Menu
RSS

რას მოხმარდება #STOPCOV-ის ფონდში მობილიზებული თანხა

კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოს ფინანსურად და არაფინანსურად დაეხმარნენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში ბიზნესიც ჩაერთო. ამ მიზნით, საქართველოში მოქმედმა კომპანიების ნაწილმა სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობისა და ფინანსური რესურსის გამოყოფის სურვილი გამოთქვა. კერძო სექტორის ამ ინიციატივის განხორციელების მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, შესაბამისი პლატფორმა შეიქმნა. ამ პლატფორმის ფარგლებში, #STOPCOV-ის ფონდი დაარსდა, სადაც ყველა კომპანიას, ასევე, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომ ვირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ფონდის რესურსების გადანაწილება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს დაევალა, ოღონდ კერძო სექტორთან მჭიდრო კოორდინაციის ფორმატში. მართალია, ფონდი ერთი კვირაა, რაც შეიქმნა, მაგრამ 31 მარტის მონაცემებით, უკვე 19 616 439 ლარია მობილიზებული. ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან. ,,ვერსია’‘ დაინტერესდა, რომელმა კომპანიებმა გამოიჩინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და რეალურად, რას მოხმარდება ფონდში მობილიზებული ფინანსური რესურსი.

რა მიზნით შეიქმნა #STOPCOV ფონდი 

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში ,,ვერსიას’‘ განუცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდი დაეხმარება მთავრობას. ამ ფონდიდან თანხებს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და სამედიცინო მიზნებისთვის გამოყოფენ. 

„როდესაც კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება გამწვავდა, ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა და უბრალო მოქალაქემ მოგვმართა. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, რათა დაეხმარონ სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სამედიცინო სფეროსა და სოციალური ჯგუფების მხარდაჭერაში. გადავწყვიტეთ, რომ ეს კონტრიბუციები არ გაფანტულიყო და მიზანმიმართულად გაგვეყენებინა, შესაბამისად, თანხებს ერთად მოვუყარეთ თავი და შევქმენით STOPCOV-ფონდი“, _ განუმარტეს ,,ვერსიას’‘ ბიზნესომბუდსმენის აპარატში. 

31 მარტის მონაცემებით, ფონდში უკვე 19 616 439 ლარია თავმოყრილი. თანხას რიცხავენ, როგორც ბიზნესკომპანიები, ასევე, რიგითი მოქალაქეებიც. ამავე ფონდში მნიშვნელოვან თანხებს რიცხავენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან: 

„ფონდის მიზანია, მასში ჩარიცხული თანხის მობილიზება, რათა მომავალში, მიზანმიმართულად გადანაწილდეს. რაც შეეხება მიზანმიმართულებას, ამ საკითხზე სახელმწიფო უწყებებთან ერთად ვმუშაობთ და სადაც ამის აუცილებლობა იქნება, თანხაც იმ სფეროს მოხმარდება“. 

როგორც უწყებაში ,,ვერსიას’‘ აუხსნეს, ამ ეტაპზე, სიაში პირველ ადგილზეა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები და სამედიცინო სფერო, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მთავრობა ნებისმიერ სფეროში წარმოქმნილ მოთხოვნილებებს თავადვე აკმაყოფილებს. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს დამატებითი ფინანსური დახმარება დასჭირდება, ფონდის ფულსაც გამოიყენებენ. 

მეტიც, ბიზნესომბუდსმენის აპარატში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ფონდიდან თანხის გადანაწილების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფონდის ანგარიშზე ჩარიცხული თითოეული თეთრი კანონის შესაბამისად დაიხარჯება. 

ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერა 

ერთი კვირაა, მედია აქტიურად აშუქებს იმ კომპანიების წვლილს, რომლებმაც ქვეყანაში შექმნილ საგანგებო მდგომარეობას ადეკვატურად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით უპასუხეს. #STOPCOV ფონდში ამ კომპანიებმა საკმაოდ სოლიდური თანხა ჩარიცხეს, თუმცა სახელმწიფოს არაფინანსური დახმარებაც გაუწიეს. 

ფინანსური მხარდაჭერა: თიბისი – 5 მილიონ ლარზე მეტი; „მაგთიკომი“ – 3 მილიონი ლარი; „სილქნეტი“ – 1 მილიონი ლარი; „არ ემ ჯი“ – 1 მილიონი ლარი; ორბი – 1 მილიონი ლარი; სამედიცინო უნივერსიტეტი – 1 მილიონი ლარი; სათამაშო ბიზნესი (6) – 1 მილიონი ლარი; „მეტრო ჰოლდინგი“ – 500 000 ლარი; ,,ბორჯომი’‘ – 500 000 ლარი; „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ – 300 000 ლარი; „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ – 300 000 ლარი; „ანაგი“ – 300 000 ლარი; პე ეს პე ჯგუფი – 300 000 ლარი; „თელავის ღვინის მარანი“ – 300 000 ლარი; „რიკო ექსპრესი“ – 300 000 ლარი; „დაფნა“ – 300 000 ლარი; თიბისი დაზღვევა – 300 000 ლარი; VTB ბანკი – 200 000 ლარი; „სოკარი“ – 200 000 ლარი; „თეგეტა მოტორსი“ – 200 000 ლარი; „ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი“ – 200 000 ლარი; ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი – 150 000 ლარი; კავკასიის ავტო იმპორტი – 150 000 ლარი; „ასკანელი ძმები“ – 101 000 ლარი; „m² – უძრავი ქონება“ – 100 000 ლარი; „დირსი“ – 100 000 ლარი; „ფილიპ მორის საქართველო“ – 100 000 ლარი; ბაზის ბანკი – 100 000 ლარი; რუსთავის აზოტი – 100 000 ლარი; საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – 100 000 ლარი; ყვარლის სარდაფი – 100 000 ლარი; ფოთის საზღვაო ნავსადგური – 100 000 ლარი; საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე – 100 000 ლარი; „ჰუალინგი“ – 100 000 ლარი; „თბილი სახლი“ – 100 000 ლარი; „ბილდი“ – 100 000 ლარი; კომპანია „დათო“ – 100 000 ლარი; გრინ ჰილ რეზიდენსი – 100 000 ლარი; „მაქრო ქონსთრაქშენ“ – 100 000 ლარი; My Home – 100 000 ლარი; „მთამ მენეჯმენტი“ – 75 000 ლარი; გალფ ჯორჯია – 53 055 ლარი (ზრდადი, სპეციალური ფონდი „ექიმებისთვის“); „სარაჯიშვილი“ – 50 000 ლარი; სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ – 50 000 ლარი; მაუდის ქარხანა – 50 000 ლარი; „ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია“ – 50 000 ლარი; ტოიოტა კავკასია – 50 000 ლარი; დეილი – 50 000 ლარი; „ელიზი ჯგუფი“ – 50 000 ლარი; „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – 50 000 ლარი; „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ – 50 000 ლარი; Euro Games Technologies – საქართველო 50 000 ლარი; ტერმინალი – 30 000 ლარი; ინვეტი ჯგუფი – 30 000 ლარი; სუპერმარკეტების ქესლი „ზღაპარი“ – 30 000 ლარი; „სუფთა სახლი“ – 30 000 ლარი; „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“ – 30 000 ლარი; დაგი – 30 000 ლარი; „წისქვილი ჯგუფი“ – 30 000 ლარი; არკონ ინვესტი – 25 000 ლარი; შპს „ვია ვიტა“ – 20 000 ლარი; კრისტალი – 20 000 ლარი; „ჯორჯიან გაზ იმპორტი“ – 20 000 ლარი; „სანდომი“ – 20 000 ლარი; „ლილო მოლი“ – 20 000 ლარი; „ელიტ ელექტრონიქსი“ – 20 000 ლარი; Airline GEO SKY LLC – 20 000 ლარი; „ზოდი“ – 20 000 ლარი; „ბელუქსი“ – 20 000 ლარი; საქართველო-ისრაელის ბიზნეს საბჭო, იციკ მოშე – 18 000 ლარი; „ბორან მაინინგი“ – 10 000 ლარი; „მაგისტილი“ – 10 000 ლარი; „ლუტეცია“ – 10 000 ლარი; „მომავლის მეღვინეობა“ – 10 000 ლარი; „ოლ-პი ჯგუფი“ – 10 000 ლარი; „ზარქუა კომფანი“ – 10 000 ლარი; „ბენე ჯგუფი“ – 10 000 ლარი; „სპექტრუმი“ – 10 000 ლარი; თი-სი-ეი (TCA) – 10 000 ლარი; შპს „ვი-აი-პი+“ – 5000 ლარი; „დინ გრუპი“ – 5 000 ლარი; „ენერჯი სერვისი“ – 5 000 ლარი; „ქინძმარაულის ვენახები“ – 2 500 ლარი; „ჩაის სახლი ქიაჩელზე“ – 2 000 ლარი; Universal Intralogistics LLC – 1 000 ლარი; „სოთკო“ – 1 000 ლარი. 

არაფინანსური მხარდაჭერა: სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ – საკარანტინო ზონისთვის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 200-ნომრიანი სასტუმრო დაუთმო; ჯი-ემ-თი ჯგუფი – საკარანტინო ზონისთვის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 130-ნომრიანი სასტუმრო „მოქსი თბილისი“ უსასყიდლოდ დაუთმო; „აჭარა ჯგუფი“ – თბილისის ცენტრში მოქმედი სასტუმრო Holiday Inn თბილისი, სახელმწიფოს საკარანტინე სივრცისთვის დაუთმო; საბავშვო გასართობი ცენტრი „მინიონები“ – შპს ,,მინიონების’‘ ფლობაში არსებული 1 500 კვ.მ. ფართი, დროებით სარგებლობაში გადაეცეს სახელმწიფოს, რათა გამოყენებულ იქნას საჭიროებისამებრ, საკარანტინო ღონისძიებების ჩასატარებლად დაუთმო; საქართველოს ბანკი – ჯანდაცვის სამინისტროს 20 000 ლაბორატორიულ ტესტს, 10 სასუნთქ აპარატს, 50 000 პირბადესა და 60 000 ხელთათმანს გადასცემს; 

საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია ‘‘ლოიალტე’‘ – კომპანიებს იურიდიულ, საგადასახადო და ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას, 2 თვის განმავლობაში, უფასოდ გაუწევს; LF&T – უფასო ვიდეოწარმოება (სახელმწიფო უწყებებს, კლინიკებსა და კომპანიებს, კორონავირუსის წინააღმდეგ, ნებისმიერი ტიპის საინფორმაციო-სოციალური რგოლი რგოლის შესაქმნელად, უფასოდ მოემსახურებიან); Vendoo – მომხმარებელს, 24/7-ზე, ადგილზე უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს; 8000 მოსავალი – თბილისის მასშტაბით, ღვინის სახლში მიტანის სერვისი სრულიად უფასოა; ,,ირაო“ – მომხმარებლებს 2 თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს; OPPa – უკონტაქტო მომსახურების გადახდებზე საკომისიო გააუქმა; „ევექსი კლინიკები“ – თანამშრომლების მხარდაჭერის ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა; space – Glovo-დან რაიმეს გამოძახების შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხის 20%-ს უკან უბრუნებს; „ავტობასი“ – იმ კომპანიების თანამშრომლებს ემსახურება, რომლებიც სრულად დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე ვერ გადადიან; 

„ნუგბარი“ – საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ინფექციური და რესპუბლიკური საავადმყოფოების მედპერსონალს, მოხუცებულებს 10 000 ჩურჩხელა გაუგზავნა; „თეგეტა მოტორსი“ – „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“, „თბილისის ინფექციური საავადმყოფოსა“ და „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსეტო კლინიკის“ იმუნოლოგების, ექიმების, ექთნების, სანიტრების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, სამსახურამდე და შემდეგ სახლებში; „ბილაინი“ – ყველა ინიციატივა ბმულზე, მათ შორის, უფასო ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე; მობილური ინტერნეტი საჩუქრად, ვინც საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, სმარტფონებისა და აქსესუარების განვადების სამთვიანი გადავადების შესაძლებლობა; სამჯერ მეტი ინტერნეტი; თანამშრომლებისთვის შენარჩუნებული ხელფასები და სხვა; საქართველოს ფოსტა – 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მედიკამენტებს ადგილზე მიუტანს; თიბისი დაზღვევა – COVID-19-ის რისკის ქვეშ მყოფი ექიმებისა და ექთნებისთვის 300 000 ლარი გამოყო; „სინერჯი კაპიტალი“ – კომპანიებს საკუთარ საშტაბო მართვის მოდელი გაუზიარა; redmed – 13 ქართველი ექიმის უფასო ვიდეოკონსულტაცია; VISA – Glovo-ს გამოძახებისას, Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, თქვენს მიერ გადახდილი საკურიერო მომსახურების თანხას Visa გააორმაგებს და Glovo-ს პარნტიორი კურიერები ამ თანხით, ,,კათარზისისა’‘ და სხვა ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებისთვის საკვების მიტანის სერვისს უზრუნველყოფენ; „არდი“ – ყველა ინიციატივა ბმულზე, მათ შორის, 10-დღიანი დამატებითი უფასო დაზღვევა მას, ვინც კომპანიის დაზღვევით სარგებლობს და საქართველოში დროულად ვერ დაბრუნდა; „სპეციალური ზონა“ – გავრცელებული რესპირატორული ვირუსების მქონე დაზღვეულების სრული მართვისა და სწრაფი პრევენციისთვის; ოჯახის ექიმის სატელეფონო მომსახურება, ფსიქოლოგის სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაცია; „აქვა გეო“ – მთელი თვის განმავლობაში, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ინფექციური და რესპუბლიკური საავადმყოფოების, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალის „სნოსა“ და „კობის“ წყლებით მომარაგებას; MacDonald's Ggeorgia – ლუგარის ლაბორატორიის პერსონალის კვებაზე ზრუნავს; English book education – ინგლისური განათლება მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით; მასწავლებელთა კავშირის უფასო წევრობა; 

რესტორანი „ძინ ჩაო“ – 1 000 პირბადე და 50 პერსონაზე კომბინირებული ცხელი საკვები მიიტანა ყაზბეგზე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო – მზადაა, რომ ვარძიაში, 3 კეთილმოწყობილი კოტეჯი დაუთმოს სახელმწიფოს მოქალაქეთა თვითიზოლაციისთვის, ასევე, უწყების კუთვნილი 5 ავტომანქანა და მათი მძღოლები თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კოორდინირების ქვეშ მოექცევა. სააგენტოს მძღოლები, სხვა მოხალისეებთან ერთად, საცხოვრებელ სახლებში მყოფ ასაკოვან მოქალაქეებს პროდუქტსა და მედიკამენტებს მიაწვდიან; ACT – მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, საკონსულტაციო პლატფორმა შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც „ეი სი თის“, მისი შვილობილი და პარტნიორი კომპანიების გამოცდილი კონსულტანტები, თითოეულ კომპანიას, მათი პროფილის შესაბამისად, უფასო ორსაათიან კონსულტაციას გაუწევენ.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში