორი საბანკო სესხების ერთი წლით გადავადებას ითხოვს!

კორონავირუსმა ქართული ტურიზმი 1997 წელში დააბრუნა _ რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ სასტუმროებს, ტურ-ოპერატორებსა და გიდებს

ზუსტად ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ტურიზმის სექტორი საბანკო ვალდებულებებს ვერ გაისტუმრებს. ,,საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის’‘ ბორდის ხელმძღვანელი, შალვა ალავერდაშვილი ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აცხადებს, რომ 2021 წლის ივნისამდე, მთავრობამ ტურიზმის სექტორს საბანკო სესხები უნდა გადაუვადოს. მთლიანობაში, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების სესხების მოცულობა 4.5 მილიარდი ლარია, ამ ვალდებულებების ერთი წლით გადავადებას კი 140 მილიონი აშშ დოლარი სჭირდება, რაც სექტორის დასახმარებლად საქართველოს მთავრობამ გრანტის სახით უნდა მოიძიოს. 

პარალელურად, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, 15 ივნისიდან, შიდა ტურიზმს ხსნის, 1 ივლისიდან კი _ საერთაშორისო ვიზიტორებს ელოდება. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის _COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა სექტორისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ,,ვერსია’‘ ამჯერად მხოლოდ იმ რეკომენდაციებით დაინტერესდა, რომელთა დაცვაც ტურისტულ კომპანიებს, ტურ-ოპერატორებს, გიდებს და სასტუმროებს მოუწევთ.

ზუსტად ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ტურიზმის სექტორი საბანკო ვალდებულებებს ვერ გაისტუმრებს. ,,საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის’‘ ბორდის ხელმძღვანელი, შალვა ალავერდაშვილი ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აცხადებს, რომ 2021 წლის ივნისამდე, მთავრობამ ტურიზმის სექტორს საბანკო სესხები უნდა გადაუვადოს. მთლიანობაში, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების სესხების მოცულობა 4.5 მილიარდი ლარია, ამ ვალდებულებების ერთი წლით გადავადებას კი 140 მილიონი აშშ დოლარი სჭირდება, რაც სექტორის დასახმარებლად საქართველოს მთავრობამ გრანტის სახით უნდა მოიძიოს. 

პარალელურად, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, 15 ივნისიდან, შიდა ტურიზმს ხსნის, 1 ივლისიდან კი _ საერთაშორისო ვიზიტორებს ელოდება. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის _COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა სექტორისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ,,ვერსია’‘ ამჯერად მხოლოდ იმ რეკომენდაციებით დაინტერესდა, რომელთა დაცვაც ტურისტულ კომპანიებს, ტურ-ოპერატორებს, გიდებს და სასტუმროებს მოუწევთ.

სავალდებულო რეკომენდაციები 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ტურისტული კომპანიებისა და ყველა ტიპის ტურ-ორგანიზატორებისთვის: ტურზე წასვლამდე, გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსკრინინგი აუცილებელია. მონაცემები შემდგომი მონიტორინგისთვის უნდა ჩაიწეროს, ხოლო თერმოსკრინინგი ყოველდღიურად უნდა განხორციელდეს; ტურისტული ჯგუფი, მათ შორის, გიდი და მძღოლი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე _ საჭიროების შესაბამისად; სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს, სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით; ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში უნდა განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების, მათ შორის, კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/ გამომრთველი ღილაკების, ტელეფონებისა და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა თუ საგნების დამუშავება დღეში რამდენჯერმე _ ორსაათიანი ინტერვალებით, შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით; გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით; მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად, უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი; ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება; ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას, განსაკუთრებული ყურადღებით დამუშავდეს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლაური (ხელის დასასვენებელი ადგილი); რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით; ტურის მსვლელობისას, მძღოლს თან უნდა ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. 

ახლა ვნახოთ წესები, რომელთა დაცვაც სასტუმროებს მოუწევთ: დადგენილი რეკომენდაციებით, სასტუმროებში იკრძალება სპორტულ-გასართობი ცენტრები; ბავშვთა გასართობი ზონების ფუნქციონირება; დროებით, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე, უნდა აიკრძალოს საერთო გამოყენების სპორტული დარბაზების ფუნქციონირება; აიკრძალოს სასტუმროს შიდა სივრცეში განთავსებული გასართობი და სპორტული ზონების ფუნქციონირება; სასტუმროს გარე სივრცეში არსებული ბილიარდის, ტენისისა და სხვა სპორტულ/ გასართობი ცენტრისთვის გამოყოფილი ინვენტარი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით _ ყოველი გამოყენების შემდგომ. 

ამასთან, სასტუმროების ტერიტორიებზე, კატეგორილად იკრძალება ნიღბის გარეშე გადაადგილება; დაუშვებელია ორსართულიანი საწოლების გამოყენება; კატეგორიულად იკრძალება გამონაცვალი თეთრეულის იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება. 

შემუშავებული რეკომენდაციებით, ყველა ტიპის სასტუმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, რომ ერთიან შესასვლელთან, თერმოსკრინინგი განახორციელოს ვიდეოსკრინინგის, ან ტემპერატურული დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა სამუშაოს დაწყების წინ, გააკონტროლონ პერსონალის/ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევა აუცილებლად უნდა აღრიცხონ და დაუყოვნებლივ მიმართონ 112-ის ცხელ ხაზს; 

სასტუმროში, თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება; სავალდებულოა, სასტუმროს ტერიტორიაზე ზედაპირების დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით (დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ), ასევე ყოველ 2-საათში ერთხელ, ყველა იმ ზედაპირის დამუშავება, რომელთანაც ხშირად უწევთ შეხება სასტუმროს ვიზიტორებს, ან სივრცეში მყოფ პირებს, მათ შორის, კარისა და ფანჯრის სახელურები, კიბის მოაჯირები, ლიფტის ღილაკები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები; სასტუმროს საერთო მოხმარების სივრცეებში, დაიცავით დისტანცია _ არანაკლებ 2 მეტრის ოდენობით; სასტუმროს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა, თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის, ობიექტზე დახურული კონტეინერები უნდა განთავსდეს, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი; დღეში რამდენჯერმე, სასტუმროს სივრცეში არსებული დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და ადამიანთა კონცენტრაციის ადგილების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება სავალდებულოა; დაუშვებელია ორსართულიანი საწოლების გამოყენება; საერთო გამოყენების სველი წერტილებით სარგებლობისას, ყოველი გამოყენების შემდგომ, სავალდებულოა მისი დეზინფექცია ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად; სასტუმროს პერსონალი და ვიზიტორები უზრუნველყავით სათანადო კოლექტიური დაცვის საშუალებებით: დეზობარიერი _ შენობის შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; დამცავი გამჭვირვალე ბარიერები _ თანამშრომლების მესამე პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში (მიმღებში); დასაქმებულთა და სტუმართათვის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები; დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანის გაზრდილი კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე. 

წინ, წარსულისკენ _ ტურიზმის სექტორი 1997 წელში დაბრუნდა? 

,,საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის’‘ ბორდის ხელმძღვანელი, შალვა ალავერდაშვილი ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აცხადებს, რომ მართლია, სასტუმროები ტურისტული სეზონისთვის მზად არიან, მაგრამ ამის მიუხედავად, საზოგადოებას ცრუ მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს _ წელს ტურიზმის ინდუსტრია მეტისმეტად არასახარბიელო მდგომარეობაშია. 

,,რეალურად, ტურიზმის სექტორისთვის საკმაოდ რთული პერიოდია, ჩათვალეთ, რომ 1997-98 წლებში დავბრუნდით _ მაშინ თუ ქვეყანაში ერთი-ორ უცხოელ ტურისტს ვნახავდით, გვიკვირდა, ჩვენთან რომ ჩამოვიდა. აი, დღეს, დაახლოებით, ამ მდგომარეობაშია ტურიზმის სექტორი, მაგრამ კორონავირუსმა საფრთხე შიდა ტურიზმსაც შეუქმნა. 

საკითხი დგას ასე: მხოლოდ შიდა ტურიზმზე რომ გვეფიქრა, შესაძლოა, უფრო ოპტიმისტურად ვყოფილიყავით განწყობილნი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შემოსავალი შეუმცირდა. არადა, სტაბილური შემოსავლების მქონე ადამიანები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კურორტზე მიდიოდნენ დასასვენებლად, შემოსავლების შემცირების გამო, ამას ვეღარ მოახერხებენ. ამასთან, იმ ემიგრანტების რაოდენობაც შემცირდა, რომლებიც ფულს აგზავნიდნენ და ოჯახის წევრებს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად უშვებდნენ. ცხადია, ყველაფერი ეს შიდა ტურიზმზე ნეგატიურად აისახება’‘. 

შალვა ალავერდაშვილის თქმით, ამ ვითარებაში ანუ შიდა ტურიზმის პირობებში, სასტუმროებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. მეტიც, დამსვენებელთა უმრავლესობა სასტუმროს ნაცვლად, კერძო ბინებს, ან კოტეჯებს იქირავებს, რათა უფრო კომფორტულად დაისვენოს: 

,,ეს იმიტომ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების შესრულება საკმაოდ სერიოზულ დისკომფორტს გამოიწვევს დასვენების დროს. იმის გამო, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე აუცილებლად ნიღბებით უნდა გადაადგილდნენ, ბევრი დამსვენებელი შეეცდება, კერძო კოტეჯები ან სახლები იქირაოს. ამ ეტაპზე, შეკვეთები მიღებული აქვს სამ სასტუმროს _ ,,შატო მერეს’‘, ,,ლოპოტასა’‘ და ,,ბაკურიანი ინს’‘. ეს სასტუმროები ახლა ბესთსელერად ითვლება, რადგან შედარებით მეტად იყიდება შიდა ტურიზმისთვის, დანარჩენი სასტუმროები კი მოიკოჭლებენ. აქედან გამომდინარე, სასტუმროებში არასახარბიელო მდგომარეობაა. 

სხვათა შორის, საკარანტინე ზონებად სასტუმროების გამოყენებამ სერიოზული გამოცდილება მოგვიტანა _ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა დავხვდეთ ვიზიტორებს და როგორ უნდა დავიცვათ ყველა წესი თუ რეკომენდაცია’‘. 

რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტორებს, მართალია, მათთვის საქართველოს საზღვარი 1 ივლისიდან გაიხსნება, მაგრამ შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ აგვისტომდე უცხოელ ტურისტებს არ ელის. 

,,ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა ჩვენი მუდმივი კლიენტები იყვნენ ტურისტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთსა და თურქეთიდან _ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, არასახარბიელო მდგომარეობაა. შესაბამისად, ვაკვირდებით მდგომარეობას და კონკრეტული გადაწყვეტილება, თუ რომელ ქვეყანასთან გავიხსნებით, ჯერ მიღებული არ არის. ყოველდღიურად იცვლება მდგომარეობა, მაგრამ ახლა სრულად ეპიდემიოლოგების ხელში ვართ. გვიხარია, რომ საქართველო მწვანე ზონად დარჩა და იმედია, ამის გამოყენებასაც შევძლებთ, თუმცა ყველაფერი მაინც მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული. 

მეტსაც გეტყვით, წინასწარი პროგნოზით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში 75%-ით შემცირდება. 2021 წელს _ 30%-დან 35%-მდე და მხოლოდ 2022 წელს იქნება შესაძლებელი, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის ოდენობას გაუტოლდეს, ოღონდ ესეც იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს მასშტაბით, ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ არ აფეთქდება. აქედან გამომდინარე, მინუს 75%-ს ვპროგნოზირებთ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს _ მინუს 30%-დან მინუს 35%-მდე, 2019 წელთან შედარებით და 2022 წელი იქნება 2019 წელის ტოლი ანუ დავუბრუნდებით ძველ სტატუს-კვოს, თუ რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე გაგრძელდება, რა მდგომარეობაც ახლაა’‘. 

გასაკვირი არაა, რომ ტურიზმის სექტორში არასახარბიელო ვითარება შეიქმნა. ბოლოს და ბოლოს, კორონავირუსმა პირველი დარტმა სწორედ ტურიზმს მიაყენა, რადგან ჩაიკეტა საზღვრები და შეწყდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების გადაადგილება ქვეყნის შიგნითაც და მით უმეტეს, მის ფარგლებს გარეთაც. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ მთავრობამ სექტორის მხარდასაჭერად გარკვეული ნაბიჯები გადადგა _ ტურიზმის ინდუსტრიას გადასახადები და საბანკო ვალდებულებები სამი თვით გადაუვადა. თუმცა შალვა ალავერდაშვილი ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში, ტურიზმის სექტორი გადახდისუუნარო იქნება. 

,,ეს ნიშნავს, რომ ერთი წლის მანძილზე, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც ტურისტულ სექტორს წარმოადგენენ, საბანკო კრედიტებსა და სესხებს ვერ გადაიხდიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთი წლით ანუ 2021 წლის ივნისამდე, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების სასესხო ვალდებულებები გადავადდეს. ჯამში, იურიდიული პირების სესხი ტურიზმის სექტორში _ 3 მილიარდი ლარია, ფიზიკური პირების სესხი _ მილიარდნახევარი ლარი, მთლიანობაში სექტორს 4.5 მილიარდი ლარის ვალი აქვს, რასაც 140 მილიონი აშშ დოლარი სჭირდება, რათა ერთი წლის მანძილზე, ეს სესხები გადავადდეს. ეს არის ნომერი პირველი ამოცანა, რაც ქვეყნის მთავრობამ ტურიზმის სექტორის გადასარჩენად უნდა შეასრულოს’‘.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში