საზოგადოება - ვერსია - ვერსია http://www.versia.ge Mon, 19 Aug 2019 19:02:57 +0400 Joomla! - Open Source Content Management en-gb გიორგი ქინქლაძე მალაიზიაში?! http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6285-გიორგი-ქინქლაძე-მალაიზიაში.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6285-გიორგი-ქინქლაძე-მალაიზიაში.html

მალაიზიის მეორე დივიზიონი ჩვენს ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი - FA PDRM და Sarawak-ის შეხვედრაში, სტუმართა გუნდიდან გოლი 19 წლის ბიჭმა გაიტანა. ჰოდა, ჯერ კომენტატორმა გაიგიჟა თავი, გოლი გიორგი ქინქლაძემ გაიტანაო (?!), შემდეგ კი ოფიციალურად დაიწერა, რომ გოლი გიორგი ქინქალაძემ გაიტანა.

რა თქმა უნდა, ამ ამბით დავინტერესდით და აღმოვაჩნეთ, რომ მალაიზიაში ცხოვრობს ვინმე გიორგი ტომი ქინქლაძე, მაგრამ ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია, როგორ შეიძლება მალაიზიელი გვარად ქინქლაძე იყოს.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ეს ბიჭი არსებობს, თამაშობს და აგერ, გოლიც გაიტანა. 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) საზოგადოება Tue, 13 Aug 2019 17:23:27 +0400
უეფამ „დინამოს“ ცრუ ფაშისტური ბრალდება წაუყენა და უსამართლოდ დასაჯა http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6284-უეფამ-„დინამოს“-ცრუ-ფაშისტური-ბრალდება-წაუყენა-და-უსამართლოდ-დასაჯა.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6284-უეფამ-„დინამოს“-ცრუ-ფაშისტური-ბრალდება-წაუყენა-და-უსამართლოდ-დასაჯა.html

თბილისის „დინამოს“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფეიენოორდთან“ საშნაო მატჩი ელის. იმის მიუხედავად, რომ პირველ შეხვედრაში თბილისურმა კლუბმა 0:4 წააგო, გულშემატკვრებს სტადიონზე მისვლა მაინც სურთ, მაგრამ უეფას ვერდიქტის შესაბამისად, მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაივლის. როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ განმარტა, სასჯელი „დინამოს“ აზერბაიჯანში, „გაბალას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გამოფენილი ბანერის გამო დაეკისრა. არადა, ბანერი, რომელიც ჩვენებმა გამოფინეს, თითქოს უწყინარი იყო და ზედ „88“ ეწერა, თუმცა...

ლათინური ანბანის მე-8 ასო არის H ანუ 88-HH HH-Heil Hitler. უეფამ ჩათვალა, რომ ეს იყო ფაშისტური ბანერი, თუმცა აქ უეფას შეცდომა გაეპარა, რადგან ეს „88“ აღნიშნავს 1988 წელს, როდესაც თბილისის „დინამოს“ პირველი ქომაგთა კლუბი შეიქმნა და ბანერზეც ამიტომ არის დატანილი.

დედაქალაქურმა კლუბმა სასჯელი გააპროტესტა და უეფა საკუთარ გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, ორშაბათს იყტვის.

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) საზოგადოება Tue, 13 Aug 2019 17:23:23 +0400
თბილისის „დინამომ“ შესაძლოა, ძველი დიდება და ტრიმფი გაიმეოროს! http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6280-თბილისის-„დინამომ“-შესაძლოა,-ძველი-დიდება-და-ტრიმფი-გაიმეოროს.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6280-თბილისის-„დინამომ“-შესაძლოა,-ძველი-დიდება-და-ტრიმფი-გაიმეოროს.html

რუსული ბულინგი - „ზენიტის“ კატალონიელი ფეხბურთელი გულშემატკივარმა კანის ფერის გამო დაიწუნა

8 აგვისტოს დიდი მატჩია... ძალიან დიდი. შეიძლება ითქვას, რეტრო მატჩიც კი. 38 წლის წინ, 1981 წელს, თბილისის „დინამო“ თასების თასის ნახევარფინალში „ფეიენოორდს“ შეხვდა, ეს ბარიერი დაძლია, ფინალში გავიდა და შემდეგ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ყველაზე დიდი გამარჯვება აჩუქა.

ჰოდა, ახლა, 38 წლის შემდეგ, „დინამო“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისევ ჰოლანდიურ გრანდს ხვდება. რა თქმა უნდა, მაშინდელსა და ახლანდელ „დინამოს“ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, მაგრამ მაშინდელი და ახლანდელი „ფეიენოორდის“ შედარებაც არ შეიძლება. ცოტა ხნის წინ, „ფეიენოორდი“ ლეგენდარულ ჰოლანდიელ მცველს, იაპ სტამს ჩააბარეს, თუმცა მას სამწვრთნელო კარიერაში ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს და საკუთარი კვალიფიკაცია დასამტკიცებელი აქვს. ევროპელი ბუკმეიკერები თვლიან, რომ „ფეიენოორდი“ ძალიან ძლიერია „დინამოზე“ და ქართულ კლუბს პირველ მატჩში, რომელიც ნიდერლანდებში გაიმართება, კოეფიციენტად 12.00 დაუწერეს, თუმცა ქართველ გულშემატკივარს სჯერა, რომ ძალიან კარგ ფორმაშ მყოფი თბილისური კლუბი თავს არ შეირცხვენს და ღირსეულად ითამაშებს.

სწორედ 8 აგვისტოს, დაახოლებით, ღამის 12 საათზე გვეცოდინება, ექნება თუ არა აზრი საპასუხო მატჩს თბილისში და წამოიღებს თუ არა სასურველ ანგარიშს „დინამო“.

საბუკმეიკერო კანტორებისგან განსხვავებით, „დინამოს“„ფეიენოორდი“ აშკარად სერიოზულად უყურებს. ამის დასამტკიცებლად ისიც კმარა, რომ კვირას, საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ტურში, „ლოკომოტივი“-„დინამოს“ შეხვედრას ჰოლანდიური კლუბის წარმომადგენელი, ლეგენდარული ვეტერანი, როი მაკაი დაესწრო და სამშობლოში კარგ განწყობაზე აშკარად არ დაბრუნდებოდა - „დინამომ“ „ლოკომოტივს“ 6 უპასუხო გოლი გაუტანა...

***

ჩვენთვის სასიხარულო რამ მოხდა უნგრეთის ჩემპიონატში. მეზოკოვეშდი-ზალაეგერშეგის მატჩში, მასპინძელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ქართველ ფორვარდ ბუდუ ზივზივაძეს. მისმა გუნდმა მინიმალური სხვაობით იმარჯვა და ერთადერთი გოლი სწორედ ჩვენებურის ანგარიშზეა.

***

ლეგენდარული ავტომრბოლელი მიხაილ შუმახერი აგერ, უკვე რამდენიმე წელია, კომაშია და იმის მიუხედავად, რომ ექიმები საიმედოს ვერაფერს ამბობენ, ოჯახს მისი გამოჯანმრთელების სჯერა, თუმცა გასულ უქმეებზე მედიის ყურადღება შუმახერის 20 წლის ვაჟმა, მიკ შუმახერმა მიიპყრო. იგი მამის კვლას გაჰყვა და მართალია, ჯერ მხოლოდ „ფორმულა-2“-ში ასპარეზობს, მაგრამ წარმატებები უკვე აქვს. კვირას მან უნგრეთის გრან-პრი მოიგო და რაც მთავარია, ის „ფერარის“ გუნდის წევრია ანუ იმ საჯინიბოსი, სადაც მამამისმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.

***

დასასრულ, ძალიან უცნაური რამ მოხდა რუსეთის ჩემპიონატში: სანქტ-პეტერბურგის „ზენიტმა“ იმდენი მოახერხა, რომ ორი კვირის წინ, კატალონიური „ბარსელონას“ ფეხბურთელი, მალკოლმი შეიძინა და მის სანაცვლოდ 41 მილიონი დოლარიც გადაიხადა ანუ იმაზე მეტი, რამდენიც საქართველოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ყველა კლუბს ერთად არ აქვს. მალკოლმის დებიუტი კვირას შედგა და... მოედანზე გამოსულ ფეხბურთელს „ზენიტის“ გულშემატკივრები რასისტული შეძახილებით დახვდნენ და ბოლო ხმაზე უსტვინეს. არადა, ყველა ვარაუდობდა, რომ გუნდის შეფების ასეთი შენაძენი ფანებში მოწონებას დაიმსახურებდა, მაგრამ ისე ჩანს, რუს გულშემატკივარს მალკოლმის კანის ფერი არ მოეწონა!

ბათო ჯაფარიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) საზოგადოება Tue, 06 Aug 2019 16:58:46 +0400
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადაა http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6279-საქართველოს-ძიუდოისტთა-ნაკრები-მსოფლიოს-ჩემპიონატისთვის-მზადაა.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6279-საქართველოს-ძიუდოისტთა-ნაკრები-მსოფლიოს-ჩემპიონატისთვის-მზადაა.html

25 აგვისტოს, იაპონიის ქალაქ ტოკიოში, ძიუდოისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. ტურნირი 31 აგვისტოს დასრულდება და, თქმა არ უნდა, უდიდეს ინტერესს იწვევს. გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ჩემპიონატზე 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები გათამაშდება, თავისთავად, ძიუდოს სამშობლოში ასპარეზობა პატივია.

მსოფილი პირველობისთვის განსაკუთრებით ემზადებიან იაპონელი სპორტსმენები, რადგან გულშემატკივარი აბსოლუტურად ყველა წონაში ოქროს მედალს ითხოვს, რაც რთული მისაღწევი იქნება.

მსოფლიოს ჩამპიონატისთვის ემზადება საქართველოს ნაკრებიც. უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი იმ ძიუდოისტთა ვინაობა, რომლებიც ტოკიოში გამოვლენ:

-60კგ.- ლუხუმ ჩხვიმიანი, ამირან პაპინაშვილი

-66კგ.- ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

-73კგ.- ლაშა შავდათუაშვილი

-81კგ.- ლუკა მაისურაძე

-90კგ.- ბექა ღვინიაშვილი

-100კგ.- ვარლამ ლიპარტელიანი

+100კგ.- გურამ თუშიშვილი

ბათო ჯაფარიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) საზოგადოება Tue, 06 Aug 2019 16:58:41 +0400
ბეილი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს და კვირაში მილიონს მიიღებს http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6272-ბეილი-კარიერას-ჩინეთში-გააგრძელებს-და-კვირაში-მილიონს-მიიღებს.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6272-ბეილი-კარიერას-ჩინეთში-გააგრძელებს-და-კვირაში-მილიონს-მიიღებს.html

2013 წელს, როცა მადრიდის „რეალმა“ „ტოტენჰემს“, გარეთ ბეილის სანაცვლოდ, 122 მილიონი დოლარი გადაუხადა, აღნიშნული ტრანსფერი მსოფლიოში იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული იყო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, უელსელმა გარემარბმა გაცემული ავანსები აშკარად ვერ გაამართლა და გასულ სეზონში, ის სათადარიგო ფეხბურთელად იქცა. შესაბამისად, გუნდის თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბეილი მის სამომავლო გეგმებში აღარ ჯდებოდა და ის გუნდიდან უნდა წასულიყო.

იმის მიუხედავად, რომ უელსელის შეძენის სურვილი არაერთმა ევროპულმა კლუბმა გამოთქვა და მის სანაცვლოდ, 70 მილიონსაც იხდიდნენ, თავად ბეილმა, შეიძლება ითქვას, სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო - „რეალთან“ ერთად, ჩემპიონთა ლიგის ოთხჯერ მომგები ფეხბურთელი, კარიერას ჩინეთი გააგრძელებს.

„ბეილი ჩინურ კლუბ „ციანსუ სუნინს“ შეუთანხმდა და 3-წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელს. ფეხბურთელის მთავარი მოთხოვნა სოლიდური ჯამაგირი იყო ანუ იმაზე მეტი, ვიდრე ის „რეალში“ იღებდა (წელიადში 20 მილიონი) და ეს მოთხოვნა ჩინელებმა დააკმაყოფილეს. ბეილი კვირაში მილიონ ევროს ანუ წლიურად, 52 მილიონს მიიღებს, საიდანაც 22 მილიონი - უშუალოდ ხელფასი იქნება, დანარჩენი - სარეკლამო შემოსავლები. მას სარეკლამო კონტრაქტები უკვე მაგიდაზე უდევს და ხელსაც მალე მოაწერს“, - წერს ესპანური მედია.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ბეილმა ევროპულ კარიერასა და ყურადღების ცენტრში ყოფნას, ჩინური კლუბი და ფული არჩია. სამი წლის განმავლობაში, ის, საერთო ჯამში, 156 მილიონს ჩაიდებს ჯიბეში, რაც ცოტა ნამდვილად არაა. 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) საზოგადოება Tue, 30 Jul 2019 15:37:21 +0400
„მათხოვრები ხართ!“ - იტალიის პოლიციამ ტრეზეგე დააკავა http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6255-„მათხოვრები-ხართ-“-იტალიის-პოლიციამ-ტრეზეგე-დააკავა.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6255-„მათხოვრები-ხართ-“-იტალიის-პოლიციამ-ტრეზეგე-დააკავა.html

იტალიელმა სამართალდამცავებმა გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი ავტომობილი გააჩერეს, რომლის საჭესთანაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე მართავდა. ალკოტესტზე გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ტრეზეგე მთვრალი იყო. ამასთან, მან პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

„მათხოვრები ხართ, 2 ათასი ევროსთვის მთელი დღე ქუჩაში ყრიხართ“, - ბოლო ხმაზე ყვიროდა ტრეზეგე.

ვეტერანი ფორვარდი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები იტალიურ „იუვენტუსში“ გაატარა, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას მართვის მოწმობას ყველაზე მცირე - ექვსი თვით ჩამოართმევენ, ხოლო პოლიციელთათვის შეურაცხყოფის მიყენება, მინიმუმ, 200 ათასი ევრო დაუჯდება.

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) საზოგადოება Tue, 23 Jul 2019 14:27:37 +0400
„ვასაძე და მისი მომხრეები სვეტიცხოველს ალყაში მოაქცევენ!“ http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6254-„ვასაძე-და-მისი-მომხრეები-სვეტიცხოველს-ალყაში-მოაქცევენ-“.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6254-„ვასაძე-და-მისი-მომხრეები-სვეტიცხოველს-ალყაში-მოაქცევენ-“.html

„თბილისი პრაიდიდან“ რაინდამდე _ რა სკანდალურ ფაქტებს ანსაჯაროვებს გოჩა მირცხულავა

იმის შესახებ, რომ ამ ზაფხულს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა პიკს მიაღწევდა, სამთავრობო, ოპოზიციურ, თუ ე.წ. ექსპერტულ წრეებში საუბარი ჯერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ დაიწყეს. მართალია, საპრეზიდენტო არჩევნებმა დიდი ხმაურით ჩაიარა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალბატონი ზურაბიშვილი „ხალხთან ახლოს და ხალხზე ზევით“ ოფიციალურად დადგა ანუ მთავარსარდლის ფიცი დადო, პოლიტიკური ცხოვრება თითქოს მინავლდა. ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე, სანამ ქალბატონი პრეზიდენტი აზერბაიჯანში არ ჩავიდა და საზღვრების დელიმიტაციაზე არ დაიწყო საუბარი, პოლიტიკური ვნებები დამცხრალი იყო. აი, ზურაბიშვილის ბაქოური ვიზიტით კი ცუდი ამბების მთელი კასკადი დაიწყო: ჯერ იყო და, დავით გარეჯის თემა გააქტიურდა (დავით გარეჯის პრობლემა დღესაც ცხელია); მერე იყო და, ვითარების ესკალაციის ნიშნები პანკისში გამოჩნდა. ამასობაში, „თბილისი პრაიდიც“ გააქტიურდა, რასაც ავტომატურად, თანამედროვე „მეკომბლეთუხუცესის“, ლევან ვასაძისა და მისი მიმდევრების გამოცოცხლებაც მოჰყვა და აი, ზუსტად მაშინ, როცა რაინდმა სახალხო ლეგიონი შექმნა, „თბილისი პრაიდმა“ კი კვირეულისთვის აქტიური მზადება დაიწყო, „სოლნიჩნაია გრუზიას“ „მეფისნაცვალი“, ესე იგი, რუსი „დუმელი“, რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი, ბოლშევიკების მართლმადიდებელი შთამომავალი, სერგეი გავრილოვი ეწვია, რომელმაც რუსეთისგან ოკუპირებულ საქართველოში თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. ჰოდა, თავისი პატივცემული უკანალი ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში „ჩაასვენა“. გავრილოვის ამ სითავხედეს, ბუნებრივია, ხალხის გულწრფელი და სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა _ ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და მართლმადიდებელმა კომუნისტმა თბილისი ისე ფაცხა-ფუცხით დატოვა, რომ ქუსლებს ლამის კისერში ირტყამდა. ამის მიუხედავად, ქუჩაში გამოსული მოქალაქეები არ დამშვიდდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს. კობახიძემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, სპიკერობიდან ფეხსაც არ მოვიცვლიო... ხალხი კიდევ უფრო გახელდა და შსს იძულებული გახდა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია ძალის გამოყენებით დაეშალა. 

აი, ეს დაშლა კი ახალი პროტესტის საბაბი გახდა ანუ ვინაიდან დაშლის დროს, მომიტინგეები დაშავდნენ და ზოგმა თვალიც დაკარგა, ანტისაოკუპაციო აქციაზე ახალი მოთხოვნა გაჩნდა _ გიორგი გახარიას გადადგომა. ამასობაში, 8 ივლისიც მოახლოვდა და „თბილისი პრაიდმა“ გვამცნო, ვინაიდან სიტუაცია მეტ-ნაკლებად განიმუხტა, დროა, დაკონსერვებული „ღირსების მარში“ ჩავატაროთო და მეკომბლეთუხუცესმაც, თავისი რაზმითურთ იხუვლა. „ღირსების მარშამდე“ 24 საათით ადრე, ყველა დარწმუნებული იყო, რომ მეორე დღეს, დიდი გაწევ-გამოწევა ატყდებოდა. ამასთან, გონიერი ადამიანები იმასაც ამბობდნენ, რომ „თბილისი პრაიდი“ და ვასაძე შეთანხმებულად მოქმედებდნენ. 

ზოგადად, პრაიდისა და რაინდის საერთო მფარველის შესახებ ხმები, დიდი ხანია, მუსირებს. ამ ვერსიას ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავაც იზიარებს, რომელიც „ვერსიასთან“ საუბრისას, ბოლო რამდენიმე კვირაში განვითარებულ მოვლენებს სკრუპულოზულად აფასებს. ისე, მირცხულავას წინამდებარე ინტერვიუ სკეპტიკოსებს, შესაძლოა, შეთქმულების თეორიად მოეჩვენოთ, მაგრამ ეს მათი ნებაა. ფაქტია, რომ 2019 წლის „ცხელი ზაფხულის პოლიტიკურ ქრონიკებს“ ვიღაც ისეთი „წერს“, რომელსაც ჩრდილოეთთან, მინიმუმ, კარგი სანაცნობო წრე ჰყავს! 

„8 ივლისს, რუსეთმა საქართველოში მორიგი სპეცოპერაციის მნიშვნელოვანი ფაზა დაასრულა'', _ აცხადებს ჩვენს გამოცემასთან საუბრისას, ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა. „ვერსია“, ცხადია, დაინტერესდა, ამ „მორიგი სპეცოპერაციით“ მოსკოვმა რა ხეირი ნახა?

გოჩა მირცხულავა: _ ამ ფაზის შედეგად, კრემლისთვის რამდენიმე რამ გახდა გასაგები. კერძოდ: ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის ჟანგბადით სუნთქავენ და რუსეთისვე ფულით საზრდოობენ, უსარგებლონი არიან, მაგრამ კუთხეში მაინც უნდა „ეყარონ“; ამასთან, კრემლი მიხვდა, რომ ვერც ერთი ხელისუფლების, ვერც ერთი პოლიტიკური ორიენტაციისა და სტრატეგიის პირობებში, საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში შეთრევას ვეღარ შეძლებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სისხლისმსმელის იმიჯი, კეთილი „ბიძია-ბაბუას“ იმიჯით შეცვალოს. პარალელურად, აუცილებელია ახალი ისტორიული ნაღმების ჩალაგება და, პარალელურად, საკუთარი გავლენის ქვეშ უნდა შეინარჩუნოს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია _ საქართველოს საპატრიარქო, სადაც საკუთარი ეგზარქოსი უნდა აღაზევოს. სხვათა შორის, კრემლს ამ ეტაპზე, „ეგზარქოსობის“ ორი კანდიდატი ჰყავს, თუმცა პატრიარქის მოსაყდრე შიო, ჯერჯერობით, პირველ ადგილზეა. 

კრემლი იმასაც მიხვდა, რომ აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებაში, პირველ ეტაპზე, თუნდაც კოალიციური მთავრობის პირობებში, ის პოლიტიკური ძალა მოიყვანოს, რომლის პროდასავლურობაში საჯარო ეჭვის შეტანა გაჭირდება. 

_ ანუ იმას ამბობთ, ბატონო გოჩა, რომ ლევან ვასაძეს, რომელიც „გავრილოვის კრიზისამდე“ აღარსად ჩანდა, რუსეთი თამაშიდან გაიყვანს? 

_ თუ გახსოვთ, ვასაძემ ერთხელ განაცხადა, პოლიტიკაში პატრიარქის კურთხევით მოვდივარო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის პატრიარქის კურთხევას გულისხმობდა. ისე, პოლიტიკაში მოსვლაზე კურთხევა, შეიძლება, მეუფე შიომ მისცა. 

_ მეუფე შიო პატრიარქი არ არის. 

_ დიახ, მაგრამ მის გაპატრიარქებას მხარს რუსეთი უჭ¬ერს. 

ზოგადად, ლევან ვასაძის პერიოდული გააქტიურება იდეალებს არ უკავშირდება. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ 8 ივლისს, ვასაძე და რუსული ორბიტის სხვა წარმომადგენლები ასპარეზზე, „თბილისი პრაიდის“ განცხადებამ გამოიყვანა. ეს ხალხი ცდილობს, რომ საქართველო რუსეთში დააბრუნოს! 

_ „თბილისი პრაიდსა“ და ვასაძის ფარულ კავშირებს ხედავთ? 

_ ყოველ შემთხვევაში, ვასაძემ და მისმა მიმდიევრებმა, საქართველოში ყველაზე წმინდა ადგილი, სადაც ბოლო 30 წელია, ჩვენი ქვეყნის ისტორია იწერება, დიახ, სწორედ „თბილისი პრაიდის“ მესვეურთა ხელშეწყობით დაიკავეს. რუსთაველის გამზირი პოლიტიკურად წმინდა ადგილია. 

_ რას გულისხმობთ? 

_ აქ, წლების წინ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, აქციებს ვაწყობდით. მერე, სწორედ ამ გამზირზე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. დღეს იქ ახალგაზრდები, ისევ ოკუპაციას აპროტესტებენ და ისევ თავისუფლებისთვის იბრძვიან. აი, ეს ადგილი, 8 ივლისს, იმ ძალამ დაიკავა, რომელიც გვეუბნება, გინდა თუ არა, საქართველოს ადგილი რუსეთშიაო. 

რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება, ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ შორენა თეთრუაშვილი და ლევან ვასაძე რუსეთის დავალებით ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს პატრიარქის ტახტზე, რუსეთის ეგზარქოსი, მეუფე შიო აიყვანონ, მაგრამ ამის მიღწევა გაუჭირდებათ. შესაბამისად, ყველაფერი ისე უნდა მოაწყონ, რომ ე.წ. საერო ფრთაზე, რელიგიურ-ეროვნული ლიდერი გამოჩნდეს. ასეთად კი, ამ ეტაპზე, ვასაძეა შერჩეული. 

_ ბატონო გოჩა, ის, რასაც ვასაძე ამბობს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის თუ არა, დიდი ნაწილისთვის მისაღებია ანუ ხალხს ჰგონია, რომ ერი, უხეშად თუ ვიტყვით, ,,გაპიდარასტების'' საფრთხის წინაშე დგას. 

_ ასეთი საფრთხე არ არსებობს! 

_ ასე გადაჭრით რატომ ამბობთ? 

_ ალბათ, გახსოვთ, 2000-იან წლებში რა ხდებოდა _ ზოგიერთი სასულიერო პირი იეჰოვას მოწმეებს იმ მოტივით დასდევდა, რომ ისინი, თითქოს, რაღაც ორგიებს აწყობდნენ, მაგრამ ეს თემა დღეს აქტუალური აღარაა. უფრო მეტიც, დღეს იეჰოვას მოწმეები ქუჩაში მშვიდად დგანან. 

ისე, ვინმეს, შესაძლოა, მართლაც გულწრფელად სჯერა, რომ საქართველოს ,,გაპიდარასტება'' ემუქრება და ამას აპროტესტებს კიდეც, თუმცა, სწორედ ამ ხალხის გამოყენებას ცდილობენ გარკვეული ძალები ანუ მათ უნდათ, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაზე, ამ ხალხის დახმარებით დააბრუნონ და მის კოლონიად აქციონ. 

_ სხვათა შორის, ვასაძის მიერ გამოცხადებული „ნამდვილი ვაჟკაცების“ „საყოველთაო მობილიზების“ მიუხედავად, „თბილისი პრაიდმა“ ე.წ. ღირსების მარში მაინც ჩაატარა. ამას როგორ ხსნით? 

_ წეღანაც გითხარით და კიდევ ვიმეორებ: „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა განცხადება ვასაძემ იმისთვის გამოიყენა, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია დაეკავებინა ანუ ეს ჩვეულებრივი ობსტრუქცია იყო. 

ისე, ვასაძე ამბობს, ოკუპაციას მეც ვაპროტესტებო, მაგრამ მაინტერესებს, როგორ აპროტესტებს ანუ არ მოსწონს, რომ რუსული ჯარი მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალში დგას და უნდა, რომ ეს ჯარი მთელ საქართველოში იდგეს?! მგონია, რომ ქუჩაში პერიოდულად, ზუსტად ამას გასაპროტესტებლად გამოდის და ამასთან, იმის სურვილიც აქვს, რომ როგორმე ქვეყნის ხელისუფალი გახდეს.

 

სხვათა შორის, ზუსტად მაშინ, როცა ვასაძის ამალამ რუსთაველი დაიკავა, ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან მქონდა საუბარი, რომლებიც აღშფოთებულნი იყვნენ. 

_ ვასაძის ქუჩაში გამოსვლით იყვნენ აღშფოთებულნი? 

_ აღშფოთებულნი იმით იყვნენ, რომ ვასაძე ხელისუფლების ცალკეული წამომადგენლის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა. ერთი ცნობილი პერსონისგან კი ისიც მოვისმინე, ვასაძის დასაცავისა და მხარდასაჭერის დედაცო... 

_ ამით რისი თქმა გინდათ, ბატონო გოჩა? 

_ ქართული მედიის ნაწილი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ რაინდი პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ აქციის ჩასაშლელად მივიდა. არადა, თუ ამ აქციის ჩაშლა უნდოდა, პარლამენტთან რატომ მივიდა, როცა „თბილისი პრაიდს“ არ განუცხადებია, „ღირსების მარშს“ პარლამენტის წინ ვატარებო? 

თუ ვასაძემ არ იცოდა, „მარში“ სად ტარდებოდა, ვერის ბაღში რატომ არ დარჩა, სადაც „სახალხო ლეგიონი“ „განალაგა“. მოკლედ, მაინტერესებს, პარლამენტის წინ რატომ მივიდა და ანტისაოკუპაციო მიტინგის ჩაშლა რატომ სცადა? 

მოკლედ, „ღირსების მარში“ მხოლოდ იმის მიზეზი იყო, რომ ანტისაოკუპაციო აქცია ჩაეშალათ და ამას კონკრეტული ფაქტიც ადასტურებს. 

_ კერძოდ? 

_ „თბილისი პრაიდის“ წევრებმა და ორგანიზატორებმა, რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ ცნობილ და პოპულარულ სასტუმროში 200-კაციანი ღონისძიება გამართეს, მაგრამ ამ ღონისძიებაზე ხმა ვასაძესა და მის მიმდევრებს არ ამოუღიათ. რატომ? _ აი, ეს არის საინტერესო. 

აქვე, კითხვა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთანაც მაქვს _ „პრაიდის“ კვირეულის დამთავრების შემდეგ, „მარშის“ ჩატარება დღის წესრიგში ისევ რატომ დადგა? 

_ თქვენი ვერსია როგორია? 

_ არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი ვასაძესთან ყოფილიყო შეთანხმებული. 

_ რა მიზნით? 

_ იმ მიზნით, რომ „განეიტრალებული“ რაინდი ასპარეზზე ისევ გამოსულიყო. 

სხვათა შორის, ასპარეზზე დაბრუნებული ვასაძისა და მისი „ლაშქრის“ უმთავრესი მოთხოვნა ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება იყო და ეს მოთხოვნა, სამწუხაროდ, მხოლოდ საზოგადოების ნაწილმა კი არა, არამედ სასულიერო პირებმაც გაიზიარეს. არადა, იმ ხალხის უმეტესობას, ვინც გაუქმებას ითხოვს, ეს კანონი წაკითხულიც არ აქვს. 

_ სასულიერო პირები ანტიდისკრიმინაციულ კანონს იმთავითვე აპროტესტებდნენ და მის მიღებასაც ეწინააღმდეგებოდნენ. 

_ დიახ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინ, როცა ამ კანონს იღებდნენ, პარლამენტში სასულიერო პირები იყვნენ ჩამწკრივებულნი ანუ მაშინ, საქართველოს ხელისუფლებამ საპატრიარქოს ძალიან ბევრი მოთხოვნა გაითვალისწინა. ჩემი ინფორმაციით, ამ კანონის ყველა პუნქტი საპატრიარქოსთან იქნა გავლილი და მას პატრიარქმა კურთხევაც მისცა. 

_ ანუ ვასაძე პატიარქს უპირისპირდება? 

_ ყოველ შემთხვევაში, საინტერესოა, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას ვისი კურთხევით ითხოვს? ისე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ანტიდისკრიმინაციული კანონი არ გვექნებოდა, ვიზალიბერალიზაციას ვერ მივიღებდით. ამასთან, ამ კანონში სექსუალური უმცირესობების პროპაგანდაზე არაფერი წერია ანუ კანონში, ზოგადად, ყველა უმცირესობის დაცვაზეა საუბარი. ასევე, საუბარია შრომით უფლებებზე, უმრავლესობის უფლებებზე და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება აუცილებელი იმიტომ გახდა, რომ ვიღაცები ქუჩაში „ტაბურეტკებით“, ჯვრებითა და კომბლებით შეიარაღებულნი დარბიან... 

8 ივლისის სამარცხვინო აქციის პარალელურად, სოციალურ ქსელში ერთი ამბავი გავრცელდა _ თბილისელ ტაქსის მძღოლს უთქვამს, ამათ უნდა მასწავლონ, ვისთან დავწვე და ვისთან _ არაო?! მოკლედ, მინდა, სასულიერო პირებს, ახლა ბევრს რომ ლაპარაკობენ, სამების გახსნა და იქ გამართული პირველი ოფიციალური ღონისძიება გავახსენო. 

_ ბატონო გოჩა, ვასაძესთან სამების გახსნას რა კავშირი აქვს? 

_ მეტს არ დავაკონკრეტებ, თუმცა გამგები გაიგებს... ერთი სიტყვით, მთელ ამ ამბავს ერთი მიზანი ჰქონდა _ ვასაძე როგორმე პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩენილიყო და ადამიანების ტვინებში ჩაწერილიყო, რომ ის ეროვნული იდეებისთვის იბრძვის. 

_ ეს მიზანი შესრულდა? 

_ ვერა! ისე, თავიდან გვითხრეს, „პრაიდს“ ვებრძვითო. „პრაიდი“ ათმა კაცმა სადღაც მაინც ჩაატარა, მაგრამ ვასაძემ განაცხადა, დევნას კურდღლებს ხომ არ დავუწყებდიო. 

ხალხმაც მშვენივრად დაინახა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. 

_ რა მოხდა? 

_ ვასაძემ რუსეთის მთავარი მოთხოვნა გაახმოვანა_ საქართველომ უარი თქვას ნატოზე, ევროპასა და აშშ-ზე. დავუშვათ, დასავლეთი ასეთი მიუღებელია, იქნებ, მიპასუხონ, იგივე ვასაძე, ევროპა-აშშ-ში რატომ დადის? მის ზოგიერთ „თანამებრძოლს“ კი დასავლეთში შვილი სასწავლებლადაც ჰყავს გაგზავნილი ანუ მათი შვილები არ ირყვნებიან და სხვების _ გაირყვნებიან? 

შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საქართველოში, ლევან ვასაძის მზე ვერასდროს ამოანათებს და ეს თავადაც იცის, თუმცა აქტიურობას თავს არ დაანებებს. 

_ თუ იცის, რომ მისი დრო არასოდეს მოვა, აქტიურობას რაღა აზრი აქვს? 

_ დავალება აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს. 

_ დავალება? 

_ დიახ, დავალება და ეს დავალება მეუფე შიოს ეგზარქოსობაა. გვინდა თუ არა, ფაქტია: საქართველოს, ოდესმე, ახალი პატრიარქის არჩევა მოუწევს, სწორედ მაშინ, ვასაძე და მისი მომხრეები სვეტიცხოველს ალყაში მოაქცევენ. პარალელურად, მღვდელმთავრებს დაემუქრებიან, რომ მათ მხარი პატრიარქობის რუსეთისთვის სასურველ კანდიდატს დაუჭირონ, მაგრამ ვიმეორებ: ეს „ტრიუკი“ ვასაძეს არ გაუვა! 

_ ბატონო გოჩა, თუნდაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ხომ არ გეჩვენებათ, რომ საქართველოში რუსული განწყობები გაზრდილია და ხალხს ოკუპაცია აღარ აღელვებს? 

_ ეს გამორიცხულია! საქართველოს საზოგადოებამ თავისი ევროატლანტიკური ნება რეფერენდუმზე გამოხატა და ვასაძე ვინაა, რომ ნატო-ზე უარი გვათქმევინოს?! მას მხოლოდ ერთი დავალება აქვს _ მეუფე შიო როგორმე პატრიარქი გახადოს და, პარალელურად, გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები თავადაც მიიღოს... 

ისე, ზოგს, შესაძლოა, მიმდინარე პროცესების კონტექსტიდან ამოგლეჯილად მოეჩვენოს, მაგრამ ხელისუფლებას ერთ რჩევას მივცემ _ დროზე შეცვალოს, რეორგანიზაცია ჩაუტაროს და შინაარსი შეუცვალოს რელიგიის საკითხთა საბჭოს. 

_ რატომ? 

_ მეტი კონკრეტიკისგან ამჯერადაც თავს შევიკავებ და მხოლოდ ერთს დავამატებ: ტყუილად არაფერს ვამბობ და „ისე რა“, არც რჩევებს ვიძლევი. 

_ ბატონო გოჩა, პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის გაუკუღმართებაზეც გკითხავთ. ეს რას ემსახურებოდა? 

_ დავიწყოთ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გასაგებია, რატომ მიესალმა და ისიც გასაგებია, მადლობა რისთვისაც გადაუხადა, მაგრამ სად იყო განცხადება პუტინის გამოსვლის უმთავრეს ნაწილზე ანუ დაახლოებით, ასეთი შინაარსის: მადლობა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი, რომლის მიმართაც პატივიცემის ჟესტი გამოიჩინა რუსეთის პრეზიდენტმა, უკმაყოფილებას გამოთქვამს და აბსოლუტურად არ ეთანხმება საქართველოს ისტორიის არასწორად წარმოჩენის მცდელობასო? 

ზოგადად, საქართველოს ისტორია თბილისის გუბერნიიდან არ იწყება და თუ ღრმა ისტორიულ პასაჟებს არ მოვიშველიებთ, ქართველთა მეფეები, სააუკუნეების განმავლობაში, აფხაზთა მეფეებად იწოდებოდნენ. ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთიც არასოდეს ყოფილა საქართველოს ეთნიკური წარმონაქმნი და ამის დადასტურება, უამრავ პატიოსან, რუს ისტორიკოსს არ გაუჭირდება... 

სხვათა შორის, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, პუტინი უფრო ადეკვატური აღმოჩნდაო და მთავარი კონტექსტი, ხელისუფლებისთვის თავში წამორტყმით, სანქციების პრიზმაში გადაიტანა, ისტორიულ თემას კი გვერდი აუარა. ვფიქრობ, ესეც არანაკლებ დამაზიანებელია, რადგან გამოდის, რომ ოპოზიციის ლიდერი გადაწერილ ისტორიას ეგუება. 

აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო გუბაზ სანიკიძეს იმ განცხადებისთვის, რომელიც მან „კავკასიის“ ეთერში გააკეთა. მადლობას ვუხდი ცალკეულ ადამიანებსაც, რომლებიც პოზიციას საკუთარ Fაცებოოკ-გვერდებზე აფიქსირებენ, მაგრამ ეს არასაკმარისია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება არ, ან ვერ ამბობს სათქმელს, მის ნაცვლად სათქმელი ყველამ უნდა თქვას და ამ ვითარებაში, სულაც არაა აუცილებელი ხელისუფლების სუსტად წარმოჩენა. ეს ამის გარეშეც შეიძლება. 

ისე, ბევრისთვის ცუდ რამეს ვიტყვი _ პოლიტიკურად, სანქციები მერჩივნა, ვიდრე ის მორალური უპირატესობა, რომელსაც მავანი ვაი-ქართველის წარმოსახვაში, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა მიაღწია! საერთოდ, ეს თემა ერთ დღეში არ უნდა ამოიწუროს, რადგან თუ ასე მოხდება, მერწმუნეთ, თავს მუდმივად იჩენს! 

მოდით, ახლა ცივი გონებით შევხედოთ რეალობას: გავრილოვიდან გაბუნიამდე განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური ჯგუფების ვნებები იმდენადაა აცდენილი სახელმწიფოებრივ, თუ პრაგმატულ პოლიტიკურ განზომილებას, სიღრმეებში რომ ჩავყვეთ, შეგვიძლია, ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ: ვაი, უბედურო საქართველოვ, მაგრამ ეს გამოსავალი არაა. 

შორს რომ არ წავიდეთ, ის, რაც ამ დღეებში მოხდა, პუტინის განცხადებას ვგულისხმობ, მავანთა ცინიზმის მიუხედავად, ქართული სახელმწიფოს უდიდესი მარცხია. კი ბატონო, რუსეთმა ომი არ გამოგვიცხადა და არც დაგვბომბა, პირიქით, საჭმელი და სარჩო გამოგვიწოდა „დიდსულივნად“, რაზეც ხელისუფლებამ მადლობები გადაიხადა და ოპოზიციამ ხელისუფლებას დასცინა, მაგრამ ამასობაში, ყველას დაავიწყდა, რომ საქართველოა თემა. ყველას დაავიწყდა, რომ ამ ქვეყანას, ამ სახელმწიფოს შეხიდებოდა და ეჩვენებინა, რომ მისთვის საქართველოა თემა, რომ საქართველოში უყვართ საკუთარი თავი და არა _ საქართველო საკუთარი თავისთვის! 

რაც შეეხება პუტინის განცხადებას, რომელიც მას კი არ დაესიზმრა, არამედ მის მომზადებაში სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული, დათო გამცემლიძეს დავესესხები და ისე გეტყვით: რუსეთის უშიშროების საბჭო სპეციალიზებული ლაბორატორიაა და უნდა მივხვდეთ, რომ სპონტანური, ქუჩაში მომზადებული პასუხები საკმარისი არ არის. ის, რაც პუტინმა თქვა, მხოლოდ ხელისუფლების კი არა, არამედ პასუხისმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკოსისა და თითოეული მოქალაქის პრობლემაა! 

გინდათ, გაგახსენოთ, რა პატრიოტულ ნამუსზე შეგდებას ჰქონდა ადგილი? _ „ომის გეშინიათ, ომს დაიწყებსო''. ჯარები რომ ჰყოლოდა შემოჭრისთვის საზღვართან გამზადებული, ისეთი მოცემულობა შევქმენით, რომ ყველა გონიერი მთავარსარდალი უკან გაიხმობდა. რატომ? _ იმიტომ, რომ პუტინმა მორიგი ომი დაიწყო და ორ წუთში დაასრულა. ომი კიდევ ერთხელ მოგვიგო და ახლა ვიქილიკოთ და ვიდარდიმანდოთ! სხვათა შორის, ნებისმიერი ომის ფინალი ისტორიაა და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს!. 

დიახ, მორიგი კრიზისისთვის ჩვენ ისევ მოუმზადებელნი აღმოვჩნდით. პუტინმა ისტორია გადაგვიწერა და რა გაცინებთ, რითი ხართ კმაყოფილები? ეს „უწყინარი“ განცხადება და პასუხად, ისტორია არ იცისო, სიბრიყვეა. ესაა გადაწერილი ისტორია, რომლის მიზანი ძალიან მზაკვრულია, ისტორია, რომლის არსს ოპიზიციამ წაუყრუა, მთავარი კონტექსტი ჩამოაშორა და ცუგცვანგში მყოფ ხელისუფლებას შესტენა. არადა, ისტორია იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მას ნარატივი ასაზრდოვებს. ეს ნარატივი დახვდება შემდგომ ხელისუფლებებს _ შესაძლოა, მათ, ვინც დღეს დუმს, ან ქილიკობს. 

მოკლედ, ეს არაა თემა, რომელიც ოპოზიციამ ვინმეს უნდა შესტენოს, ხელისუფლებამ კი წაუყრუოს! 

თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ პუტინის განცხადებები მისთვის საამურია და ეს ივანიშვილის დასამარცხებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, ცდება! უფრო მეტიც, საკუთარი თავისთვის გამოაქვს ვერდიქტი და თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ პრობლემა გადააგორა, ცდება და მასაც საკუთარი თავისთვის გამოაქვს ვერდიქტი. ეს არაა სახელმწიფოებრივი აზროვნება, არც ერთი და არც მეორე მხრიდან! 

ამ ვითარებაში, გვჭირდება ფულის დახარჯვა უცხოურ მედიაში, რადგან ეს ის თემაა, რომელიც ვერ უნდა აღმოჩნდეს წყალგამყოფი ვერც ერთი ქართველისთვის. ახლა ერთად დგომაა საჭირო! 

ისე, რომ შემეძლოს, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ მსოფლიოს რომელიმე ლიდერს, საჯარო შეხვედრისას, პუტინისთვის პაატა ქურდოვანიძის „ქართულ აფხაზური ალბომი“ ეჩუქებინა! 

ჩერჩილი მაინც გავიხსენოთ, „უმწეო“ ჩემბერლენის პირობებში როგორ იცავდა ბრიტანეთის ინტერესებს ისე, რომ პოლიტიკური ოპონენტი ერთხელაც არ გაულანძღავს. რატომ? _ ეს ბრიტანეთის სისუსტის დემონსტრირება იქნებოდა. ჩვენთან პირიქით ხდება და ეს მაშინ, როცა უმეტესობას მსოფლიოს ნომერ პირველ პოლიტიკოსად, სწორედ ჩერჩილი მიაჩნია. 

ბოლოს, მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მივმართავ პოლიტიკოსებს ყველა ფლანგზე, მედიასა და ისტორიკოსებს, ამ თემის გარშემო მაინც გავერთიანდეთ და ნურავის გადავაწერინებთ საქართველოს ისტორიას! 

ასევე, მივმართავ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს _ დღეს ნუ დავკარგავთ საქართველოს წარსულს, ისტორიას. დღის წესრიგი სწორად უნდა განისაზღვროს და მესიჯებიც. 

ჩვენ, ყველას, ახლა საქართველო გვიყურებს!

ნინო დოლიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) საზოგადოება Wed, 17 Jul 2019 13:01:58 +0400
რა დაგიჯდებათ საქართველოში დასვენება http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6250-რა-დაგიჯდებათ-საქართველოში-დასვენება.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6250-რა-დაგიჯდებათ-საქართველოში-დასვენება.html

„გაატარე ზაფხული საქართველოში“ და შეხვდი ზამთარს მშიერი ანუ ფულის შოვნა პატრიოტული მოტივებით

ზაფხული ყველასთვის დასვენებასთან ასოცირდება და გამონაკლისი არც ქართველები ვართ. შესაბამისად, კარგა ხნით ადრე, თუ სპონტანურად დაგეგმილი დასვენების დღეების გატარებას ყველა თავისებურად ცდილობს, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ბევრს გეგმა შეაცვლევინა.

„გაატარე ზაფხული საქართველოში“ _ ეს მოწოდება აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველო რუსმა ტურისტებმა დატოვეს და ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლაც აიკრძალა. ექსპერტების გაანგარიშებით, ზარალი ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, უფრო მეტი იქნება. შესაბამისად, რუსი ტურისტების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის აღმოსაფხვრელად, მოწოდება _ „გაატარე ზაფხული საქართველოში“, არამარტო ქართულ სინამდვილეში გამოჩნდა. 

უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და საელჩოები აქტიურად ეწევიან ამ კამპანიას და სურთ, რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოიზიდონ სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ... 

დასვენება, ყველაფერთან ერთად, ნერვების დაწყნარებას და განიავებასაც ნიშნავს ანუ ყველა ცდილობს, რაც შეიძლება კომფორტულად და იაფად დაისვენოს, თუმცა საქართველოში ამის გაკეთება, პრაქტიკულად, გამორიცხულია და ახლავე აგიხსნით, რატომ: 

ინტერნეტში მარტივად იპოვით ევროტურებს და ტუროპერატორები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გეპატიჟებიან. ესპანეთი, ეგვიპტე, თურქეთი _ ეს სამი ქვეყანა ყველაზე პოპულარული და ყველაზე ხელმისაწვდომია. ჰო, ხელმისაწვდომი და, ასე განსაჯეთ, იმდენად ხელმისაწვდომი, რომ ძალიან ჩაგაფიქრებთ ტერმინი _ „გაატარე ზაფხული საქართველოში“. 

მოდით, პატრიოტიზმში ნუ გაგვეჯიბრებით, უბრალოდ, ციფრები ვთქვათ და თან ისიც გავითვალისწინოთ, რომ ციფრები არასოდეს ტყუიან. 

არ დავიწყებთ არცერთი ტუროპერატორის ქებასა და რეკლამირებას, უბრალოდ, გეტყვით, რომ რამდენიმე ტურისტული კომპანია 7-დღიან ტურებს, თავისი გადაფრენა-გადმოფრენით, კვებითა და ტურისტული მარშუტებით, სულ რაღაც 1500 ლარად გვთავაზობს ანუ დღეში, დაახლოებით, 200 ლარი. 

ერთადერთი, რაშიც დამატებით თანხას გადახდა მოგიწევთ, იმ ტურისტული სანახაობების ბილეთების ფასია, რომელიც 3-დან 5 ევრომდე მერყეობს ანუ დაახლოებით, 2000 ლარად, მშვიდად შეგიძლიათ ეწვიოთ ბარსელონას, მადრიდს, ქაიროს, ანკარას, სტამბოლს... 

ახლა საქართველოზე ვთქვათ. იგივე სერვისი რომ მოითხოვოთ ჩვენს ქვეყანაში (თანაც, აქ გადაფრენა არ გჭირდება), დღე, მინიმუმ, 200 დოლარი დაგიჯდებათ ანუ 7 დღე _ 1400 დოლარი. შესაბამისად, იმაზე ორჯერ ძვირი, ვიდრე საზღვარგარეთ დასვენება. 

ამასთან ერთად, ისიც ვთქვათ, რომ ქართული ტურიზმის აქილევსის ქუსლი ანუ მომსახურება კვლავ ისეთივეა, როგორიც შარშან, შარშანწინ და იმისწინ იყო. მომსახურე პერსონალის (აბსოლუტური უმრავლესობის) დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს და ეს მაშინ, როცა საზღვარგარეთ ამის პრობლემა, უბრალოდ, არ არსებობს _ ყველა გიღიმის, გეფერება, ზუსტად იცის, რომ ასე უნდა მოიქცეს, რადგან მომავალ წელსაც იქით გაგიწიოთ გულმა. 

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ყველა დიდმა, თუ პატარა სასტუმრომ ლოზუნგად _ „გაატარე ზაფხული საქართველოში“ რომ გამოფინა და პატრიოტიზმისკენ მოგვიწოდა, რატომ არის ეს პატრიოტიზმი ცალმხრივი? 

ქართული ჯამაგირის ამბავი ყველაზე კარგად ქართველებმა ვიცით და რამდენი ოჯახია საქართველოში, თუნდაც სრულფასოვანი, ერთკვირიანი დასვენების სანაცვლოდ, 1400 დოლარს რომ გადაიხდის? 

რატომ ღირს პროდუქტი საკურორტო ზონებში, მინიმუმ, სამჯერ ძვირი და რატომ არის ერთი ბოთლი წყლის ფასი ისეთი, თითქოს უკვდავების იყოს? 

ამ პირობებში, ასი პროცენტით უნდა გამორიცხოთ პენსიონერების დასვენება, რადგან 200-ლარიანი პენსიით, ერთი კვირა კი არა, ერთი დღეც ვერსად წავა ის 600 ათასი ადამიანი, ვისაც პენსიონერი ჰქვია. 

თუ პენსიონერი არ მუშაობს და დასვენება მაინც არ სჭირდება? ნურას უკაცრავად, ჰაერის გამოცვლა (თან როგორი ჰაერის) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველასთვის და, მით უმეტეს, ასაკიანი ხალხისთვის. 

საკურორტო ზონებში დავრეკეთ და კვების ფასები ვიკითხეთ. ოთხსულიანი ოჯახის დღიური კვება 60-დან 80 ლარამდე გვითხრა, პრაქტიკულად, ყველამ. ჩვენც მინიმუმი ავიღოთ _ 60 ლარი ვიანგარიშოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 დღით წასულ ოჯახს, მხოლოდ კვებაში (საჭმელი რომ არ გააკეთოს და მართლა დაისვენოს), 600 ლარი სჭირდება. უხეშად რომ დავთვალოთ, ოჯახმა დღეში ერთი კილო ხორცი რომ შეჭამოს, 10 დღეში 150 ლარი გამოდის. ამას დაუმატეთ რძის პროდუქტები, ხილი, ცილები, ნახშირწყლები და მეორე 150 ლარიც წავიდა. ჰოდა, ამ დანახარჯს სასტუმროს მეპატრონე ამრავლებს ორზე და იღებს იმ თანხას, რომელსაც ითხოვს ანუ ქართული მიდგომა, რომ სამ თვეში იმდენი უნდა ვიშოვოთ, რომ მთელი წელი გვეყოს, დაახლოებით ისეა, ბანკები თვეში ეფექტურ 7%-ს რომ გვთავაზობენ და წლის ბოლოს, ეს 7% მარტივად რომ ადის 84%-მდე. 

არადა, სწორედ სასტუმროების მფლობელები წუწუნებენ, რომ რუსი ტურისტების ბოიკოტის ფონზე, მათ ფორსმაჟორში უწევთ მუშაობა, გადასახადებს ვეღარ იხდიან, ბანკი ახრჩობს, მაგრამ ამის მიუხედავად, არავის უფიქრია, ფასები დაეწია, ქართულ რეალობაზე მოერგო. 

გვერწმუნეთ, არაერთი დეპუტატი, მინისტრი, უბრალოდ, ჩინოვნიკი აუცილებლად გაატარებს რამდენიმე დღეს ქართულ კურორტებზე, აუცილებლად გადაიღებს ბევრ ფოტოს, დადებს სოციალურ ქსელში, რათა ამით პატრიოტიზმი დააფიქსიროს, მაგრამ შემდეგ აუცილებლად წავა სხვა ქვეყანაში და იმაზე ბევრად იაფად და კომფორტულად დაისვენებს, ვიდრე _ საქართველოში. 

მოწოდება _ შპენდ ყოურ სუმმერ ინ Gეორგია კარგია, მაგრამ ჩვენ, რიგით მოკვდავებს რომ გვთხოვთ პატრიოტიზმს, თქვენც გამოიჩინეთ პატრიოტიზმი, ოღონდ ისე კი არა, ერთ-ერთმა სასტუმრომ ხმაური რომ ატეხა, 25%-იანი ფასდაკლება მაქვს ქართველი ტურისტებისთვის და სასტუმროს ნომერი სულ რაღაც 250 დოლარად ქირავდებაო. 250 დოლარი 700 ლარზე მეტია და 700 ლარი ნახევარ საქართველოს ხელფასი არ აქვს. შესაბამისად, ვერც ერთ დღეში გაისვრის მთელი თვის ნაშრომს და ისიც იცის, რომ ზაფხულს შემოდგომა და ზამთარი მოჰყვება, რაც კომუნალური გადასახადების ავტომატურ რეჟიმში გაზრდას ნიშნავს. 

ამიტომ, ერთად ვიყოთ პატრიოტები და ცალმხრივი სიყვარულივით ნუ გამოგვივა ურთიერთობა, ბატონებო!

ბათო ჯაფარიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) საზოგადოება Wed, 17 Jul 2019 13:01:46 +0400
„ლოთობა აკრძალულია!“ _ სკანდალური ჩანაწერი ძიუდოს ნაკრების წევრების ხელშეკრულებაში http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6247-„ლოთობა-აკრძალულია-“-_-სკანდალური-ჩანაწერი-ძიუდოს-ნაკრების-წევრების-ხელშეკრულებაში.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6247-„ლოთობა-აკრძალულია-“-_-სკანდალური-ჩანაწერი-ძიუდოს-ნაკრების-წევრების-ხელშეკრულებაში.html

რა შარში გაეხვა ტულას „არსენალის“ ქართველი მცველი, გია გრიგალავა

ცოტა სასაცილოა, მაგრამ ფაქტია _ ზედიზედ მესამე კვირაა, სპორტის ამბებს ძიუდოთი ვიწყებთ. ახლა კი, ნამდვილად ვერ გეტყვით, უნდა ვიცინოთ, თუ არა, მაგრამ... ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, ძიუდოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრის ხელშეკრულება გადაიხედება და ჩაემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნაკრების წევრებს აეკრძალებათ... ლოთობა! არ ვხუმრობთ და არც ტერმინს ვიგონებთ, ხელშეკრულებაში პირდაპირ ასე ჩაიწერება და ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მინსკის ევროპის თამაშებიდან მომავალი გუნდის რამდენიმე წევრი თვითმფრინავში დათვრა და მუშტი-კრივიც გამართა. მანამდე კი უფრო საინტერესო ოლიმპიურ სოფელში მოხდა, როცა მთვრალმა ძიუდოისტებმა, თურმე, ისე შეაწუხეს სხვა ქვეყნების სპორტსმენები, რომ მათ სამართალდამცავებს გამოუძახეს. რაღა თქმა უნდა, ფედერაციაში ყველაფერი ეს მხოლოდ ნაწილობრივ დაადასტურეს და სხვა დელეგაციების „შეწუხება“, დაახლოებით, ასე ახსნეს: „ნაკრების მთვრალი წევრები გორაობდნენ გაზონზე და ღრიალებდნენ ანუ არავისთან უჩხუბიათ''...

კარგია, რომ არ იჩხუბეს, მაგრამ... რადგან ძიუდოზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ გურიაში არსებული ძიუდოს დარბაზის სახურავის შეცვლის სარემონტო სამუშაოები დაიწყო. იმ ღამეს, სახურავი რომ გადახადეს, კოკისპირული წვიმა წამოვიდა და რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი ხომ გააფუჭა, კედლებიც მთლიანად ჩამორეცხა, ახლა შენობა ბოლომდე სარემონტოა, ინვენტარი კი საყიდელი. 

 

*** 

სასიამოვნოდ გაგავაოცეს ქართულმა საფეხბურთო კლუბებმა: ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ“, რომელიც არსებობის ისტორიაში პირველად თამაშობს ევროტურნირზე, ტირასპოლში „შერიფი“ 3:0 დაამარცხა და მეორე ეტაპზე გასვლა, პრაქტიკულად, გაინაღდა. ეს თამაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მთავარ სენსაციად მოინათლა, რადგან „საბურთალოსგან“ ასეთ თამაშს არავინ ელოდა. 

მართალია, წინ თბილისური საპასუხო მატჩია, მაგრამ პრაქტიკულად, გამორიცხულია, „შერიფმა“ 0:3 ამოქაჩოს. 

სტუმრად იმარჯვა საჩხერის „ჩიხურამ“, რომელიც ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლუქსემბურგში „ფოლას“ ეთამაშებოდა, 2:1 იმარჯვა და სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა. 

შემდეგ ეტეპზე გასვლა გაინაღდა თბილისის „დინამომ“. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, ანდორულ ენგორდანთან ექვსი უპასუხო გოლი გაიტანა. 

ერთადერთი ქართული კლუბი, რომელმაც ევროთასები მარცხით დაიწყო, ქუთაისის „ტორპედოა“. კახა ჩხეტიანის გუნდმა, ყაზახეთში „ორდაბასთან“ 0:1 წააგო, თუმცა იმის ფონზე, რომ იმერული კლუბი მატჩამდე ორიოდე კვირით ადრე ძირითადი შემადგენლობის ცხრა ფეხბურთელმა დატოვა, ეს შედეგი ნამდვილი გმირობაა. 

ცნობისათვის: ყაზახების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, რომელიც თავის გუნდს, ქუთათურებთან საპასუხო მატჩის სათამაშოდ, მიმდინარე კვირაში ჩამოიყვანს. 

ძალიან საინტერესო რამ მოხდა სწორედ ორდაბასი-ტორპედოს მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე: ქართული კლუბის თავკაცი კახა ჩხეტიანი მშობლიურ ენაზე საუბრობდა, როცა მას ჰკითხეს, რატომ არ საუბრობდა რუსულად, როცა პრაქტიკულად, უაქცენტოდ იცოდა რუსული ენა. 

„რატომ არ ვსაუბრობ რუსულად? იმიტომ, რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს... ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად!“ _ ასეთი იყო ჩხეტიანის პასუხი.

*** 

ალბათ, გახსოვთ, რუსეთში მოთამაშე ქართველმა მორაგბეებმა, მორიგი ლელოს შემდეგ, ცალ თვალზე ხელი რომ აიფარეს. მაშინ ჩვენებურები გუნდიდან გამოუშვეს, თუმცა რამდენიმე დღეში დააბრუნეს. ამის მიუხედავად, რუსული მედია ქართველ ლეგიონერებს გამადიდებელი შუშით აკვირდება და ახლა მორიგ შარში საფეხბურთო კლუბის, ტულას „არსენალის“ მცველი, გია გრიგალავა გაეხვა. რუსული პრემიერლიგის პირველ ტურში, „არსენალი“ საკუთარ მოედანზე 0:1 მარცხდებოდა, როცა გრიგალავამ შორიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა და გუნდს ქულა გადაურჩინა. გოლის შემდეგ ქართველმა ლეგიონერმა ხელით ის ჟესტი გააკეთა, რომელსაც ფოტოზე ხედავთ და ატყდა ერთი ამბავი, ნეტავ, ვის მიუძღვნა ყველაფერი ეს ქართველმა _ ჩვენ, თუ მეტოქე გუნდსო... 

*** 

ცოტა არ იყოს, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო ორმა ქართველმა ფეხბურთელმა: მათე ვაწაძე და ლაშა თოთაძე კარიერას უზბეკურ „ქიზილქუმში“ გააგრძელებენ. ვერ გეტყვით, ვინ და საიდან გამონახა ეს ვარიანტები, მაგრამ ისიც უცნაურია, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა, რომლებიც ერთ დროს ეროვნულ გუნდშიც თამაშობდნენ, 4-თვიან ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი, რაც საფეხბურთო საზომებით, ძალიან მცირე ვადაა. 

*** 

2015 წლიდან მოყოლებული, ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი ოთხ ქვეყანაში ტარდება ხოლმე. ამჯერად, მიუნხენში, ევროპული კალათბურთის მამები შეიკრიბნენ, რათა ის 4 ქვეყანა დაესახელებინათ, რომელიც კონტინენტის პირველობას 2021 წელს უმასპინძლებს. ოთხ ვაკანტურ ადგილზე განაცხადი ჩეხეთს, ესტონეთს, იტალიას, გერმანიას, უნგრეთს, სლოვენიას და საქართველოს ჰქონდათ შეტანილი. წილისყრის ცერემონიალს საქართველს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა და როგორც კი საქართველო გამოაცხადეს, ქართული კალათბურთის ჩინოვნიკებთან ერთად, ბავშვივით გაიხარა. წამყვანმა მადლობა გადაუხადა ზურაბიშვილს და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გვერდში დგომა ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს გარდა, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატს, ჩეხეთი, გერმანია და იტალია უმასპინძლებენ. 

სანამ კალათბურთის ფედერაციის პირველი პირები მიუნხენში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ჭიდაობდნენ, 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა, ევროპირველობის B დივიზიონში შთამბეჭდავი შეხვედრები ჩაატარა და ერთი-მეორის მიყოლებით ჰოლანდიის, სომხეთისა და შვედეთის ნაკრებები დაამარცხა. ამით საქართველოს 20-წლამდელებმა მომავალ ჩემპიონატზე A დივიზიონში თამაშისა და მედლებისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს. ამავე ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა რეკორდიც დაამყარა და მეტოქეს 53-ქულიანი სხვაობით სძლია. ეს მეტოქე კი სომხეთი აღმოჩნდა, რომელსაც ჩვენმა ბიჭებმა 98:46 მოუგეს. 

*** 

კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა და კვ¬ლავ ესპანეთში. ასპარეზზე ამჯერად „ბარსელონა“ გამოვიდა, რომელმაც მადრიდის „ატლეტიკოდან“ ფრანგი ფორვარდი, ანტუან გრიზმანი 120 მილიონ ევროდ იყიდა. 28 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ამ ხნის განმავლობაში, 40 მილიონ ევროს მიიღებს, რაც საკმაოდ სოლიდური ჯამაგირია. ახლა სპეციალისტები იმაზე იმტვრევენ თავს, როგორ უნდა ითამაშოს შეტევაში „ბარსამ“, რომელსაც წინა ხაზზე მესი, სუარესი, კოუტინიო, დემბელე და ახლა კიდევ გრიზმანი ჰყავს. 

ცნობისათვის: ბოლო 5 წელიწადში, ტრანსფერებზე დახარჯული თანხების მიხედვით, მსოფლიო ბაზრის ლიდერი, სწორედ „ბარსელონაა“. კატალონიელებმა ხუთწლიანი სატრანსფერო ისტორია ციფრებში ასე ასახეს _ ფეხბურთელების შეძენაში დაიხარჯა 1.08 მილიარდი ევრო, ფეხბურთელების გაყიდვიდან შევიდა 627 მილიონი ევრო. ამ მაჩვენებლით, მადრიდის „რეალი“, რომელზეც ბევრს საუბრობენ ხოლმე, მერვე ადგილზეა და დახარჯული 755 მილიონი ევროს წილ, ფეხბურთელების გაყიდვით 543 მილიონი აქვს მიღებული.

*** 

ახლა კი ერთი საინტერესო ისტორია _ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, გუნდი დევიდ მოიესს ჩააბარეს, თუმცა მან ვერ გაამართლა და თანამდებობიდან მალევე გაუშვეს. ჰოდა, „მანჩესტერში“ მუშაობის დროს, უფრო კონკრეტულად კი 2013 წელს, მოიესმა გუნდის ხელმძღვანელებს ვინმე ჰარი მაგუაირის შეძენა სთხოვა. ეს ბიჭი მაშინ 20 წლის იყო და „შეფილდში“ აგორებდა ბურთს. მოიესმა დიდი მცდელობის მიუხედავად, კლუბის შეფებს ის 3 მილიონი ევრო ვერ გაამეტებინა, რომელსაც „შეფილდი“ ითხოვდა. გავიდა ექვსი წელი და „მანჩესტერი“ მაგუაირს მაინც ყიდულობს, ოღონდ ახლა მისი ფასი... 90 მილიონი ფუნტია. მოიესმა კი აშკარად დაამტკიცა, რომ ფეხბურთელების შერჩევა-შემჩნევაში „რაღაც“ გაეგება. 

*** 

უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირში ისტორიული ფინალი გათამაშდა. სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩოგბურთის ცოცხალ ლეგენდას, როჯერ ფედერერს ხვდებოდა. მატჩი კი ისტორიული იმიტომ იყო, რომ ის ტურნირის არსებობის მანძილზე, ყველაზე მეტ ხანს, ხუთ საათსა და ორ წუთს გაგრძელდა. დაძაბულ ბრძოლაში სერბმა იმარჯვა და თასთან ერთად 2.5 მილიონიც მიიღო. 

ქალთა ტურნირში კი ფედერერზე არანაკლებ ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა, რუმინელ სიმონა ჰალეპთან მატჩი წააგო. ჩვენ კი გეტყვით, რომ ჩოგნის ქნევით კარიერის მანძილზე ფედერერს 126 266 005 დოლარი აქვს გამომუშავებული, სერენა უილიამსს _ 90 382 096 და, ალბათ, ამიტომაც ეძახიან სპორტის ამ სახეობას მილიონერთა კლუბს. 

*** 

ნაგოია ბაშოს ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი გამოეთიშა. ზედიზედ ხუთი მარცხის შემდეგ, ლევანმა აღიარა, რომ ტრავმით ასპარეზობდა და ტკივილს გამაყუჩებელი ნემსებიც ვეღარ უჩრებდნენ. შესაბამისად, ტოჩის უარყოფითი ბალანსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სექტემბრის ბაშოზე კოდობანში იქნება ჩაყენებული. მოგეხსენებათ, ლევანი ოძეკის ტიტულის მფლობელია და სექტემბერში გასამართ ბაშოზე დადებით ბალანსს (15-დან მინიმუმ 8 შეხვედრა უნდა მოიგოს) თუ ვერ დააფიქსირებს, ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

ბათო ჯაფარიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) საზოგადოება Wed, 17 Jul 2019 13:01:37 +0400
რატომ არ მისცეს ქართველ ძიუდოისტებს კანადის ვიზები http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6237-რატომ-არ-მისცეს-ქართველ-ძიუდოისტებს-კანადის-ვიზები.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-23-15/item/6237-რატომ-არ-მისცეს-ქართველ-ძიუდოისტებს-კანადის-ვიზები.html

„ბიჭებო, „ზადნიში“ რატომ გადართეთ?“ _ ჩვენებურმა ორმა მორაგბემ ანტისაოკუპაციო ჟესტი უკან წაიღო

ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვწერდით, რომ მინსკში დასრულებული ევროპის თამაშებიდან დაბრუნების დროს, თვითმფრინავში, რომლითაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მგზავრობდა, ინციდენტი მოხდა. უფრო კონკრეტულად კი, ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, გიორგი ბაინდურაშვილი ახალგაზრდა ძიუდოისტს, ლუკა მაისურაძეს ფიზიკურად შეეხო. ისიც ვთქვით, რომ ბაინდურაშვილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნული ინფორმაცია, ცხადია, უარყო.

„ფიზიკური შეხება არ ყოფილა და არც ინციდენტი მომხდარა. ადგილი ჰქონდა დისციპლინარულ გადაცდომას, რაც გამოიხატა ალკოჰოლის ზედმეტი დოზით მიღებაში. ჩვენ ამ თემაზე გვექნება მსჯელობა და გადავწყვეტთ, რა დისციპლინარული სასჯელი უნდა დავაკისროთ მათ, ვინც ალკოჰოლი ზედმეტი დოზით მიიღო“, _ განაცხადა გიორგი ათაბეგაშვილმა. 

აბა, რა უფლება გვაქვს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს არ დავუჯეროთ, მაგრამ... ჯიუტად გავიმეორებთ, რომ თვითმფრინავში ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. 

 

სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი უსიამოვნო ამბავი, რომელშიც ძიუდოს ფედერაცია გაეხვა. გასულ უქმეებზე კანადაში, კონკრეტულად კი ქალაქ მონრეალში, ძიუდოისტთა შორის მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართა. საქართველოს ნაკრები ამ ტურნირზე უნდა წასულიყო, მაგრამ გუნდს კანადის ვიზები არ მისცეს. ვიზა მხოლოდ ერთმა ძიუდოისტმა, მასაჟისტმა და მწვრთნელმა მიიღო, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ გუნდი საერთოდ არ წავიდოდა. ძაღლის თავიც აქ არის დამარხული _ როგორც გვეუბნებიან, წამსვლელთა სიაში, ნაკრების ოფიციალური წევრების გარდა, რამდენიმე გულშემატკივარი იყო ჩაწერილი, რომლებიც კანადაში ჩასვლის შემდეგ იქ დარჩებოდნენ ანუ ჩვეულებრივი არალეგალი მიგრანტები გახდებოდნენ. 

მოგეხსენებათ, კანადა ერთ-ერთი საოცნებო ქვეყანაა მათთვის, ვისაც მუშაობა სურს, მაგრამ იქ მოხვედრა ძალიან რთულია. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ გაუგებარი ხალხის სიაში ჩაწერა იყო კანადელთა მხრიდან უარის მიზეზი. 

სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ ეს ადამიანები „ჯიგრულად“ არავის მიჰყავდა და ისიც ვთქვათ, რომ ადრე, სხვადასხვა ნაკრებების დონეზე, არაერთხელ ყოფილა, რომ შეჯიბრზე წასული დელეგაციიდან ნახევარი იქ დარჩენილა, იგივე კანადაში, აშშ-ში, ავსტრალიაში... 

* * * 

არანაკლებ სკანდალური გამოდგა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ამბავი. ქართველმა ფორვარდმა გასული სეზონის მეორე ნახევარი მოსკოვის ,,ლოკომოტივში'' გაატარა, შეკრებაც ამ გუნდთან ერთად გაიარა და მაშინ, როცა რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, მოულოდნელად, ყაზანის „რუბინში“ აღმოჩნდა. ეს იმდენად დიდი მოულოდნელობა გახლდათ, რომ კარგა ხანს ჩვენც კი ვერ ვარკვევდით, რა და როგორ მოხდა, სანამ რუსულმა საიტებმა სრული ინფორმაცია არ გაავრცელეს. 

მათი თქმით, 18 წლის ფეხბურთელის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, უნიჭიერესი ქართველის სანაცვლოდ, „ლოკომოტივს“ თავისთვის 3 მილიონი ევრო მოსთხოვა, ხოლო ფეხბურთელისთვის ერთჯერადად, „პადიომნის“ სახით, ნახევარი მილიონი ევრო მოითხოვა. ამ წინადადებას რკინიგზული კლუბი არ დასთანხმდა, მაგრამ დასთანხმდა „რუბინი“. შესაბამისად, ჯუღელმა 3 მილიონი ევრო მიიღო, კვარაცხელიამ _ 500 ათასი, პლუს, 5-წლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით, თვეში 30 ათასი ევრო დაენიშნა. 

რა უფლება გვაქვს, ფეხბურთელისა და აგენტის ურთიერთობაში ჩავერიოთ, მაგრამ გვგონია, რომ „ლოკომოტივი“ ახალგაზრდა ფორვარდისტვის ბევრად უკეთესი ვარიანტი იქნებოდა. ჯერ ერთი, „ლოკო“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და მეორეც, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ნებისმიერისთვის უდიდესი გამოცდილებაა. 

* * * 

11 ივლისს, ქართული კლუბები ევროპა-ლიგაზე თამაშს იწყებენ. თბილისის „დინამო“ ანდორულ „ენგორდანს“ ხვდება, საჩხერის „ჩიხურას“ მეტოქე ლუქსემბურგული „ფოლა“ იქნება, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ „ორდაბასის“ ესტუმრება. ერთი დღით ადრე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“, რომელიც ტირასპოლში „შერიფს“ დაუპირისპირდება. ყველაზე მძიმე დღეში ქუთათურები არიან, რადგან ჯერ ერთი, ევროთასებზე გასული ქართული კლუბებიდან მეტოქედ ყველაზე ძლიერი გუნდი ერგოთ და მეორეც, ფინანსური კრიზისის გამო, „ტორპედო“ ათმა ფეხბურთელმა დატოვა და ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე _ ბუდუ ზივზივაძე და გრიგოლ დოლიძე, გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. გამოდის, რომ ,,ტორპედო'' ყაზახეთში, პრაქტიკულად, ახალ გუნდს წარადგენს და რამდენად მოახერხებენ ახალბედები ამ დონეზე ასპარეზობას, ერთად ვნახავთ. 

* * * 

საბა ილურიძე და და რევაზ ბროძელი ის მორაგბეები არიან, რომლებიც რუსული კლუბის, „სლავას“ ღირსებას იცავენ. ჰოდა, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის შიდა ჩემპიონატის მატჩის მიმდინარეობისას, ქართველმა ლეგიონერებმა ლელო დადეს, შემდეგ კი ცალ თვალზე ხელი აიფარეს და ასე გამოხატეს მხარდაჭერა თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციისადმი. ეს ჟესტი კლუბის ხელმძღვანელობამ ,,შესაბამისად'' გაიგო და ორივე მორაგბეს კონტრაქტი გაუწყვიტა. მორაგბეები თბილისში მოფრინავდნენ, როცა აეროპორტში მისულებს დაურეკეს და დაბრუნება სთხოვეს. როგორც გაირკვა, საქმეში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე ჩაერია და სიტუაციაც ამის შემდეგ განიმუხტა. ვერ გეტყვით, რაზე მოილაპარაკეს სვანიძემ და „სლავას“ ხელმძღვანელებმა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველები გუნდში დააბრუნეს, თუმცა... 

„ორივე მორაგბისთვის უკვე შეძენილი იყო თბილისში გასამგზავრებლად ბილეთები, მაგრამ დედლაინამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველაფერი მოგვარდა. ილურიძე და ბროძელი მოსკოვში დარჩნენ. გაურკვეველია, დააკისრებენ თუ არა მათ რაიმე სახის საჯარიმო სანქციას, მაგრამ ისინი გააგრძელებენ კლუბში გამოსვლას, თამაშს რუსეთში და თანხის გამომუშავებას ქვეყანაში, რომელსაც საქართველო აგრესორად მოიხსენიებს. ამაში წინააღმდეგობრივს მოთამაშეები ვერაფერს ხედავენ. 

მათ ხომ განმარტება გააკეთეს. ბროძელმა თქვა, რომ ჟესტი არ იყო პოლიტიკური და ის, უბრალოდ, იმ ადამიანების მხარდასაჭერად იყო, რომლებიც ძალოვანებმა დააზარალეს. რევაზმა ისიც აღნიშნა, რომ მას რუსეთთან პრობლემა არ აქვს, რომ ის ჩვეულებრივი სპორტსმენია და რომ სურს, კარგად ითამაშოს რაგბი. 

ყველაფერი გასაგებია. როგორ უნდა გამოიმუშავო ფული კარგი კონტრაქტით _ უნდა წახვიდე რუსეთში. როგორ უნდა გააკეთო პოლიტიკური ჟესტები _ რუსეთში ყველაფერს გაგიგებენ და გაპატიებენ, მაგრამ როგორც კი რუსეთი პასუხს მოგთხოვს შეხედულებების გამო, იტყვი, რომ არაფერი დაგიშავებია და არასწორად გაგიგეს. მომისმინეთ, ბიჭებო, თქვენ გსურდათ თქვენი პოზიციის გამოხატვა და თქვენ ის გამოხატეთ, ნათლად და გარკვევით. ეს პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ „ზადნიში“ რაღატომ გადართეთ? შეგეშინდათ ფულის დაკარგვის? თქვენ ხომ კარგი მორაგბეები ხართ. მოძებნიდით სხვა ქვეყანაში სხვა კლუბს და არც რუსეთის საწინააღმდეგო ჟესტებზე ინაღვლებდით. საბოლოოდ, პოლიტიკურ ჟესტზე პატიების ჟესტით უპასუხეს და ყველა დამშვიდდა. დიდი ხნით?“ _ ასე გამოეხმაურა ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ანდრეი შიტიხინი მომხდარს და პირობაც დადო, ამ ბიჭებს აღნიშნულ ამბავს არაერთხელ მწარედ შევახსენებო. 

* * * 

37 წლის როჯერ ფედერერი გულშემატკივართა გაოცებას ისევ განაგრძობს. უიმბლდონის მერვედფინალში გასვლით, შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ერთბაშად ორი რეკორდი დაამყარა _ პირველი ის, რომ არავინ გასულა უიმბლდონის მერვედფინალში 17-ჯერ და მეორე, დიდი მუზარადის ტურნირებზე ეს ფედერერის 350-ე გამარჯვებაა, რაც აქამდე არავის მოუხერხებია. 

რადგან ფედერერზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ მან სპორტის ამ სახეობაში, პრაქტიკულად, რევოლუცია მოახდინა, რადგან ასეთ ასაკში, ასეთი შედეგებით ვერავინ დაიკვეხნის. ესეც არ იყოს, შვეიცარიელმა მხოლოდ მიმდინარე წელს, ჩოგნის ქნევით, 4 260 013 დოლარი გამოიმუშავა. ოფიციალური საიტის ცნობით, ეს არ არის წლევანდელი მონაგარის ბოლო გაჩერება, რადგან როჯერს აუცილებლად დაემატება უიმბლდონის თანხები. შედარებისთვის გეტყვით, რომ ოფიციალური ცნობით, რეიტინგის მე-16 ნომრის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წლევანდელი მონაგარი 627 392 დოლარია. 

* * * 

კავაი ლეონარდი ის კაცია, ვინც NBA-ს წლევანდელი სეზონი, ისტორიაში პირველად, ტორონტოს მოაგებინა. სეზონის დასრულებასთან ერთად, ლეონარდს კლუბთან ხელშეკრულება დაუმთავრდა და დიდი თხოვნის მიუხედავად, მან დარჩენა არ ისურვა. ლეონარდის აგენტმა ორ ლოსანჯელესურ კლუბთან _ „ლეიკერსთან“ და „კლიპერსთან“ წამოიწყო მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოო ჯამში, 28 წლის კალათბურთელის მადა „კლიპერსმა“ დააკმაყოფილა. ლეონარდი მომდევნო ოთხ სეზონს სწორედ „კლიპერსში“ გაატარებს და თითოეული სეზონის, სანაცვლოდ 35,5 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც საერთო ჯამში, 142 მილიონია. ეს მხოლოდ ხელფასია, სარეკლამო შემოსავალი კი ამ თანხის ნახევარი მაინც იქნება. 

* * * 

რადგან რეკორდულ თანხებზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქ¬ვათ, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს, ჟოზე მაურინიოს ჩინურმა „გუანჯოუ ევერგრანდმა“ ზღაპრული კონტრაქტი შესთავაზა. ჟოზეს, ჩინურ კლუბში გასატარებელი 3 სეზონის სანაცვლოდ, საერთო ჯამში, 100 მილიონიან ჯამაგირს დაჰპირდნენ, მაგრამ მაურინიომ უარი განაცხადა, აქაოდა, ფული ისედაც ბევრი მაქვს, პრესტიჟული სამუშაო მინდაო. ის რომელიმე ევროპული გრანდის წინადადებას ელოდება, მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ ხვდება, სად შეიძლება დასაქმდეს მაურინიო. პრაქტიკულად, ყველა წამყვან ევროპულ კლუბს მთავარი მწვრთნელი უკვე ჰყავს და მაურინიოს კულუარებშიც კი არავინ ახსენებს.

ბათო ჯაფარიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) საზოგადოება Wed, 10 Jul 2019 13:31:32 +0400