ჟურნალისტური გამოძიება - ვერსია - ვერსია http://www.versia.ge Mon, 16 Sep 2019 12:07:41 +0400 Joomla! - Open Source Content Management en-gb „რუსთავი 2“-ს სარეკლამო პარტნიორები ტოვებენ?! http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/6321-„რუსთავი-2“-ს-სარეკლამო-პარტნიორები-ტოვებენ.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/6321-„რუსთავი-2“-ს-სარეკლამო-პარტნიორები-ტოვებენ.html

რას ამბობს არხის გენერალური დირექტორი და როდის გავა „კურიერი“ ეთერში

 

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2''-ს სარელამო პარტნიორები ტოვებენ _ ეს ინფორმაცია ,,ვერსიამ'' კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით შეიტყო, რომელმაც აგვიხსნა, რომ მიზეზი სამაუწყებლო კომპანიის რეიტინგის მკვეთრი ვარდნაა. რეალურად, რა ხდება ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ზე _ ტოვებენ თუ არა სარეკლამო პარტნიორები არხს და როდის დაბრუნდება საინფორმაციო გამოშვება ,,კურიერი'' ეთერში? _ კონფიდენტი წყაროს ინფორმაცია ,,ვერსიამ'' პირველ პირთან ანუ ,,რუსთავი 2''-ის გენერალურ დირექტორთან, პაატა სალიასთან გადაამოწმა.

_ ბატონო პაატა, ,,ვერსიის'' წყაროს ინფორმაციით, ,,რუსთავი 2''-ს სარეკლამო პარტნიორები ტოვებენ, ადასტურებთ ამ ინფორმაციას? 

_ ვინ საუბრობს ამ თემაზე? რას ნიშნავს, ,,რუსთავი 2''-ს სარეკლამო პარტნიორები ტოვებენ? 

საერთოდ, არ ვიცი, რაზე საუბრობთ. ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. არავინ ტოვებს, გვაქვს ხელშეკრულება ჩვენი სარეკლამო დროის გაყიდვის თაობაზე, გვყავს პარტნიორი, რომელიც ამას ანხორციელებს და არიან სააგენტოები, რომლებსაც აქვთ მასთან ურთიერთობა. 

ჯერჯერობით, ჩვენთან არავინ მოსულა, ვისაც ხელშეკრულების შეწყვეტა სურს. 

_ ტელეკომპანიის რეიტინგი რომ განახევრდა, არც ამას ადასტურებთ? 

_ აგვისტოში რეტინგების კლება ისედაც ბუნებრივი პროცესია. მოგეხსენებათ, სეზონი სრულდება და ვინაიდან ჩვენს ეთერში საინფორმაციო გამოშვებები ჯერ არ გადის, გარკვეული კლება რეიტინგში არის, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა. 

ძალიან მალე შეიცვლება სიტუაცია და მაყურებელი ჩვენი გადაცემების ხარისხსაც ნახავს. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე, ამ ნაწილშიც არავითარი პრობლემა არ იქნება და ,,რუსთავი 2'' ნომერი პირველი არხი იქნება საქართველოში. 

ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით ჩვეულ რეჟიმში, ვგულისხმობ ყველა გადაცემას, რომელიც ამ არხზე გადიოდა,  

იქნება საინტერესო სიახლეებიც და, რა თქმა უნდა, სულ მალე, ახალი ამბებით ,,კურიერიც'' დაუბრუნდება ,,რუსთავი 2''-ის ეთერს. 

_ დაახლოებით, როდის გეგმავთ ეთერში გასვლას? 

_ ძალიან მალე. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ამ თვეში დავუბრუნდებით ეთერს. არ მინდა თარიღების დასახელება, ჩვენს არხზე, პრომოებისა და ანონსების საშუალებით, ყველაფერს შეიტყობთ.

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ჟურნალისტური გამოძიება Tue, 10 Sep 2019 22:11:33 +0400
საბიუჯეტო თანხების უყაირათო ხარჯვა აფხაზეთის მთავრობაში http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/6316-საბიუჯეტო-თანხების-უყაირათო-ხარჯვა-აფხაზეთის-მთავრობაში.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/6316-საბიუჯეტო-თანხების-უყაირათო-ხარჯვა-აფხაზეთის-მთავრობაში.html

ხარვეზები შრომის ანაზღაურებაში, მივლინებებსა და ავტომობილების ექსპლუატაციაში _ აუდიტის სკანდალური დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი აუდიტი განახორციელა. უფრო ზუსტად, ესაა აფხაზეთის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. ისევე, როგორც წინა შემოწმების დროს, სახელმწიფო აუდიტორებმა ამჯერადაც უხეში საბუღალტრო შეცდომები დააფიქსირეს. კერძოდ, აფხაზეთის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ფინანსურმა ხელმძღავანელებმა შეცდომები დაუშვეს, როგორც შრომის ანაზღაურების, ასევე, მივლინებებისა და ავტომობილების ექსპლოატაციის დროს.

საბუღალტრო ხარვეზები 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2018 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ძირითადი აქტივების ღირებულება არასწორად, 13 090 ლარითაა გაზრდილი. კერძოდ, კონსოლიდირებული კომპონენტის _ სავაჭრო პალატის მიერ, ,,გრანტების'' მუხლით მიღებული საოფისე ფართისა და ავტოსატრანსპორტო საშუალება, მიღებული აქტივების საწყისი საბალანსო ღირებულებით აღიარეს. არადა, მოქმედი კანონმდებლობით, აღრიცხვა აქტივების ნარჩენი ღირებულებისა და ცვეთის ნორმების გათვალისწინებით უნდა განხორციელებულიყო. შესაბამისად, სავაჭრო პალატის მიერ აქტივების ღირებულებითი აღიარების დროს დაშვებულმა შეცდომამ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების არასწორად და არაზუსტად წარდგენა გამოიწვია. 

,,კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ნაჩვენები მატერიალური მარაგების მოძრაობის შესწავლისას გამოვლინდა, რომ 81 006 ლარის ღირებულების აქტივები არ აკმაყოფილებს მატერიალურ მარაგად აღიარების კრიტერიუმებს. კერძოდ, კომპონენტის _ სამეურნეო სამმართველოს მიერ, 2018 წელს შეძენილი 59 020 ლარის საწვავი, რომლის დარიცხვა ელექტრონული სისტემის საშუალებით, ბარათებზე ლიმიტის სახით ხდება, ბარათები კი გადაცემულია მძღოლებისთვის, რომლებიც საწვავს ასხამენ ბენზინგასამართ სადგურებზე. ასევე, 21 985 ლარის ღირებულების სათადარიგო ნაწილები, რომლებშიც შედის სამმართველოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების, საბურავების, სათადარიგო ნაწილებისა და საცხი-საპოხი მასალების ხარჯები. მომწოდებლთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, სათადარიგო ნაწილების, საბურავებისა და მომსახურების შესყიდვისას, მიღება-ჩაბარების აქტი დგება და აღნიშნული მონტაჟი ადგილზე ხორციელდება'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ფულადი დოკუმენტებისა (საწვავი) და სათადარიგო ნაწილების შეძენასთან ერთად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მათი მონტაჟის თანხაც, თუმცა იმის გამო, რომ მარაგების მიღება ფაქტობრივად არ ხდებოდა და ოპერაცია წარმოადგენდა მომსახურებას, ის ხარჯად უნდა აღიარებულიყო და არა _ მატერიალურ მარაგად. შესაბამისად, არაკვალიფიციურად განხორციელებული ქმედებების გამო, როგორც სამეურნეო სამმართველოს ბუღალტრული გატარებებისა და ფინანსური ანგრიშგების, ასევე, კონსოლიდირებული ანგარიშგების დანართში, 81 006 ლარის მატერიალური მარაგების მიღება და გასვლა არასწორად, ზედმეტადაა ასახული: 

,,კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებისა და კონსოლიდირებული კომპონენტის _ სამეურნეო სამმართველოს ფინანსურ ანგარიშგებაში, 12 820 ლარის მოთხოვნები, არაფინანსური აქტივების დანაკლისებითაა ასახული. Aქედან 1 879 ლარის მოთხოვნები არ აკმაყოფილებს დებიტორულ დავალიანებად (დანაკლისად) აღიარების კრიტერიუმებს, რადგან წარმოადგენს ზემო აფხაზეთში, ოკუპაციის შედეგად დარჩენილ მოძრავ ქონებას. კერძოდ, ეს არის 4 ერთეული მოძრავი აქტივების საბალანსო ღირებულება, რომლის შესახებ სათანადო რწმუნება ვერ მივიღეთ, თუ არ ჩავთვლით აუდიტის ობიექტის სიტყვიერ განმარტებას. შესაბამისად, ეს აქტივები (მოძრავი ქონება) უკვე ფაქტობრივად არარსებულ ქონებას წარმოადგენს და ორგანიზაცია ვერ დაიბრუნებს კონტროლს დანაკლისებად აღიარებულ აქტივებზე, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით, დებიტორული დავალიანების თანხები, რომელთა ამოღების ალბათობა ნულის ტოლია, ჩამოიწერება ხელმძღვანელის ბრძანებით და აისახება არასაოპერაციო ხარჯების ანგარიშზე. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამმართველოს უნდა გაეტარებინა ადეკატური ღონისძიებები, რაც არ განხორციელებულა''. 

სამეურნეო სამმართველოს მიერ არაკვალიფიციურად და არასათანადოდ გატარებული ღონისძიებების შედეგად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებასა და სამეურნეო სამმართველოს ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორად, გაზრდილი თანხითაა წარმოდგენილი მოთხოვნების ანგარიშები. 

კერძოდ, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სამეურნეო სამმართველოს მიერ, ბალანსის საცნობარო მუხლზე არასწორადაა ასახული მატერიალური მარაგების მიღება, რის გამოც კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება არაზუსტად, ხარვეზებით შეადგინეს. 

მაგალითად, 2018 წლის 22 იანვარს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, სსიპ ,,აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის'' მიერ სამეურნეო სამმართველოს უსასყიდლოდ გადაეცა 460 ცალი წიგნი-ალბომი: „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა _ აფხაზეთი“, რომლის ღირებულება 7 682 ლარი იყო: 

,,მოქმედი კანონმდებლობით, ეს ოპერაცია უნდა აღრიცხულიყო, როგორც მატერიალური მარაგების მიღება, თუმცა საფინანსო სამსახურმა არაკვალიფიციურად და არასათანადოდ განახორციელა ბუღალტრული გატარებები, რის გამოც, მიღებული მარაგები ბალანსის საცნობარო მუხლზე _ „პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები“ აღრიცხეს. აქედან გამომდინარე, საანგარიშგებო წლის ბოლოს, ნაშთად დარჩენილი წიგნების ღირებულება – 1 903 ლარი, არასწორადაა შემცირებული, როგორც სამეურნეო სამმართველოს ბალანსზე რიცხული აქტივების ღირებულება, ასევე კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აქტივების წმინდა ღირებულება''. 

ხარვეზები შრომის ანაზღაურებაში 

2019 წლის თებერვლიდან, აფხაზეთის მთავრობის აპარატში ამოქმედდა თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის აღრიცხვის სპეციალური ტექნიკური საშუალება, თუმცა 2018 წელს, ეს პროცესები კონტროლდებოდა მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების აღრიცხვის ჟურნალით. სახელმწიფო აუდიტორებმა დაადგინეს, რომ ეს ჟურნალი ფორმალურ ხასიათს ატარებდა: 

,,კერძოდ, მთავრობის აპარატში, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ ნაწარმოები აღრიცხვის ჟურნალი შედგებოდა მხოლოდ შემდეგი მონაცემებისაგან: „სახელი, გვარი, თარიღი, მისვლა _ ხელმოწერა, წასვლა _ ხელმოწერა“ და მასში არ ფიქსირდება თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების ზუსტი დრო. შესაბამისად, შეუძლებელია თანამშრომლისთვის შინაგანაწესით განსაზღვრული ყოველდღიური სამუშაო დროის ხანგრძლივობის (8 საათი) დადგენა. 

მთავრობის აპარატის მიერ, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გარდა ჟურნალში აღრიცხვისა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, უშუალოდ სტრუქტურული ერთეულების მიხედვით შედიოდნენ ოთახებში და ვიზუალურად აღრიცხავდნენ თანამშრომლებს. თუმცა ეს ყოველივე, დოკუმენტურად ვერ დასტურდება. აღრიცხვის ჟურნალის შესწავლით გაირკვა, რომ 2018 წელს, არცერთი დაგვიანებისა და ადრე წასვლის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ამავდროულად, ისეთი ფაქტებიც გამოვლინდა, როდესაც მთავრობის აპარატის ზოგიერთი თანამშრომელი საერთოდ არ ფიქსირდებოდა, ან არ აწერდა ხელს ჟურნალში (მაგალითად, მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლები, შტატგარეშე თანამშრომელთა უმრავლესობა), ხოლო სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის ფორმაში, ყველა აღნიშნულ შემთხვევაში დაფიქსირებულია, როგორც მათ მიერ სრული სამუშაო დროით მუშაობა''. 

ამრიგად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ თანამშრომელთა აღრიცხვის ჟურნალი სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფდა დასაქმებულთა შრომის დისციპლინის ეფექტიან დაცვასა და ყოველდღიური სამუშაო დროის ზუსტ აღრიცხვა-კონტროლს. 

თავის მხრივ, ყოველივე ეს ხელფასების კანონმდებლობით დადგენილი წესის შეუსაბამოდ გაანგარიშება-გაცემის რისკებსაც ქმნიდა. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ აფხაზეთის მთავრობის აპარატში გარკვეული ვადით, ან მთელი წლის განმავლობაში, დასაქმებული იყო 10 შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე, მათ შორის, 6 პირი აყვანილი იყო ხანგრძლივი პერიოდით (6-12 თვე), მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რომლებსაც ანაზღაურების სახით, 51 645 ლარი გადაუხადეს. 

,,კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, იმასთან დაკავშირებით, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს მინიჭებული უნდა ჰქონდეს საჯარო დაწესებულების დამხმარე, ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, მთავრობის აპარატში ხელშეკრულებით მომუშავეთა დასაქმება ისევე, როგორც წინა წლებში, 2018 წელსაც, ხანგრძლივი ვადით ხდებოდა, მუდმივი ხასიათის სამუშაოების შესასრულებლად. ამასთან, კვლავ არ იყო განსაზღვრული მომუშავეებთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენის ფორმა. ასევე, 10 შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშომლიდან შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოდგენილი ჰქონდა რვას, რომელთაგან ხუთი მათგანის ანგარიში შედგენილია თვეების მიხედვით, ხოლო დანარჩენი სამი თანამშრომლის ანგარიში _ წლიურია და ანგარიშების ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება შესრულებული კონკრეტული სამუშაოს (მომსახურების) შედეგისა და აქედან მიღებული სარგებლის იდენტიფიცირება. ამასთან, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა ნაწილი არ არის შეყვანილი აღრიცხვის ჟურნალში, ხოლო აღრიცხვის ჟურნალში ასახული დანარჩენი ნაწილის ხელმოწერა, სამსახურში მოსვლა-წასვლის თობაზე, უმეტესად არსად არ ფიქსირდება'', _ აცხადებენ აუდიტორები. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ აფხაზეთის მთავრობის აპარატის მიერ შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ მოსამსახურეთა დასაქმებისას, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები არ გაითვალისწინეს, რამაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური და არაეფექტიანი ხარჯვის რისკები შექმნა. 

ხარვეზები მივლინებებსა და ავტომობილების ექსპლოატაციაში 

აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და სამეურნეო სამმართველოს მივლინების დოკუმენტაციის შესწავლით, სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ თანხის ფაქტობრივად გაცემისა და საავანსო ანგარიშის შედგენის თარიღები, ერთმანეთს არ შეესაბამება: 

,,კერძოდ, თანხის წინასწარი გაცემის დროს, არ ხდება საავანსო ანგარიშის შედგენა, ხოლო საავანსო ანგარიშის გახსნის თარიღად, ძირითადად, დასრულებული მივლინების შემდგომი პერიოდი ფიქსირდება. შესაბამისად, პირველადი დოკუმენტაციით, ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხების მოძრაობა, კონკრეტულად, მთავრობის აპარატში _ 67 760 ლარი, აქედან ქვეყნის შიგნით _ 12 300 ლარი, ქვეყნის გარეთ _ 55 460 ლარი, ხოლო ადმინისტრაციულ სამმართველოში _ 2 750 ლარი, უშუალოდ ოპერაციის განხორციელებისას არ აუსახავთ, რაც საფინანსო სამსახურების მიერ, ხარვეზებით წარმოებული ბუღალტრული დოკუმენტაციის შედეგია''. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ხარვეზები დააფიქსირეს ავტომობილების ექსპლოატაციის ნაწილშიც. კერძოდ, სამეურნეო სამმართველოს ბალანსზე ირიცხება შვიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა ექსპლოატაციაზე დაიხარჯა 89 924 ლარი, თუმცა ხარჯების გაწევის დროს, გამოვლინდა კონტროლის ღონისძიებების ნაკლოვანებები: 

,,შვიდი ავტომანქანიდან ორი, სამორიგეო ავტომანქანაა, რომელთაგან ერთი _ მთავრობის აპარატის თანამშრომლებს, ხოლო მეორე _ სამეურნეო სამმართველოს თანამშრომლებს, მოთხოვნის შესაბამისად ემსახურება. სამორიგეო ავტომანქანების მოძრაობის შესწავლით დადგინდა, რომ ტრანსპორტის მოძრაობის ჟურნალში, არ აისახება სამორიგეო ავტომობილების მივლინების დროს გადაადგილება; სპეციალური დანიშნულების ავტომანქანაზე არ წარმოებს ტრანსპორტის მოძრაობის რეგისტრაციის ჟურნალი, ან სხვა მოძრაობის კონტროლის ალტერნატიული საშუალება; სამეურნეო სამმართველოს განმარტებით, ბალანსზე რიცხული ხუთი ერთეული ავტომანქანისათვის საჭირო ავტოსადგომის არარსებობის გამო, სამუშაო საათების შემდგომ, მათი პარკირება (გაჩერება) ხდება მათზე პასუხისმგებელი პირების (მძღოლების) საცხოვრებელ ადგილთან, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით (ავტომანქანების საკუთარ სახლთან გაჩერების თაობაზე), არ არსებობს რაიმე სახის ფორმალური დოკუმენტი''. 

სამსახურებრივი სარგებლობის სამორიგეო ავტომანქანებზე, სახელმწიფო აუდიტორებმა, არასამუშაო დღეებში საწვავის ჩასხმის 14 შემთხვევა დააფიქსირეს, საიდანაც დადგენილი წესით, შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალში არ შეტანილა 11 შემთხვევაში: 

,,კერძოდ, ,,კია რიო'' (სახ. ნომერი FFI-417) – დაფიქსირდა შვიდი შემთხვევა. აქედან, სამ შემთხვევაში, საწვავის ჩასხმა განხორციელდა მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ხოლო დანარჩენ ოთხ შემთხვევაში _ აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლების ტრანსპორტირება უზრუნველყვეს, თუმცა ეს შემთხვევები, როგორც არასამუშაო დღეებში მომხდარი, არ არის შეტანილი ჟურნალში. 

,,ტოიოტა კოროლა'' ( ს ა ხ . ნომერი AW454AW) – დაფიქსირდა შვიდი შემთხვევა. აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, ავტომანქანით განხორციელდა სამმართველოს თანამშრომლების ტრანსპორტირება, თუმცა ამ შემთხვევებშიც არასამუშაო დღეების მიზეზით, შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალში არ შეუტანიათ''. 

სახელმწიფო აუდიტორების დასკვნით, ეს ფაქტები ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას, არასათანადო კონტროლზე მიუთითებს, რაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ავტომანქანების არაეფექტიანად გამოყენების რისკებს ქმნის: 

,,რაც მთავარია, კონსოლიდირებული კომპონენტების პროცესების შესწავლით დადგინდა, რომ აფხაზეთის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ხელმძღვანელობას კონტროლის პოლიტიკა და პროცედურები შემუშავებული არ აქვს, არ არსებობს ფორმალიზებული, შიდა კონტროლის სისტემა. რაც შეეხება არაფორმალური კონტროლის მექანიზმებს, პროცედურები მიუთითებს ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რაც ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის არასწორად წარდგენის რისკებს წარმოშობს''.

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ჟურნალისტური გამოძიება Wed, 04 Sep 2019 11:01:47 +0400
ექსკლუზივი: ნიკა გვარამიას ახალი პოლიტიკური თამაში - ვინ აფინანსებს „მთავარ არხს“ http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/6296-ექსკლუზივი-ნიკა-გვარამიას-ახალი-პოლიტიკური-თამაში-ვინ-აფინანსებს-„მთავარ-არხს“.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/6296-ექსკლუზივი-ნიკა-გვარამიას-ახალი-პოლიტიკური-თამაში-ვინ-აფინანსებს-„მთავარ-არხს“.html

კონტრაბანდა, ოფშორული კომპანიები და რუსი ბიზნესპარტნიორები - „ასტრა პარკის"  მფლობელის სკანდალური დოსიე

ნიკა გვარამიას „მთავარი არხი“ შესაძლოა, დიღომში, „ასტრა პარკის“ ტერიტორიაზე განთავსდეს. „ასტრა პარკის“ შენობა, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე იცლება, შესაბამისად, გასართობი ცენტრი სხვა მისამართზე გადავა. ეს ინფორმაცია უშუალოდ შპს „ასტრა პარკმა“ გაავრცელა. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს-ს წარმომადგენლები იჯარით ეძებენ ახალ ფართს, სადაც ისინი სექტემბრიდან გადავლენ. მეტიც, ამის შესახებ „ასტრა პარკი" საკუთარ მომხმარებლებს უკვე აფრთხილებს. „ჰოთნიუსი“ დაინტერესდა, რატომ უნდა განთავსდეს ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზია მაინც და მაინც „ასტრა პარკის“ ტერიტორიაზე და როგორ, ან რა ნიშნით შეარჩია „მთავარი არხისთვის“ გვარამიამ ეს შენობა? ძიების პროცესში, საკმაოდ საინტერესო და სკანდალურ ფაქტებს გადავაწყდით.

ვინ არის თამაზ შაფათავა

„ასტრა დიღომის“ დამფუძნებელი თამაზ შაფათავა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. „როსსტატის“ (რუსეთის სტატისტიკის სამსახური) ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, თამაზ შაფათავა რუსეთში ორ კომპანიას ფლობს _ „სერვისსტროიპროექტსა“ (სამშენებლო კომპანია) და „ტაქსი ბლიუზს“ (ტაქსების კომპანია), თუმცა „როსსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობითვე ირკვევა, რომ „ტაქსი ბლიუზი“ ამჟამად ლიკვიდაციის პროცესშია. 2016 წლამდე, თამაზ შაფათავა რუსეთში ორ სხვა კომპანიასაც ფლობდა: „სტროილენდს“ _ სამშენებლო სექტორში და ტაქსების კომპანია „ავტო-იუგს“ (ტაქსების კომპანია), თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ეს ორივე კომპანია უკვე ლიკვიდირებულია. 

რეალურად, თამაზ შაფათავა მხოლოდ „სერვისსტროიპროექტის“ დამფუძნებლად ითვლება. ამ კომპანიაში ის 30%-იან წილს ფლობს, 70%-ის მფლობელი კი მისი რუსი პარტნიორი, ვადიმ ბორისის ძე შიშკოვია. სხვათა შორის, უკვე ლიკვიდირებულ კომპანია „სტროილენდშიც“ შაფათავას პარტნიორი სწორედ შიშკოვი იყო.

საქართველოში თამაზ შაფათავას ინტერესი შპს „ასტრა დიღომში“ იკვეთება. ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც ჯერ კიდევ 90-იანი წლების მიწურულს უცხოური ავტომობილების ოფიციალური იმპორტი დაიწყო ჩვენს ქვეყანაში. საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, „ასტრა დიღომის“ 100%-იანი წილის მფლობელი და ამავე კომპანიის დირექტორი თამაზ შაფათავაა. მისი ინტერესი შპს „ასტრა პარკშიც“ ჩანს, უფრო ზუსტად, „ასტრა პარკის“ 32%-იან წილს ფლობს „ასტრა დიღომი“, ხოლო ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელი თამაზ შაფათავაა. „ასტრა დიღომისა“ და „ასტრა პარკის“ გარდა, შაფათავას ინტერესი შპს „ეი ენდ ჯეი ენერჯიშიც“ ჩანს. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „ასტრა პარკის“ 100%-იანი წილის მფლობელი ერთ-ერთ ოფშორულ ზონაში, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ეი ენდ ჯეი ენერჯია“, ხოლო კომპანიის დირექტორად თამაზ შაფათავაა მითითებული.

თუ უფრო დავკონკრეტდებით, 2010-2011 წლებში, შპს „ასტრა პარკის“ პარტნიორებს შორის წილები ასე იყო გადანაწილებული: გიორგი პაპაშვილი - 2.50%; ვიქტორ თოდაძე - 2.50%; ნოდარ ჯავახიშვილი - 0.003%; შპს „ასტრა დიღომი“ - 32.99%; ჯორჯ თ ალასანია, აშშ - 31% და ნიკოლას ნოდარ ყიფშიძე, აშშ - 31%. 2011 წლიდან, შპს „ასტრა პარკის“ სამეწარმეო რეესტრში ჩანაწერი იცვლება და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ეი ენდ ჯეი ენერჯი“ გვევლინება.

„ასტრა დიღომის“ სკანდალური ფაქტები

როგორც აღვნიშნეთ, თამაზ შაფათავამ შპს „ასტრა დიღომი“ 90-იანი წლების მიწურულს დააფუძნა. ეს იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელსაც ძვირადღირებული უცხოური ავტომობილები ოფიციალურად შემოჰყავდა ქვეყანაში. სხვათა შორის, ავტომობილების დიაგნოსტირება, შეკეთება-შეღებვა და ავტონაწილების შესყიდვაც ამავე კომპანიაში იყო შესაძლებელი. მოკლედ, 90-იანი წლების ბოლოს, თამაზ შაფათავა BMW-ს ოფიციალური დისტრიბუტორი იყო საქართველოში.  სწორედ ამ პერიოდში, შაფათავასა და „ასტრა დიღომის“ სხვა პარტნიორებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. დაახლოებით, 2000 წელს, „ასტრა დიღომი“ სერიოზულ სკანდალში გაეხვა. სიტუაცია იმდენად სერიოზული იყო, რომ უშიშროების მაშინდელმა მინისტრმა კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი თამაზ შაფათავა კონტრაბანდის ბრალდებით დააპატიმრა. 

ყველაფერი „ასტრა დიღომის“ პარტნიორებს - გია კიკაბიძესა და თამაზ შაფათავას შორის უთანხმოებით დაიწყო, კონფლიქტის მიზეზად კი შაფათავას მიერ პირობის შეუსრულებლობა დასახელდა. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, თამაზ შაფათავა შპს „ასტრა დიღომის“ პარტნიორი ინვესტორის სტატუსით გახდა, მაგრამ კიკაბიძის მტკიცებით, მას ამ კომპანიაში ერთი თეთრის ინვესტიციაც კი არ განუხორციელებია. უშიშროების სამინისტროს მოთხოვნით, „ასტრა დიღომში“ კონტროლის პალატა (ახლა უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახური, _ ავტ.) შევიდა. რევაზ შავიშვილის (კონტროლის პალატის მაშინდელი ხელმძღვანელი _ ავტ.) უწყებამ კომპანიაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და მოძრაობის კანონიერება შეამოწმა. შემოწმების შედეგად, კონტროლის პალატამ შაფათავას მიერ 134 126 აშშ დოლარის უცხოური ინვესტიციის შესახებ აღებული ლიცენზია უკანონოდ მიიჩნია. ცხადია, შემოწმების მასალა უშიშროების სამინისტროს გადასცეს, უწყებამ კი კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე, კონკრეტულად კონტრაბანდის ბრალდებით, შაფათავა დააპატიმრა. 

შპს „ასტრა დიღომის“ პარტნიორებს შორის შექმნილი უთანხმოებითა და კომპანიაში არსებული შიდა დაპირისპირებით, ამავე ბაზარზე არსებულმა კონკურენტმა კომპანია „ომეგამ“ ისარგებლა. თამბაქოსა და მედიაბიზნესის გარდა, იმ პერიოდში, ზაზა ოქუაშვილი უცხოური ავტომობილების იმპორტითაც დაინტერესდა. შესაბამისად, „ომეგას“ სახით, „ასტრა დიღომს“ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. მას შემდეგ, რაც კონტრაბანდის ბრალდებით, უშიშროების სამინისტრომ შაფათავა დააკავა, BMW-ს კონტრაქტი სწორედ „ომეგამ“ ანუ ზაზა ოქუაშვილმა მოიპოვა. 

დაახლოებით, ორი წლის შემდეგ, თამაზ შაფათავა გაათავისუფლეს, მაგრამ მან ყოფილი პარტნიორების - გია კიკაბიძისა და მარინე ჯინჭარაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შაფათავა ყოფილ პარტნიორებს მისი კუთვნილი ქონების მითვისებაში სდებდა ბრალს. სასამართლო პროცესი საკმაოდ დიდხანს, თითქმის მთელი წელი გაიწელა, მაგრამ საბოლოოდ, შაფათავამ „ასტრა დიღომში“ საკუთარი სტატუს-კვოს აღდგენა მაინც მოახერხა.

დაახლოებით, 2005-2006 წლებში, შპს „ასტრა დიღომი“ სხვა ბიზნესითაც დაინტერესდა, რასაც 2007 წელს, შპს „ასტრა პარკის“ დაფუძნება მოჰყვა. „ასტრა პარკი“ ერთადერთი გასართობი ცენტრია საქართველოში, სადაც ერთდროულად თავმოყრილია სხვადასხვა გასართობი ობიექტი, მათ შორის კარტინგ-ცენტრი, სათამაშო აპარატები, საბილიარდე, ტირი, კონოთეატრი, ბარი და სათამაშოების მაღაზია. „ასტრა პარკს“ თამაზ შაფათავა ხელმძღვანელობდა, რომელიც პროფესიონალი ავტომრბოლელია.

ამ პერიოდში, საქართველოს საავტომობილო ფედერაციას პროფესიონალი ავტომრბოლელი შალვა ოგბაიძე ხელმძღვანელობდა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ოგბაიძეს დიდად არ სწყალობდა და მათ შორის „შავმა კატამ“ ჯერ კიდევ 2004 წელს გაირბინა. „ვერსიასთან“ და სხვა მედიასაშუალებებთან ინტერვიუებში, შალვა ოგბაიძე დეტალურად იხსენებდა იმ დროს, როდესაც სააკაშვილისა და მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მითითებით, საავტომობილო ფედერაციას ჩამოაშორეს. ერთ-ერთი ეპიზოდი რუსთავის ავტოდრომის, ყოფილი `დოსააფის~ ტერიტორიას ეხებოდა. თავის დროზე ოგბაიძემ პირადად სთხოვა სააკაშვილს, რომ ეს ტერიტორია ფედერაციას გადასცემოდა, თუმცა ექსპრეზიდენტმა ეს თემა დაამუხრუჭა. ამის შემდეგ, ოგბაიძეს ვანო მერაბიშვილი იბარებს სამინისტროში და რუსთავის ყოფილი ავტოდრომის რეკონსტრუქციის დიდ მაკეტს აჩვენებს, თან უხსნის, რომ იქ მომსახურების სააგენტო უნდა აშენებულიყო, რაც მოგვიანებით აშენდა კიდეც. მოგვიანებითვე, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, გთავაზობთ მცირე ამონარიდს შალვა ოგბაიძის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ „ვერსიაში“ 2012 წელს გამოქვეყნდა:

„2007 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წავიდა, ეს ავტოდრომი ჩვენ გადმოგვეცა... 2008 წლის გაზაფხულზე, მირეკავს გია გალდავა _ სპორტისა და ახალგაზრდული დეპარტამენტის თავმჯდომარე და მეუბნება: იქნებ, მოიცალო, მოხვიდე, გელოდება დავით ნამგალაური, მე და თემურ ალასანიას შვილი, ნიკა ალასანიაო. მივედი, იქ დამხვდა თამაზ შაფათავა -  „ასტრა დიღომის“ მფლობელი, დავით მჭედლიშვილი და კახა გეწაძე. საუბარში, რომელიც ასე წარიმართა, გეწაძე არ ჩარეულა: კარგი იქნება, თუ გადადგები ფედერაციის პრეზიდენტობიდან და თუ ავირჩევთ ამ ახალგაზრდა ბიჭსო, მაჩვენებენ ნიკა ალასანიას...“

ეს ამბავი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გავიხსენეთ, შალვა ოგბაიძეს ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგომა სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ოფიციალურად კი მოსთხოვა, მაგრამ შეხვედრაზე, სადაც ბატონი შალვა დაიბარეს, რატომღაც „ასტრა დიღომის“ მფლობელი თამაზ შაფათავა და სააკაშვილის ბიძაშვილი - ნიკა ალასანიაც დაახვედრეს. „ჰოთნიუსის“ ინფორმაციით, შაფათავა-ალასანიას ბიზნეს-ტანდემი, ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, სწორედ საავტომობილო ფედერაციის ხელში ჩაგდებისა და ამ სფეროდან ოგბაიძის ჩამოშორების კონტექსტში შედგა...

თემურ ალასანიას ინტერესი „ასტრა პარკში“?

ეს სკანდალური ფაქტები, რომლებმაც „სტარტი“ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროიდან აიღო, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაგრძელდა და ახლაც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გრძელდება, შემთხვევით არ გაგვიხსენებია. ძველი სკანდალების შეხსენებით, ნელ-ნელა ვუახლოვდებით მთავარ სათქმელს -  რატომ და რა მიზეზით უნდა განთავსდეს ნიკა გვარამიას „მთავარი არხი“ მაინც და მაინც „ასტრა პარკის“ ტერიტორიაზე? პასუხი მარტივია -  იმიტომ, რომ „ასტრა პარკის“ სულისჩამდგმელის, თამაზ შაფათავას ბიზნესპარტნიორი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანიაა, თუმცა ნიკა ალასანიაც რომ შაფათავას პარტნიორი იყო, ეს უკვე განვიხილეთ.

ჩვენი მთავარი კითხვის პასუხს კი საჯარო რეესტრის ოფიციალურ ჩანაწერებში, კერძოდ შპს „ასტრა პარკის“ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში მივაკვლიეთ. საერთოდაც, ეს სტატია სწორედ ამით დავიწყეთ, მაგრამ მეტი თვალსაჩინოებისთვის, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2010-2011 წლებში (საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე, კომპანიების უფრო ადრინდელი ჩანაწერები არ გვხვდება), შპს „ასტრა პარკის“ პარტნიორებს შორის, წილები ასე იყო გადანაწილებული: გიორგი პაპაშვილი -  2.50%; ვიქტორ თოდაძე - 2.50%; ნოდარ ჯავახიშვილი -  0.003%; შპს „ასტრა დიღომი“ _ 32.99%; ჯორჯ თ ალასანია, აშშ - 31% და ნიკოლას ნოდარ ყიფშიძე, აშშ - 31%.

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ოფიციალურ ფაქტებზე დაყრდნობით, მხოლოდ ვვარაუდობთ, რომ სამეწარმეო რეესტრში მითითებული ჯორჯ თ ალასანია, რომელიც „ასტრა პარკის“ 31%-იან წილს ფლობს, შესაძლოა, სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია იყოს. თუ დავუშვებთ, რომ ეს ასეა, გასაკვირი აღარაა, თუ რატომ, რა მიზეზით, ან რა ნიშნით შეარჩიეს მაინც და მაინც „ასტრა პარკის“ ტერიტორია, სადაც ნიკა გვარამიამ თავისი ახალი, „მთავარი არხი“ უნდა განათავსოს.

ავტორი: მაია მიშელაძე

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ჟურნალისტური გამოძიება Tue, 27 Aug 2019 18:01:09 +0400
თაღლითობა და ფინანსური მაქინაციები კალათბურთის ფედერაციაში http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/6260-თაღლითობა-და-ფინანსური-მაქინაციები-კალათბურთის-ფედერაციაში.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/6260-თაღლითობა-და-ფინანსური-მაქინაციები-კალათბურთის-ფედერაციაში.html

 

რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა ფედერაციასა და ესპანურ კლუბ ,,სასკი ბასკონიას'' შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის აუდიტი გამოაქვეყნა. უფრო ზუსტად, აუდიტი შეეხო ააიპ (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის) საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონია“ - „ფონდი 5+11“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებას. თუ უფრო დავკონკრეტდებით, აუდიტი ფედერაციის მიერ სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში - 2014-2018 წლებში განხორციელებულ ხარჯვით ოპერაციებში გამოვლენილ ხარვეზებს ეხება.

 

ზოგადი ინფორმაცია

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში კალათბურთის განვითარების მიზნით, ფედერაციასა და ესპანეთის საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონიას“ შორის, 2014 წლის 27 სექტემბერს, „ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება“ ხუთწლიანი ვადით გაფორმდა. ხელშეკრულება ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება - ესაა მოთამაშეების მომზადება და ტექნიკური თანამშრომლობა.

ხელშეკრულებას ერთვის თანამშრომლობის პირველი წლისათვის შედგენილი, „საქართველოში კალათბურთის განვითარებისა და ახალგაზრდა მოთამაშეების მომზადების პროექტი - ბასკეტ ჯორჯია 2021''-ის ძირითადი მიზნები, კერძოდ: ფედერაციასთან ერთად, სტრატეგიული გეგმის შემუშავება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისთვის; ქართველი კალათბურთელების ტექნიკური და ფიზიკური მომზადების დონის გაუმჯობესება; ეროვნული გუნდების შედეგების გაზრდა; ქართველი მწვრთნელების მომზადება და ტექნიკური დონის ამაღლება; საქართველოში პროფესიონალური შეჯიბრებების დონის ამაღლება; ფედერაციასთან თანამშრომლობა ტალანტების გამოსავლენად; ნიჭიერი ქართველი კალათბურთელების ბაზკეთსი სათამაშოდ მიწვევის გზით, მათი სპორტული განვითარების ხელშეწყობა.

,,ხუთწლიანი პერიოდისათვის, ამ ხელშეკრულების ღირებულება 2 500 000 ევრო იყო. ფედერაციის მიერ, წინასწარი ანგარიშსწორებით ეკონომიკური წვლილის სახით, ყოველწლიურად გადასახდელი თანხა 300 000 ევრო, ხოლო ტექნიკური თანამშრომლობისათვის - 200 000 ევრო იყო. ხელშეკრულების შესაბამისად, ფედერაციას უნდა ეთანამშრომლა საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონიასთან“ უცხოელი კალათბურთელების მომზადებაში ეკონომიკური წვლილის შეტანის გზით და უფლება ექნებოდა, მიეღო 30%-იანი წილი დაბალი ლიგის უცხოელი კალათბურთელების ტრანსფერის უფლებიდან, ხოლო ქართველი, ან საქართველოს მოქალაქე კალათბურთელების შემთხვევაში, ფედერაციის წილი 50%-ით განისაზღვრა'', - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში ანუ 2015-2018 წლებში, ფედერაციან 4 051 937 ლარი დახარჯა. კერძოდ, მოთამაშეების მოსამზადებლად, „სასკი ბასკონიას“ ანგარიშზე 1 200 000 ევროს ეკვივალენტი -−3 263 790 ლარი გადარიცხა; ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, „სასკი ბასკონიას“ მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, 148 866 ევროს ეკვივალენტი -−382 244 ლარი ანაზღაურდა, ხოლო საქართველოში, საკალათბურთო კემპების ჩასატარებლად 405 903 ლარი დაიხარჯა.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, ესპანური მხარის ვალდებულება და მისაღწევი შედეგი, მოთამაშეთა მომზადების ნაწილში განსაზღვრულია ზოგადად, არ არის გაზომვადი და არ არსებობს ფედერაციის მხრიდან მისი შესრულების მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობა. რაც შეეხება ქართული მხარის სახელშეკრულებო ვალდებულებას, ის განსაზღვრულია ღონისძიებების დაფინანსების ნაწილში კონკრეტულად და შესრულებულია სრულად - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით. 

 

ხარვეზები მოთამაშეთა შერჩევის პროცესში

პროექტ ,,ბასკეტ ჯორჯია 2021''-ის ფარგლებში შეთანხმებული პირობებით, საკალათბურთო კლუბში მომზადებისა და დაკონტრაქტების მიზნით, ქართველ კალათბურთელთა შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, კერძოდ: 

პირველი ეტაპი - საქართველოში ორგანიზებული ორკვირიანი საკალათბურთო კემპის დროს, რომელშიც ესპანელ და ქართველ მწვრთნელებთან ერთად, 

კლუბიდან მოწვეული სკაუტი (მოთამაშის შერჩევაზე პასუხისმგებელი პირი) მონაწილეობს, ფედერაციის მიერ ქართული კლუბებიდან მოწვეული 14-17 წლის ასაკის საუკეთესო მოთამაშეებიდან, თითოეული ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, შეირჩევა 4 მოთამაშე, სულ 16 საუკეთესო მოთამაშე.

მეორე ეტაპი - შერჩეული 16 საუკეთესო მოთამაშე მონაწილეობს ესპანეთში ორგანიზებულ საკალათბურთო კემპში, რომელიც გრძელდება ორი კვირა, ისინი ცხოვრობენ და ვარჯიშობენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ახალგაზრდებთან ერთად. ამ ეტაპზე, ხდება იმ მოთამაშეთა შერჩევა, რომლებმაც წვრთნა და ვარჯიში უნდა გააგრძელონ კლუბში.

მესამე ეტაპი - მე-2 ეტაპზე შერჩეული მოთამაშეები ანუ გრანტის მქონე პირები, ერთი საკალათბურთო სეზონის განმავლობაში, რომელიც გრძელდება 10 თვე, წვრთნას გადიან საკალათბურთო კლუბის მოსამზადებელ სტრუქტურებში.

მეოთხე ეტაპი - მე-3 ეტაპზე შერჩეული საუკეთესო მოთამაშეები, შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე, რჩებიან კლუბში. მათზე ეკონომიკური უფლებები (ფინანსური სარგებლის მიღება მოთამაშეების გაყიდვიდან) ფედერაციასა და კლუბს შორის ნაწილდება ქართველი კალათბურთელების შემთხვევაში - 50%-50%, ხოლო უცხოელი კალათბურთელების შემთხვევაში - 30%-70%.

ფედერაციის მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით, აუდიტის ჯგუფმა დაადგინა, რომ მოთამაშეთა შერჩევისა და ახალგაზრდა ნიჭიერი კალათბურთელების გამოვლენის მიზნით, 2015-2018 წლებში, საქართველოში ჩატარებულ კემპებში სულ მონაწილეობდა ფედერაციის მიერ შერჩეული 420 ქართველი მოთამაშე, საიდანაც ზემოაღნიშნული ეტაპების გავლით, 66 მოთამაშე ესპანურ კემპში მონაწილეობისთვის შეირჩა. 2015-2017 წლების სპორტულ სეზონებში (სულ სამი სეზონი; ერთი სეზონი კალენდარული წლის 10 თვეა - სექტემბრიდან ივლისამდე პერიოდი) გრანტი მიიღო და კლუბის მოსამზადებელ სტრუქტურებში წვრთნისა და განვითარების პროგრამა გაიარა 8 ქართველმა და 19-მა უცხოელმა კალათბურთელმა, 2018 წლის სეზონზე კი გადის - 6 ქართველი და 5 უცხოელი კალათბურთელი.

,,შერჩევის პროცესში, სახელმწიფო აუდიტორებმა სხვადასხვა სახის დარღვევები გამოკვეთეს: 2016 წელს, „სასკი ბასკონიას“ მიერ წარმოდგენილი, „მოთამაშეთა ტრანსფერების ანგარიშის“ თანახმად, 2015 წელს, ბასკონიაში ჩატარებულ კემპზე შეირჩა და ხელშეკრულების შესაბამისად, გრანტი მიიღო ცხრა უცხოელმა და სამმა ქართველმა კალათბურთელმა - ლუკა ბულაშვილმა, გიორგი ტურძილაძემ და ნიკა დარბაიძემ. წარმოდგენილი ქართველი მოთამაშეებიდან, მხოლოდ ერთი - ნიკა დარბაძიე მონაწილეობდა და შერჩეულ იქნა საქართველოსა და ბასკონიაში ორგანიზებულ საკალათბურთო კემპებზე. მეორე კალათბურთელი - გიორგი ტურძილაძე, ბასკონიის კემპში მონაწილეობდა, გაიმარჯვა და ხელშეკრულების თანახმად, გრანტი ქართულ კემპში მონაწილეობის გარეშე მიიღო, ხოლო მესამე კალათბურთელის, ლუკა ბულაშვილის წვრთნისა და განვითარების ხარჯები, კლუბის მოსამზადებელ სტრუქტურებში ერთი სპორტული სეზონის განმავლობაში, მისმა ოჯახმა აანაზღაურა, რის გამოც გრანტით დაფინანსებულთა სიაში აღარ უნდა შეეყვანათ''. 

სახელმწიფო აუდიტის ფარგლებში, ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალური განმარტება გააკეთეს საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ და ესპანურმა საკალათბურთო კლუბმა ,,სასკი ბასკონიამ''. ეს ორივე განმარტება აუდიტის დასკვნაშია წარმოდგენილი.  

ფედერაციის განმარტება: „ფედერაციასა და „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მთავარი მიზანი, ქართველი ახალგაზრდა კალათბურთელებისათვის საუკეთესო გარემოს უზრუნველყოფაა, რათა მათ მაქსიმალურად შეძლონ უმაღლესი დონის კალათბურთელებად ჩამოყალიბება. კალათბურთელების მომზადება შემოქმედებითი პროცესია და გრანტები მიიღეს მათ, ვინც ჩაითვალა შესაფერისად. ხელშეკრულების პირობებიდან და არსებული რეალობიდან გამომდინარე, ფედერაციის მიერ გადარიცხული თანხები არ მოხმარდა უცხოელი სპორტსმენების აღზრდას, ხელშეკრულების მოქმედების არცერთ ეტაპზე არ ყოფილა გადარიცხული თანხები უცხოელების აღზრდის დასაფინანსებლად. თანხების გადახდით, ფედერაციას მოპოვებული აქვს უფლება ქართველი ახალგაზრდების ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში აღზრდის შესახებ. „სასკი ბასკონიას“ კეთილი ნებისა და ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უცხოელი მოთამაშეების სატრანსფერო თანხების ნაწილი (30%), მიმართული იყოს ფედერაციის მიერ ქართველი მოთამაშეების წვრთნისა და დახელოვნებისათვის გამოყოფილი თანხების ამოსაღებად''.

საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონიას“ განმარტება: „საქართველოდან გადარიცხული თანხები არ ყოფილა გამოყენებული უცხოელი მოთამაშეებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად. უცხოელი მოთამაშეები გამოყენებულ იქნებიან საქართველოს მიერ ქართველი მოთამაშეების მომზადებისათვის გამოყოფილი თანხების ამოსაღებად. უცხოელი მოთამაშეები გარანტიას იძლევიან, რომ ფედერაცია ამოიღებს ქართველი მოთამაშეების მოსამზადებლად გამოყოფილ თანხას''.

 

დარღვევები ,,სასკი ბასკონიასა'' და ფედერაციაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ფედერაციის ეკონომიკური წვლილი მოთამაშეთა მომზადების ნაწილში, კლუბის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით, ფიქსირებული თანხაა და მისი ყოველწლიური მოცულობა 300 000 ევროა, რასაც ფედერაცია სპორტული სეზონის დაწყებიდან, 30 დღის განმავლობაში იხდის. ეს პირობა შეიცავს გაწეული მომსახურების არაპროპორციულ ანაზღაურებას და შედეგად, საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვის რისკებს. კერძოდ, მოცემული მომსახურების თვითღირებულება, ძირითადად, ცვლადი დანახარჯებისგან (დაბინავების ხარჯი, კონტრაქტის ღირებულება, სპორტული ინვენტარი და ა.შ.) ყალიბდება და მისი მოცულობა დამოკიდებულია მოსამზადებელ კალათბურთელთა რაოდენობაზე, რაც ყოველწლიურად განსხვავებულია. 

,,აქედან გამომდინარე, თანაბარი ფიქსირებული ანაზღაურება, მიუხედავად ყოველწლიურად მოსამზადებელი კალათბურთელების განსხვავებული რაოდენობისა, შეიცავს არაპროპორციული და არაეფექტური ხარჯვის რისკებს. შედეგად, მომსახურების ანაზღაურების აღნიშნული მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას და ქართველი მოთამაშეების მოზიდვის წახალისებას კლუბის ახალგაზრდულ სტრუქტურებში, მომზადების პროგრამის გავლის მიზნით'', - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ხელშეკრულების მოთამაშეთა მომზადების ნაწილის თანახმად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ითანამშრომლებს „სასკი ბასკონიასთან“ უცხოელი კალათბურთელების მომზადებაში ეკონომიკური წვლილის შეტანის გზით და უფლება აქვს, მიიღოს წილი დაბალი ლიგის მოთამაშეების გაყიდვისა და ტრანსფერის უფლებებიდან. „ფონდი 5+11“ ყოველ წელს წარუდგენს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას დაბალი ლიგის კალათბურთელების სიას, რომლებსაც ექნებათ „ფონდი 5+11“-ის ლიცენზია. ამ სიას დაემატება არსებული სიტუაციისა და ყველაზე გამორჩეული მოთაშეების შესაძლო განვითარების ანგარიში. „სასკი ბასკონიას“ მიერ, 2016 წლის იანვარში წარმოდგენილი „მოთამაშეთა ტრანსფერების ანგარიშის“ შესაბამისად, სარგებლის მიღება უნდა დაწყებულიყო მესამე წლიდან. 

,,აუდიტის შედეგად, ხელშეკრულების ამ ნაწილშიც უამრავი ხარვეზი აღმოჩნდა, კერძოდ: ფედერაცია არ ფლობს ინფორმაციას იმ კალათბურთელების შესახებ, რომლებმაც მოსამზადებელი პერიოდის გავლის შემდეგ, კონტრაქტი გააფორმეს კლუბთან; შეთანხმება არ ითვალისწინებს ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული ქართველი და უცხოელი მოთამაშეების საკალათბურთო კლუბთან საბაზისო კონტრაქტის, ასევე გაყიდვის ან სატრანსფერო კონტრაქტის პირობების ფედერაციასთან შეთანხმების ვალდებულებას. არის შემთხვევები, როდესაც, როგორც უცხოელი, ისე ქართველი მოთამაშეები, რომლებმაც ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიიღეს გრანტი და რომელთაც შესაძლებელია ჰქონოდათ „ფონდი 5+11“-ის ლიცენზია, თამაშობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკალათბურთო კლუბების შემადგენლობაში. ფედერაციიდან წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შერჩეული და გრანტით დაფინანსებული რვა ქართველი კალათბურთელიდან, საბა გიგიბერია - აშშ-ის ერთ-ერთ კლუბში, ხოლო რატი ანდრონიკაშვილი - ესპანეთის კლუბ „ბურგოსში“ თამაშობენ, ხუთი კალათბურთელი - საქართველოს სხვადასხვა კლუბში, ხოლო „სასკი ბასკონიას“ კლუბში მომზადებას გადის მხოლოდ ერთი ქართველი კალათბურთელი, სანდრო კასაბური. აუდიტის ჯგუფის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, 2015 წელს, გრანტით დაფინანსებული სერბი კალათბურთელი, ფილიპ პეტრუსევი, დღეს კანადურ MONTVERDE AKADEMY-ის კლუბში თამაშობს. ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული ,,სასკი ბასკონიას'' ვალდებულება, მოთამაშეთა ტრანსფერის შემთხვევაში, ფედერაციის ინფორმირების შესახებ და არც ფედერაციას გააჩნია ინფორმაციის მოპოვების სამართლებრივი მექანიზმები''.

ფედერაციის ვალდებულება, რომ 2015-2018 წლებში, მოთამაშეების მომზადებისათვის „სასკი ბასკონიას“ ანგარიშზე 3 263 790 ლარი (1 200 000 ევრო) ჩაერიცხა, შესრულებულია სრულად. ამ ეტაპზე, ეკონომიკური წვლილის შესაბამისი ფინანსური სარგებელი ფედერაციას არ მიუღია, მიუხედავად კლუბის მხრიდან სახელშეკრულებო დათქმისა, რომ პროექტის ფარგლებში მომზადებული მოთამაშეების ტრანსფერიდან შემოსავლის მიღება 2017 წლიდან დაიწყებოდა.

 

საგარანტიო უზრუნველყოფის ნაკლოვანებები

ხელშეკრულების შესაბამისად, „სასკი ბასკონია“ იძლევა გარანტიას, რომ სრულად დაუბრუნებს ფედერაციას მოთამაშეთა მოსამზადებლად გადახდილ 1 500 000 ევროს, თუ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ტრანსფერების თანხა ფედერაციას მიღებული არ ექნება. ხელშეკრულებაში წინააღმდეგობრივი და გაურკვეველი პოზიციაა ჩამოყალიბებული, კერძოდ, „სასკი ბასკონია“ იძლევა გარანტიას, რომ ფედერაციას 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისათვის, სრულად დაუბრუნებს მის მიერ ამ პროექტის ხელშეწყობისა და მოთამაშეთა მოსამზადებლად გადახდილ 1 500 000 ევროს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ვალდებულება არ შესრულდა, ხელშეკრულება არ იძლევა გარანტიის ამოქმედების შესაძლებლობას და სრულიად გაუგებარ პირობაზე მიუთითებს, რომლის შესრულების მომენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით, განუსაზღვრელობებით ხასიათდება:

,,კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ „სასკი ბასკონიას“ მიერ, ზემოაღნიშნული პირობა (ვალდებულების სრულად დაფარვა 2024 წლის 31 დეკემბრისათვის) არ შესრულდა, ვალდებულების გადახდის პერიოდი და ახალგაზრდა მოთამაშეთა მომზადება გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით, ვალდებულების სრულად დაფარვამდე. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულება არ შეიცავს გარანტიის ამოქმედების კონკრეტულ ვადებსა და პირობებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატრანსფერო თანხის - 1 500 000 ევროს ფედერაციისათვის სრულად დაფარვის საგარანტიო უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის მარტში, „სასკი ბასკონია“ - „ფონდი 5+11“-ის მიერ წარმოდგენილ იქნა ,,გაერთიანებული დაზღვევის ფონდის, დაზღვევისა და გადაზღვევის კომპანიის“ მიერ გაცემული „გარანტიის დაზღვევის სერტიფიკატი“.

ხელშეკრულება და „გარანტიის დაზღვევის სერტიფიკატი“, გარანტის (სადაზღვევო კომპანიის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ რისკებს შეიცავს. კერძოდ, განსაზღვრული არაა გარანტიის ამოქმედების კონკრეტული ვადა, ასევე არ არის დადგენილი გარანტიის გამცემი სადაზღვევო კომპანიის მიმართ ფედერაციის მოთხოვნის წარმოშობის კონკრეტული პირობები და გარემოებები, რაც საფუძვლად უნდა დაედოს „სასკი ბასკონიას“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგარანტიო ვალდებულების ამოქმედებას. ამასთან, ამავე „გარანტიის დაზღვევის სერტიფიკატის“ მიხედვით, გაურკვეველ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებით, მხარეთა შორის წარმოშობილი დავა ესპანეთის კანონმდებლობით რეგულირდება.

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ჟურნალისტური გამოძიება Tue, 23 Jul 2019 14:27:56 +0400
დანგრეული სისხლის სამართლის საქმე http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/5604-დანგრეული-სისხლის-სამართლის-საქმე.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/5604-დანგრეული-სისხლის-სამართლის-საქმე.html

სახელმწიფო ექსპერტიზამ ვერ დაადგინა ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები ორ არასრულწლოვანს

სულ მალე, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე განაჩენს გამოიტანს. მეხუთე თვეა სასამართლო მძიმე საქმის დეტალებზე მსჯელობს. დაიკითხნენ მოწმეები, განხილული იქნა მტკიცებულებები, მათ შორის ხუთთვიანი მოლოდინის შემდეგ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა. საქმე იმდენად მოცულობითი და მრავალფიგურანტიანია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება სრულყოფილად მედიამაც კი ვერ შეძლო. მით უმეტეს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ბრალდებულთა ადვოკატებს კი მედიასთან კომუნიკაცია პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილით შეუზღუდა.

მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა ,,ვერსიამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა მკითხველისთვის ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეზე ამომწურავი ინფორმააცია მიეწოდებინა, მათ შორის ექსკლუზიური მასალებიც. 

რა აჩვენა საქმის სასამართლო განხილვამ და რის საფუძველზე მოუწევს მოსამართლე ეკა არეშიძეს განაჩენის გამოტანა 1 დეკემბერს მომხდარ ტრაგედიაზე? 

ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს, მაშინ, როცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული გამოძიების ორმოც დღიანი ვადა იწურებოდა, ერთ-ერთი ბრალდებულის დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გადადებულიყო საქმის სასამართლო განხილვის დაწყება. გ.ჯ._ ს დაცვის მხარე აცხადებდა, რომ საქმე პროკურატურის მიერ არასრულყოფილად იყო გამოძიებული და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვერსია მცდარი იყო. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლო საქმის განხილვას 9 იანვარს შეუდგა. 

ხუთი თვის განმავლობაში საქმის გარშემო არაერთი სკანდალური ინფორმაცია გაჟღერდა, თუმცა ყველაზე ხმაურიანი დაზარალებულ ზაზა სარალიძის პოზიცია აღმოჩნდა. მამა, რომელსაც 16 წლის შვილი მოუკლეს აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელები თავისუფლები არიან. თავდაპირველად ზაზა სარალიძე ამბობდა, რომ გამოძიებას ენდობა და სასამართლო განხილვა ყველაფერს დაადგენს, თუმცა მოგვიანებით, სასამართლო განხილვებისას სარალიძემ პოზიცია შეცვალა და სახელმწიფო ბრალდება ნამდვილ დამნაშავეთა მფარველობაში დაადანაშაულა. იგი აცხადებს, რომ სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებმა და პროკურატურის ქმედებებმა მას სამართლიანი განაჩენის იმედი დაუკარგეს. 

,,ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდებოდით ამ უდიდეს ტრაგედიას. უფრო სწორად სადისტურად მოკლული შვილების მკვლელობის გამოძიებას. მააგრამ იმედი იმედად დარჩა და საკუთარი თვალებით ვხედავ როგორ დადიან ჩემი შვილის მკვლელები თბილისის ქუჩებში, თითქოს არაფერი დაუშავებიათ. მრცხვენია უკვე მკვლელების გამზრდელი და მათი ხელის დამფარებელი საქართველოს მოქალაქე რომ ვარ“, _ წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ზაზა სარალიძე. 

ყველაზე დიდი მოლოდინი მხარეებს პროკურატურის მიერ დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის შედეგებთან დაკავშირებით ჰქონდათ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყოველგვარ გონივრულ ვადაზე გაცილებით მეტი დრო დასჭირდა დასკვნის დასაწერად. საბოლოოდ, წარმოდგენილი დასკვნა მთავარ კითხვას ვერ პასუხობს _ ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა? პროკურატურის მტკიცება, თითქოს სარალიძე ბრალდებულ გ.ჯ._ ს მიერ მიყენებული ჭრილობით დაიღუპა, თვით სახელმწიფო ექსპერტიზამ კატეგორიულად გამორიცხა. ჭრილობა N11, რომელსაც სამედიცინო ექსპერტი სასიკვდილო ჭრილობად მიიჩნევს, გ.ჯ.-ს დანით არ არის მიყენებული. პრაქტიკულად სახელმწიფომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით აღიარა, რომ გ.ჯ. მკვლელი არ არის! ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნამ მეორე ბრალდებულ გ.ბ.-სთან მიმართებაშიც. 

რეალურად, სახელმწიფო ბრალდების ვერსიის აბსურდულობა დოკუმენტალურად დაადასტურა სახელმწიფო ექსპერტიზის კომპლექსურმა დასკვნამ. სამხარაულმა დაანგრია ბრალდების მიერ წარმოდგენილი ვერსია იმის შესახებ, რომ ორი გარდაცვლილი მოზარდი პასუხისგებაში მიცემულმა ბრალდებულებმა მოკლეს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თვით სამხარაულის ექსპერტიზამაც კი არ გამორიცხა საქმეში მესამე ან მეტი დანის მონაწილეობა. 

განსაკუთრებული მოლოდინი იმ უცხოელ ექსპერტებს უკავშირდება, რომლებიც ალტერნატიულ კომპლექსურ ექსპერტიზას ერთ-ერთი ბრალდებულის დაცვის მხარის მოთხოვნით ატარებენ. ორი ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი ჯეისონ პეინი-ჯეიმსი და სიუ კარნი თბილისში იმყოფებიან და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში ნივთმტკიცებებს სწავლობენ. 

აპრილის ბოლოს, თბილისში, პირველი ჩამოსვლისას ბრიტანელმა ექსპერტებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნივთმტკიცებების შენახვის წესი სათანადოდ იქნებოდა დაცული და მათ პირვანდელ მდგომარეობაში გადაეცემოდათ. რამდენიმე დღეში ისინი საბოლოო დასკვნას დადებენ, რომელიც, სავარაუდოდ, მეტ სიცხადეს შეიტანს ხორავას ქუჩის საქმის ჯერ კიდევ ბუნდოვან გამოძიებაში. 

სავარაუდოა, რომ უცხოელი ექსპერტების დასკვნა კიდევ უფრო ნათლად გამოაჩენს ბრალის დადგენილების აბსურდულობას. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია რამდენად მოეწსრება ალტერნატიული ექსპერტიზის წარდგენა სასამართლოში განაჩენის დადგომამდე. გაწელილმა ხუთთვიანმა სახელმწიფო ექსპერტიზამ დაცვის მხარეს ალტერნატიული ექსპერტიზის დროულად წარდგენის საშუალება მაქსიმალურად შეუზღუდა, რამაც ავტომატურად შეზღუდა არასრულწლოვანის სრულფასოვნად და სამართლიანად დაცვის შესაძლებლობაც. 

ვინ მოკლა დავით სარალიძე, რას ამბობს ამაზე სახელმწიფო ბრალდება და ვის ხელში დაინახა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბასრი საგანი, რომელმაც დუმილი პირველად დაარღვია? 

პროკურატურა პოზიციას არ ცვლის და, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, დღემდე დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ სარალიძე გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა და ბრალდებულ გ.ბ-ს დაკითხვის შედეგად ნათლად გამოიკვეთა, რომ სარალიძეს სხვა ორმა მოზარდმაც მიაყენეს ჭრილობები. როგორც ბრალდებულმა გ.ბ.-მ დაკითხვისას განაცხადა, ერთ-ერთი მათგანი მიხეილ კალანდია იყო, ხოლო მეორე ის მოზარდი, რომელიც ამ ჩხუბისას თავადაც დაიჭრა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ ორივე მათგანის ხელში ბასრი საგანი დაინახა, რომელსაც სარალიძეს ურტყამდნენ. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ჩვენება გამოძიებას პირველად მისცა. 

ბრალდებულ გ.ბ.-ს დაკითხვის საკმაოდ სკანდალური განცხადებები შესაძლოა ახლადგამოკვეთილ გარემოებად არ ჩათვალოს პროკურატურამ, თუმცა მოსამართლეს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაში უდაოდ დაეხმარება. 

ჯერ კიდევ წინ არის მეორე ბრალდებული გ.ჯ.-ს დაკითხვა, რომელიც ასევე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა, როგორც ,,ვერსიისთვის“ არის ცნობილი, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა ის, რომ მისი მხედველობის არეალი შეზღუდული იყო იმ მომცრო ზომის ფარდულში, სადაც მას არათანაბარი ძალის მქონე მოზარდი დავით სარალიძე სცემდა. 

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე პროკურატურაში ძირითადი საქმის პარალელურად სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული _ უშუალოდ ფაქტზე, დანაშაულის დაფარვაზე, მოწმეებზე ზეწოლის და ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის დეკანოზ შიო მენაბდეს შვილის დაჭრის ფაქტზე. ამ დროისთვის მხოლოდ დანაშაულის დაფარვაზე აღძრული საქმის სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, ისიც დიდი შუალედებით. რა ეტაპზეა ან რა გამოიკვეთა სხვა საქმეების გამოძიების პროცესში ჩვენთვის უცნობია. პროკურატურა ამბობს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. განსაკუთრებით საინტერესო და დეკანოზ მენაბდეს შვილის დაჭრის ფაქტზე წამოწყებული გამოძიების შედეგები უნდა გახდეს. თუმცა პროკურატურა მის დასრულებას არ ჩქარობს. 

,,ვერსიისთვის“ ცნობილია, რომ ამ საქმის გამოძიება თავიდანვე დარღვევებით წარიმართა. კერძოდ, 1 დეკემბერს, ჩხუბის დროს ზურგში დაჭრილ მოზარდზე ექსპერტიზის ჩატარებაზე დადგენილება პროკურატურამ 11 დღის დაგვიანებით გამოიტანა, მაშინ, როცა ჭრილობა უკვე, პრაქტიკულად, შეხორცებული იყო და ჭრილობის და დანის პარამეტრების დადგენა შეუძლებელი. 

საქალაქო სასამართლოში ხუთთვიანი განხილვისას ბრალდების მხარის, პრაქტიკულად, ყველა მოწმემ შეცვალა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება. ერთ-ერთმა მათგანმა, პროკურატურის ,,ოქროს მოწმემ“ _ მიხეილ კალანდიამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, რომელმაც არათუ წინასწარ გამოძიებაში, არამედ სასამართლოზე ფიცისქვეშ მიცემული ჩვენებაც კი შეცვალა. პროკურატურამ ეს დანაშაული რეაგირების გარეშე დატოვა, თუმცა მოსამართლე განაჩენის გამოტანისას კალანდიას ჩვენებას ვერ დაეყრდნობა. მორიგი მოკვლევა დაიწყო პროკურატურამ მიხეილ კალანდიას სკანდალურ განცხადებაზე, რომ მამამისზე თენგიზ კალანდიაზე, დაკავების პირველ დღეებში, სამართალდამცველთა მხრიდან ფიზიკური ზეწოლა და შეურაცხყოფა ხორციელდებოდა. თუმცა, როგორც სხვა გამოყოფილი საქმეების, ამ მოკვლევის შედეგებიც უცნობია.

1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის პირველი დღიდან სისხლის სამართლის საქმეში მანიპულირების მცდელობებს მუდმივად უკავშირებენ მირზა სუბელიანს. იმ დროს მოქმედი პროკურორი, რომელმაც თანამდებობა მომხდარიდან მეოთხე დღეს დატოვა, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, დღემდე ახდენს გავლენას როგორც პროკურატურაზე, ასევე მოწმეებზე. როგორც ცნობილია, სწორედ მირზა სუბელიანის ზეწოლის შედეგად შეცვალა სასამართლოზე ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება სუბელიანის ცოლის დისშვილმა მიხეილ კალანდიამ. 

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ვიდეოთვალის ჩანაწერებით დასტურდება, რომ მირზა სუბელიანი, იმ დროს მოქმედი პროკურორი 1 დეკემბერს მომხდარი ტრაგედიის პირველივე წუთებიდან ჩართული იყო საქმეში და ჩხუბის მონაწილეთა გადამალვის აქტიური მონაწილეც გახლდათ. თუმცა სუბელიანი დანაშაულის დაფარვაზე არათუ ბრალდებული, დაკითხულიც კი არ არის. პროკურატურა საერთოდ არ იმჩნევს სუბელიანის ფაქტორს და მხოლოდ სუბელიანის მიერ თანამდებობის დატოვებაზე აპელირებს. ,,ვერსიას“ ინფორმაციით, სუბელიანი სასამართლოს დასრულების შემდეგ სისტემაში დაბრუნებას გეგმავს და იმედი აქვს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამაზე წინააღმდეგობა არ შეხვდება. რამდენად უღირს სახელმწიფოს მძიმე რეპუტაციის მქონე მირზა სუბელიანი და მისი დანაშაულებრივი გეგმების ,,გამპრავებელი“ ზვიად ფხაკაძე, ეს მომავალში გამოჩნდება. 

იმის გათვალისწინებით, რომ ვერც სამხარაულის ექსპერტიზამ, ვერც მოწმეთა დაკითხვამ _ არათუ ვერ გაამყარა პროკურატურის მიერ გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალის დადგენილება, არამედ მთლიანად გამოაცალა მას საფუძველი, მოსამართლე ეკა არეშიძეს განსაკუთრებულად მძიმე მისია აკისრია. იმ ფონზე, როცა სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მოწმეთა დაკითხვები ცალსახად ადასტურებს, რომ რეალური დამნაშავეები არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი _ საინტერესოა, რას დაეყრდნობა მოსამართლე განაჩენის გამოტანისას _ თუ არეშიძე ბრალდების პოზიციას ბოლომდე გაიზიარებს და განაჩენს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოიტანს, მას დისკრედიტებულ მოსამართლეთა რიგში ვიხილავთ. თუ ის შეძლებს ბრალდებულებს იმ დანაშაულის ადეკვატური განაჩენი გამოუტანოს, რაც მათ მიერ ჩადენილ ქმედებას შეეფერება და თავისი განაჩენით არ დატოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს, მოსამართლე ეკა არეშიძე სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელ პრეცედენტს შექმნის. გადაწყვეტილების მისაღებად მას ვადა 1 ივნისამდე აქვს.

დაჩი შალიკაშვილი

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ჟურნალისტური გამოძიება Wed, 23 May 2018 13:10:05 +0400
დაკითხავს თუ არა სასამართლო პროკურორ მირზა სუბელიანს?! http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/5572-დაკითხავს-თუ-არა-სასამართლო-პროკურორ-მირზა-სუბელიანს?.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/5572-დაკითხავს-თუ-არა-სასამართლო-პროკურორ-მირზა-სუბელიანს?.html

ხორავას ქუჩაძეზე მომხდარი მკვლელობის საქმე საქალაქო სასამართლოში 8 მაისს განახლდა. სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლეს და სამი მოწმე დაკითხეს, რომელთაგან ერთ-ერთი ამ საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ლუკა კალანდიაა. იგი გირაოს სანაცვლოდაა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული.

ლუკა კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის მონაწილის _ მიხეილ კალანდიას, ძმაა. დაცვისა და დაზარალებული მხარეების განმარტებით, ლუკა კალანდიამ დაადასტურა, რომ სახლში, სადაც ბრალდებული გ.ჯ. და მიხეილ კალანდია იმყოფებოდნენ, მირზა სუბელიანიც იმყოფებოდა. 

ერთ-ერთი არასრულწოვანი ბრალდებულის, გ.ჯ.-ს ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ სხდომაზე ბრალდების მხარის მთავარი მოწმის ძმა დაიკითხა: ,,რომელმაც სასამართლოს განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები დაჭრის შემდეგ, მის სახლში ვინ იმყოფებოდა, როგორ დამალეს გარკვეული პირები და ა.შ. აშკარად იკვეთება, რომ დაინტერესებულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სხვადასხვა ადამიანები პასუხისგებაში არ მიცემულიყვნენ. ამას მოჰყვა ის, რომ საქმეზე სწორი გამოძიება არ ჩატარდა. დარწმუნებული ვარ, როცა სასამართლო ამ მტკიცებულებების ანალიზს მოახდენს, აუცილებლად გაითვალისწინებს დაცვის მხარის პოზიციას“. 

კაკაბაძე აცხადებს, რომ ლუკა კალანდიას ჩვენებით ნამდვილად დადასტურდა: ,,კონკრეტული პირის მის სახლში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოწმეების მიერ ეს ფაქტი უარყოფილი იყო, ამ მოწმემ ეს დაადასტურა.'' მისი განმარტებით, კონკრეტულ პირებს სურთ, დანაშაული მხოლოდ ორ პიროვნებას გადააბრალონ: „დაცვის მხარე პირველივე დღიდან ვაპელირებდით, რომ კონკრეტული პირები საქმით დაინტერესებული არიან და ამ საქმეზე ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების წარმართვა არ სურთ. ბრალდების მხარე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უმძიმესი დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა მას არც ერთი მტკიცებულებით არ უდასტურდება დანაშაულის ჩადენა. დასტურდება, რომ სულ სხვა პირებმა ჩაიდინეს სავარაუდო დანაშაული და მათ, სავარაუდოდ, კონკრეტული პირების დაინტერესების შედეგად, დააფარეს ხელი. სურთ, ერთ და ორ ადამიანს გადააბრალონ ის, რაც მრავალმა ადამიანმა ჩაიდინა. ეს ნამდვილად დაუშვებელია.'' 

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ სხდომაზე გამოიკვლიეს ბრალდებულის ტანსაცმელიც: ,,ტანსაცმელზე რა ნივთიერება და სად იქნა აღმოჩენილი, ზუსტ შესაბამისობაშია დაცვის მხარის პოზიციასთან. მომხდართან დაკავშირებით ბრალდებული სასამართლოს აუცილებლად მისცემს ჩვენებას და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა მოხდა და როგორ განვითარდა მოვლენები“. 

გარდაცვლილი მოზარდის, დავით სარალიძის მამამ -ზაზა სარალიძემ, სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მოწმის ჩვენებით, მირზა სუბელიანმა იცოდა, სად იყო ბრალდებული, მაგრამ არ წარადგინა პოლიციაში: ,,ვფიქრობ, ლუკა კალანდია ამ პროცესისთვის ძალიან კარგად იყო მომზადებული, მას დაზეპირებული ჰქონდა ჩვენება. ან პროკურატურამ მოამზადა, ან სუბელიანმა, ან ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობლებმა. ძირითადი, რაც მან გამოკვეთა და რაც მანამდე მამამისმა და მისმა ძმამ უარყვეს, არის მირზა სუბელიანის მათ სახლში ყოფნა. ლუკა კალანდიამ დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანი იყო მათთან სახლში 1 დეკემბერს. მაშინ, როცა მისი ძმა და ერთ-ერთი ბრალდებული სახლში იმყოფებოდნენ. ანუ, მირზა სუბელიანმა იცოდა, სად იყო ბრალდებული, მაგრამ არ წარადგინა პოლიციაში”. სარალიძის განმარტებით, ლუკა კალანდიას მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება, მისი ძმის ჩვენების იდენტური იყო. როგორც სარალიძე აღნიშნავს, მოწმე ცდილობდა თავისი ოჯახისა და ძმის დაცვას, რათა არ გამოაშკარავებულიყო სხვადასხვა დეტალები. მან მამაზე -თენგიზ კალანდიაზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლა უარყო. ზაზა სარალიძის თქმით, ლუკა კალანდიამ თავის ძმის მონაწილეობაზე ასეთი რამ თქვა: ,,ეხებოდა დათოს და ჩემმა შვილმა გამოიყენა რაგბის ილეთი, ბეჭით დაეჯახა და გამოაგდო ჩხუბიდანო. ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის ტანსაცმელი, რომელიც ჩხუბის დროს ეცვა მის ძმას, არ არის წარდგენილი გამოძიებაში. თუ დათოს ეხებოდა მიხეილ კალანდია, მაშინ რატომ არ ამოვიდა მის ტანსაცმელზე ჩემი შვილის სისხლი?! გამოდის, ტანსაცმელი გამოიცვალეს და ისე მივიდნენ პოლიციაში? მორაგბეა კალანდია და მორაგბე იყო ჩემი შვილიც, თუ დაეტაკა, სისხლი ტანსაცმელზე აუცილებლად გადავიდოდა. 

მიეცემა თუ არა, ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი პასუხისგებაში? _ ამის მოლოდინი სარალიძეს არ აქვს: ,,სამწუხაროდ, სუბელიანის პასუხისმგებლობას არავინ დააყენებს. კარგად ხედავთ, რომ დღემდე ბევრი ადამიანის პასუხისგების საკითხი უნდა დამდგარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.'' 

საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე ადასტურებს, რომ ლუკა კალანდიამ მართლაც ისაუბრა მირზა სუბელიანთან დაკავშირებით: ,,დაადასტურა, რომ არის მისი ნათესავი. ასევე მისი განმარტებით, მირზა სუბელიანი 2017 წლის პირველ დეკემბერს მივიდა მათთან სახლში, თუმცა მას არ უნახავს, ვის და რა ტონით ესაუბრა მირზა სუბელიანი. აღნიშნულ პიროვნებას ამის თაობაზე ინფორმაცია არ გააჩნია. მოწმემ განაცხადა, რომ ის პერიოდულად გადიოდა სახლიდან, მირზა სუბელიანს, მიხეილ კალანდიასა და ბრალდებულს შორის მოხდა თუ არა შეხვედრა, ნახეს თუ არა ერთმანეთი, მას ინფორმაცია არ გააჩნია. აღნიშნულთან დაკავშიორებით მირზა სუბელიანი დაკითხულია, შესაბამისი ჩვენება მიცემული აქვს. მირზა სუბელიანი შეყვანილია მოწმეთა დასაკითხ სიაში დაცვის მხარის მიერ და იმედია, დაცვის მხარე წარმოადგენს და სასამართლო სხდომაზე მას კითხვები დაესმება. საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბატონი სუბელიანი შემთხვევიდან რამდენიმე საათში გამოცხადდა პოლიციაში და მისმა შვილმა პოლიციას ჩვენება მისცა. საფუძველი რომ არსებობდეს, ბატონი სუბელიანი მიცემული იქნებოდა პასუხისგებაში.''

 

თათია გოჩაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ჟურნალისტური გამოძიება Wed, 09 May 2018 12:02:28 +0400
„ვერ დავაკონკრეტებ საიდან, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, იქ კიდევ იყო მესამე პიროვნება, თუ მეტი არა!“ http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/5496-„ვერ-დავაკონკრეტებ-საიდან-მაგრამ-დარწმუნებული-ვარ-იქ-კიდევ-იყო-მესამე-პიროვნება-თუ-მეტი-არა“.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/5496-„ვერ-დავაკონკრეტებ-საიდან-მაგრამ-დარწმუნებული-ვარ-იქ-კიდევ-იყო-მესამე-პიროვნება-თუ-მეტი-არა“.html

დავით სალარიძის მამა დუმილს არღვევს!

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის დახურული სასამართლო განხილვა გრძელდება და სკანდალების ჯაჭვი არ წყდება. საქმის მონაწილე არასრულწლოვნების გამო, პროკურატურა დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა ის ინფორმაციაც კი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ გამოძიებამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. სწორედ ამაზე საუბრობს ერთ-ერთი მოკლული მოზარდის _ დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რომელიც ყველა სასამართლო პროცესს ესწრება და აცხადებს, რომ პირდაპირი მოწმეები ჩვენებებს მნიშვნელოვან საკითხებში ცვლიან. ,,ვერსია'' ზაზა სარალიძეს ესაუბრა.
_ ბატონო ზაზა, ენდობით თუ არა გამოძიებას და რას გიჩვენებთ საქმის სასამართლო განხილვა, რამდენად გამართულია პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმე?
_ სასამართლოში არსებითი განხილვის დროს, ფაქტობრივად, ყველამ შეცვალა ჩვენება. რის საფუძველზე შეცვალეს, პროკურატურას აწყობდა თუ ვინმე სხვას, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, უკვე ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში ვარ. არსებითი განხილვის დაწყებამდე, მქონდა ნდობა გამოძიების მიმართ და ვფიქრობდი, რომ არაფერს დამალავდნენ. სამწუხაროდ, ბავშვები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ვეღარ ვხვდები, ეს ვისი ბრალეულობაა _ მოწმეების თუ გამოძიების, რომელმაც არ გააკეთა ის, რაც საჭირო იყო...
_ რას ფიქრობთ იმის შესახებ, რომ ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი გამოძიების მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნები, ხელოვნურად ხომ არ ჭიანურდება? ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ გამოძიებას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზისთვის არასრულყოფილად ჰქონდა კითხვები დასმული და ბრალდებულთა ადვოკატების პროტესტის შემდეგ, ორი თვის დაგვიანებით, გაუგზავნა დამატებითი კითხვები ექსპერტიზას?
_ სიმართლე გითხრათ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არაა გამორიცხული, ექსპერტებიც მოისყიდონ.
_ ამ ეჭვის საფუძველს რა გაძლევთ?
_ ოთხი თვეა გასული და რა იყო ასეთი დაუდგენელი, ვერ ვხვდები. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რადგან პატარა კაცი და უბრალო ადამიანი ვარ, ვერ ვითხოვ ვერაფერს, არც ის ვიცი, არც ის... რომ ვყოფილიყავი პარლამენტარი ან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ხომ დააჩქარებდნენ და გააკეთებდნენ? ძალიან დიდი ეჭვი მაქვს უკვე, რომ აუცილებლად, ალბათ, მოისყიდიან ან რაღაცას სპეციალურად აჭიანურებენ, რომ დამატებითი ექსპერტიზების ჩატარება ვეღარ მოესწროს. ივნისის დასაწყისში უკვე განაჩენი გამოტანილი უნდა იყოს და ამის გამო შეიძლება, სპეციალურად წელავენ პროცესს.
_ ,,ვერსიისთვის'' ცნობილია, რომ მოკლული მოზარდებისთვის მიყენებული ჭრილობების სიგრძე ბევრად აღემატება საქმეში არსებულ დანაშაულის იარაღის _ დანების პირის სიგრძეს. თქვენი აზრით, რაზე შეიძლება, ეს ფაქტი მეტყველებდეს?
_ იმაზე, რომ ვიღაც სერიოზულს მალავენ. ორი პიროვნებაა დაკავებული, უშუალოდ, ჩემი ბავშვის მკვლელობაზე და, სავარაუდოდ, მალავენ კიდევ ვიღაცას.
_ და ვის მოიზარებთ, ამ ვარაუდის გამოთქმის სურვილი ახლა არ გაქვთ?
_ სამწუხაროდ, არაფრის თქმის სურვილი არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, სასამართლო პროცესებს რატომ ვესწრები. უბრალოდ, მაინტერესებს, რამდენად ილაპარაკებენ სიმართლეს ბავშვები, მარტო ამის გამო დავდივარ პროცესზე. მეტი იქ არაფრის უფლება არ გამაჩნია, რადგან არასრულწლოვნები არიან. რა კანონი იცავს ასეთი ამ არასრულწლოვნებს, ვეღარ ვხვდები, მითუმეტეს ჩემი შვილიც არასრულწლოვანი იყო. სასამართლო პროცესის დროს რაღაც კითხვები მიჩნდება, მაგრამ აზრის გამოთქმის უფლება არ გამაჩნია, რადგან მხარე არ ხარო და ამიტომ კითხვას ვერ დავსვამ.
_ არც თქვენს ადვოკატს აქვს კითხვების დასმის უფლება პროცესზე?
_ არა, სამწუხაროდ, არავის. უბრალოდ, დაზარალებულებად გვცნეს და მორჩა, მეტი არაფერი.
_ თქვენ შეიტანეთ პროკურატურაში განცხადება ბორის კაკუბავას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ,,რუსთავი 2''_ ის ეთერში გააკეთა და რომელიც გუშინ გამოძიებამ დაკითხა. თქვენი აზრით, რა იყო საქმის ფიგურანტი მოზარდების ბაბუის მიზანი. რატომ გააკეთა განცხადება ბორის კაკუბავამ 51-ე სკოლაში პერმანენტული ძალადობის ფაქტებზე?
_ რატომ და, ბორის კაკუბავას ორი შვილიშვილი მონაწილეობდა ამ ინციდენტში. ერთი _ 51-ე სკოლელი, ვის გამოც დაიწყო ეს ჩხუბი და მეორე _ მოსული მხარე, ანუ დეიდაშვილი იმ პატარა ბავშვის. რომლის მამა და ძმაც დაკავებულია დანაშაულის დაფარვაზე. სიმართლე გითხრათ, დანაშაულის დაფარვაზე დაკავებული პიროვნებები არ მაინტერესებს. მე უფრო მაინტერესებს, მკვლელი ვინ არის კიდევ. აბსოლუტურად ყველა, თუ ვინმეს შეხება ჰქონია ჩემი შვილის ჭრილობებთან, ერთი და იმავეს ლაპარაკობს, რომ გამორიცხულია ორ ბავშვს, 17 წლისებს, 12 ჭრილობა მიეყენებინა მისთვის. ეს არის უკვე ჩამოყალიბებული აზროვნების ადამიანის გაკეთებული, თავიდან ბოლომდე გამიზნულად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, თორემ 17 წლის ორმა ბავშვმა როგორ დაჩეხეს ერთი ბავშვი, არ ვიცი?!
_თქვენ გჯერათ, რომ სწორედ ის მოზარდები არიან პასუხისგებაში მიცემული, რომლებმაც მკვლელობა ჩაიდინეს?
_ მხოლოდ ეს მოზარდები არა მგონია, კიდევ იმალება ვიღაც. ვიღაცას აფარებენ ხელს, სერიოზულს. არ არის გამორიცხული, სრულწლოვანი იყოს ის, ვინც იმალება და შეიძლება, ამის გამო მალავენ ან, უკაცრავად ამ გამოთქმაზე და, ვიღაც ,,შიშკის'' შვილია და მაგის გამო აფარებენ ხელს.
_ როგორც ვიცი, გაეცანით საქმის მასალებს. რა არის თქვენთვის ცნობილი საქმეში არასრულწლოვანი დეიდაშვილების მონაწილეობის შესახებ?
_ პირდაპირ გეტყვით, ბატონი ბორის კაკუბავას მეორე _ ,,მოსული'' შვილიშვილი, რომელზედაც ბავშვები წერდნენ, რომ ეჩხუბებოდა ჩემს შვილს _ სასამართლო პროცესზე რამდენიმემ თქვა, რომ უმოძრაოდ, უმოქმედოდ იდგაო ანუ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები აბსოლუტურად შეცვალეს.
_ ამის საფუძველზე აცხადებთ, რომ მოწმეები რადიკალურად ცვლიან ჩვენებებს მნიშვნელოვან ფაქტებთან დაკავშირებითო?
_ რა თქმა უნდა, ეს განვაცხადე რამდენიმე ტელევიზიაშიც. სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მინდოდა, ველოდებოდი არსებით განხილვებს. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ბავშვები გამომძიებელთან ცოტა სტრესის ქვეშ იყვნენ და არ ეუბნებოდნენ სიმართლეს და მეგონა, მოსამართლის წინაშე სიმართლეს იტყოდნენ, სამწუხაროდ, შევცდი.
_ თუმცა, საქმის პროკურორი გამორიცხავს მოწმეების მიერ ჩვენებების შეცვლას.
_ პროკურატურას ორი დამნაშავე დაჭერილი ჰყავს, სამი თუ ოთხი დანაშაულის დაფარვზე ჰყავს დაკავებული. ამ პიროვნებებს მიიყვანს ბოლომდე და მორჩა _ ჩაეთვლებათ საქმის გამოძიებაში.
_ ანუ მიზანი მხოლოდ ბრალდებულების დასჯაა?
_ რა თქმა უნდა, ახლა მითუმეტეს ვიღაც რომ გამოიკვეთოს, არც პროკურატურას აწყობს, რადგან პირდაპირ დაარტყამს გამოძიებას. ნათელი გახდება, რომ გამოძიებამ ვერ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, ამიტომ მაქსიმალურად ეცდებიან, დამალონ ის მესამე პირი, თუ მეოთხე პირიც არ არის კიდევ.
_ ჩვენთვის ცნობილია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში თენგიზ კალანდიამ მეგობრის მანქანით მიაკითხა თავის შვილს და მასთან ერთად ადგილიდან მხოლოდ ერთ-ერთი მოზარდი გ.ჯ. წაიყვანა. საქმის მასალებიდან კი ჩანს, რომ იმ მომენტში ადგილზე ბევრად მეტი მოზარდი იყო. რატომ მაინცდამაინც გ.ჯ. და არა სხვა ვინმე? ხომ არ ფიქრობდა თენგიზ კალანდია, რომ გ.ჯ.-ს ოჯახი ქვეყნიდან გაიყვანდა? თუ ასეა, ვის აწყობდა, რომ ასე მომხდარიყო?
_ აბსოლუტურად ყველაფერი ეჭვს მიჩენს უკვე. პირდაპირ საუბარი არ მინდა, რადგან ყოველდღე ერთი და იგივე მესმის პროკურატურისგან, რომ არასრულწლოვნები არიან და კანონი იცავთ. რა კანონი იცავთ ამნაირი, ამას ვერ ვხვდები. არაფერს აღარ გამოვრიცხავ. სიმართლე გითხრათ, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, რადგან ძალიან ბუნდოვანია ჩემთვის ეს საქმე. ისე ხლართავენ ყველაფერს, როგორც აწყობთ. ისევ და ისევ გეუბნებით, რომ ორი მკვლელი ჰყავთ, ეს მოცემულობა აქვს პროკურატურას ამ წუთში, მიიყვანს ბოლომდე და მორჩა.
_ როგორც ცნობილია, გამოძიება პირველად ვერსიას მიჰყვება. ეს ვერსია ტრაგედიიდან პირველივე დღეებში ჩამოყალიბდა, როცა პირველივე დღეს დაიკითხა პროკურორი მირზა სუბელიანის შვილი, რომელიც საქმეში მოწმის სტატუსით სარგებლობს. სუბელიანი დაიკითხა მაშინ, როცა მისი დეიდაშვილის ოჯახს ჯერ კიდევ გადამალული ჰყავდა ამჟამად ბრალდებული გ.ჯ. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქმის ფაბრიკაცია იყო გ.ჯ.-ს გადამალვის ერთ-ერთი მიზეზი?
_ ხომ გეუბნებით, ყველაფერზე ეჭვი მიჩნდება უკვე, ერთადერთი ყველაზე მეტად რამაც გამიღრმავა ამ მ.კ-ზე ეჭვი ისაა, რომ პირდაპირმა მოწმემ, ანუ ვინც ადგილზე იყო და თავიდან ბოლომდე უყურებდა ყველაფერს, შეცვალა ჩვენება და თქვა _ უმოქმედოდ იდგაო. როცა პოლიციაში ორჯერ ჰქონდა ჩვენება მიცემული და ორივეჯერ ჰქონდა ნახსენები, რომ მ.კ. ეჩხუბებოდა ჩემს შვილს.
პლუს ამას, ,,რუსთავი 2''-ის ფარულ ჩანაწერშიც ნათლად ჩანს, რომ მ.კ. ეჩხუბებოდა ჩემს შვილს, რაც ჩემთან ილაპარაკა ამ ბავშვმა, მოწმემ, რომელმაც შემდეგ რადიკალურად შეცვალა ჩვენება. კი, მართალია, საქმის მასალებიდან გამომდინარე, პროკურატურას ნაკლებად აინტერესებს დამატებით კიდევ არის თუ არა ვინმე, იმიტომ რომ დაკავებულ ორ პიროვნებაზე აძლევენ ჩვენებებს ეს ბავშვები. დანარჩენებზე ჩვენებები როგორც უნდოდათ, ისე შეაცვლევინეს და ვინ აკეთებს ამას, პროკურატურა, ვინმე იმათი ახლობელი აშინებს და აშანტაჟებს, ფულს უხდის თუ რას შვება, ვეღარ ვგებულობ. ვინც მეხმარებოდა ამ გამოძიებაში თავიდან ბოლომდე, ვინც ხმამაღლა ლაპარაკობდა, კი ხედავთ, გააჩუმეს. ზვიად კუპრავა დაიბარეს და ხელი მოაწერინეს გაუთქმელობაზე, რომ ამ საქმეს უნდა შეშვებოდა. აბსოლუტურად ყველაფერი ეჭვს მიჩენს.
_ ბატონო ზაზა, ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, რომ მოწმეები კონცენტრირებული არიან, მხოლოდ ამ ორ ბრალდებულზე გავრცელდეს მთელი ბრალი. თქვენც ასეთი შთაბეჭდილება გრჩებათ?
_ დიახ, იგივე მინდა ვთქვა, რომ ამ ორს მიიყვანენ ბოლომდე, მიუსჯიან და ამით დამთავრდება ეს საქმე.
_ და შესაძლებელია სხვა მკვლელი, დამნაშავე თავისუფალი დარჩეს?
_ რა თქმა უნდა, სიმართლე გითხრათ, საიდან ვარ დარწმუნებული ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ იქ კიდევ იყო მესამე პიროვნება, თუ მეტი არ იყო კიდევ.
_ ანუ, მესამე დანა ხომ?
_ რა თქმა უნდა, იმიტომ ჭიანურდება ექსპერტიზის პასუხიც. ცოტა ხანში მინდა მოვითხოვო ოფიციალურად შეხვედრა შს მინისტრთან და ჩემი აზრები გავუზიარო – თუ, რა თქმა უნდა, დამთანხმდებიან შეხვედრაზე.
_ ბატონო ზაზა, როგორ ფიქრობთ, რა მოტივი უნდა ჰქონოდა კაკუბავას, როცა სკოლაში არსებულ ძალადობაზე საუბრობდა?
_ თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებააო, გამიგია. იგივე გამოიყენა ბატონმა ბორის კაკუბავამ როცა გააჟღერა, რომ თურმე მის შვილიშვილებს აშანტაჟებდნენ ჩემი შვილი და ლევან დადუნაშვილი. საკმაო საფუძველია, რომ ამ სიტყვებიდან გამომდინარე ძიება დაიწყოს და თუ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა, მაშინ მისცენ სამართლებრივი ფორმა, რაც ნაკლებად მჯერა, რადგან ერთი და იგივე პასუხი აქვთ ყოველთვის _ არასრულწლოვნები არიან და კანონი იცავთო, გაუთქმელობაა, დაფარულია, გასაიდუმლოებულიაო და ა.შ.
_ ანუ განცდა გრჩებათ, რომ ,,არასრუწლოვნების კოდექსს'' ერთგვარ ,,შირმად'' იყენებენ სიმართლის დასაფარად?
_ რა თქმა უნდა, პირველი ,,კოზირი'' ეგ უკავიათ ხელში. ამასთან, არის დეტალები, რომელსაც არ ვიცნობ. პირდაპირ მითხრეს გამოძიების მასალების გაცნობის დროს, არის ისეთი საბუთები, რომელსაც თქვენ ვერ გაჩვენებთო, რატომ _ ამას ვერ ვხვდები. ჯერ ერთი, საქმის მასალებს არ მაძლევენ, არასრულწლოვნები არიან და გასაჯაროვება არ შეიძლებაო. ადგილზე მივდივარ და იქ ვეცნობი. ნებისმიერი წიგნი რომ ავიღოთ და კითხვა დავიწყოთ, შეიძლება, რაღაც მომენტი გამოგრჩეს და დაბრუნდე, თავიდან წაიკითხო. ამის საშუალებაც არ მაქვს, როგორ ვიჯდე პოლიციაში დილიდან საღამომდე და როგორ წავიკითხო 10 ტომი, რომელიც სასამართლომ 4 თვე უნდა განიხილოს? მე ერთ დღეში უნდა დავიზეპირო, ეს ხომ გამორიცხულია.
_ ბატონო ზაზა, თქვენი შეფასებით, ყველა მოწმემ შეცვალა ჩვენება?
_ ერთადერთ მოწმეს არ შეუცვლია ჩვენება. უბრალოდ, დეტალებში არც გამოძიებაში არ ჰქონდა ნასაუბრები. ისე მოხდა, რომ გაითიშა თუ კაპიშონი წამოაფარეს თავზე, ანუ რაც გამოძიებას მისცა, იგივე ჩვენება მისცა მოსამართლეს. ვინ იხმარა დანა, ვინ იჩხუბა, ეს არ დაუნახავს და ამ მოწმის ჩვენება შეიცვლებოდა თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონდა. ძირითადმა მოწმეებმა, ვინც პირდაპირ უყურებდა მკვლელობასა და ჩხუბს, ყველამ შეცვალა.
_ სიმართლეს არც თქვენი შვილის, დათოს, მეგობრები ამბობენ?
_ დიახ, მე ჩემი შვილის მეგობრებზე უფრო მეტი გართულება მაქვს, რადგან ,,მოსულები'' ჯერ არ დაუკითხავთ, ძირითადად, ჩემი შვილის მეგობრები დაკითხეს, რომლებიც მალავენ სიმართლეს. აი, მ.კ-სთან დაკავშირებითაც ჩემი შვილის უშუალო მეგობარმა დამალა ყველაფერი. თავიდან რომ თქვა, ეჩხუბებოდაო და სასამართლოში თქვა, უმოძრაოდ იდგაო.
_ საქმის მასალებიდან რა ირკვევა, ,,საპირფარეშოს ეპიზოდში'' თქვენი შვილი ფიგურირებდა?
_ არა. საქმის მასალები თავიდან რომ წავიკითხე, ვის გამოც დაიწყო ჩხუბი იმას ეწერა, თითქოს ჩემი შვილი იქ იყო, მაგრამ ხომ შეცვალა ყველამ ჩვენება და დაადასტურეს, რომ არ იყო.
_ ბატონო ზაზა, თქვენ მოზარდებს პირადად ესაუბრეთ. რაიმე მნიშვნელოვანი, ხელჩასაჭადი გითხრეს თავიდან, რაც მერე სასამართლო პროცესზე აღარ თქვეს?
_ აი, წეღან რაც გითხარით მ.კ.-სთან დაკავშირებით, რომელზეც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს. კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ისეთი რაღაცეები მითხრეს, რაც პირდაპირ ეჭვს მიჩენს, რომ დანა მაგასაც ჰქონდა.
_ ამ მოზარდის მამა დაკავებულია და აღიარებს, რომ დანაშაული დაფარა..
_ დაფარვას აღიარებს, რადგან თვითონ და ერთი ბიჭი პასუხისგებაში არიან მიცემული. ვინც ინციდენტში იღებდა მონაწილეობას, არასრუწლოვანია და თუ იმასაც დასჯიან, გამოდის, მთელი ოჯახი უნდა დაიჭირონ.
_ და ამის გამო, თენგიზ კალანდია დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს?
_ დიახ.
_ ექსპერტიზის ჩატარებას ბრალდებულის დაცვის მხარე აპირებს, ელოდებით მის პასუხს?
_ რასაც დაცვის მხარე ითხოვს, მაგას ველოდები მეც, რადგან უკვე ეჭვი კი არ მეპარება, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცას მალავენ.
_ ბატონო ზაზა, თუ სასამართლომ ვერ დააკმაყოფილა თქვენი, როგორც დაზარალებულის ინტერესები, რის გაკეთებას გეგმავთ?
_ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, ძალიან ბუდნოვანია უკვე ყველაფერი. რა მხრივ მივუდგე, ვეღარ ვხვდები. მაგათ ხელშია კანონებიც, კოდექსიც და ყველაფერი. სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს ამ ორ პიროვნებაზე, დანარჩენი გამორიცხულია, მოსამართლესთან თუ ბავშვებმა არ ისაუბრეს სიმართლე, მოსამართლემ რა უნდა ქნას _ ვერაფერი.
თათია გოჩაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ჟურნალისტური გამოძიება Wed, 21 Mar 2018 12:52:06 +0400
. http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/5462-„ვერსიის“-სკანდალური-ვერსია.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/5462-„ვერსიის“-სკანდალური-ვერსია.html

რაც უფრო აქტიურ ფაზაში შედის ხორავას ქუჩის ტრაგედიის სასამართლო განხილვა, მით უფრო მეტი სკანდალური ინფორმაცია ხდება ცნობილი. როგორც მოვლენათა განვითარება ცხადყოფს, საზოგადოება ჯერ კიდევ ბევრ გაუხმაურებელი ეპიზოდს შეიტყობს. ამ ვარაუდის მთავარი საფუძველი ის არის, რომ ამ დრომდე მხოლოდ მოწმეთა მცირე ნაწილია დაკითხული და მათი უმეტესობა საქმის ირიბი მოწმეა. მხოლოდ ბოლო სხდომაზე წარმოადგინა ბრალდებამ ერთი მოწმე, რომელიც ინციდენტის უშუალო მონაწილეა.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ უჩინარი ხელი სულ უფრო გულმოდგინედ ცდილობს, დაფაროს სიმართლე. ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარემ საქმის ფიგურანტები თუ ინფორმაციის მატარებელი პირები გაუთქმელობის ხელწერილით შეზღუდა. თავად კი ტრაფარეტული ფრაზით იფარგლება: „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ!“
ბრალდებულთა დაცვის მხარე სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე გამოთქვამს უკმაყოფილებას არასრულყოფილად გამოძიებული საქმის, გაყალბებული ან განადგურებული მტკიცებულებების და პროკურატიურის მიერ დანიშნული ექპერტიზების ამ დრომდე დაუსრულებლობის გამო. მედიისა და საზოგადოების ინტერესი კი ისევ მაღალია – ჩნდება ხმაურიანი განცხადებები და სახელდება კონკრეტულ გვარებიც.
ორიოდე კვირის წინ, სამართალდამცველთა დაცვის ლიგის დამფუძნებელმა ზვიად კუპრავამ სკანდალური განცხადება გაავრცელა. კუპრავა ამტკიცებდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ერთ-ერთი ფიგურანტის ბაბუა მოწმეთა მოსყიდვას ცდილობდა. მოგვიანებით, „რუსთავი2“-მა ექსკლუზიურად მოიპოვა ფარული ჩანაწერი, რომელმაც კუპრავას მიერ გახმაურებული ინფორმაცია დაადასტურა. ჩანაწერში ხორავას ტრაგედიის საქმის მოწმეები იმის შესახებ საუბრობდნენ, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ბაბუა მოწმეებს, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას სთავაზობდა.
თბილისის პროკურატურამ, ზვიად კუპრავას განცხადების საფუძველზე „გამოძიება დაიწყო ,,ბაბუას» მიმართ, რომელიც, სავარაუდოდ, ცდილობდა, ხორავას ქუჩის ტრაგედიის მოწმეების მოსყიდვას, მათთვის დიდი ფულადი თანხის გადაცემას კონკრეტული პირების სასარგებლოდ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ.“ 21 თებერვალს გამოძიების მიერ დაკითხულმა კუპრავამ განაცხადა, რომ ფაქტზე ჩვენება მისცა, თუმცა გაუთქმელობის შესახებ ხელწერილზე ხელის მოწერაც მოუწია, ამიტომ მედიასთან კონტაქტი და ინფორმაციის გავრცელება მას უკვე კანონით აეკრძალა.
ვინ არის „ბაბუა“ და რატომ ცდილობს იგი დაფაროს სიმართლე? – ,,ვერსიამ“ ამ კითხვაზე სკანდალური ინფორმაცია მოიპოვა – დაუდასტურებელი ინფორმაციით, „ბაბუა“, რომელიც მოწმეთა მოსყიდვას ცდილობს, პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში კარგად ცნობილი პიროვნება ბორის კაკუბავაა.
რა კავშირშია ბორის კაკუბავა ხორავას ქუჩის ტრაგედიის მონაწილეებთან და რატომ უნდა იყოს ის დაინტერესებული მოწმეთა მოსყიდვით? _ საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 51-ე სკოლაში დაწყებული ინციდენტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის არასრულწლოვანი შვილია.
,,ვერსია“ უკვე წერდა იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, რომელიც ტრაგედიით დასრულდა: 51-ე სკოლის საპირფარეშოში მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება საქმის ქუჩურ გარჩევაში გადაიზარდა. მირზა სუბელიანის არასრულწლოვანი შვილი და მისივე ქვისლის შვილი, რომელსაც დახმარებისთვის დეიდაშვილმა მიმართა, დღეს საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებენ. არადა, საზოგადოებისთვისაც და გამოძიებისთვისაც აღარაა დაფარული, რომ მოზარდებს შორის სისხლიანი შეტაკება სწორედ ამ ნათესაურ გამოსარჩლებას მოჰყვა.
პროკურატურის უკვე ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის ქვისლი, თენგიზ კალანდია, თავის ორ შვილთან ერთად, პროკურატურამ დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისგებაში მისცა. თუმცა თავად სუბელიანი არც ერთ საქმეზე დაკითხულა. არადა, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ თენგიზ კალანდიას დაკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მირზა სუბელიანი მომხდარიდან უმოკლეს დროში იყო მოვლენათა მომსწრე და მონაწილე.
,,ავედი სახლში, სადაც მელოდებოდა ჩემი ცოლის და და ა. ს. მალევე მოვიდა ჩემი ქვისლი მირზა სუბელიანი., რომელიც იყო გაცეცხლებული და მოსვლისას გამოკითხა ა. ს. ... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მირზა სუბელიანი მუშაობს მთავარ პროკურატურაში პროკურორად“, – ამბობს თენგიზ კალანდია პროკურატურაში დაკითხვისას.
,,ვერსიაცა“ და მედიის სხვა საშუალებები უკვე დიდი ხანია ვწერთ იმაზე, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წარიმართა და ამით დაინტერესებულთა შორის პირველი მირზა სუბელიანი დასახელდა. ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს ბრალდებულთა ადვოკატებმაც და არ გამორიცხეს, რომ საქმის ფაბრიკაციით დაინტერესებული სწორედ მირზა სუბელიანი იყო. მას დანაშაულის დღიდან თანამდებობიდან წასვლამდე – მთელი ოთხი დღის განმავლობაში მიუწვდებოდა ხელი ამ საქმეზე. მირზა სუბელიანი გამოძიების შეცდომაში შეყვანის ავტორად, ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილე მისივე ოჯახის არასრულწლოვანი წევრების გამო დასახელდა. სავარაუდოდ, მისი მიზანი ამ მოზარდებისთვის მყარი ალიბის შექმნა და მოწმის სტატუსის შენარჩუნება იყო მიუხედავად იმისა, რომ მათი უშუალო მიზეზით დაიწყო ტრაგიკულად დასრულებული ინციდენტი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნება, თუ დადასტურდება ზვიად კუპრავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანი დეიდაშვილების სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდებას ამჯერად ბაბუა ცდილობს.
,,ვერსია“ შეეცადა გაერკვია, არის თუ არა ოჯახური დანაშაულებრივი ქმედებების მონაწილე და გამგრძელებელი პირი ბორის კაკუბავა.
მაშ ასე, მივყვეთ ლოგიკურ ჯაჭვს _ მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია ქვისლები არიან _ ანუ მათ ცოლად ჰყავთ დები – მირზა სუბელიანის მეუღლეა თეა კაკუბავა (მირზა სუბელიანის ქონებრივი დეკლარაცია. დაბადებული 1977 წლის 18 სექტემბერს, სოხუმში), ხოლო თენგიზ კალანდიას მეუღლეა ლელა კაკუბავა (დაბ. 1974 წლის 04 აპრილს). ის, რომ თეა და ლელა კაკუბავები ბორის კაკუბავას შვილები არიან დასტურდება 2000–2004 წლებში მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციით.
ეს მონაცემები ამყარებს ,,ვერსიის“ ხელთ არსებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაბუა, რომლითაც პროკურატურა მოწმეთა მოსყიდვის ფაქტზე დაინტერესდა, სავარაუდოდ, ბორის კაკუბავაა.
ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ინფორმაციების მიუხედავად, ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რატომ არიან განსაკუთრებით დაინტერესებულები დეიდაშვილი მოზარდების ოჯახის უფროსი წევრები სიმართლის მიჩქმალვით და რეალურად რასთან გვაქვს საქმე? მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მათგანი _ თენგიზ კალანდია ოფიციალურად არის ბრალდებული დანაშაულის დაფარვასა და მტკიცებულებების განადგურებაში და პატიმრობაში იმყოფება. ხომ არ არის საქმიდან გამქრალი სხვა მტკიცებულებებიც, მათ შორის დანაშაულის სხვა იარაღები? გამოძიებას ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ბევრი მუშაობა და განსაკუთრებული მონდომება მოუწევს!
,,ბაბუის“ შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ბრალდებულთა ადვოკატებს, რომლებიც ვარაუდების გამოთქმისგან თავს იკავებენ. „ვერსიის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რა ეტაპზეა მოწმეთა მოსყიდვის მცდელობის ფაქტზე გამოძიება და ცნობილია თუ არა გამოძიებისთვის ,,ბაბუას“ ვინაობა, პროკურორი ზვიად ფხაკაძე ერთი წინადადებით პასუხობს: ,,მიმდინარეობს გამოძიება და აღნიშნული პირის იდენტიფიცირება“.
ვინ არის ბორის კაკუბავა და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გამოძიებაზე?
ბორის კაკუბავა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრია, რომელიც თავის დროზე, 90–იან წლებში, საკანონმდებლო ორგანოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქვოტით შევიდა. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მაშინ სოხუმის ხორცკომბინატში მუშაობდა, აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 1978 წელს, ქურდობის ბრალდებით დააკავა და 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოსული კაკუბავა, აფხაზეთის ომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წევრი და დევნილთა პოლიტიკური მოძრაობის ლიდერიც კი გახდა.
1999 წელს ბორის კაკუბავას ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვა-ორგანიზებაში დასდეს ბრალი. ამ ბრალდებას კი საფუძვლად დაედო კავშირი #1 ტერორისტად გამოცხადებულ იგორ გიორგაძესთან. იმავე წელს, პროკურატურის მოთხოვნით, მას საქართველოს პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.
1999 წლის 24 დეკემბრის შემდეგ, ბორის კაკუბავა საქართველოში აღარავის უნახავს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი რუსეთის ფედერაციას აფარებდა თავს. 2001 წელს დევნილთა საკოორდინაციო საბჭომ გენპროკურატურას ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისა და ხელისუფლების მიერ ტერორისტად შერაცხული ბორის კაკუბავას რეაბილიტაციის მოთხოვნით მიმართა. ამასთან, ისინი არ უარყოფდნენ კაკუბავას იგორ გიორგაძესთან კავშირს და აცხადებდნენ: „კაკუბავას გიორგაძესთან მართლაც ჰქონდა სატელეფონო საუბრები, მაგრამ განა ეს დანაშაულია?“
2002 წელს, ,,აღორძინების“ ქვოტით პარლამენტში ხელმეორედ შესული ბორის კაკუბავა, მეორედ დადგა იმუნიტეტის მოხსნის საშიშროების წინაშე. საქმე უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას მიმართ კაკუბავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
ინტერნეტმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რებილიტირებული ბორის კაკუბავა საზოგადოებას „დევნილთა პარტიის“ ლიდერის სტატუსით მოევლინა. მოგვიანებით, მან 2012 წლის ზაფხულში, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან რამდენიმე შეხვედრაც გამართა და დევნილთა ხმების მობილიზების პირობა დადო. 2012 წლის ზაფხულში ბორის კაკუბავა ჟურნალისტებმა ,,ქართული ოცნების“ ოფისშიც დააფიქსირეს, თუმცა როგორც მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა. როგორც კულუარებში ამბობენ, პროდასავლურმა ძალებმა იგი დაბლოკეს.
„ვერსია“ არაფერს ამტკიცებს. ჩვენ მხოლოდ კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვავრცელებთ, რომლის გადამოწმების მცდელობისას გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი გამოიკვეთა. თუკი ხორავას ქუჩის ტრაგედიაში ახლახანს გამოჩენილი ფიგურანტი ბორის კაკუბავაა, გამოძიებას არ უნდა გაუჭირდეს 12 წლის მანძილზე პარლამენტის წევრის, საზოგადოებისთვისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის კარგად ცნობილი პიროვნების იდენტიფიცირება.
თათია გოჩაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ჟურნალისტური გამოძიება Wed, 07 Mar 2018 12:15:41 +0400
ალავერდის განვითარების ფონდის პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა _ ვინ დაფარავს სესხს?! http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/5458-ალავერდის-განვითარების-ფონდის-პროექტი-რომელიც-მსოფლიო-ბანკმა-დააფინანსა-_-ვინ-დაფარავს-სესხს?.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/5458-ალავერდის-განვითარების-ფონდის-პროექტი-რომელიც-მსოფლიო-ბანკმა-დააფინანსა-_-ვინ-დაფარავს-სესხს?.html

რატომ გადასცა ქონების მართვის სააგენტომ საპატრიარქოს ტურისტული ობიექტები, რომელშიც 7 500 000 ლარი დაიხარჯა?

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქონების მართვის სააგენტომ ალავერდის ეპარქიაში არსებული ტურისტული ობიექტები საპატრიარქოს გადასცა. კერძოდ, იყალთოს მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული შენობა და საზოგადოებრივი ობიექტი; იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემია ,,ქვევრის სახლი''; ვიზიტორთა მართვის ცენტრი – ,,შუამთის კარიბჭე''; ახალი შუამთის მონასტრის მიმდებარედ საზოგადოებრივი ობიექტები; ძველი შუამთის მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული შენობა და საზოგადოებრივი ობიექტი. ქონების მართვის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ეს ობიექტები მსოფლიო ბანკის კრედიტით 2015-2016 წლებში აშენდა და მთლიანობაში 7 500 000 ლარი დაიხარჯა. სქემა ასეთია, მსოფლიო ბანკის სესხით აშენებული ობიექტები მთავრობამ საპატრიარქოს უზურფრუქტის უფლებით, 49-წლიანი ვადით ხოლო, საპატრიარქომ _ ალავერდის განვითარების ფონდ ,,ტალავარს'' გადასცა.
ქონების გადაცემის ოფიციალური ვერსია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ქონების მართვის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მსხვილი ობიექტი, რომელიც საპატრიარქოს გადასცეს, სოფელ იყალთოში მდებარე ქვევრის სკოლა-აკადემია ,,ქვევრის სახლია''. ესაა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო-მუზეუმი, რომლის მშენებლობა 5 მილიონი ლარი დაჯდა. ამ პროექტის მიზანი საქართველოში ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა, ასევე სოფელ იყალთოს ტურისტული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებაა.
 
ძველ და ახალ შუამთაში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სხვადასხვა ტურისტული ობიექტები აშენდა, რაც მთლიანობაში 2 645 792 ლარი დაჯდა. პროექტის ფარგლებში, ვიზიტორთა მართვის ცენტრი _ ,,შუამთის კარიბჭე'' მოაწყვეს, ხოლო ახალი შუამთის მიმდებარედ, ინფრასტრუქტურული შენობები და საზოგადოებრივი ობიექტები ააშენეს. თუმცა შენობებთან ერთად, საპატრიარქოს საკუთრებაში გადასცეს 22 440 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შუამთაში.
ქონების მართვის სააგენტოს ცნობით, ტურისტული ობიექტები ,,რეგიონული განვითარების პროექტის'' ფარგლებში ააშენეს. 2012 წელს, ამ პროექტისთვის მსოფლიო ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა. ამავე პროექტით, კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი _ ,,მაწვნის სახლი ალავერდთან'' აშენდა, რომელიც 2013 წელს, მთავრობის დადგენილებით, საპატრიარქოს გადაეცა. ,,მაწვნის სახლი ალავერდთან'' მშენებლობაზე, 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.
,,ვერსიას'' ქონების მართვის სახელმწიფო სააგენტოში განუმარტეს, რომ ტურისტული ობიექტები საპატრიარქოს მათივე წერილის საფუძველზე გადასცეს. კითხვაზე, რის საფუძველზე მოითხოვა საპატრიარქომ ეს ობიექტები, ,,ვერსიას'' ქონების მართვის სააგენტოში განუმარტეს, რომ საპატრიარქომ მათი ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ განთავსება დაასახელა. საპატრიარქოს მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში მითითებულია:
,,ტურისტული ობიექტების სწორად ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება სამონასტრო ცხოვრების წესსა და გარემოს. ალავერდის ეპარქიას სურვილი აქვს, და ძალაც შესწევს, რომ აღნიშნული ობიექტების მართვაც განახორციელოს და ტურისტებსაც დანიშნულებისამებრ მოემსახუროს''.
ქონების მართვის სააგენტოში ,,ვერსიას'' განუმარტეს, რომ თავის მხრივ, ეს ობიექტები შესაბამისი ვალდებულებებითა და უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, 49-წლიანი ვადით, საპატრიარქომ ალავერდის განვითარების ფონდ ,,ტალავარს'' გადასცა. ქონების მართვის სააგენტოში დააზუსტეს, რომ საპატრიარქოს წერილის საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მთავრობას მიმართა. პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქონების მართვის სააგენტომ მსოფლიო ბანკის კრედიტით აშენებული ტურისტული ობიექტები საპატრიარქოს გადასცა.
საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ალავერდის განვითარების ფონდი ,,ტალავარი'' 2013 წელს 5 აპრილს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან ბიზნესმენები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები: მალხაზ ბეგიაშვილი, ნუგზარ დვალი, დავით ნიკოლაიშვილი და ირაკლი მგალობლიშვილი.
სესხით დაფინანსებული ,,ტალავარის'' პროექტი
რატომ აღმოჩნდა კომერციულად მომგებიანი ტურისტული ობიექტები საპატრიარქოს საკუთრებაში? ვინ გადაიხდის მსოფლიო ბანკის სესხს? ღატომ გადასცა საპატრიარქომ ეს ობიექტები ფონდ ,,ტალავარს''? ,,ვერსიას'' ალავერდის განვითარების ფონდ ,,ტალავარის'' დამფუძნებელი, მალხაზ ბეგიაშვილი ესაუბრება:
_ ბატონო მალხაზ, რატომ მიმართა საპატრიარქომ ქონების მართვის სააგენტოს, რათა ეს ობიექტები მართვაში გადასცემოდა ანუ ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია საპატრიარქოს ამა თუ იმ ობიექტის მართვა სთხოვოს სახელმწიფოს?
_ შორიდან დავიწყებ და დეტალურად გიამბობთ ყველაფერს. ეს იდეა 2000 წელს გაჩნდა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მონასტრები ტურისტული ნაკადებისა და ვიზიტორებისთვის საინტერესო ხდებოდა. ეტაპობრივად, ეს ნაკადები გაძლიერდა და მათი მოუწესრიგებელი, ქაოტური მოძრაობა სამონასტრო ცხოვრების წესსა და დადგენილ ტიპიკონს პრობლემას უქმნიდა. იმის გამო, რომ ტურისტული ნაკადების მოძრაობა გარკვეულ გრაფიკს დაქვემდებარებოდა და სამონასტრო ცხოვრებასაც ხელი არ შეშლოდა, შეიქმნა პროექტი ,,ოქროს გზა''. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, იმ დროს ყველა კულტურული ძეგლი და მონასტერი მოუწესრიგებელი იყო. ,,ოქროს გზა'' დაიწყებოდა თბილისიდან და გომბორის გავლით, პირველი წერტილი უჯარმის ციხე იქნებოდა; მეორე წერტილი _ გომბორის ყველაზე მაღალი ადგილი, სადაც ულამაზი ხედებია; შემდეგ ტურისტული ნაკადი შუამთაში დაეშვებოდა, სადაც ,,ოქროს გზის კარიბჭე'' იქნებოდა; შემდეგ იყალთო და ბოლოს ალავერდი. ,,შუამთის კარიბჭეს'' ახლა ვიზიტორთა ცენტრი ჰქვია, მაგრამ ჩვენ მაინც კარიბჭეს ვუწოდებთ. ესაა შენობა-ნაგებობა, სადაც ტურისტები და ვიზიტორები შეჩერდებოდნენ და ყველა სახის ინფორმაციას მიიღებდნენ, რაც მოგზაურობის დროს დასჭირდებოდათ არა მარტო ,,ოქროს გზის'', არამედ მთელი კახეთისა და მათ შორის, მთა-თუშეთის მიმართულებითაც...
_ უკაცრავად, ,,ოქროს გზის კარიბჭე'' იქნებოდა ვიზიტორთა ცენტრი, სადაც მთა-თუშეთის ტურებიც დაიგეგმებოდა?
_ დიახ და ახლაც სწორედ ამ პრინციპითაა მოწყობილი ვიზიტორთა ცენტრი, სადაც ტურისტები ყველა სახის ინფორმაციას დეტალურად იღებენ, მათ შორის, ტრადიციული კერძებისა და სასტუმროს ფასების ჩათვლით. ის ობიექტები, რაც ,,ოქროს გზის'' პროექტის ფარგლებში ჩამოგითვალეთ, სრულიად მოუწესრიგებელი და მოუვლელი იყო. სწორედ ამიტომ შეიქმნა ,,ოქროს გზის'' პროექტი, რომელშიც ყველა დეტალი და ნიუანსი გავითვალისწინეთ. უამრავი პრეზენტაცია გავმართეთ, სადაც ამ პროექტს დეტალურად განვიხილავდით და სხვათა შორის, არა მარტო ქართული, არამედ ბევრი უცხოური კომპანია დაინტერესდა.
მართალია, უმთავრესი ამოცანა ამ ობიექტების მოწესრიგება და ინვესტიციების მოზიდვა იყო, მაგრამ ისე უნდა გაგვეკეთებინა, რომ ამით სამონასტრო ცხოვრების წესს ხელი არ შეშლოდა. ზოგიერთ ინვესტორს, მოგების მიზნით, მონასტრის მიმდებარედ რესტორნების გახსნაც სურდა, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია!
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ჩვენს პრეზენტაციებს რამდენჯერმე დაესწრნენ და დაახლოებით, 2010 წელს, ჩვენი პროექტის დაფინანსება გადაწყვიტეს. თუმცა ამ ორგანიზაციის პოლიტიკის მიხედვით, სახელმწიფოს თანამონაწილეობის გარეშე, პროექტს ვერ განახორციელებდნენ. ვფიქრობ, სწორედ აქედან გაუჩნდა მსოფლიო ბანკს სურვილი, რომ საქართველოს მასშტაბით, ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებისა და ობიექტების ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაეფინანსებინა, რაშიც ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯა.
_ ,,ოქროს გზის'' პროექტით, პირადად თქვენ დაუკავშირდით მსოფლიო ბანკს, ეს ობიექტები ,,ტალავარის'' პროექტის ფარგლებში აშენდა?
_ დიახ, ზუსტად ასე იყო. აქვე ფონდის შექმნის ისტორიასაც გიამბობთ და ყველაფერს ადვილად მიხვდებით. ის რომ მონასტერში გაჩნდა ნაკადები, ამან თანხის მოძრაობის აუცილებლობაც მოიტანა, რადგან ვიზიტორებს სხვადასხვა სუვენირებისა და თუნდაც ალავერდის მარანში ჩამოსხმული ღვინის შეძენა სურდათ. სწორედ ამიტომ დავაფუძნეთ არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპ) ,,ტალავარი'', რომელმაც მონასტერში არსებული საგადასახადი ტვირთი თავის თავზე აიღო, რათა ბიუჯეტთანაც პირნათელი ყოფილიყო. სამონასტრო-საეკლესიო სივრცეში ამგვარი ფონდის არსებობა მსოფლიო ბანკისთვისაც, რომელსაც საკმაოდ მკაცრი ბიუროკრატიული ადმინისტრირება აქვს, ხელსაყრელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა.
საბოლოოდ, სახელმწიფო და მსოფლიო ბანკი შეთანხმდნენ და ამ უკანასკნელმა კრედიტი გამოყო. პირველი ობიექტი, რომელიც ამ სესხით გაკეთდა, იყო ,,მაწვნის სახლი ალავერდთან''. თუმცა პროექტი, კონცეფცია და იდეა მსოფლიო ბანკს ჩვენ შევთავაზეთ, ამიტომ ობიექტების მართვაც ჩვენ ვიტვირთეთ. რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას, რატომ მიმართა საპატრიარქომ ქონების მართვის სააგენტოს, პასუხი მარტივია _ იმიტომ, რომ ეს ობიექტები ისედაც მისი საკუთრება იყო.
_ თავად ბრძანეთ, რომ ტურისტული ობიექტები მსოფლიო ბანკის კრედიტით აშენდა, მაგრამ ამ კრედიტს ვინ გაისტუმრებს, ფონდი ,,ტალავარი''?
_ მესმის, რასაც მეკითხებით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს იდეა ცალსახად კომერციული არ ყოფილა. ვფიქრობ, ამ ობიექტების სწორედ ამ სახით არსებობა, სახელმწიფოს ინტერესშიც უნდა შედიოდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იყალთოში ქვევრის სკოლა-აკადემიის არსებობა იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მასში თანხის გადახდა კითხვის ნიშანს არ უნდა იწვევდეს. დეტალურად მოგიყვებით, რატომ და რა მიზნით შევქმენით ,,ქვევრის სახლი'' იყალთოში.
თავდაპირველად, ალავერდში, მე-11 საუკუნის მარანი აღმოაჩინეს, რომელიც კეთილი ადამიანების დაფინანსებით აღვადგინეთ და მეცნიერების მეთვალყურეობის ქვეშ, ქართული ტრადიული ღვინო ქვევრში, სწორედ ალავერდის მარანში დავწურეთ. სწორედ აქედან დაიწყო ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია საქართველოში. ის, რომ ,,იუნესკომ'' ღვინის ქვევრში დაყენების ქართული ტრადიციული წესი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა, სწორედ ალავერდიდან დაიწყო. ამის შემდეგ, საფრანგეთიდან სპეციალისტების ჯგუფი ჩამოვიდა ალავერდის მარანში და ქართულ ქვევრთან დაკავშირებით, უამრავი კითხვა დაგვისვეს. მაგალითად, დაინტერესდნენ, რა არის ქართული ქვევრი, სტანდარტულია თუ არა, საიდან ვიღებთ თიხას ქვევრისთვის, არის თუ არა ლიცენზირებული საბადოები, გვაქვს თუ არა კვლევა ჩატარებული, რა შემადგენლობისაა თიხა?Oკახეთში თიხის ორი საბადო მოვიძიეთ, რომლისგანაც ტრადიციულად ქვევრს აკეთებდნენ _ ვარდისუბანსა და იყალთოში. აქედან გაჩნდა იდეა, რომ საერთაშორისო, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, აგვეშენებინა საწარმო, სადაც ქვევრებს დაამზადებდნენ. ასე შეიქმნა ,,ოქროს გზის'' მნიშვნელოვანი და აკადემიური წერტილი _ იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემია, სადაც მსურველები ერთი წლის მანძილზე ეუფლებიან მეთუნეობას, იღებენ სერთიფიკატს და ლიცენზირებული საბადოდან მოპოვებული თიხით, ტრადიციულ ქვევრებს ამზადებენ.
თუმცა თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, პრობლემა ის კი არ არის, ვინ გაისტუმრებს ამ კრედიტს, არამედ ის რომ ასეთი ობიექტები აქამდე არ არსებობდა! სახელმწიფოს სესხის გასტუმრების დარეგულირებაც შეუძლია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს პროექტი ტურისტულ ნაკადებს გაზრდის, რასაც მატერიალური სიკეთეც მოჰყვება. საბოლოოდ, ეს ობიექტები იმ დანახარჯსაც გაამართლებენ, რაც მსოფლიო ბანკმა კრედიტის სახით გამოყო და იმაზე მეტ სიკეთეს მოუტანენ ამ ქვეყანას, ვიდრე მათ მშენებლობაზე დაიხარჯა.
_ ბატონო მალხაზ, რა ხიბლი აქვს საპატრიარქოს წიაღში შპს-ს, ან თუნდაც ააიპ-ის დაფუძნებას, შეღავათებით სარგებლობთ და გადასახადებს არ იხდით?
_ რას ბრძანებთ! პირდაპირ გეუბნებით, არავითარი ხიბლი არ აქვს და გადასახადებსაც ისევე ვიხდით, როგორც ნებისმიერი შპს და ააიპ! ერთ მაგალითს გეტყვით, ერთ-ერთი გადასახადის გადახდის დროს, პრობლემა შეგვექმნა და, როგორც წესი და რიგია, ჩვენს ანგარიშებს საგადასახადო ინკასო დაადეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ არავითარი საგადასახადო შეღავათებით არ ვსარგებლობთ!
კომერციულად წამგებიანი გადაწყვეტილება
ქონება, რომელიც ზოგი გარემონტდა და ზოგი აშენდა, ისედაც საპატრიარქოს ეკუთვნოდა. თუმცა ეკლესია-მონასტრის წიაღში შექმნილი ააიპ ქმნის პროექტს, რომელსაც მსოფლიო ბანკი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აფინანსებს. უკვე გარემონტებულ და აშენებულ ობიექტებს კი მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო ეკლესიას უბრუნებს... რას ნიშნავს ეს სქემა და რამდენად გამართლებულია ტურისტული ობიექტების საპატრიარქოსთვის გადაცემა? ,,ვერსიას'' საერთაშორისო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს'' მკვლევარი, ლევან ნატროშვილი ესაუბრება:
,,ზოგადად, უცნაური სქემაა, რადგან ტურისტული ობიექტები მსოფლიო ბანკის კრედიტით აშენდა, შემდეგ საპატრიარქოს გადასცეს, ხოლო ამ უკანასკნელმა ფონდს გადააბარა. რა თქმა უნდა, სასურველი არაა, რომ ქონება, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას გადაეცეს, კარგი იქნებოდა, თავად სახელმწიფოს დაეტოვებინა მართვაში. გაუგებარია, რატომ გამოეთიშა ამ სქემას სახელმწიფო, თუმცა პრობლემა ისაა, რომ მრავალი წლის მანძილზე, ეს თემა აქტუალურია. სახელმწიფოს მიერ, ეკლესიისთვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით, ჩვენმა ორგანიზაციამ წლების წინ, კვლევაც ჩაატარა. სამწუხაროდ, როგორც წესი, სახელმწიფო ვერ ასაბუთებს, რატომ გადასცემს ამა თუ იმ ობიექტს, ან მის საკუთრებაში არსებულ ქონებას საპატრიარქოს!''
 
ლევან ნატროშვილმა ,,ვერსიას'' აუხსნა, რომ გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, თუ ტურისტულ ობიექტებს სახელმწიფო საკუთრებაში დაიტოვებდა, ან კერძო ბიზნესს გადასცემდა მართვაში. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში გაცილებით მეტი თანხა შევიდოდა:
,,სქემა, რომელიც აღწერეთ, აბსოლუტურად გაუმართლებელია, ვინაიდან სახელმწიფომ მსოფლიო ბანკისგან აიღო კრედიტი, ააშენა ობიექტები და მართვაში საპატრიარქოს გადასცა. ეკონომიკურად და კომერციულადად გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა, რადგან რატომ უნდა მართოს ტურისტული ობიექტები საპატრიარქომ, როდესაც ამ ქვეყანაში უამრავი კერძო ბიზნეს-კომპანიაა. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, ქონების მართვის სააგენტოს ეს ობიექტები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის გადაეცა, ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში დარჩენილიყო, ან თუნდაც ტურიზმის სააგენტოსთვის მიეცათ. ბევრი საერო სტრუქტურაა, რომელიც ამ აქტივებს გაცილებით ეფექტურად მართავდა. რეალურად, ეს ქონება ჩვეულებრივი ბიზნესია, რამაც ამ რეგიონში ტურისტული პოტენციალის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი. როგორც მივხვდი, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მსოფლიო ბანკის პროექტი, რომლის ფარგლებშიც კრედიტი გამოყვეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ამ ტიპის ობიექტების საპატრიარქოს მართვაში გადაცემა გაუმართლებელია''.
მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ჟურნალისტური გამოძიება Wed, 07 Mar 2018 12:15:27 +0400
„ბადაგონის“ საქმის დეტალები http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/5412-„ბადაგონის“-საქმის-დეტალები.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-15/item/5412-„ბადაგონის“-საქმის-დეტალები.html

დავა პარტნიორებს შორის თუ ბრძოლა კომპანიის ხელში ჩასაგდებად?

შპს ,,ბადაგონის'' ფინანსურ დოკუმენტაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო, რაც შპს ,,ბადაგონის'' მიერ, დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტს ეხება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება: ,,საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისა და ზემოაღნიშნული საკითხების დადგენის მიზნით, 2018 წლის 1 თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქალაქ თბილისში მდებარე შპს „ბადაგონის“ ოფისში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებით ხელი არ შეეშლება კომპანია ,,ბადაგონის“ საქმიანობას''.
პარალელურად, შპს ,,ბადაგონის'' 100%-იანი წილის მფლობელმა, გიორგი სალაყაიამ და მისმა ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და კომპანიის მითვისებაში ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი დაადანაშაულეს. მეტიც, სალაყაიამ განმარტა, რომ ,,ბადაგონის'' წილის დაბრუნების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს განცხადებით მიმართა ვლადიმერ ჯანჯღავამ, რომელსაც კომპანიასთან არავითარი შეხება არ აქვს. თავის მხრივ, ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატმა, იმედა დვალიძემ და ,,ბადაგონის'' სხვა მეწილეებმა საპასუხო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ,,გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის'' 81%-იან წილს ჯანჯღავას სიმამრი გივი ეზუგბაია ფლობს. სალაყაიას ბრალდებებს დავით ბეჟუაშვილის ადვოკატი, ზვიად კორძაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლოში სარჩელს შეიტანს, რადგან სალაყაიამ ბეჟუაშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შელახა.
დავა ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს შორის
გიორგი სალაყაიას თქმით, ,,ბადაგონის'' ხელში ჩაგდება ყოფილ პარლამენტარს, დავით ბეჟუაშვილს სურს. ამ მიზნით, მოქმედებები 2006 წელს დაიწყო, როდესაც ,,ბადაგონში'' მაშინდელი ფინანსური პოლიცია შევიდა და ქარხნის ეზოში, დიდი რაოდენობით ღვინო დაღვარა. სალაყაია იმასაც ამბობს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, კომპანიას კიდევ ერთხელ შეუტიეს:
,,2012 წლის თებერვალში, ჩვენთან საგადასახადო ინსპექცია შემოვიდა. პარალელურად, ჩვენი კონკურენტი, ვითომ კომპანიაც შექმნეს, პირდაპირი მითითება იყო, რომ გარკვეული წილი დაგვეთმო. ჩემი შეფასებით, მთელ ამ პროცესს დავით ბეჟუაშვილი და სავარაუდოდ, ეკონომიკის მინისტრის მაშინდელი მოადგილე, კახა დამენია ხელმძღვანელობდნენ. თუმცა რეალურად, იმ პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო გადავრჩით, ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და კომპანიის მითვისება ვეღარ მოასწრეს. დღეს, როდესაც ,,ბადაგონი'' აღმავლობის გზაზეა, ვფიქრობ, ბატონ ბეჟუაშვილს მისი ხელში ჩაგდება ისევ მოუნდა. ამ მიზნით, თაღლითობისთვის საერთაშორისო ძებნილს, რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ჯანჯღავას დაუკავშირდა, რომელსაც განცხადება დააწერინეს. არადა, ჯანჯღავას ,,ბადაგონთან'' არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონია''.
სამეწარმეო რეესტრის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შპს ,,ბადაგონის'' მფლობელებს შორის პირველი ცვლილება 2010 წლის 1 თებერვლით თარიღდება. იმ პერიოდში, კომპანიის 79%-იან წილს „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“ ფლობდა, ხოლო მიხეილ სვიმონიშვილი, ნატო ზაალიშვილი და შოთა გვარაძე _ თითოეული 7%-იან წილს განკარგავდა. მოგვიანებით, სამივე მათგანმა წილები ,,გრაკოროს'' სასარგებლოდ დათმეს და შედეგად, ოფშორულ ზონაში, კერძოდ, კვიპროსში რეგისტრირებული ,,გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი'', შპს ,,ბადაგონის'' 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.
2013 წლის ივლისიდან, „ბადაგონის“ 40%-იან წილს გიორგი სალაყაია განკარგავს, ხოლო 60% ისევ „გრაკოროს“ საკუთრებაშია. 2015 წლის 6 იანვარს, „გრაკოროს“ წილი 10%-ით შემცირდა, სალაყაია კი 50%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა, იანვრის ბოლოდან ვითარება რადიკალურად იცვლება _ გიორგი სალაყაია შპს „ბადაგონის“ 100%-იანი წილის მფლობელია.
როგორ აღმოჩნდა სალაყაიას ხელში ,,ბადაგონის'' აქციების სრული პაკეტი, კომპანიის ყოფილმა პრეზიდენტმა თემურ უბილავამ და ვლადიმერ ჯანჯღავამ ჟურნალისტებისთვის დეტალურად განმარტეს და სალაყაია კომპანიის წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში დაადანაშაულეს. კერძოდ, თემურ უბილავა 2001 წელს თავის მეგობარს -ვლადიმერ ჯანჯღავას დაუკავშირდა და სთხოვა, ,,ბადაგონში'' ინვესტიცია ჩაედო. უბილავას მტკიცებით, ,,ბადაგონის'' 100%-იანი წილის მფლობელი ,,გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი'' გახდა, რომელიც ვლადიმერ ჯანჯღავას ოჯახის წევრებზე _ სიმამრზე, გივი ეზუგბაიასა და მეუღლეზე, ეკატერინე ეზუგბაიაზე იყო გაფორებული. ,,გრაკოროს'' უკან კი ყოველთვის ვლადიმერ ჯანჯღავა მოიაზრებოდა. მთლიანობაში, ჯანჯღავამ ,,ბადაგონში'', დაახლოებით, 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
უბილავამ აღნიშნა, რომ ,,ბადაგონში'' მმართველ მენეჯერად გიორგი სალაყაია სწორედ მან და ვლადიმერ ჯანჯღავამ მიიწვიეს. იმის გამო, რომ სალაყაია, როგორც მენეჯერი, კომპანიის ორივე მფლობელს მოსწონდა, 2006 წლის თებერვალში, ,,გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის'' 19%-იანი წილი აჩუქეს, ხოლო 81%-იანი წილი ისევ გივი ეზუგბაიას საკუთრებაში დარჩა. გარდა ამისა, უბილავამ აღნიშნა, რომ ბიზნესში ქართველი პარტნიორის მონაწილეობა ოფიციალურად, რეესტრის მონაცემებით უნდა დადასტურებულიყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკები კრედიტს არ იძლეოდნენ. უბილავა იხსენებს, რომ 2014-2015 წლებში, ფინანსური რესურსები საგრძნობლად შემცირდა, ამიტომ შიდადაფინანსების მოზიდვის მიზნით, გიორგი სალაყაიას სახელზე ჯერ ,,ბადაგონის'' 10%-იანი, შემდეგ კი 50%-იანი წილი გადააფორმეს.
თემურ უბილავას მტკიცებით, სალაყაიაზე წილების გადაფორმებას, ზეპირი შეთანხმება უსწრებდა წინ იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც კრედიტი გამოიყოფოდა და ფინანსური სირთულეები გადაილახებოდა, კომპანიაში ძველი სტატუს-კვო აღდგებოდა. 2016 წელს, ,,გრაკოროს'' წარმომადგენლებმა სალაყაიას წილის დაბრუნების მოთხოვნით მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს. ამის შემდეგ, ,,გრაკოროს'' წარმომადგენლები სალაყაიას 2017 წელსაც დაუკავშირდნენ, მაგრამ უშედეგოდ...
,,ბადაგონის'' დავალიანება ,,გრაკოროს'' მიმართ
ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი, იმედა დვალიძე ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ შპს ,,ბადაგონს'' კომპანია ,,გრაკოროს'' მიმართ, დაახლოებით, 5 მილიონი აშშ დოლარის დავალიანება დღესაც აქვს:
_ 2003 წელს, როდესაც ,,გრაკორომ'' დაიწყო ინვესტირება ,,ბადაგონში'', საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა ანუ თავიდან ეს იყო კრედიტი. წლების მანძილზე, ძირითად საკრედიტო ხელშეკრულებას ახალ-ახალი დავალიანება ემატებოდა, რასაც შესაბამისი ხელშეკრულებებიც ახლდა. რამდენიმე ასეთი ხელშეკრულება არსებობს, რაც მთლიანობაში, 14 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. ბუნებრივია, კრედიტს პროცენტიც ერიცხებოდა, მაგრამ ,,გრაკორომ'', როგორც შპს ,,ბადაგონის'' 100%-იანი წილის მფლობელმა, გადაწყვიტა, რომ კრედიტი კომპანიას არ დასწოლოდა და საწესდებო კაპიტალში შეიტანა ანუ თანხის კაპიტალიზაცია განახორციელა. კრედიტზე დარიცხულმა პროცენტმა კი დაახლოებით, 7 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ეს ვალდებულება ,,ბადაგონმა'' თავისი პარტნიორის _ ,,გრაკოროს'' მიმართ, დაიტოვა და აღიარა კიდეც. მას შემდეგ, რაც გიორგი სალაყაიაზე ,,ბადაგონის'' 100%-იანი წილი გაფორმდა, ვლადიმერ ჯანჯღავამ დაურეკა და უთხრა, რომ გარკვეული თანხა სჭირდებოდა. შესაბამისად, გიორგი სალაყაიამ შპს ,,ბადაგონის'' სახელით, საკრედიტო რესურსი ჯანჯღავასთვისაც და სხვა მიზნებისთვისაც მოიძია. 2015 წელს, სალაყაიამ ჯანჯღავას მთლიანობაში, 1 200 000 აშშ დოლარი ოთხ ტრანშად გადაურიცხა. სწორედ ამ თანხით შემცირდა ის პროცენტი, რაც კომპანია ,,ბადაგონს'' დარიცხული ჰქონდა. ახლა დარჩენილია 5 მილიონ დოლარზე მეტი დავალიანება, რომელიც ,,ბადაგონს'' ,,გრაკოროს'' მიმართ აქვს. ახლა სალაყაია ამბობს, რომ როდესაც 1 200 000 აშშ დოლარი გადაიხადა, ეს წილის ნასყიდობა იყოო. არადა, საკმაოდ მარტივად შეიძლება იმის დადასტურება, რომ რეალურად, ეს კრედიტი და მასზე დარიცხული პროცენტის გარკვეული ნაწილი იყო.
ვლადიმერ ჯანჯღავა და თემურ უბილავა ჩემთან, პირად საუბრებში ამბობენ, რომ სალაყაია უნარიანი და კარგი მენეჯერი იყო, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა, იშრომა. სწორედ ამიტომ ვენდეთ და იმასაც კი ვფიქრობდით, ,,გრაკოროში'' მისთვის წილი გაგვეზარდა კიდეც, რადგან 19%-ზე მეტს იმსახურებდაო. ახლა სალაყაია გამოდის და ჯანჯღავას თაღლითს უწოდებს, მაგრამ თუ ეს ასეა, თაღლითს შვილი რატომ მოანათვლინა? ისეთი ვითარებაა, თითქოს ჯანჯღავას ,,ბადაგონთან'' შეხება არ ჰქონია და ციდან ჩამოვარდა!
მე ვნახე ჯანჯღავა პირველად სამი თვის წინ, თორემ ესენი 20 წელზე მეტია, ერთმანეთს სოხუმიდან იცნობენ. იცით, როგორი ვითარებაა, ბადრი პატარკაციშვილი რომ ენდო ჯაოშვილს (ჯოზეფ ქეის), წილები გადაუფორმა და მერე მთელი ოჯახი კომბლებით რომ დასდევდა.
_ თავად ახსენეთ პატარკაციშვილის ქეისი, ამ და სხვა გახმაურებული საქმეების მიხედვით, აშკარაა, რომ ,,თრასთის'' ანუ ნდობაზე დაფუძნებული სამართალი და საქმიანი ურთიერთობები საქართველოში არ ჭრის, პრობლემები იქმნება. იმის გამო, რომ ჯანჯღავასა და სალაყაიას შორის არავითარი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, სასამართლოში პრობლემებს არ შეგიქმნით?
_ არა და ეს გადაუჭრელი პრობლემა სულაც არ მგონია. ზოგადად, საქართველოს სასამართლო სისტემაში ,,თრასთის'' სამართალზე დაფუძნებული საქმეების განხილვის პრაქტიკას არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი შინაგანი რწმენით და მოცემულობიდან გამომდინარე, რაც ,,ბადაგონთან'' დაკავშირებით არსებობს, უპერსპექტივოდ სამოქალაქო დავასაც კი არ განვიხილავ. მიმაჩნია, რომ შედეგი დადგება. ვნახოთ, როგორ წავა პროცესი ამ კუთხით, თუ არადა, საერთაშორისო სასამართლოებში გადავინაცვლებთ.
_ ჯანჯღავას განცხადება დავით ბეჟუაშვილმა დააწერინა?
_ თემურ უბილავა და ვლადიმერ ჯანჯღავა აცხადებენ, რომ ბეჟუაშვილი ერთხელ ნახეს, 2006 წელს, ქარხნის გახსნაზე, რომელსაც სხვა სტუმრებიც ესწრებოდნენ. ,,ბადაგონთან'' ბეჟუაშვილს არაფერი აკავშირებს, მაგრამ ვინაიდან ქარხნის გახსნას ესწრებოდა, მისი გვარის ხსნება კიდევ გავიგე, დიმიტრი ქუმსიშვილი რა შუაშია ამ კომპანიასთან, ეს საერთოდ არ მესმის! ზოგადად, ქარხნის გაჩერება არ იყო გადაუდებელი და უპირობო აუცილებლობა, თუმცა ქარხანა მაინც გააჩერეს. ქუმსიშვილისა და ბეჟუაშვილის დასახელება კი უბრალოდ, მეტი აჟიოტაჟისთვის დასჭირდათ. ასეთი თემები კარგად ,,იყიდება'', რადგან ,,ბიზნესი წამართვეს'', ჩვენს ქვეყანაში ყურს კარგად ხვდება.
მიზანმიმართული ბრძოლა ,,ბადაგონის'' ხელში ჩასაგდებად?
შპს ,,ბადაგონის'' 100%-იანი წილის მფლობელის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი, ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ სალაყაია დავით ბეჟუაშვილს ბოდიშს არ მოუხდის. რაც შეეხება შეეხება სარჩელს, რომელსაც ბეჟუაშვილის ადვოკატი სალაყაიას წინააღმდეგ, სასამართლოში შეიტანს, ხატიაშვილი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს:
_ შეიტანს სარჩელს და ამაზე სალაყაიას სამართლებრივი რეაგირება ექნება. ეს დროის საკითხია და მეტი არაფერი.
_ ზაზა, რა არგუმენტი აქვს სალაყაიას, როდესაც აცხადებს, რომ ბეჟუაშვილს კომპანიის ხელში ჩაგდება სურს?
_ რამდენიმე წლის განმავლობაში, ბეჟუაშვილი დაინტერესებული იყო, რომ კომპანია ხელში ჩაიგდო. იმ შემოვარდნებს, რაც ამ ქარხანაში იყო, სალაყაია სწორედ, ბეჟუაშვილის ინტერესებს უკავშირებს.
_ ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი რა შუაშია ,,ბადაგონთან''?
_ ეს ჩემი ინფორმაცია იყო და მე გავაჟღერე. 2005 წლიდან, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობა გააკულაკა, ჩვენ ვიცით იმ პროკურორებისა და ნოტარიუსების სახელები და გვარები, რომლებიც ხალხს აკულაკებდა. უამრავი საჩივარია ფინანსურ პოლიციაში შესული, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. ეს პროკურორები და მურუსიძეები, ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებად გამოაცხადა, ამიტომ დრევანდელი ხელისუფლება თავს იწონებს და აცხადებს, ეგზეკუციას არ მივმართავთო. ამ ვითარებაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჯანჯღავა წერს განცხადებას, საგამოძიებო სამსახური კი ,,ბადაგონში'' შემოდის. რაც მთავარია, ამოწმებენ 2015, 2016, 2017 წლების ფინანსურ დოკუმენტაციას. ჯანჯღავა ხომ 2013-2015 წლებში არსებულ წილებზე დაობს, 2015 წლის იანვრის შემდეგ, ,,ბადაგონმა'' რა ფინანსური ვალდებულებები შეასრულა, რამდენი ბოთლი ღვინო გაყიდა ჩინეთში, რა ურთიერთობა და ხელშეკრულებები აქვს იტალიელ და ფრანგ პარტნიორებთან, ვინ ეკითხება ფინანსურ პოლიციას, თუ პოლიტიკური დაინტერესება და მითითება არ არის? მხოლოდ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან დაინტერესებულნი ,,ბადაგონის'' გაკოტრებით! ეს სამოქალაქო დავაა, ვინ ეკითხებოდა, რა უნდოდა და რატომ შემოვარდა ფინანსური პოლიცია კომპანიაში?!
_ იმ კრედიტზე რას იტყვით, რომლის საპროცენტო დავალიანება დაახლოებით, 7 მილიონი აშშ დოლარია და რომელიც სალაყაიამ ჯანჯღავას ვალის გასასტუმრებლად აიღო?
_ გასაგებია, მაგრამ მთელი ამ წლების მანძილზე, ჯანჯღავა სახელმწიფო მოხელე იყო, რა მილიონებზეა საუბარი, ან რა მილიონები შეიძლებოდა ჰქონოდა? ვთქვათ, რასაც ჯანჯღავა ამბობს, სიმართლეა, ეს იყო ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და მან გასწია რისკი, რაც სამოქალაქო სამართლის სფეროა. 2015 წლის იანვარში, ჯანჯღავამ დაამთავრა ურთიერთობა ,,ბადაგონთან'', მაგრამ ახლა ისევ საკუთარ წილზე დაობს. მე გეკითხებით, ფინანსური პოლიცია რატომ შემოვარდა 2018 წელს ,,ბადაგონში'' და რატომ დაინტერესდა 2015 წლის შემდეგ დადებული კონტრაქტებით? ,,ბადაგონი'' სულს ღაფავდა, მაგრამ 2015 წლის შემდეგ, სამ წელიწადში, სალაყაიამ სასწაული გააკეთა, კომპანია ფეხზე დააყენა და ჩინეთის ბაზარზეც შევიდა. საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებულმა ჩინოვნიკებმა ეს ფაქტი ხელიდან არ გაუშვეს და როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა, ფინანსური პოლიცია მოგვიქსიეს.
_ 2017 წელს, ,,გრაკოროს'' წარმომადგენლებმა ძველი სტატუს-კვოს აღდგენა და წილების დაბრუნება მოსთხოვეს სალაყაიას, რაზეც უარი მიიღეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა ჯანჯღავამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს განცხადებით.
_ გასაგებია, მაგრამ წილების დაბრუნება სამოქალაქო სამართლის საქმეა, ვინ ეკითხება ფინანსურ პოლიციას? ეგენი რომ მართლები იყვნენ, ფინანსურ პოლიციას არ მოგვიქსევდნენ! მომავალ კვირას ,,ბადაგონში'' ჩინელი და იტალიელი პარტნიორები ჩამოვლენ, ეს ხალხი ფეხზე დგას. აღმოსავლეთის ბაზარი სალაყაიამ გახსნა, საქართველო ჩინეთის ბაზარზე გაიყვანა და ეგრევე შემოვარდა ფინანსური პოლიცია. ეკონომიკის მინისტრი იქნება, თუ ფინანსთა მინისტრი, ბიზნესის აღორძინებით უნდა იყოს დაინტერესებული და არა კომპანიის გაკოტრებით. ეს კომპანიის გაკოტრების მცდელობაა, მათ მხოლოდ სალაყაიას ბიზნეს-კავშირების ხელში ჩაგდება სურთ.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ,,ბადაგონი'' წელს გახდა ძლიერი და ფინანსურად მომგებიანი ქართული კომპანია, რომელმაც 250 კომპანიას შორის, ყველაზე მეტი ღვინო გაყიდა უცხოეთში. ,,ბადაგონში'' დასაქმებულია 600 ადამიანი და კომპანიის სახელფასო ფონდი 4 მილიონი ლარია. ფაქტობრივად, თავისი არსებობის მანძილზე, ,,ბადაგონი'' 2017 წელს, პირველად გავიდა საგადასახადო მოგებაზე.
საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით ,,ბადაგონის'' საქმე ბიზნესომბუდსმენმა კონტროლზე აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, შპს ,,ბადაგონის'' საქმეზე ირაკლი ლექვინაძე გიორგი სალაყაიასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს ლევან გამყრელიძეს შეხვდა.
პარალელურად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „ბადაგონის“ დირექტორის, გიორგი სალაყაიას ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა:
,,ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზები არის აბსურდული და არასერიოზული. მისი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც ვიყავი ფინანსთა მინისტრი, სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შევიდა განცხადება, რაც არის აბსოლუტურად არასერიოზული და მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც ეხება ზოგად ფრაზას მთავრობასთან მიმართებაში, ამაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ბიზნესს მისცა თავისუფლება. რაც ეხება დისკრედიტაციის მცდელობას და შანტაჟს, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენისთვის ასეთი ქმედებები ხელს ვერ შეუშლის''.
დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ,,ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ ბეჟუაშვილის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, გიორგი სალაყაიას წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 12 თებერვალს შეიტანეს.
მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ჟურნალისტური გამოძიება Wed, 14 Feb 2018 11:51:22 +0400