ეკონომიკა - ვერსია - ვერსია http://www.versia.ge Sat, 18 Jan 2020 02:21:31 +0400 Joomla! - Open Source Content Management en-gb მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-ით შეამცირა http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6515-მსოფლიო-ბანკმა-საქართველოს-ეკონომიკური-ზრდის-პროგნოზი-0-5-ით-შეამცირა.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6515-მსოფლიო-ბანკმა-საქართველოს-ეკონომიკური-ზრდის-პროგნოზი-0-5-ით-შეამცირა.html

2020 წლისთვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-ით  შეამცირა და წინასწარი შეფასებით 4.3%-ით განსაზღვრა.  ამასთან, 2021 წელსაც ქართული ეკონომიკის ზრდის ფაქტობრივი მაჩვენებელი 4.5%-მდე შეამცირა (0.5%-ით ნაკლები).

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2019 წელს რუსული შეზღუდვების მიუხედავად, ციკლური ექსპანსია შემცირდა და საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაძლიერდა. გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მაღალი ინფლაცია ზღუდავს საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესაძლებლობას. ამიტომ, ქვეყანამ ინფლაციის მართვისთვის პოლიტიკა გაამკაცრა.

წარმოდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია,  რომ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში (საქართველოც შედის), მცირე და საშუალო ორგანიზაციებს  მწარმოებლურობის ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა მათ ზრდას ხელს უშლის მრავალი ფაქტორი. მათ შორის უნდა აღინიშნოს: ფინანსებთან წვდომის პრობლემა, ნორმატიული ბარიერები, ფინანსური მოცვის ფართო უთანასწორობა, ეკონომიკის დივერსიფიკაციის სუსტი დონე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქვეყნის ინსტიტუციური ნაკლოვანებები. აღნიშნული ფაქტორები აფერხებს ინოვაციებისა და ინვესტიციების ხელშემწყობ სტიმულებს. აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით საჭიროა მართველობითი გარემოს სრულყოფა.

ქვეყანაში არსებული ნაკლოვანებებისა და საერთაშორისო შეფასებების საფუძველზე შეიძლება აღვნიშნოთ, რომ:

  • ინსტიტუციური ნაკლოვანებების აღმოუფხვრელობა „სტიმულირებს„ საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიზნეს კლიმატის გაუარესებას;
  • პოლიტიკური ნაკლოვანებების ფონზე, ყველა ყველაფრის ოკუპირებას ახდენს: ტერიტორიების, თანამდებობების, ძალაუფლების, შემოსავლის წყაროების, პოლიტიკური გარემოს. რაც მარადიული ბატონობის შენარჩუნებისა და უთანასწორობის გაღრმავების საფუძველია;
  • ფაქტობრივი ნაკლოვანებების საფუძველზე, საზოგადოების თითოეული წევრი მორალურად და ეკონომიკურად პოლიტიკაზეა დამოკიდებული. რომელიც ქართული სოციალური სტრუქტურისა და მოთხოვნის შესაბამისი არ არის;
  • პრაქტიკული ნაკლოვანებების გამო, ცალკეული აქტივობები აცდენილია დროში. მაგალითად, დროში დაგვიანებულია ქვეყნის ინტერნეტიზაცია,aa მცირეა თავდაცვისუნარიანობისთვის საჭირო დაფინანსება, სუსტია განათლების კომერციალიზაციის პროგრამები, პრაქტიკულად არაეფექტიანია ეკონომიკური აქტივიზაციის ღონისძიებები.

დაბოლოს, საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება, მმართველ;ობითი გარემოს სრულყოფასა და პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებაზე გადის.

ეკონომიკის დოქტორი

რატი აბულაძე 

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Sun, 12 Jan 2020 13:45:49 +0400
სიგუა-სააკაშვილის აფერა, გაძვირებული სიგარეტი და აჟიოტაჟი ანაკლიის პორტის გარშემო http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6511-სიგუა-სააკაშვილის-აფერა,-გაძვირებული-სიგარეტი-და-აჟიოტაჟი-ანაკლიის-პორტის-გარშემო.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6511-სიგუა-სააკაშვილის-აფერა,-გაძვირებული-სიგარეტი-და-აჟიოტაჟი-ანაკლიის-პორტის-გარშემო.html

რითი იყო მნიშვნელოვანი 2019 წელი ქართული ეკონომიკისთვის და რას უმზადებს თეთრი ვირთხა ჩვენებურ ბიზნესს

ყვითელი ღორის წელი მიიწურა და მართალია, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, არავის ეზეიმება, ბუნების კანონს წინ ვერავინ დაუდგება _ რამდენიმე დღეში, კარს თეთრი ვირთხის წელი შემოგვიღებს. დიახ, ის 2020 წელი დადგება, რომელსაც გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინში, ერი და ბერი სულმოუთქმელად ელის. თავს ვერ დავდებ იმაზე, რომ ყვითელი ღორის არეულს, მაინც და მაინც თეთრი ვირთხა დაგვილაგებს-თქო, მით უფრო, ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა უკვე გვამცნო _ საახალწლოდ, სახლს ნუ დაალაგებთ, ვირთხას არეულობა უყვარსო, მაგრამ ფაქტია _ 2020 წელი არჩევნების წელია, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, ცვლილებებს გულისხმობს. იმის თქმა მსურს, რომ თუ ღორის არეულს, ვირთხა ვერ დაგვილაგებს, რაღაცას უეჭველად შეგვიცვლის. მანამდე, თვალი გადავავლოთ 2019 წლის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს.

ევროკავშირის 110-მილიონიანი გრანტი 

2019 წელი სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყო, თუმცა თუ უფრო დავკონკრეტდებით, 2018 წელი დასრულდა პოზიტიური ამბით, როდესაც დეკემბრის ბოლოს, ევროკავშირმა სახელმწიფო ბიუჯეტში 110 მილიონი ლარი (36 მილიონ 800 ათასი ევრო) გადმოგვირიცხა. 2019 წლის 17 იანვარს, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში'', ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ელჩის განცხადებით, ევროკავშირმა ამ ნაბიჯით, საქართველოს მთავრობის წინსვლა დაადასტურა იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას, ასევე მართლმსაჯულებას, საჯარო სამსახურს, საკანონმდებლო ჰარმონიზაციას, ბიზნესის მხარდაჭერას, განათლებასა და შრომის ბაზარს ეხება. ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ევროკავშირის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული 110 მილიონი ლარი გრანტი გახლდათ, რაც ნიშნავს, რომ მას ქვეყნის მთავრობა არ აანაზღაურებს. 

ხაშმის პატრიოტული ,,საფერავი'' 

წლის დასაწყისში, კიდევ ერთი პოზიტიური ამბის მომსწრენი გავხდით. სოციალურ ქსელ Facebook-ში, ორიგინალურად შეფუთული ქართული ღვინის ბოთლის ფოტო გავრცელდა. ბოთლის ეტიკეტზე, საქართველოს ოკუპაციის შესახებ, ინგლისურენოვანი წარწერაა დატანილი _ ,,20% Of Georgia Occupied By russia!'' თავდაპირველად, ამ ანტისაოკუპაციო მარკეტინგული კამპანიის შესახებ ინფორმაცია სააგენტო ,,ჰოთ ნიუსმა'' გაავრცელა. ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, არცთუ ცნობილი მწარმოებლის ღირსეულ ნაბიჯს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

სააგენტო ,,ჰოთ ნიუსმა'' გაარკვია, რომ უჩვეულოდ შეფუთულ ღვინის ბოთლში ხაშმის ,,საფერავია'' ჩამოსხმული. ესაა მცირე, საოჯახო მეურნეობა, რომელსაც ივა ელბაქიძე აწარმოებს. მისი თქმით, ოჯახს მცირე წარმოება აქვს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, სადაც „საფერავის“ ვენახი აქვს გაშენებული. 

,,ესაა გაუფილტრავი ღვინო, რომელსაც ტრადიციული მეთოდით, ოჯახში ვამზადებთ და საშუალოდ, 300 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე, მხოლოდ „საფერავს“ ვასხამთ, მაგრამ სამომავლოდ, „შარდონეს“ ღვინის წარმოებასაც ვაპირებთ“, _ განუცხადა „ჰოთნიუსს“ ივა ელბაქიძემ. 

2 ლარით გაძვირებული სიგარეტი 

მართალია, 2019 წლის ეკონომიკური მიმოხილვა პოზიტიური ამბებით დავიწყე, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლიდი თემას, რომელიც საზოგადოების თითქმის ყველა ფენას შეეხო _ ყვითელი ღორის წელი სიგარეტის გაძვირებით დაიწყო. ბუნებრივია, ყველა ვთანხმდებით, რომ ,,მოწევა კლავს'', ხოლო ,,მწეველები კვდებიან ადრე'', თანაც ევროკავშირის დირექტივებიც შესასრულებელია, მაგრამ ამ დირექტივების მიხედვით, სიგარეტი 2024 წლამდე ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გაძვირდეს და არა ერთბაშად, მით უმეტეს, არც ისე, რომ ადგილობრივი მწარმოებელიცა და იმპორტიორიც თანაბრად შეზღუდო. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, იანვარში 0.50 ლარით გაძვირებული სიგარეტი, თებერვალში, ლამის 2.00 ლარამდე გაძვირდა. წლის დასაწყისში სიგარეტი იმიტომ გაძვირდა, რომ 2018 წლის დეკემბრის ბოლოს, ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი 10-დან 30%-მდე, ხოლო უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი _ 0.60-დან 1.70 ლარამდე გაიზარდა. 

ადვალური გადასახადი პროდუქტის ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს ნიშნავს. ჩვენს ქვეყანაში, ამ ტიპის გადასახადი პირველად, 2016 წლის ივლისიდან შემოვიდა და 5%-ს არ აღემატებოდა. 2017 წლის იანვრიდან, ადვალური გადასახადი 10%-მდე გაიზარდა, ხოლო 2018 წლის 27 დეკემბრიდან _ 30%-მდე. ამასთან, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთებიც გათანაბრდა _ 2019 წლის 1 იანვრიდან, 1 კოლოფი უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 1.70 ლარი გახდა. 

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობაა, რომ სიგარეტის გაძვირება მწეველთა რაოდენობის შემცირების პირდაპირპროპორციული არ არის. სამაგიეროდ, რეალური საფრთხე იქმნება, რომ ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობა გაიზარდოს და აკი გაიზარდა კიდეც, რასაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გააქტიურებული მუშაობაც მოწმობს, სწორედ ამ ნაწილში. 2019 წლის მანძილზე, უწყებამ კონტრაბანდული სიგარეტის საქართველოში შემოტანის მცდელობის არაერთი ფაქტი გამოავლინა და აღმოფხვრა კიდეც. 

ანაკლიის სკანდალი 

თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, 2019 წლის თებერვალს, ქართული ეკონომიკისა და ბიზნესის საკრალურად გარდამტეხ პერიოდად ვაცხადებ. მიზეზი ის სკანდალია, რაც ანაკლიის პორტს უკავშირდება. საკმაოდ ვრცელი თემაა, ,,ვერსიის'' მკითხველებიც საქმის კურსში არიან და ეს თემა დეტალურად, ლამის სკრუპულოზური სიზუსტით გავაშუქე, მაგრამ წლის ეკონომიკურ მიმოხილვაში, ანაკლიის სკანდალს ვერ გამოვტოვებდი. მოკლედ, ამბავი დაიწყო 13 თებერვალს, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-ი) ოფიციალური განცხადება გაავრცელა. სებ-ის გადაწყვეტილებით, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერეს. მეტიც, ქვეყნის მთავარმა ბანკმა თიბისის აქციონერთა კრებას ორთვიანი ვადა მისცა, რათა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე, ბადი ჯაფარიძე, საბჭოდან გაეწვია. პრინციპში, ეს ასეც მოხდა, მაგრამ მივყვეთ ამ ვრცელი და სკანდალური ამბის მოკლე ანალიზს. 

,,ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია, თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა გამოვლინდა. ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანასა და რეგიონში ერთ-ერთი, წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება, არ არის მიმართული თიბისი ბანკზე'', _ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

მეორე დღეს, სებ-ის ამ განცხადებას თიბისი ბანკი გამოეხმაურა. ბანკის წარმომადგენლების განმარტებით, ძირითად საქმეზე, რომელსაც მთავარი პროკურატურა იძიებს, სასამართლო დავა მიმდინარეობს. მეტიც, სებ-ის გადაწყვეტილება თიბისი-მ სასამართლოში გაასაჩივრა. 

გამოძიება, რომელიც მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ანუ ფულის გათეთრებას ეხება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს ტრანზაქციები 2007-2008 წლებში განხორციელდა და საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებს, 17 მილიონ აშშ დოლარს ეხება. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა ორმა კომპანიამ _ „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა, თიბისი ბანკისგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი მიიღო. 

გამოძიების ინფორმაციით, სესხად აღებული თანხის კომპანიების ანგარიშებზე განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ამავე კომპანიებიდან 17 მილიონი აშშ დოლარი ისესხეს. პროკურატურისვე ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ეს თანხა დღემდე არ დაუბრუნებია. სხვათა შორის, ამ საქმესთან დაკავშირებით, ხაზარაძეცა და ჯაფარიძეც პროკურატურამ უკვე გამოჰკითხა. თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ-ლისტინგშია განთავსებული და ერთ-ერთი მსხვილი ბანკია, რომელსაც 27-წლიანი გამოცდილება აქვს. ბანკის აქტივების მთლიანი ოდენობა 12 მილიარდ ლარს აღემატება. ამჟამად, თიბისი ბანკს ორ მილიონზე მეტი მომხმარებელი და 7 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. 

ამასთან დაკავშირებით, საზოგადოების გარკვეულ წრეებში ახლაც მიიჩნევენ, რომ საქმე შერჩევით სამართალთან გვაქვს. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ პროკურატურა 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ჩაუჯდა. სხვათა შორის, საგამოძიებო უწყების განმარტებით, უკანონო შემოსავლების ლეგალიზება იმდენად მნიშვნელოვანი სამართალდარღვევაა, რომ ამ ტიპის საქმეებს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნიათ. კიდევ ერთი ფაქტი, რის გამოც საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება ქვეყნის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს ებრძვის, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი _ ანაკლიის პორტია, რომელსაც თიბისი ჯგუფი ახორციელებს. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის საბოლოო გამტარუნარიანობამ, წელიწადში, 100 მილიონ ტონას უნდა მიაღწიოს, ხოლო პირველი, პანამაქსის ტიპის გემი, 2020 წლის ბოლოს უნდა მიიღოს. 

თებერვალშივე, თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოშიც დაკითხეს. საქმე ეხება წერილს, რომელიც ხაზარაძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიიღო. თიბისი ბანკის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დაიწყო, ხოლო პარალელურად, საპარლამენტო ფრაქცია ევროპული საქართველოს წარმომადგენლები დეპუტატების ხელმოწერებს აგროვებდნენ, რათა საკანონმდებლო ორგანოში თიბისი ბანკის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილიყო. მეტიც, ევროპული საქართველო პარლამენტში შს მინისტრის, გიორგი გახარიასა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის დაბარებასაც ითხოვდა. ყველაფერი ეს, 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, თიბისი ბანკის დამფუძნებლების _ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკმაოდ სკანდალური განაცხადებებით დაიწყო. 

მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან წერილი მიიღო. მისივე თქმით, ეს იყო მუქარის შემცველი წერილი, რომელშიც მაღალჩინოსანი პირდაპირ ეუბნებოდა, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლების რეპუტაციას დაანგრევდნენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ხაზარაძის განცხადებით, მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო. სხვათა შორის, ხაზარაძის ამ განცხადებას შს მინისტრი, გიორგი გახარიაც გამოეხმაურა და ჟურნალისტებს განუმარტა, რომ წერილებს არ წერს, ის სათქმელს პირდაპირ ეუბნება ყველას, მათ შორის, იმ ხალხსაც, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა აქვს. 

აპრილსა და მაისში, ანაკლიის თემაზე, რაც ირიბად, თიბისი-ს სკანდალსაც ეხებოდა, საქართველოს პარლამენტში, კომიტეტის სხდომის ფარგლებში, ჯერ ხაზარაძეს მოუსმინეს, ხოლო შემდეგ, პლენალურ სხდომაზე _ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს, მაია ცქიტიშვილს. დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ანაკლიის კონსორციუმს, რომელმაც აფხაზეთიდან 4 კილომეტრში, ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პორტი უნდა ააშენოს, სერიოზული პრობლემები შეექმნა _ კონსორციუმი რამდენიმე ინვესტორმა დატოვა. პარალელურად, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, 2019 წლის სექტემბერში, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელო'' დააფუძნეს და გარშემო თანამოაზრეები _ პოლიტიკური მოძრაობა ,,შენები'' და ,,ახალი მემარჯვენეები'' შემოიკრიბეს. 

სიგუა-სააკაშვილის აფერა 

2019 წლის დასაწყისში, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო არენაზე გააქტიურდა. სოციალურ ქსელში ჩართვებსა და ვიდეო-მიმართვებს აღარ დასჯერდა და უცხოეთში სამუშაოდ, თუ საცხოვრებლად წასულ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრები დაიწყო. ამაში ექსპრეზიდენტს, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, სკანდალური ,,კაზანტიპის'' სულისჩამდგმელმა, გიორგი სიგუამაც აუბა მხარი. 

„სააკაშვილმა და სიგუამ ახალი აფერა წამოიწყეს _ ბანკი უნდა დააარსონ და ემიგრანტებს ფული დასცინცლონ. ორმაგად იხეირებენ, იმ გაბრიყვებულებსაც გაღლიტავენ და, რაც მთავარია, სააკაშვილის ნაქურდალ და ნაყაჩაღარ ფულსაც გაათეთრებენ! ეს აფერისტები! საზღვარგარეთ დროებით მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მძიმე შრომით არჩენენ ოჯახებს და, იმედია, ამ აფერისტების ანკესზე არ წამოეგებიან“, _ ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი Fაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე, სიგუა-სააკაშვილის ახალ ინიციატივას. 

დიახ, ჩაფლავებული ,,კაზანტიპისა'' და ნარკოსკანდალში გახვეული GEM FEშთ-ის ,,სულისჩამდგმელი'' გიორგი სიგუა, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სააკაშვილის მხარდასაჭერად, ქართველი ემიგრანტების გატყავებას აპირებდა. არადა, ეს ის გიორგი სიგუაა, რომელიც წლების წინ, ქართველ ემიგრანტებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერ აქციებს აწყობდა..

ქობულია თურნავამ შეცვალა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა. მან ამ პოსტზე გიორგი ქობულია შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 18 აპრილს დატოვა. ნათია თურნავა, გიორგი ქობულიას პირველი მოადგილე იყო, თუმცა მანამდე ის ,,საპარტნიორო ფონდსა'' და სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ძმების _ გელა და დავით ბეჟუაშვილების კომპანიაში მუშაობდა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ,,ახალი'' მინისტრი, ნათია თურნავა განათლებით ეკონომისტია, რომელმაც ბაკალავრის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა. ამავე უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურაც, ხოლო სამაგისტრო პროგრამა დიდი ბრიტანეთის კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა, რის შემდეგაც ბიზნეს-ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა. ნათია თურნავა 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიისა და მონოგრაფიის, ასევე ორი წიგნის თანაავტორია. 

ვიდრე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნებოდა, ნათია თურნავა ,,საპარტნიორო ფონდის'' აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. თუმცა მანამდე, 2006-2013 წლებში, ძმების _ დავით და გელა ბეჟუაშვილების კუთვნილი ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის'' დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 

შუალედური არჩევნები 

არ იფიქროთ, რომ თემას ავცდი, მაგრამ ამ პოლიტიკურ ამბავს ეკონომიკურ ჭრილში გავშლი და მიხვდებით, რატომ ვერ ავუარე გვერდი წლის ეკონომიკურ მიმოხილვაში შუალედურ არჩევნებს, რომელიც 19 მაისს გაიმართა. 12 საარჩევნო ოლქსა და 410 საარჩევნო უბანზე, თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყვეს და შედეგად, 19 მაისის შუალედური არჩევნები სახელმწიფო ბიუჯეტს 4 466 910 ლარი დაუჯდა. აქედან, შრომის ანაზღაურების მიზნით _ 2 664 104 ლარი, ხოლო საქონელი და მომსახურებისთვის _ 724 192 ლარი განისაზღვრა, სხვა ხარჯებისთვის კი 1 078 614 ლარი გაითვალისწინეს. 

,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 აპრილის #707 განკარგულებით, ეს თანხა ფინანსთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყო. 

საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების გეგმას ცესკო ამტკიცებს, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, უკვე დამტკიცებულ გეგმას ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს. ეს იმიტომ, რომ საერთო არჩევნებისგან განსხვავებით, რომელიც ზუსტად ვიცით, როდის ტარდება, ცესკო სახელმწიფო ბიუჯეტში დაფინანსებას წინასწარ ითვალისწინებს. შუალედური არჩევნები კი დაუგეგმავი იყო, ამიტომ გეგმა, რომელიც ცესკო-მ მარტში დაამტკიცა, თანხის გამოყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს წარუდგინა. 

გაუფასურებული ლარი 

ზუსტად ორი თვის მანძილზე _ მარტსა და აპრილში, ეროვნული ვალუტა _ ლარი, დოლართან მიმართებაში უფასურდებოდა. თუ 1 მარტს, 1 აშშ დოლარი _ 2.67 ლარი იყო, 24 მაისის მონაცემებით, ლარი თითქმის 11 პუნქტით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარი, უკვე 2.78 ლარი ღირდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლა მაშინ, საგარეო ფაქტორებს დაუკავშირა. მინისტრმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი თურქეთი იყო, სადაც დოლართან მიმართებაში, ადგილობრივი ვალუტა _ ლირა უფასურდებოდა. 

ლარმა ვარდნა ზაფხულშიც განაგრძო, ხოლო 20 ივნისის ავადსახსენებელი ,,გავრილოვის ღამის'' შემდეგ, 1 აშშ დოლართან მიმართებაში, ლამის 3.00 ლარამდე დაფიქსირდა, ყოველ შემთხვევაში, არც არაფერი დააკლდა. შოკი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით მოიხსნა. 23 დეკემბრის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში _ 2.87 ლარია. 

პარლამენტის რემონტი 

ყველაფერი 2019 წლის 19 მარტს დაიწყო. იმ დღეს, საქართველოს პარლამენტში, დიასპორის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე, ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო, დაკავებული პოსტიდან... ვერ გადააყენეს. არ ვხუმრობ, მართლა ვერ გადააყენეს, მოგვიანებით კი, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა თავი იმართლა _ ღილაკები აგვერიაო. პრინციპში, ამბავი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ ეს ტრაგი-კომიკური ამბავი ამით არ დასრულებულა _ რამდენიმე დღეში, უმრავლესობის დეპუტატებმა, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდეს... ღილაკების არევას მაშინ ისიც დაემატა, რომ სხდომათა დარბაზში აკუსტიკა არ ვარგოდა. 

მარტივად აგიხსნით, დარბაზში ხმა გარკვევით არ ისმოდა, რის გამოც დეპუტატები ვერ მიხვდნენ, რა საკითხს უყრიდნენ კენჭს და მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები ჩააგდეს! მოგვიანებით, დეპუტატებმა, როგორც უმრავლესობიდან, ისე უმცირესობიდან დააკონკრეტეს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ბოლო რიგში მსხდომები იყვნენ, რადგან არ ესმოდათ, რას ლაპარაკობდნენ ტრიბუნასთან გასული კოლეგები, რა კანონპროექტს განიხილავდნენ და საერთოდ, რა ხდებოდა პარლამენტში! მოკლედ, ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში იმდენად სერიოზული აკუსტიკური პრობლემა შეიქმნა, რომ ,,ვერსიამ'' საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს კითხვები გაუგზავნა _ დავინტერესდით, რა დაჯდა პარლამენტის რემონტი და საერთოდ, რატომ არ ვარგოდა აკუსტიკა სხდომათა დარბაზში. 

გაირკვა, რომ პარლამენტის რემონტისთვის 17 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება აკუსტიკას, პარლამენტის აპარატიდან ,,ვერსიას'' განუმარტეს, რომ სხდომათა დარბაზში არაერთი საერთაშორისო კონფერენცია, შეხვედრა და სხვა ღონისძიება გაიმართა, მაგრამ არცერთ ამ ღონისძიებაზე, აკუსტიკის უვარგისობაზე განცხადებები არ გაკეთებულა. მეტიც, პრეტენზიები არცერთ საერთაშორისო მონაწილესა და ადგილობრივ დამსწრეებს, მათ შორის, პარლამენტის წევრებს, არ გამოუთქვამთ. 

კიდევ ერთი სამთავრობო ცვლილება 

18 ივნისიდან, საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს. ექსპრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ამ პოსტზე ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა წარადგინა. ექსმინისტრმა, დავით სერგეენკომ პრემიერ-მინისტრის მრჩეველის პოსტზე, სახელმწიფო კანცელარიაში გადაინაცვლა. 

2015 წლის სექტემბრიდან, ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის რაიონული საავადმყოფოსა და „დოსტაქარის“ დირექტორი იყო. ის ამ საავადმყოფოში 2009 წლიდან, მიწვეული კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობდა, ხოლო მანამდე, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში საქმიანობდა. ეკატერინე ტიკარაძე გერმანული Donau-Universität Krems-ის კურსდამთავრებულია. 

დიდი ეკონომიკური აფერა 

ეს იყო მასშტაბური გამოძიება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტების აღკვეთის მიზნით დაიწყო. თავდაპირველად, სისხლის სამართლის საქმე 23 მეწარმის წინააღმდეგ აღიძრა, მათგან პატიმრობაში 17 პირი მისცეს, ხოლო 6 პირს ბრალდება დაუსწრებლებლად წარუდგინეს და მათზე ძებნა გამოაცხადეს. საქმე ეხება ყალბ ანგარიშ-ფაქტურებს, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტმა მილიონობით ლარის შემოსავალი დაკარგა. მასშტაბური საქმე, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო, პერიოდულად გაგრძელდა და ამჟამად, პასუხისგებაში, 60-ზე მეტი თანამდებობის პირი იმყოფება. 

,,გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით, ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს. ისინი აყალბებდნენ დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ანგარიშფაქტურებს, ასევე საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში, რომელსაც შემდგომში იყენებდნენ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად, ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების გადახდისა და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვისთვის'', _ აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ, ოფიციალურ ინფორმაციაში. 

ამავე ინფორმაციით, უკვე დადგენილია, რომ ფიქტიურად, ყალბად შექმნილი აქტივის ოდენობა 85 000 000 ლარს აღემატება. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა. მეტიც, აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში სხვა კომპანიებისა და პირების გამოვლენა-მხილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

,,გავრილოვის ღამის'' ეკონომიკური ,,ეფექტი'' 

ამბავმა, რაც 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მოხდა, ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა, პრინციპში, ეკონომიკურიც. ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი სათათბირო ორგანოს წარმომადგენელი, დეპუტატი სერგეი გავრილოვი, მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, არა მარტო ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სტუმრობდა, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და სხდომას, თუ ღონისძიებას ისე წარუძღვა. 

ცხადია, ამ ფაქტს საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა და გავრილოვის თავხედობა ერთდროულად დაგმო, როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე უმცირესობამ, საზოგადოების თითქმის ყველა წარმომადგენელმა, რაც მასშტაბურ საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. მოკლედ, გავრილოვი პარლამენტიდან გააპარეს, იმავე დღეს აეროპორტში გააცილეს, თვითმფრინავში ჩასვეს და გაისტუმრეს, მაგრამ საღამოს, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა, რაც შუაღამისას, სერიოზულ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. გავრილოვით დაწყებული დღე, პარლამენტის შტურმით აღების მცდელობის ღამეში გადაიზარდა, ხოლო პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლის გამო, ასეულობით ადამიანი დაშავდა... 

20 ივნისიდან, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო და არ გაჩერებულა. რამდენიმე დღეში, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოსტი დატოვა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ შეცვალა. რაც შეეხება ეკონომიკურ უკუშედეგს, ლარის გაუფასურებისა და პროდუქტების გაძვირების გარდა, ჩვენ მივიღეთ რუსეთ-საქართველოს მიმართულებით შეჩერებული ავია-ფრენები და ეს ყველაფერი ტურისტული სეზონის წინ! სხვათა შორის, კრეატიული ახალგაზრდების ინიციატივით, სოციალურ ქსელში გაჩნდა ჰეშთეგი _ ,,გაატარე ზაფხული საქართველოში'' ანუ #spendyoursummeringeorgia. ეს ორიგინალური გზავნილი, თითქმის ყველა ცნობილმა ადამიანმა აიტაცა, რომლებიც მოუწოდებდნენ ახლობლებს, მეგობრებს, ნაცნობებსა, თუ უცნობებს, საზაფხულო შვებულება საქართველოში გაეტარებინათ. სხვათა შორის, საქართველოში დაგეგმილი შვებულება რუსი ტურისტების დიდ ნაწილს არ გადაუდია და მოსკოვი-თბილისის გაუქმებული ავიარეისების მიუხედავად, საქართველოში ალტერნატიული, ჩარტერული რეისებით მაინც ჩამოვიდნენ. 

,,გავრილოვის'' დღისა, თუ ღამის ეფექტი მთავრობაზეც აისახა და შედეგად, შემოდგომაზე, სხვა შემადგენლობა ვიხილეთ: პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მამუკა ბახტაძე, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ შეცვალა, რომელმაც შს მინისტრად ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრად _ ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. დანარჩენმა მინისტრებმა პოსტები შეინარჩუნეს და პარლამენტმაც გახარიას კაბინეტს მხარი დაუჭირა, მაგრამ მოგვიანებით, დაახლოებით, თვენახევარში, თანამდებობა დატოვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა. ამ პოსტზე, გახარიამ მიხეილ ჩხენკელი დააბრუნა. 

* * * 

სინამდვილეში, 2019 წელს, სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, თუ ბიზნეს-ამბებიც მოხდა, რაც წლის შემაჯამებელ მიმოხილვაში აუცილებლად უნდა მოხვდეს. ცხადია, ყველაფერს ერთ საგაზეთო სტატიაში ვერ ჩავატევ, მაგრამ ვეცდები, მოკლედ შეგახსენოთ. დავიწყოთ იმით, რომ აგვისტოდან, თბილისის გაზის მომარაგებას ,,ყაზტრანსგაზის'' ნაცვლად, ,,თბილისი ენერჯი'' უზრუნველყოფს. კომპანიის დამფუძნებლის კვალი კი სააკაშვილის კარის ბიზნესმენებთან _ ხვიჩა მაქაცარიასთან და დავით ბეჟუაშვილთან მიდის. სხვათა შორის, ტყიბულის შახტის ახალი ინვესტორის ,,სტილ ინტენეიშენალ ტრეიდინგის'' კვალიც დავით ბეჟუაშვილთან მიდის. რეალურად, ტყიბულის შახტაში, ,,საქნახშირის'' ნაცვლად, ნახშირს ახალი კომპანია მოიპოვებს, თორემ მფლობელი ისევ ბეჟუაშვილია და საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ,,ვერსიაში'' ეს ფაქტი დავადასტურეთ. 

ამასობაში, საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პრინციპში, რაღა ახალი, სემეკის თავმჯდომარე, ირინა მილორავა, რომელსაც ამ პოსტზე ვადა ამოეწურა, მისივე მოადგილემ, დავით ნარმანიამ შეცვალა. 

აუცილებლად უნდა შევეხო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალურ და ხმაურიან დასკვნებს _ სხვადასხვა უწყების შესაბამისობისა და ფინანსური ეფექტიანობის აუდიტებს, რომლებსაც ,,ვერსიის'' თითქმის ყველა ნომერში დეტალურად გთავაზობდით. აქ მთავარი ისაა, რომ სახელმწიფო აუდიტორები, სხვადასხვა უწყებებში, თითქმის იდენტურ გადაცდომებს პოულობენ _ დარღვევებს სახელმწიფო შესყიდვებში, აღრიცხავენ დაუსაბუთებლად გაცემულ ხელფასებსა და პრემია-დანამატებს, ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ უწყების თანამშრომლები მივლინებებშიც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიემგზავრებიან... 33 დასკვნა კი, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტების აუდიტს ეხება, სახელმწიფო აუდიტორებმა პროკურატურაში გადააგზავნეს.

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 25 Dec 2019 12:46:43 +0400
გახდება თუ არა 2020 წლის ბიუჯეტის ჩაგდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საბაბი http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6478-გახდება-თუ-არა-2020-წლის-ბიუჯეტის-ჩაგდება-ვადამდელი-არჩევნების-დანიშვნის-საბაბი.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6478-გახდება-თუ-არა-2020-წლის-ბიუჯეტის-ჩაგდება-ვადამდელი-არჩევნების-დანიშვნის-საბაბი.html

რა წერია კონსტიტუციის ახალ რედაქციაში და რა განმარტებებს აკეთებს კონსტიტუციონალისტი

ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს არ აღიარებს. მას შემდეგ, რაც პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩავარდა, საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო აქციები არ წყდება. ოპოზიცია, თბილისის გარდა, ბათუმსა და ქუთაისშიც აქტიურობს _ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კარზე ბოქლომების ჩამოკიდება 2019 წლის ნოემბრის აქციების უმთავრეს სიმბოლოდ იქცა. პარასკევს, 29 ნოემბერს, ხელისუფლების ქუთაისელმა მომხრეებმა, ოპოზიციის სიმბოლოს _ ბოქლომებს, ,,ქართული ოცნების'' 2012 წლისდროინდელი სიმბოლო _ ცოცხები დაუპირისპირეს და ბოქლომების გახვეტა სცადეს. მოკლედ, სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ პოლიციელებმა ვითარება განმუხტეს. ამას ისიც დაემატა, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ინიციატივით, 30 ნოემბერს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა, რომლითაც კმაყოფილი... მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპკორპუსის წარმომადგენლები დარჩნენ _ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ამასობაში კი უკვე დეკემბერია და საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი _ 2020 წლის ბიუჯეტი აქვს დასამტკიცებელი. პარლამენტის პლენალურ და საკომიტეტო სხდომებს მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებიან, ოპოზიცია, პროტესტის ნიშნად, სხდომებს არ ესწრება. ამ ვითარებაში სრულიად ლოგიკურია, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ჩავარდეს. 

 

,,ვერსია'' დაინტერესდა, გახდება თუ არა 2020 წლის ბიუჯეტის ჩავარდნა იმის საფუძველი, რომ მთავრობამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი აღიაროს, რასაც ლოგიკურად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვება. 

,,ვერსიასთან'' საუბრისას, ექსპერტი ლევან ალაფიშვილი ამგვარ ალბათობას არ გამორიცხავს. მეტიც, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ჩავარდება, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად დაინიშნება. 

ალაფიშვილის თქმითვე, სახელმწიფო კონსტიტუციაში ამგვარი ჩანაწერი ცვლილებებამდეც არსებობდა და ცვლილებების შემდეგაც დარჩა: 

„კონსტიტუციის ახალი მოდელით შესაძლებელია, რომ პარლამენტის მიერ ბიუჯეტის არდამტკიცება ანუ ამ საკითხზე პარლამენტისა და მთავრობის ვერშეთანხმება მთავრობის სახლში გაშვების საფუძველი გახდეს. ამის შემდეგ, თუ პარლამენტი ახალი მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ამის მექანიზმი მოცემულია მოქმედ კონსტიტუციაში, სადაც წერია, რომ პრემიერს აქვს უფლება, მიმართოს პარლამენტს გამოცხადებული ნდობის დასადასტურებლად, მაგრამ ამ მიმართვაშიც შეზღუდულია. 

წარმოვიდგინოთ, თუკი პარლამენტი არ უმტკიცებს მთავრობას ბიუჯეტს _ მთავარ, სახელმძღვანელო დოკუმენტს, რა დარჩენია პრემიერს? ეს ნიშნავს, რომ თუ საკანონმდებლო ორგანო მის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს და ბიუჯეტი სწორედ მთავრობის ინიცირებული დოკუმენტია, მხარს არ უჭერს, პრემიერი მიმართავს პარლამენტს _ ბიუჯეტს არ მიმტკიცებ, მაგრამ მაშინ, ხელახლა დამიდასტურე ნდობაო. თუ პარლამენტი ნდობას არ დაუდასტურებს, ამ დროს კი ბიუჯეტი უკვე ჩავარდნილია და მთავრობასაც აღარ აქვს გაცხადებული ნდობა, სწორედ ამ შემთხვევაში იწყება ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი''. 

ლევან ალაფიშვილის განმარტებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად მხოლოდ ბიუჯეტის ჩაგდება საკმარისი არაა, მაგრამ ფაქტია, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი ლაკმუსის ქაღალდის ფუნქციას აშკარად ასრულებს. 

ექსპერტმა დაგვიზუსტა, რომ პარლამენტის მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის ჩაგდებას, მთავრობისა და პრემიერისადმი ნდობის არგამოცხადებაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს. 

მოკლედ, თუ პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო, რასაც ავტომატურად მოჰყვება მთავრობისა და პრემიერის მიმართ ნდობის არგამოცხადება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, 2020 წლის აპრილისთვის დაინიშნება. 

რა ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ინიშნება? _ ლევან ალაფიშვილმა აგვიხსნა, რომ ამ პერიოდში, მოვალეობის შემსრულებელია არსებული მთავრობა, თუმცა საინტერესოა, ვიდრე ვადამდელი არჩევნები გაიმართება, მოქმედებს თუ არა ქვეყანაში 2019 წლის ბიუჯეტი? 

ლევან ალაფიშვილი: „არა, წინა წლის ბიუჯეტი სამართლებრივად და კალენდარულად ვერ იმოქმედებს, თუმცა საბიუჯეტო კოდექსში გაწერილია, როგორ უნდა იცხოვროს სახელმწიფომ ამ შემთხვევაში. 

ხარჯები და შემოსავლები ე.წ. 1/12-ის პრინციპით იხარჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ შარშან, კონკრეტულ კალენდარულ თვეში, კონკრეტული ფიქსირებული ხარჯები და შემოსავლები იყო, წელს იმაზე მეტს მთავრობა ფიზიკურად ვერ დახარჯავს. 

მაგალითად, თუ 2019 წლის იანვარში, პირობითად, 1 მილიონი ლარი დახარჯა, მაგრამ 2020 წლის იანვრის შემოსავლები საშუალებას აძლევს, რომ ფაქტობრივად, მეტი დახარჯოს, მთავრობა 1 მილიონ ლარზე მეტს მაინც ვერ დახარჯავს. 

მერწმუნეთ, ეს საკმაოდ სერიოზული, შემაფერხებელი პროცესია იმისთვის, რომ მთავრობამ მართოს ქვეყანა და ის ხარჯები გასწიოს, რაც განვითარებისა და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლადაა საჭირო“. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, არსებულ მთავრობას მოვალეობის შესრულება მხოლოდ სამი თვის ვადით შეუძლია. ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, რასაც ლევან ალაფიშვილი ასე ხსნის: 

,,თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ვსაუბრობთ, არსებული მთავრობა მოვალეობას, მაქსიმუმ, სამი თვით შეასრულებს. როგორც კი არჩევნები დასრულდება და ახალი პარლამენტი შეიკრიბება, პირველივე სხდომაზე შეარჩევს პრემიერ-მინისტრს და ახალი მთავრობის ფორმირების პროცესს დაიწყებს. 

გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტის ე.წ. 1/12-ის პრინციპით ხარჯვა, ძველ და ნდობა არდადასტურებულ მთავრობას, ისედაც მხოლოდ სამი თვის პერიოდში მოუწევს, რადგან შეუძლებელია, ამ პრინციპით, რაც უკვე აგიხსენით, ბიუჯეტი უფრო მეტხანს დაიხარჯოს''.

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 04 Dec 2019 13:13:36 +0400
„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ _ მთავრობის უპრეცედენტო პროექტი http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6476-„100-საინვესტიციო-შეთავაზება-ბიზნესს“-_-მთავრობის-უპრეცედენტო-პროექტი.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6476-„100-საინვესტიციო-შეთავაზება-ბიზნესს“-_-მთავრობის-უპრეცედენტო-პროექტი.html

200-მილიონიანი ინვესტიცია და 2 500 ახალი სამუშაო ადგილი, 150-მილიონიანი ქონების პრივატიზაციის სანაცვლოდ

მასშტაბური პროექტი _ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ოფიციალურად, 29 ნოემბრიდან ამოქმედდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გამართა. რაც მთავარია, ბიზნესს _ არა მარტო მსხვილს, არამედ მცირეს, საშუალოსა და ზოგადად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ 100 პარალელურ აუქციონში მონაწილეობა უკვე შეუძლია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, თავისი მასშტაბით, ეს პროექტი უპრეცედენტოა, რაც 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებასა და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას ითვალისწინებს. 

პროექტის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სხვა პოზიტივებთან ერთად, ეს პროექტი 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. 

 

რას ნიშნავს გამარტივებული პროცედურები ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საპრივატიზებო ობიექტისთვის? _ პროექტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რაც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის, უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას _ გენერალური განაშენიანების გეგმის ჩათვლით. 

მეტიც, წინასწარ მოგვარებულია ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. 

აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია, ხოლო მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა, დაახლოებით, 200 მილიონი ლარი იქნება. 

„რაც მთავარია, კონკრეტული ციფრების მიღმა, ახალი სამუშაო ადგილები დგას. ამ ობიექტების გაყიდვის შედეგად, აშენდება სასტუმროები, ახალი საწარმოები, ფერმები, თუ სხვა ობიექტები, რაც დაახლოებით, 2 500 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის“, _ განაცხადა ნათია თურნავამ. 

საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ საპრივატიზებო რუკაზე, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებასა და დაინტერესების შემთხვევაში, მიმდინარე ელექტრონულ აუქციონშიც მიიღოს მონაწილეობა. 

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და ასევე, თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება. 

,,ქართულ ბიზნესს ძალიან საინტერესო და უპრეცედენტო ინიციატივა წარვუდგინეთ _ დღეიდან, 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი გაიმართება და უახლოესი თვეების მანძილზე, არანაკლებ 100 ობიექტი, მუდმივად იქნება გამოტანილი აუქციონზე'', _ თქვა მინისტრმა. 

მინისტრის განცხადებითვე, მნიშვნელოვანია სიახლე, რომ აუქციონზე გამოტანილი ობიექტები წინასწარ მომზადებულია ანუ სახელმწიფომ ის პრობლემები გააანალიზა, რასაც სხვადასხვა ნებართვის მიღების დროს, ბიზნესი აწყდებოდა: 

„ჩვენ ძალიან კრიტიკულად მივუდექით საკუთარ თავს, თუ როგორ შეიძლებოდა დაგვეჩქარებინა პრივატიზაციის პროცესი. ამიტომ, წინასწარ შევაფასეთ ობიექტები, შევათანხმეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და სხვადასხვა უწყებებთან“. 

როგორც აღვნიშნეთ, ყველა ობიექტს ახლავს რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ბიზნესი შეიძლება განვითარდეს კონკრეტულ ადგილზე, თუმცა როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ბიზნესს შეუძლია შეცვალოს და თავისი შეხედულებით განავითაროს შეძენილი ობიექტი: 

„ველოდებით, რომ ამ გზით, დაპირებისამებრ, ,,ერთი ფანჯრის'' პრინციპით ავაწყობთ სერვისებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, კვლავაც მაღალი ეკონომიკური ზრდა დავიჭიროთ. როგორც იცით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.7%-ს მიაღწია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ ციფრებს მიღმა უნდა იდგეს სამუშაო ადგილები და დღეს, სწორედ ასეთი პროექტი შევთავაზეთ საზოგადოებას. გვინდა, რომ გასაყიდად გამოტანილ ობიექტებზე აშენდეს სასტუმროები, შეიქმნას მეურნეობები და დასაქმდნენ ადამიანები''. 

ნათია თურნავამ დააზუსტა, რომ აუქციონი უახლოესი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით, ხელისუფლება ეტაპობრივად შესთავაზებს ინვესტორებს ყველა იმ ქონებას, რაც ეკონომიკურ ბრუნვაში აქამდე ჩართული არ ყოფილა. ამასთან, მინისტრის თქმითვე, შეთავაზება განკუთვნილია არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის, არამედ _ მცირე ბიზნესისთვისაც, იქნება ეს სატბორე, თუ ფერმერული მეურნეობა, რომლებიც რეგიონებში დაასაქმებენ ადამიანებს და ეს ძალიან მნიშვენლოვანია: 

„რაც შეეხება მსხვილ ობიექტებს, აუქციონზე ნახავთ, მაგალითად, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს. ასევე, გეტყვით, რომ სია შევსებადი იქნება და მუდმივად განახლდება. უახლოეს დღეებში, ამ სიას დაემატება წყნეთის აგარაკებიც, რომელთა შეფასების პროცესი ცოტა ხანში დასრულდება. გვინდა, რომ ბიზნესს გამზადებული პროექტები წარვუდგინოთ და მათ მხოლოდ ერთი რამ დარჩეთ _ მონაწილეობა მიიღონ აუქციონში, შეიძინონ და ააშენონ ახალი ობიექტები. ჩვენი მთავარი, საბოლოო ამოცანაა, თუ როგორ დასაქმდეს მეტი ადამიანი და ჰქონდეს ღირსეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა _ იქნება ეს ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ“. 

ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მთავრობა აქტიურად მუშაობს, რასაც ახალი პროექტიც ადასტურებს. როგორც აღვნიშნეთ, ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს'' ფარგლებში, 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, თუმცა მინისტრმა განმარტა, რომ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მთავრობას ბევრი, სხვა ინიციატივაც აქვს: 

„საბოლოო ჯამში, ჩვენი მუშაობის ხარისხი და წარმატება მხოლოდ იმით გაიზომება, რამდენი დასაქმებული ადამიანი შევძინეთ საქართველოს და რამდენ ოჯახს გაეზარდა შემოსავალი სამეწარმეო, ან დაქირავებული საქმიანობიდან, თუ მცირე ბიზნესიდან. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ეს ჩვენი მთავარი კრიტერიუმია“.

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 04 Dec 2019 13:13:27 +0400
რა აკავშირებს შემოსავლების სამსახურის ახალ უფროსს კეზერაშვილთან http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6471-რა-აკავშირებს-შემოსავლების-სამსახურის-ახალ-უფროსს-კეზერაშვილთან.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6471-რა-აკავშირებს-შემოსავლების-სამსახურის-ახალ-უფროსს-კეზერაშვილთან.html

ლევან კაკავას დოსიე

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. 21 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ლევან კაკავა, თავად წარუდგინა თანამშრომლებს. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, კაკავას სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება, საკმაოდ კარგი მენეჯერული თვისებები აქვს და რაც მთავარია, მაღალი რანგის პროფესიონალია. პრინციპში, შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსის ამ თვისებებში ეჭვი არავის ეპარება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წლების წინ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, კაკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკმაოდ მაღალი თანამდობების პირი იყო ანუ იმ დროს, როდესაც ამ უწყებას ბიზნესმენების რისხვა და ნაციონალური მოძრაობის მთავარი ,,მოლარე'', დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა.

ლევან კაკავას შემოსავლების სამსახურის უფროსად დანიშვნას, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმისა და აჟიოტაჟის გარეშე არ ჩაუვლია. ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, პრემიერ-მინისტრი პოზიციების გამყარებას საკუთარი კადრების დაწინაურებით ცდილობს. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ დაუშვილის დანიშვნის ფაქტიც. რეალურად, ლევან კაკავაც გახარიას კადრია, რადგან 2017 წლიდან, ის შს მინისტრის მოადგილე იყო. ანალიტიკოსების მეორე ნაწილი კი თვლის, რომ სწორედ საპროტესტო აქციების ფონზე, ,,ქართული ოცნების'' მთავრობაში, პრემიერ-მინისტრი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს აწინაურებს. 

იმ ფაქტს, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტზე ლევან კაკავას კანდიდატურა გახარიამ შეარჩია, არც ფინანსთა მინისტრი უარყოფს. 21 ნოემბერს, როდესაც ივანე მაჭავარიანმა უწყების თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა, პირდაპირ განაცხადა: 

„პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება _ ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში, ჩვენს მომიჯნავე ორგანიზაციებში მუშაობდა, როგორც საგამოძიებო სამსახურში, ასევე ძალოვან უწყებებში და შეხება ჰქონდა ეკონომიკურ სფეროსთან და ფინანსებთან. ლევანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი და საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები აქვს“. 

ახლა ვნახოთ, ვინ არის და რას წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსი, ლევან კაკავა. დაიბადა 1979 წლის 28 დეკემბერს, ქალაქ გალში; 2001 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნის სპეციალობით დაამთვრა. 

2002-2004 წლებში, ლევან კაკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლად მუშაობდა; 2004-2005 წლებში _ ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში, საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლად; 2005-2007 წლებში _ ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში, საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2007-2009 წლებში _ შემოსავლების სამსახურში, საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2010 წელს _ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2010-2013 წლებში _ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, სამმართველოს უფროსი; 2013 წელს _ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი; 2013-2014 წლებში _ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2014-2017 წლებში _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი; 2017 წელს – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2017 წლის ნოემბრიდან _ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 27 Nov 2019 13:00:13 +0400
რომელი დეპუტატი ლობირებს სათამაშო ბიზნესს და რამდენი მილიონია კაზინოების მოგება http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6423-რომელი-დეპუტატი-ლობირებს-სათამაშო-ბიზნესს-და-რამდენი-მილიონია-კაზინოების-მოგება.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6423-რომელი-დეპუტატი-ლობირებს-სათამაშო-ბიზნესს-და-რამდენი-მილიონია-კაზინოების-მოგება.html

თამაში, რომელიც კლავს! _ დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვას

პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლითაც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა სრულად უნდა აიკრძალოს. კანონპროექტის ავტორი, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია, ინიციატორები კი _ ბექა ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ეკა ბესელია. ამ კანონპროექტით, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა უნდა აიკრძალოს ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდვური მედიის, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის წესის დარღვევის შემთხვევაში, რეკლამის განმათავსებელიცა და დამკვეთიც, თითოეული 10 000 ლარით დაჯარიმდება. კანონპროექტის ინიციატორებმა მისი ამოქმედების ვადაც განსაზღვრეს _ 2020 წლის 1 სექტემბერი.

ლუდომანია აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების დაუძლეველი სურვილია. ოფიციალური განმარტებით, თამაშზე დამოკიდებულება ზიანს აყენებს მოთამაშეს, რაც შესაძლოა, მის ქცევაზეც აისახოს. მოთამაშის გარკვეული ზღვარის გადასვლის შემდეგ, შესაძლოა, ლუდომანია მკაცრ კლინიკურ პათოლოგიად ჩაითვალოს...… 

29 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს _ სამდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა და პოლიციელებმა 29 წლის ახალგაზრდა ბიჭის ცხედარს ცხვარიჭამიას ტყეში მიაკვლიეს. მედიაში გავრცელდა გარდაცვლილის დედის, ნინო ლოლაძის კომენტარიც, რომელიც აცხადებს, რომ შვილს გარკვეული პრობლემები ჰქონდა: 

,,სამწუხაროდ, აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული... ამის ხმამაღლა თქმას ვერიდებოდით. ბოლოს, 25 ოქრომბერს, შუადღისას დამირეკა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო... დაგვემშვიდობა მეც, თავის ძმასაც, ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო''. 

აზარტული თამაშების რეკლამა საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემაშიც გვხვდება. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო გარდაცვლილი თანამშრომლის ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და სატელევიზიო ეთერში აზარტული თამაშების რეკლამაზე უარი განაცხადა. 

ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ დაუზუსტებელი ინფორმაციით (ძირითადად, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით), ბოლო წლებში, საქართველოს მოქალაქეებმა აზარტულ თამაშებში, დაახლოებით, 9 მილიარდი ლარი დახარჯეს! სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ თამაშზე დამოკიდებულების გამო, ლუდომანები სესხებსაც კი იღებენ. ამავე მედლის მეორე მხარე ისაა, რომ რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, აზარტული თამაშები აკრძალულია. შესაბამისად, მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები, სწორედ სათამაშოდ ჩამოდიან საქართველოში და მთისა თუ ზღვის კურორტების ძვირადღირებული სასტუმროებიც, როგორც წესი, აზარტული თამაშების მოყვარული უცხოელი ტურისტებითაა გადავსებული... 

ირკვევა, რომ აზარტული თამაშების ბიზნესი ყველაზე უკონტროლო სფეროა ქვეყანაში და ეს იმიტომ, რომ მილიონიანი ბრუნვის ფონზე, სხვადასხვა კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ მიზერულ თანხას რიცხავს, სამაგიეროდ, თამაშზე დამოკიდებულების გამო, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი კიდევ უფრო მძიმდება. მეტიც, ითვლება, რომ ონლაინ-თამაშები ფულის გათეთრების საუკეთესო საშუალებაა და ამიტომ, მისი მკაცრი რეგულაცია აუცილებელია. დაუზუსტებელი მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის წლიური შემოსავალი 4 მილიარდ ლარს აღემატება, ხოლო მოგება _ ასეულობით მილიონი ლარია, თუმცა 2017 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ 109 მილიონი ლარი შევიდა, რაც საკმაოდ მიზერული ოდენობაა. ამას ისიც ემატება, რომ კაზინოები, რომლებიც ონლაინ-პლატფორმებს ფლობენ, დამატებით გადასახადს არ იხდიან. სამაგიეროდ, ინტერნეტ-თამაშების საშუალებით, ისინი დიდ მოგებას, დაახლოებით, 60%-ს იღებენ. 

დეპუტატები სათამაშო ბიზნესის რეკლამის წინააღმდეგ 

ცხადია, სათამაშო ბიზნესს ვერავინ აკრძალავს, ეს არცაა მიზანშეწონილი, რადგან ამ შემთხვევაში, კაზინო იტაკქვეშეთში გადავა და ისედაც მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო მეტად დამძიმდება. ამიტომ დეპუტატებმა არა სათამაშო ბიზნესი, არამედ, მისი რეკლამის სრულად აკრძალვა გადაწყვიტეს. პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია კანონპროექტი, რაც ,,რეკლამის შესახებ კანონში'' გარკვეულ ცვლილებებს გულისხმობს. უფრო ზუსტად, ესაა კანონპროექტი აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის სრულად აკრძალვის შესახებ. 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში არასრულწლოვანთა ჩართულობის მაღალი მაჩვნებლების, მოსახლეობის მძიმე სოციალური ფონისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული მაღალი რისკიდან გამომდინარე, რაც აღნიშნულ ბიზნესს ახლავს, დეპუტატებმა ეს კანონპროექტი შეიმუშავეს. 

,,კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტში, რომლის თანახმადაც, კანონის მოქმედების სფეროში ექცევა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები. კანონს ემატება მუხლი, რომელიც დაარეგულირებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის საკითხს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტით, აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაზე, დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც 10 კვადრატულ მეტრ ფართობს აღემატება'', _ ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

კონკრეტულად, რას გულისხმობს კანონპროექტი ,,რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ''? _ ,,ვერსია'' ამ ცვლილებების ერთ-ერთ ინიციატორს, დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს ესაუბრა: 

_ კანონპროექტი კრძალავს ნებისმიერი ფორმის რეკლამას, რომლის შინაარსაც წარმოადგენს აზარტული თამაშები, მათ შორის, ონლაინ-სივრცეში, თუმცა კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება გარე რეკლამაც _ შენობა-ნეგობობებსა და სატრანსპორტო საშუალებებში, ასევე, სატელევიზიო და ბეჭდვურ მედიაში. 

_ ბატონო ბექა, თქვენ, ლევან გოგიჩაიშვილსა და ლევან კობერიძეს ადრეც გქონდათ მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში მისი განხილვაც მიმდინარეობდა, მაგრამ უმრავლესობამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, თქვენი კანონპროექტი ჩააგდო. პირდაპირ გკითხავთ, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ისკო დასენია, რომელსაც სათამაშო ბიზნესის ლობისტად მიიჩნევენ, როგორ გგონიათ, თქვენს კანონპროექტს ახლა მხარს დაუჭერენ? 

_ ნახეთ, როგორი ვითარებაა: ჯერ ერთი, უმრავლესობისთვის დამახასიათებელია, რომ კარგ კანონპროექტებს მხარს არ უჭერს, მაგრამ მოგვიანებით თვითონ შემოაქვს იმიტომ, რომ მასაც აწუხებს ის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ესა თუ ის კანონი ისახავს მიზნად, ოღონდ შემოაქვს დაჩეხილი და გაუარესებული ვარიანტი, რომელიც ერთგვარად კომპრომისული ვერსიაა. მასში ის პირველადი მიზნები უგულებელყოფილია, რასაც თავდაპირველად, ესა თუ ის კანონპროექტი ემსახურებოდა. აქედან გამომდინარე, უმრავლესობა ახლაც იგივეს გაკეთებას აპირებს, რადგან ამბობენ, რომ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, მათაც აქვთ საკანონმდებლო ინიციატივა. მიუხედავად იმისა, რომ იმ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაში, რომლის შესახებაც კითხვა დასვით და რომელიც გაზაფხულზე ჩააგდეს, ,,ქართული ოცნების'' დეპუტატები და ფინანასთა სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი და საკმაოდ დიდი სამუშაო ჩავატარეთ, ის მაინც არ მიიღეს. ამიტომ ჩემი მოლოდინი ახლაც იგივეა ანუ თუ უმრავლესობა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს შემოიტანს, ეს გაუარესებული და გარკვეულწილად, კომპრომისული ვერსია იქნება სათამაშო ბიზნესთან. რაც შეეხება ამჯერად რეგისტრირებულ კანონპროექტს, ესაა ერთგვარი საშუალება და მექანიზმი იმ წნეხის შემცირებისა, რასაც ზოგადად, სათამაშო ბიზნესის რეკლამა იწვევს საზოგადოებაში. იმედია, რომ ჩვენს ცვლილებებს უმრავლესობა გაითვალისწინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საკითხის მიმართ მათი დამოკიდებულება მაინც გაცხადდება. 

_ ამ კანონპროექტის მომზადების პროცესში, სტატისკური მონაცემებით თუ დაინტერესდით? 

_ სტატისტიკური მონაცემები მაშინაც გვქონდა, როდესაც რამდენიმე თვის წინ, კანონპროექტის პირველი ვარიანტი წარვადგინეთ პარლამენტში. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს და ეს სამწუხარო რეალობაა, თუმცა შარშანდელთან შედარებით, სათამაშო ბიზნესის შემოსავლები გაორმაგებულია, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტზე ეს არანაირად აისახება. რაც შეეხება თამაშების რეგულირებას, ეს საკითხი ძალიან პოპულარული გახდა და ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ცდილობს, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია. უბრალოდ, ამგვარი დამოკიდებულება ერთჯერადი აქცია არ უნდა იყოს ანუ ვინაიდან თემა პოპულარულია, ამას ჩაბღაუჭება, უფრო ღრმად შესწავლა, გაანალიზება და კომპლექსური მიდგომა სჭირდება. 

ამ შემთხვევაში, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებებს გულისხმობს და მიმართულია იქითკენ, რომ აზარტულ თამაშებში არასრულწლოვანები არ ჩაერთონ, თუმცა რეკლამის გარდა, სხვა მექანიზმებიც არსებობს, რის საფუძველზეც, შესაძლოა, არასრულწლოვანს რაღაცამ უბიძგოს და ონლაინ-თამაშებში ჩაეფლოს, თუმცა არასრულწლოვანების გარდა, არიან მოზარდები და ზრდასრულები, რომლებიც უკვე ჩართულები არიან აზარტულ თამაშებში. მეტიც, ისინი თამაშდამოკიდებულები არიან. ეს გვაფიქრებინებს და გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მთლიანად აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამა, რადგან ჩვენ მათაც უნდა ვუშველოთ, რომლებიც უკვე დამოკიდებულები არიან აზარტულ თამაშებზე. 

გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას უნდა გავეცნოთ, გავიაზროთ, შევისწავლოთ და დავნერგოთ, რადგან ეს მართლაც, სოციალური პრობლემაა. აზარტულ თამაშებში მხოლოდ ისინი კი არ არიან ჩართულნი, რომლებსაც ასე თუ ისე, შემოსავლები აქვთ, არამედ ისინიც კი, რომლებიც დაბალშემოსავლიანები არიან და სათამაშოდ სესხებსაც იღებენ. სამწუხაროდ, საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დაბალშემოსავლიანი ადამიანები პატარა თანხებსაც კი აზარტულ თამაშებში ხარჯავენ და აგებენ, ამიტომ ჩვენ მათზეც უნდა ვიზრუნოთ. უაზრო დამოკიდებულება მგონია მოსაზრება, რომ ვინაიდან ადამიანი ზრდასრულია, მისი არჩევანია, ითამაშებს, თუ არა, რადგან აქ მთავარი ისაა, რა უბიძგებს მას ასეთი არჩევანისკენ და ესაა მძიმე სოციალური ფონი. იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრების მაღალი დონეა, აზარტულ თამაშებზე ასეთი დამოკიდებულება არ არის. გამოდის, გარკვეული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს ქვეყნის სოციალურ განვითარებასა და აზარტულ თამაშობებში ჩართულობას შორის. ამიტომ გარკვეული შეზღუდვებიც უნდა დაწესდეს და ამის მექანიზმებიც მოსაფიქრებელია. ყოველ შემთხვევაში, იქნებ შეზღუდვა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე მაინც გავრცელდეს, რაც ნიშნავს, რომ შეიზღუდოს წაგებული თანხის ოდენობა, ან გარკვეული თანხის წაგების შემდეგ, თამაში გაჩერდეს და ასე შემდეგ. 

ჩვენ სწორედ ასეთ საკითხებზეც უნდა ვიფიქროთ, თორემ მხოლოდ რეკლამის აკრძალვა კარგია, მაგრამ არასაკმარისი. მეტიც, უნდა დავფიქრდეთ, რა ტიპის ეკონომიკას ვანვითარებთ ქვეყანაში _ კოლონიალურს, თუ მწარმოებლურს? ამას იმიტომ ვამბობ, რომ ტურიზმი გვესმის, როგორც ბევრი კაზინოს არსებობა, სადაც უცხოელები ფულს დახარჯავენ! არადა, ამ კაზინოების შემოსავალი ჩვენს ბიუჯეტზე არ აისახება, თითქმის გაორმაგდა აზარტული თამაშობების მოგების მაჩვენებელი, მაგრამ ბიუჯეტში საკმაოდ მიზერული თანხა შედის. ეს ისეთი საკითხებია, რომლებზეც ძალიან სერიოზულად უნდა იმსჯელოს საზოგადოებამ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, რა ტიპის ეკონომიკას ვანვითარებთ _ წარმოებაზე, ტექნოლოგიების განვითარებაზე დამოკიდებულს, თუ კოლონიალურს ანუ კაზინოებზე დამოკიდებულს. გიმეორებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც მხოლოდ რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებით არ შემოფარგლება. 

_ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებით ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიდან, სპეციალურად ჩამოდიან საქართველოში, რათა კაზინოებში ითამაშონ. თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა ტურიზმის განვითარებას ხომ არ შეუშლის ხელს? 

_ ჩვენ იმ ქვეყნებს შორის ვართ, სადაც ტურიზმი ერთ-ერთი წამყვანი დარგია. საქართველოს, როგორც ერის ეკონომიკური გამოცდილება არ ეფუძნება ტურიზმს, რადგან ჩვენ ვართ ერი, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც კი, მაღალტექნოლოგიურ, მწარმოებლურ ეკონომიკას ანვითარებდა. იმის ნაცვლად, რომ რამე განვავითაროთ და წინ წავიწიოთ, ჩამოკიდებულები ვართ იმაზე, რაც ჩვენ არ შეგვიქმნია, ამ შემთხვევაში, თუნდაც კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს ვგულისხმობ, რითაც ვამაყობთ და თავი მოგვაქვს, მაგრამ ჩვენ ხომ ეს მემკვიდრეობით გვერგო, ჩვენ ხომ არ შეგვიქმნია?! 

ჩვეულებრივი, კოლონიალური ეკონომიკაა ისეთი მიდგომა, რომ ავტობანს გავიყვანთ, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებიან, მოვამრავლებთ კაზინოებს, სადაც ტურისტები ჩამოვლენ და ითამაშებენ... ასეთი მიდგომით, დროთა განმავლობაში, ერი წარმოების უნარს დაკარგავს და სწორედ ესაა პრობლემა. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ფართო, გლობალური საკითხია, რომელიც მხოლოდ ტურიზმის განვითარების ასპექტში არ უნდა განვიხილოთ. ეს არ არის მხოლოდ კაზინოს თემა, აქ მნიშვნელოვანია, რა არჩევანს აკეთებს ერი და რა ტიპის ეკონომიკის განვითარებას ნერგავს ქვეყანაში. 

რაც შეეხება კაზინოებს, რა თქმა უნდა, შეზღუდვები აუცილებელია, რადგან ფაქტია, რომ საჯარო და კერძო ინტერესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება _ მდიდრდება რამდენიმე ადამიანი, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა თამაშდამოკიდებული ხდება! 

_ თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა არასრულწლოვანების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შემცირებასაც ისახავს მიზნად. ეს ნიშნავს, რომ ონლაინ-თამაშებზე წვდომა არ ჰქონდეთ და რეგისტრაცია ასე მარტივი არ იყოს? 

_ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა კონკრეტულად მხოლოდ რეკლამის აკრძალვას ეხება, მაგრამ პირველი საკანომდებლო ინიციატივა, რომელიც უმრავლესობამ ჩააგდო, საკმაოდ მოცულობითი იყო ამ თვალსაზრისით. აუცილებელია ამ საკითხის განხილვა, რადგან კიდევ ერთხელ, უფრო მწვავედ დადგეს დღის წესრიგში. სამწუხაროდ, 30 წელია, რაც დამოუკიდებელია ქვეყანა და მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე იმ დონეს ვერ მიაღწია, რაც 80-იანი წლების ბოლოს იყო! აქედან გამომდინარე, ფაქტია, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ და სივრცეც არ არსებობს, რომ ამ საკითხებზე სერიოზულად ვისაუბროთ. არადა, თუ ამაზე საუბარი პარლამენტში არ დავიწყეთ, რაც სიღრმისეული მსჯელობის ფორმით, მერე საზოგადოებასაც არ გადაედო, არაფერი გამოვა. 

_ რაც შეეხება სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვას მედიაში, დამეთანხმებით, რომ ყველა წამყვანი ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების სპორტის ბლოკს სათამაშო ბიზნესის სხვადასხვა კომპანია წარადგენს, კვირაში ერთხელ კი ეს კომპანიები ერთგვარ გათამაშებასაც აწყობენ ტელეეთერში, საქართველოს ეროვნული ჩემიპიონატის გენერალური სპონსპორიც ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, ამ ფონზე, რეკლამის აკრძალვა შესაძლებელია? 

_ დიახ და სულ ამაზე ვსაუბრობთ, რომ სპორტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა, მაგრამ ფარისევლობაა, როდესაც აზარტული თამაშების თანხით, საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება და მით უმეტეს, პოპულარიზება ხდება, რადგან ეს ორი, ურთიერთგამომრიცხავი მოცემულობაა. სამწუხაროდ, ვერც წინა და ვერც ახლანდელი მთავრობა ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით და არ ვიცი რატომ _ იმიტომ, რომ გავლენიანი ჯგუფები ბლოკავენ, თუ ამ ბიზნესს მთავრობა ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევს, რადგან არჩევნები იქნება დასაფინანსებელი და გარკვეულწილად, დამოკიდებულნი არიან სათამაშო ბიზნესის თანხებზე! 

ზოგადად, სათამაშო ბიზნესი ფულის გათეთრების არაჩვეულებრივი საშუალებაა. რა უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომ ამაზე ჯეროვნად არ იზრუნოს სრულიად პოლიტიკურმა სპექტრმა, მთავრობის ჩათვლით?! იმედი მაქვს, მთავრობა სერიოზულად დაფიქრდება და მიხვდება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ სათამაშო ბიზნესი ქმნის მძიმე სოციალურ ფონს და ერის დაძაბუნებასაც იწვევს!

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 06 Nov 2019 12:33:25 +0400
ბიძინა ივანიშვილი: „გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია!“ http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6411-ბიძინა-ივანიშვილი-„გადავწყვიტე,-გამოვისყიდო-უკლებლივ-ყველა,-22-სასტუმრო,-9-აბანო-და-მოვახდინო-მათი-სრული-რეაბილიტაცია-“.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6411-ბიძინა-ივანიშვილი-„გადავწყვიტე,-გამოვისყიდო-უკლებლივ-ყველა,-22-სასტუმრო,-9-აბანო-და-მოვახდინო-მათი-სრული-რეაბილიტაცია-“.html

ქართველებს წინაპრებისგან უნიკალური ქვეყანა გვერგო - დიდი ისტორიით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით და საოცარი ბუნებით. ჩვენ ქვეყნაში მთას, ზღვას, მინერალურ წყლებს და ქვიშასაც კი, მაცოცხლებელი ენერგია აქვს. მაგრამ არსებობს სრულიად გამორჩეული ადგილები, რომლებსაც თავისი პოტენციალით უდიდესი მიზიდულობის შექმნა შეუძლია. სწორედ ასეთია წყალტუბო - უნიკალური სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ტურისტული პოტენციალით. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში, პრაქტიკულად გავერანდა წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. კურორტი, რომელიც 22 სანატორიუმითა და 9 ბალნეოლოგიური აბანოთი, ქმედით კონკურენციას უწევდა არამარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებს, დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სასტუმროს და მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამარაა დარჩენილი. კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სტანდარტული მეთოდით მოეზიდა კერძო ინვესტიციები ტურისტული და სამკურნალო ბიზნესის განსავითარებლად, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან განვითარების ერთიანი, კომპლექსური გეგმის და, რაც მთავარია, ამ გეგმის განხორციელების გარანტიის გარეშე, წერტილოვანი ინვესტიციების ჩადება ცალკე აღებულ ერთ სასტუმროში ან ბალნეოლოგიურ სპა-ცენტრში - მაღალი რისკის მატარებელი იყო და ბიზნესსაც არ გაემტყუნება, რომ არ გარისკა.

ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია - მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება. პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება, სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას.

ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომელიც ისეთივე უნიკალური საკურორტო ადგილია, როგორც წყალტუბო, მაგრამ წყალტუბოს მსგავსად, იქაც ათეული წლებია, სახელმწიფომ ვერ მიიზიდა ინვესტორები. თუმცა, როგორც კი გაჩნდა აბასთუმნის მასშტაბური განვითარების გეგმა და გარანტია, კერძო ბიზნესი დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში. შედეგად, აბასთუმანში, ამჟამად მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, მე მხოლოდ ერთს - „პარაგრაფს“ ვაშენებ, ხოლო დანარჩენ ხუთს: „რუმსს“, „რედისონს“, „ქრაუნპლაზას“, „რედიქს ჯგუფის“ ორ სასტუმროს - სხვა ქართველი ბიზნესმენები აშენებენ, ისევე, როგორც საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმროს და ოთხასბინიან საცხოვრებელ აპარტამენტს. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია. სახელმწიფოც, შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობს არ ჩამორჩეს კერძო ინიციატივას - გაყავს გზები, აწესრიგებს წყლის და სხვა ინფრასტრუქტურას, დაწყებულია ობსერვატორიის რეაბილიტაცია და სულ მალე გვექნება მსოფლიო დონის ასტროფიზიკური სამეცნიერო ცენტრი. თუმცა, სახელმწიფოსაც სჭიდება თანადგომა და ვინაიდან, მაქვს საშუალება და სურვილი, ვცდილობ, შევუმსუბუქო მას ტვირთი და სამედიცინო თუ სხვა, საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობას და აღჭურვას, აბასთუმანში, პირადი სახსრებით ვახორციელებ.

მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ წყალტუბოს აქვს ყველა, და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი. მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში. ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს - მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. ამ ნაბიჯით მსურს, ერთი მხრივ, მივცე სიმყარე ბიზნესს, რათა ის ნებისმიერ ეტაპზე შემოუერთდეს პროექტს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მივცე სტიმული, გარანტირებული ინვესტიციის პირობებში, მაქსიმალურად განავითაროს ინფრასტრუქტურა. წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომლითაც ვაპირებ ვიხელმძღვანელო, ეყრდნობა წამყვანი შვეიცარული საკონსულტაციო კომპანიის, „KოჰL&Pარტნერს“ მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის ფარგლებში, წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. იმავდროულად, დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა პროფილურ სპეციალობებში ჩვენი თანამოქალაქეების გადასამზადებლად - რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს, რომელიც წყალტუბოში უახლოეს პერიოდში შეიქმნება, კვალიფიციური კადრები დასჭირდება და ჩვენ მათი მომზადება უნდა უზრუნველვყოთ.

უდავოა, წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, ხოლო რაჭის ახალი გზის დასრულების შემდეგ, ეს კიდევ უფრო გაადვილებს ტურისტებისთვის მარშრუტების დაგეგმვას ამ მიმართულებით. წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, ფონდი „ქართუ“ ეხმარება სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაში, მაგრამ მთელი რეგიონის გამოცოცხლებას, მის ნახტომისებურ განვითარებას, მეტი ბიძგი სჭირდება, სწორედ ამ ბიძგის მიმცემი გახდება წყალტუბოს აღორძინების პროექტი.

წყალტუბოს სიახლოვეს, ქუთაისთან განთავსებულია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის ჰაბის მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტურისტების მოზიდვას.

დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან ერთად, წყალტუბოს სრულფასოვანი რეაბილიტაცია-განვითარება იმერეთის მხარეს გადააქცევს ჯანმრთელობის და ტურიზმის, ახალგაზრდობისა და განათლების მძლავრ, საერთაშორისო ცენტრად. ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში.

სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, წელიწადში საშუალოდ ექვსასიდან რვაას ათასამდე ტურისტის მიღების შესაძლებლობა გვექნება, რომ არაფერი ვთქვათ იმ თანამდევ მცირე ბიზნესების განვითარებაზე, რაც მოყვება კურორტის აღდგენას. წყალტუბოს განვითარება იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია. გარდა ამისა, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახების შესაბამისი, ღირსეული საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად, მათი ასევე გაუჩნდებათ დასაქმების ახალი წყარო და პერსპექტივა. საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 - 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას. და ბოლოს, რატომ გამიჩნდა სურვილი და მოთხოვნილება, ასე საჯაროდ და დეტალურად მესაუბრა წყალტუბოს განვითარების პროექტზე? პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართულ ბიზნესს პირადად ჩემგან მოესმინა, რას ვგეგმავ და როგორი ფორმით ვთავაზობ მათ თანამშრომლობას. იმავდროულად, ვიცი, ამ საქმესაც გამოუჩნდებიან მძაფრი ოპონენტები. სამწუხაროდ, თეთრის შავად და შენების ნგრევად გამოცხადება, ჩვენს ქვეყანაში ბევრს დღემდე ეფექტურად გამოსდის, ამიტომ საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება აუცილებლად ჩავთვალე. დარწმუნებული ვარ, ინფორმირებული საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს.

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 30 Oct 2019 11:15:03 +0400
თაღლითობა აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6389-თაღლითობა-აჭარის-საბიუჯეტო-ორგანიზაციებში.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6389-თაღლითობა-აჭარის-საბიუჯეტო-ორგანიზაციებში.html

რა სკანდალური დარღვევები აღმოაჩინა აუდიტმა ინვენტარიზაციაში, შრომის ანაზღაურებაში, მივლინებებსა და სახელმწიფო შესყიდვებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აუდიტი გამოაქვეყნა. ესაა საბიუჯეტო ორგანიზაციების 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. შემოწმების შედეგად, აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში სხვადასხვა სახის ფინანსური დარღვევები გამოვლინდა, რაც ძირითადად, საბუღალტრო აღრიცხვის დროს დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია, თუმცა სახელმწიფო აუდიტორებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში ისეთი დარღვევაც გამოავლინეს, რაც თაღლითობის ნიშნებს შეიცავს.

ინვენტარიზაცია და მოთხოვნები 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებში, აქტივების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები ფიქსირდება, რაც გამოწვეულია იმით, რომ ინვენტარიზაცია ან საერთოდ არ ჩატარებულა, ან არასრულყოფილად ჩატარდა. ეს კი, აუდიტორთა მტკიცებით, ორგანიზაციების აქტივებისა და ვალდებულებების არაზუსტად აღრიცხვის რისკებს ქმნის: 

 

,,მაგალითად, 2018 წელს, სსიპ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებია; რიგ ორგანიზაციებში, საინვენტარიზაციო კომისიის წევრი, იმავდროულად, მატერიალურად პასუხისმგებელი პირია; გამოვლენილია შემთხვევები, როდესაც ქონებას საინვენტარო ნომრები არ აქვს მინიჭებული, ან ბუღალტრულად მინიჭებული ნომრები არ არსებობს, რის გამოც ორ სხვადასხვა ტექნიკას, ერთი და იგივე ნომერი აქვს. ასევე, რიგ შემთხვევაში, არ არის მითითებული ბრენდი და მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგად, ორი შემთხვევის გარდა, დანაკლისი არ გამოვლენილა, ზემოაღნიშნული, შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, მოთხოვნების ნაშთი 212 417 223 ლარია. სახელმწიფო აუდიტორების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ეს ნაშთი, 112 767 397 ლარით არაზუსტად, შემცირებულადაა წარმოდგენილი, რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: მოქმედი კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვას სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემას დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს მიერ განხორციელებულია სხვადასხვა უძრავი/მოძრავი ქონების პრივატიზება და სარგებლობაში გადაცემა, ასევე წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მართვაში გადაცემა. უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს პასუხისმგებელი პირების მიერ, ვალდებულებათა დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო 112 811 258 ლარია, რაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხული არაა. 

მაგალითად, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, „მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებითა და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით“, წარმოდგენილია გაზრდილად _ 39 734 ლარით, რაც გამოწვეულია შემდეგით: სამინისტროს ცენტრალურ აპარატს გაზრდილად აქვს აღრიცხული 42 451 ლარის ღირებულების მოთხოვნები. სამინისტროს სისტემაში შემავალ რამდენიმე ორგანიზაციას არ აქვს აღრიცხული ხელშეკრულების პირობების დაგვიანებით შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა, ჯამში 2 717 ლარი. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, 28 139 ლარის მოცულობის მოთხოვნა, საბალანსე ანგარიშის „მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებითა და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით“ ნაცვლად, აღრიცხულია საცნობარო მუხლში _ „პირობითი აქტივები“; გზების დეპარტამენტს 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, „მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებითა და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით“ წარმოდგენილი აქვს შემცირებულად _ 7 685 ლარით. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ეს გამოწვეულია 2018 წლის 21 თებერვალს, შპს „ორბიტასთან“ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლოს აღურიცხველობით, რაც საბუღალტრო ხარვეზის შედეგია. 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ სსიპ ,,ბათუმის ბულვარს'', 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „მოთხოვნები ფულად სახსრებზე აქტივების მომსახურების მიწოდებით“, ერიცხება ნაშთი _ 155 124 ლარის ოდენობით, საიდანაც 24 951 ლარის ღირებულების მოთხოვნებზე, დავალიანების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს. 

საბოლოოდ, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ წლების განმავლობაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოთხოვნების ინვენტარიზაცია არ ტარდება. შესაბამისად, დებიტორ ორგანიზაციებთან ურთიერთშედარების აქტები არ გაფორმებულა და 2018 წლამდე წარმოშობილი დავალიანებების ამოღებასთან დაკავშირებული ღონისძიებებიც არ გატარებულა. 

დარღვევები შრომის ანაზღაურებაში 

2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე, ჯამში 43 160 264 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ხარჯები _ 36 042 935 ლარი, ხოლო „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ხარჯები _ 7 117 329 ლარი იყო. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2018 წელს, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ჯამური ხარჯი, 2017 წლის მაჩვენებელზე 2 300 400 ლარით მეტი იყო. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ხარჯების ზრდა დასაქმებულთა რიცხოვნობისა და თანამდებობრივი სარგოს ზრდამ გამოიწვია. 

,,მოქმედი კანონმდებლობით, ხელფასის დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს ორგანიზაციის ბრძანებები მომუშავეთა მიღების, გათავისუფლებისა და გადაადგილების შესახებ, ასევე დამტკიცებული შტატებისა და სარგოების შესაბამისად, სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვა ორგანიზაციის მიერ დადგენილი ფორმით (სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი, ან სპეციალური ტექნიკური საშუალება) და შრომითი ხელშეკრულებით, ან შრომის შინაგანაწესით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. აღნიშნული რეგულაციის დაუცველად, 2018 წელს, სსიპ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ააიპ ბათუმის ბიზნეს-ინკუბატორში, ნამუშევარი საათების აღრიცხვა არ ხდებოდა'', _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

გარდა ამისა, ააიპ განათლების ფონდი, დამტკიცებული ტრენინგ-მოდულების შესაბამისად, საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადების მიზნით, ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა თემაზე. 2018 წლის ოქტომბრიდან, ტრენინგები უნდა ჩატარებულიყო ფონდის დირექტორის მიერ დამტკიცებული ტრენინგების ჩატარების განრიგის მიხედვით, რაც აღნიშნულია ტრენერებსა და ფონდს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში. სახელმწიფო აუდიტორების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ტრენინგების ჩატარების განრიგი ფონდის დირექტორს არ დაუმტკიცებია. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების პირობების დაუცველად, ბიუჯეტიდან 7 320 ლარი ზედმეტად გაიხარჯა. 

ხარვეზები მივლინებებში 

2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების მივლინებებზე 1 299 095 ლარი გაიხარჯა, მათ შორის, ქვეყნის გარეთ მივლინებებზე _ 1 046 988 ლარი. აუდიტის შედეგად, იდენტიფიცირებულია ზედმეტად ანაზღაურებული და დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გაწეული ხარჯები, რის გამოც ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება 5 032 ლარი. 

,,ააიპ ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მივლინებისთვის, ზედმეტად გადაიხადეს 1 528 ლარი, რომელიც ბიუჯეტში დაბრუნების ნაცვლად, ჩამოწერილია ხარჯებში: სასახლის დირექტორის თურქეთის რესპუბლიკაში მივლინების ხარჯების გაანგარიშებისას დაშვებული შეცდომის გამო, ზედმეტადაა ანაზღაურებული და ხარჯებშია ჩამოწერილი 608 ლარი; სასახლის დირექტორის უკრაინასა და კვიპროსის რესპუბლიკაში მივლინების ფარგლებში, თვითმფრინავით მგზავრობისთვის ზედმეტად ანაზღაურებული და ხარჯებში ჩამოწერილია 920 ლარი''. 

სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორის ბრძანებით, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ გასტროლთან დაკავშირებით, 21 თანამშრომელი მიავლინეს. სამსუნის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის მთავარ დირექტორატსა და მუსიკალურ ცენტრს შორის შედგენილი ოქმის მიხედვით, მუსიკალური ცენტრს უნდა აენაზღაურებინა 20 ხელოვანის დღიური ხარჯი, ხოლო მათ ტრანსპორტირებასა და დაბინავებას დააფინანსებდა თურქული მხარე. შესაბამისად, მივლინებული 21 თანამშრომლიდან, მხოლოდ ერთის დაბინავება უნდა უზრუნველეყო მუსიკალურ ცენტრს. სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ღამისთევის ხარჯები, ჯამში 794 ლარი, ერთის ნაცვლად, ორ თანამშრომელს აუნაზღაურეს. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, მივლინებული ორი თანამშრომელი, კერძოდ, ფინანსური მენეჯერი და იურიდიული, საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა მენეჯერის მივლინებაში გამგზავრება არ შეესაბამება მივლინების მიზანს. ჯამში, მივლინების ფარგლებში, არაეფექტურად, მინიმუმ, 1 216 ლარი გაიხარჯა, რაც არასწორი მენეჯერული გადაწყვეტილების შედეგია. 

სახელმწიფო აუდიტორების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, არ დასტურდება სსიპ აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ „ბათუმის“ დირექტორისა და ანსამბლის წევრის მივლინება თბილისში. ამ მივლინების ფარგლებში, დღიური და ღამისთევის ხარჯებისთვის 1 500 ლარი გადაიხადეს, საიდანაც 1 380 ლარის არამიზნობრივად დაიხარჯა და აუდიტორთა მტკიცებით, ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს. გარდა ამისა, ანსამბლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ანსამბლის თანამშრომლების პოლონეთსა და გერმანიაში მივლინების ფარგლებში, შიდა გადაადგილებისთვის, 720 ევროს ეკვივალენტი _ 2 124 ლარია გადახდილი, რაც ასევე, ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს. 

ანსამბლის დირექტორის კიდევ ერთი ბრძანების საფუძველზე, ანსამბლის სხვა თანამშრომლებთან ერთად, პოლონეთში მივლინებით იმყოფებოდა მათივე მენეჯერიც. სახელმწიფო აუდიტორების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მივლინების ფარგლებში, მენეჯერის მოვალეობაში შედიოდა საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, მომღერლების შეუფერხებელი გადაადგილება. აუდიტორების მტკიცებით, მენეჯერის მივლინებით გამგზავრების მიზანშეწონილობა დაუსაბუთებელია, რადგან მიმწვევი მხარე სრულად უზრუნველყოფდა ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხებს. შესაბამისად, ანსამბლის მენეჯერის მივლინებისთვის გადახდილი 2 522 ლარი, არაეფექტური ხარჯია.

დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში 

სახელმწიფო შესყიდვებში მნიშვნელოვან პრობლემას ბაზრის კვლევის საკითხი ქმნის. ეს იმიტომ, რომ ბაზრის არასათანადო კვლევის გამო, გარკვეულ შემთხვევებში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არასწორადაა განსაზღვრული და შედეგად, პრეტენდენტებს ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთება უწევთ. გარდა ამისა, სავარაუდო ღირებულების მაღალი ფასით განსაზღვრამ, თანაც კონკურენციის არარსებობის პირობებში, შესაძლოა, არაეკონომიური ხარჯი გამოიწვიოს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, რიგ შემთხვევებში, ბაზრის კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა, ან ფორმალურად ჩატარდა. 

 

მაგალითად, სსიპ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა, გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, 2017 წლის 12 დეკემბერს, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე. სატენდერო დოკუმენტაციით, შესყიდვის საგანი იყო 20 დასახელების სხვადასხვა გასანათებელი მოწყობილობა, მათ შორის, პერსონალური კომპიუტერიც, თუმცა შესყიდვის კატეგორიაში, შესაბამისი კლასიფიკატორის კოდი მითითებული არაა. ფასების ცხრილში, ცალკე პუნქტად განსაზღვრეს მიწოდებული საქონლის მონტაჟი/ კონფიგურაციის ღირებულება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ, ბაზრის ფორმალური კვლევის საფუძველზე, შეადგინა 235 000 ლარი, რაც მხოლოდ ერთი კომპანიის, კერძოდ, შპს „ეი ვი ბის“ მიერ მიწოდებული ფასებით განისაზღვრა! 

,,ტენდერში, კონკურენციის გარეშე, ბაზრის კვლევაში მონაწილე შპს-მ „ეი ვი ბი“ გაიმარჯვა, რომლის შეთავაზებული ფასი 235 000 ლარი იყო და ხელშეკრულებაც ამ ფასზე გაფორმდა, მიწოდების ვადად კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე განსაზღვრეს ანუ 2018 წლის 29 მარტი. 2018 წლის 13 თებერვალს, შემსყიდველმა მიმწოდებლთან გააფორმა შეთანხმება, რომლითაც მიწოდების ვადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე ანუ 156 კალენდარული დღით გაგრძელდა. ეს შეთანხმება, შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, არა უგვიანეს 10 დღის ნაცვლად, მხოლოდ 45 დღის შემდეგ ატვირთეს, რაც შეთახმების შესაბამის დროში გაფორმების რისკებს წარმოშობს. მიწოდების ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე, 2018 წლის 31 აგვისტოს, კიდევ ერთი შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც მიწოდების ვადა კიდევ ერთი თვით ანუ 2018 წლის 1 ოქტომბრამდე, უსაფუძვლოდ გაგრძელდა. ხელშეკრულების ღირებულებისა და ფაქტობრივი მიწოდების ვადების გათვალისწინებით, მიწოდების ვადების ცვლილებების განუხორციელებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლო 9 925 ლარი იქნებოდა'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

არსებითად არ განსხვავდება სსიპ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მიერ, იმავე დღეს გამოცხადებული ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები, ასევე აუდიო, ან ვიდეო-გამოსახულების ჩამწერი აპარატურის სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაც, რომელიც აუქციონის გარეშე, ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სატენდერო დოკუმენტაციით, შესყიდვის საგანს წარმოადგენდა 4 დასახელების მიკროფონი და გახმოვანების მოწყობილობა, მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, თუმცა შესყიდვის კატეგორიაში შესაბამისი კლასიფიკატორის კოდი არ მიუთითებიათ. ფასების ცხრილში, ცალკე პუნქტად განისაზღვრა მიწოდებული საქონლის მონტაჟი/კონფიგურაციის ღირებულება. ბაზრის ფორმალური კვლევის საფუძველზე, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 85 380 ლარი განისაზღვრა, ისიც მხოლოდ ერთი კომპანიის _ შპს „ეი ვი ბის“ მიერ მიწოდებული ფასების საფუძველზე: 

,,ტენდერში, კონკურენციის გარეშე, შპს „ეი ვი ბიმ“ გაიმარჯვა, რომლის შეთავაზებული ფასი 84 500 ლარი იყო და ხელშეკრულებაც ამ ოდენობაზე გაფორმდა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სრული დანახარჯი აღნიშნული საქონლის შესყიდვაზე _ 48 700 ლარია, გარდა მონტაჟის/კონფიგურაციის ღირებულებისა, რაც 14 000 ლარს შეადგენს. მხოლოდ საქონლის ღირებულებაში ფასნამატი კი 44.8% ანუ 21 801 ლარია!'' 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ჩატარებულ სახელმწიფო შესყიდვებში, სახელმწიფო აუდიტორებმა თაღლითობის ფაქტიც გამოავლინეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ორბიტას“ შორის, ელექტრონული ტენდერის საშუალებით, 2018 წლის 21 თებერვალს, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 640 368 ლარი იყო. ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზის _ „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხებოდა. ხელშეკრულების შესაბამისად წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტიის საფუძველზე, მიმწოდებელს, 2018 წლის 2 მარტს, ავანსის სახით, 188 000 ლარი გადაურიცხეს: 

,,ხელშეკრულების თანახმად, შპს „ორბიტას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაეწყო არაუგვიანეს 2018 წლის 1 მაისისა. თუმცა კომპანიამ სამუშაოების შესრულება დაიწყო დაგვიანებით _ 2018 წლის 18 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები დადგენილ ვადებში არ დაწყებულა, გზების დეპარტამენტს არ გამოუყენებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება და არ შეუმოწმებია გაცემული ავანსის ხარჯვის მიზნობრიობა. მხარეებს შორის, 2018 წლის 31 მაისს, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა და ავანსიდან შესრულებული სამუშაოს ღირებულება _ 43 535 ლარი გამოიქვითა. ამავე თარიღით, შეთანხმების პირობების დარღვევის გამო, შპს „ორბიტასთან“ ცალხმრივად შეწყდა ხელშეკრულება და კომპანიას პირგასამტეხლო _ 7 685 ლარი დაეკისრა''. 

სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის შედეგად გაირკვა, რომ გზების დეპარტამენტს, სს „ბაზისბანკიდან“ მოთხოვნილი აქვს გაცემული საბანკო გარანტიის ამოქმედება და შპს „ორბიტაზე“ რიცხული ავანსის _ 144 465 ლარის დაბრუნება. სს „ბაზისბანკის“ საპასუხო წერილის თანახმად, ბანკის მიერ შპს „ორბიტასთვის“ საბანკო გარანტიის გაცემა არ ფიქსირდება და შესაბამისად, ბანკი უარს ამბობს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორები ვარაუდობენ, რომ კონკრეტული პირების ქმედება თაღლითობის ნიშნებს შეიცავს! ვინაიდან ამ ფაქტის არსებობა, ან არარსებობა აუდიტორების კომპეტენციას სცილდება, გამორიცხული არაა, რომ სათანადო რეაგირების მიზნით, აუდიტის ეს დასკვნა პროკურატურაში გადაიგზავნოს!

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 23 Oct 2019 12:23:30 +0400
ESSENCE _ ევროპაში დეკორატიული კოსმეტიკის ნომერი პირველი ბრენდი PSP-ს პარტნიორია http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6382-essence-_-ევროპაში-დეკორატიული-კოსმეტიკის-ნომერი-პირველი-ბრენდი-psp-ს-პარტნიორია.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6382-essence-_-ევროპაში-დეკორატიული-კოსმეტიკის-ნომერი-პირველი-ბრენდი-psp-ს-პარტნიორია.html

ვეგანური ბრენდი, რომელიც საუკეთესო საჩუქარია ყველა ახალგაზრდა ქალბატონისთვის!

PSP საკუთარ მომხმარებლებს კიდევ ერთ, მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს. ამიერიდან, ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანია გერმანული დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდის ESSENCE -„ესენსის“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. შესაბამისად, ქართველ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ მთელ ევროპაში, ნომერ პირველ ბრენდად აღიარებული, მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკის პროდუქცია საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს.

დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი ESSENCE 2001 წელს, გერმანიაში შეიქმნა, მაგრამ ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და უკვე 2007 წელს, ნომერ პირველ ბრენდად იქცა რაოდენობრივად, გაყიდვების მიხედვით. გერმანიის შემდეგ, „ესენსი“ იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც ნომერ პირველ ბრენდად აღიარეს. 

„ესენსის“ ბრენდ-მენეჯერის, გვანცა კიკნაველიძის განმარტებით, მართალია, „ესენსი“ გერმანული ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკაა, მაგრამ გერმანიის გარდა, ამ ბრენდის პროდუქციის 95% ევროპის წამყვან ქვეყნებში მზადდება: 

„დეკორატიული კოსმეტიკის ნომერი პირველი ბრენდი „ესენსი“, ცნობილი გერმანული ჰოლდინგის „კოსნოვას“ წევრია. გერმანიასა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, „კოსნოვა“ ნომერი პირველი კოსმეტიკური ბრენდია გაყიდვების მიხედვით. კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს პარტნიორი კომპანიების ავტორიტეტსა და პოპულარობას, ამიტომ „კოსნოვას“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში, შეისწავლეს ბაზარი და პარტნიორად PSP შეარჩიეს. თავდაპირველად, „ესენსი“ წარმოდგენილი იყო PSP-ს ქსელის 25 ფილიალში, თუმცა სექტემბრიდან ეს ციფრი 80-მდე გაიზარდა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში შემოსვლიდან პირველივე კვირას, „ესენსის“

პროდუქციის უპრეცედენტო გაყიდვები დაფიქსირდა“. 

გვანცა კიკნაველიძის თქმით, ბრენდში წარმოდგენილია მხოლოდ დეკორატიული კოსმეტიკა, რაც რამდენიმე სეგმენტადაა გაყოფილი: თვალი, სახე, ფრჩხილი.ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თითოეულ სეგმენტში, „ესენსის“ რამდენიმე პროდუქციაა წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებელს ძალიან დიდ არჩევანს სთავაზობს, თითოეულს თავისუფლად შეუძლია, მისთვის სასურველი პროდუქტი აირჩიოს. მაგალითად, PSP-ს აფთიაქის სტენდზე, 24 სახის ტუშს იხილავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე პრეტენზიულ ქალბატონსაც კი, ყველა პარამეტრით, სასურველი ტუშის არჩევის საშუალებას აძლევს. 

„როგორც მიხვდით, ბრენდის ძირითადი კონცეფციაა ადამიანი, როგორც მომხმარებელი და ასევე ის პარტნიორები, რომლებსაც „ესენსი“ ირჩევს, რადგან მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას, კომპანია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. მეტიც, „ესენსის“ გული მხოლოდ მომხმარებლებისთვის ძგერს -ესაა ამ ბრენდის სლოგანი, რაც კომპანიის კონცეფციის არსს გამოხატავს“, -აგვიხსნა გვანცა კიკნაველიძემ. 

დეკორატიული კოსმეტიკის მიმართულებით, მსოფლიო ტენდენციებისა და სიახლეების გათვალისწინებით, ბრენდი მუდმივად აახლებს ასორტიმენტს და ყველა ახალგაზრდა ქალბატონისთვის სასურველ და საყვარელ ბრენდად რჩება. „ესენსი“ უკვე შეიყვარა ქართველმა მომხმარებელმა. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ „ესენსი“ ვეგანური ბრენდია, რადგან ევროპაში აღიარებული ნომერი პირველი კოსმეტიკური კომპანია, უარს ამბობს ბრენდის ცხოველებზე ტესტირებაზე. 

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 16 Oct 2019 13:42:00 +0400
რატომ აჭიანურებს პროკურატურა აუდიტის სკანდალური ანგარიშების გამოძიებას http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6381-რატომ-აჭიანურებს-პროკურატურა-აუდიტის-სკანდალური-ანგარიშების-გამოძიებას.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6381-რატომ-აჭიანურებს-პროკურატურა-აუდიტის-სკანდალური-ანგარიშების-გამოძიებას.html

კორუფციული გარიგებები და საბიუჯეტო თანხების ფლანგვა სახელმწიფო უწყებებში _ ყოფილი აუდიტორი შერჩევით სამართლიანობაზე საუბრობს

2018 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მთავარ პროკურატურაში აუდიტის 33 ანგარიში გადააგზავნა. აქედან 10 _ სხვადასხვა სამინისტროში, 23 კი საქართველოს მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ დარღვევებს ეხება. 

გასული წლის განმავლობაში, ,,ვერსიამ'' დეტალურად განიხილა ეს ანგარიშები, სადაც სახელმწიფო აუდიტორებმა სხვადასხვა სახის მძიმე დარღვევები დააფიქსირეს. ცხადია, ფინანსური დარღვევა, რომელიც სისხლის სამართლის ამა თუ იმ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ან მასში კორუფციული რისკები იკვეთება, აუდიტორების კომპეტენციას სცილდება. ასეთ შემთხვევაში, ანგარიში პროკურატურაში იგზავნება, ეს უკანასკნელი კი ვალდებულია, აუდიტის დასკვნაში ასახულ ფაქტებზე სამართლებრივი მოკვლევა დაიწყოს. 

33 ანგარიშს, რომელიც აუდიტის სამსახურმა პროკურატურას გადაუგზავნა, ამ ეტაპზე, რეაგირება არ მოჰყოლია. ვინაიდან აუდიტის ეს დასკვნები ,,ვერსიაში'' რეგულარულად ქვეყნდებოდა, რომლებშიც თითქმის იდენტური დარღვევები ფიქსირდება, ჩვენ ისინი განვაზოგადეთ და ყოფილი მთავარი აუდიტორის, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ლევან ბეჟაშვილის დახმარებით, შევეცადეთ, გაგვერკვია, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე? 

დიახ, საბიუჯეტო უწყებების აუდიტორული შემოწმება აუცილებელია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი ის პრევენციული ზომებია, რომლითაც ესა თუ ის დარღვევა უნდა აღიკვეთოს, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს.

საბიუჯეტო ორგანიზაციების, მათ შორის, სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების აუდიტორულ შემოწმებებში თითქმის ერთი და იგივე შინაარსის დარღვევები ვლინდება, რაც ძირითადად, სახელმწიფო შესყიდვებს უკავშირდება. 

სქემა ასეთია: სამინისტრო, ან მუნიციპალიტეტი აცხადებს ტენდერს, რომელშიც ესა თუ ის კომპანია იმარჯვებს. ხშირ შემთხვევაში, ტენდერი უკონკურენტო, არასამართლიან პირობებში ტარდება, ხოლო მასში გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვერ, ან არ ასრულებს. 

,,ვერსიის'' კითხვაზე, რა სურათი იკვეთება ამ დარღვევების გაანალიზებით, ლევან ბეჟაშვილმა გვიპასუხა: 

,,პირველ რიგში, ეს ტენდენცია აჩვენებს იმას, რომ სისტემური პრობლემა გვაქვს, რაც პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. ვინაიდან წლების განმავლობაში, დარღვევის სახეები მეორდება ანუ საბიუჯეტო ორგანიზაციებში იდენტური დარღვევები ვლინდება, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებელ პირებს არ აქვთ პოლიტიკური ნება და არ მიმართავენ ღონისძიებებს, რათა ამ ტიპის დარღვევები აღმოფხვრან. გარდა ამისა, როდესაც აუდიტორული დასკვნა იწერება და მეორე, ან მესამე წელს, აუდიტორი ისევ იმ უწყებაში შედის შემოწმებაზე, ისინი წინა აუდიტორული დასკვნის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულებასაც უნდა აანალიზებდნენ, ამიტომ ახალ დასკვნებში აუცილებლად უნდა ასახონ შესაბამისი თანამდებობის პირების ახსნა-განმარტებები, თუ რა ღონისძიებები გაატარეს წინარე აუდიტორულ დასკვნებში გამოთქმული რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, მაგრამ რეალურად, სულ სხვა ვითარება გვაქვს. 

აუდიტორული დასკვნა უკვე ოფიციალური, საჯარო დოკუმენტია ამა თუ იმ დარღვევასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამინისტროების შიდა აუდიტორული სამსახურებიც უნდა აანალიზებდნენ, რა ხასიათისა და რა ტიპის დარღვევებთან გვაქვს საქმეE საკანონმდებლო ხარვეზია, თუ არა, ან იკვეთება ამა თუ იმ პირის ბრალეულობა, თუ არა? მხოლოდ ამგვარი გაანალიზების შემდეგ, ადმინისტრაციულად, ან დისციპლინარულად უნდა სჯიდნენ პირებს, თუკი მათი ბრალეულობა დადასტურდება. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, აუდიტის დასკვნა პროკურატურაში უნდა გადაიგზავნოს, იგზავნება კიდეც, მაგრამ ამის შემდეგ, საზოგადოებამ არ იცის, რა რეაგირება მოჰყვა სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან დასკვნაში ასახულ დარღვევებს. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ აუდიტორული შემოწმება ტარდება, შემდეგ იწერება დასკვნა, იგზავნება პროკურატურაში, იწერება სტატიები, კეთდება სიუჟეტები, მაგრამ რეალურად, სამართალდამცავი ორგანოები არასათანადოდ რეაგირებენ. ფაქტია, რომ იმ დარღვევებში, რაც ჩამოთვალეთ, სისტემური კორუფციული დანაშაულებები და კორუფციის რისკებიც იკვეთება, მაგრამ ამაზე მხოლოდ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ და არა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები''. 

სახელმწიფო აუდიტის იმ 33 დასკვნაში, რომელიც პროკურატურაშია გადაგზავნილი, ძირითადად, ასეთი დარღვევები გამოვლინდა: მაგალითად, კონკრეტულ მუნიციპალიტეტში გზის საფარი იყო აყრილი, გამოცხადდა ტენდერი, გაიმარჯვა კომპანიამ და დაიწყო გზის კონკრეტული მონაკვეთის სარემონტო სამუშაოები, მაგრამ სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სამუშაოები არასათანადოდ, ხარვეზებით წარიმართა, თუმცა კომპანია არავის დაუჯარიმებია. ვინაიდან სამუშაოების დათვალიერების შედეგად, ხარვეზები აუდიტორებმა გამოავლინეს, ცხადია, სათანადო რეკომენდაცია გასცეს და კომპანია მხოლოდ ამის შემდეგ დააჯარიმეს, მაგრამ იმ მუნიციპალიტეტში თავისით ვერავინ მოიფიქრა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია დროულად დაეჯარიმებინა და საბიუჯეტო სახსრები დაეზოგა. 

ლევან ბეჟაშვილი: ,,ამიტომაც ვამბობ, რომ კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ რიგში, კანონის უზენაესობა გულისხმობს იმას, რომ დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის პრინციპი იყოს დაცული. თუ კანონი ირღვევა, ამას სახელმწიფო აპარატისა და საჯარო სამსახურის მიერ ადეკვატური და სწრაფი რეაგირება სჭირდება. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ დღეს, პრაქტიკულად, არ ვიცით, როგორ რეაგირებენ სამართალდამცავი ორგანოები იმ დარღვევებზე, რაც აუდიტის დასკვნებშია ასახული! სამაგიეროდ, მხოლოდ პოლიტიკურად აქტუალურ თემებთან დაკავშირებით ვხედავთ პროკურატურის რეაგირებას, მხედველობაში მაქვს საჯარო სამსახურების თანამდებობის პირების დანაშაულებზე მათი რეაგირება. მაგალითად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ეკონომიკის ექს-მინისტრის მიმართ დაწყებული გამოძიება გავიხსენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში საზოგადოებრივი ინტერესი დიდია, თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ იყო თუ არა მათ მიმართ გაჟღერებული ბრალდებები დასაბუთებული, დღემდე არ ვიცით! აქედან გამომდინარე, იმ პრობლემის მთავარი არსი, რომელზეც საუბრობთ, პოლიტიკური ნების არარსებობაა, რათა ამა თუ იმ დარღვევას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სისტემური ხასიათის პრობლემებიც, რაც სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით, აუდიტორების მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე რეაგირების მექანიზმების არარსებობას, ხოლო მექანიზმების არარსებობა _ პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სამინისტროებში არსებული შიდა აუდიტის სამსახურები და სამართალდამცავები უნდა იკვლევდნენ ამ დარღვევებს და პასუხობდნენ კითხვას _ აუდიტის ამა თუ იმ ანგარიშში ასახული დარღვევა საკანონმდებლო ხარვეზით იყო გამოწვეული, თუ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაულით''. 

,,ვერსიის'' კითხვაზე, ამ პრობლემების ძაღლის თავი ,,შესყიდვების შესახებ კანონში'' ხომ არ იმალება ანუ დარღვევების გაანალიზებით, საკანონმდებლო ხარვეზთან ხომ არ გვაქვს საქმე, ლევან ბეჟაშვილმა გვიპასუხა: 

,,მაშინ, როდესაც არცერთი ამ მიმართულებით, რაზე უკვე გესაუბრეთ, კონკრეტული პასუხი არ გვაქვს, მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზზე საუბარი არარელევანტურია. კონკრეტული დარღვევების შესახებ სამართალდამცავი ორგანოების შეფასებები უნდა გვქონდეს და ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ეს დარღვევები თანამდებობის პირების დანაშაულს მოჰყვა, თუ საკანონმდებლო ხარვეზს''. 

მართალია, სახელმწიფო აუდიტის წლიურ ანგარიშს და ზოგადად, აუდიტორულ შემოწმებას არ უკავშირდება, მაგრამ ირიბად, ეს კონკრეტული ამბავიც იმ მახინჯი ტენდენციის გაგრძელებაა, რაც აუდიტორული შემოწმებების შედეგად, ამა თუ იმ სამინისტროსა და მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. მოკლედ, 2019-2020 სასწავლო წელი საქართველოს 19 საჯარო სკოლაში, აქედან 10 _ თბილისში, ხოლო 9 _ სხვადასხვა რეგიონში დაგვიანებით, 13 სექტემბრის ნაცვლად, ზოგან _ 23, ზოგან _ 30 სექტემბერს დაიწყო. დაგვიანების მიზეზი სარემონტო სამუშაოები იყო, უფრო ზუსტად, ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში დაწყებული რემონტი სკოლებში, რაც ცხადია, დროულად ვერ დასრულდებოდა. ,,ვერსიამ'' ცხრავე მუნიციპალიტეტში დარეკა, თბილისის 10 სკოლის შესახებ ინფორმაცია კი განათლების სამინისტროდან მოიპოვა და გაარკვია, რომ სამუშაოების დაგვიანების გამო, მხოლოდ ორი სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა! დანარჩენ 17 შემთხვევაში, კომპანიები არ დაუჯარიმებიათ, რადგან ტენდერი გვიან გამოცხადდა, ხელშეკრულება გვიან გაფორმდა, რის გამოც რემონტი გვიან დაიწყო, რაც ცხადია, ასევე გვიან დასრულდა! 

ლევან ბეჟაშვილი: 

,,ესეც ერთგვარი ტენდენციის მაჩვენებელია. დავიწყოთ იმით, რომ განათლების სამინისტროს სათანადო რეაგირება არ ჩანს, თუნდაც ჯარიმების დაკისრების კუთხით, რაც კორუფციის რისკს აჩენს ანუ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ჰქონდა თუ არა ამ სამუშაოების მაკონტროლებელს რაიმე ინტერესი, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანია არ დააჯარიმა. ეს ფაქტიც შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიკვლიონ და საზოგადოებას აუხსნან, რატომ ვერ დასრულდა დათქმულ ვადაში სარემონტო სამუშაოები ამ სკოლებში. თუ დაგვიანების ობიექტური მიზეზები არსებობდა, ესეც აუცილებლად უნდა დაასაბუთონ. საზოგადოებამ სათანადო დასკვნების შემდეგ, ზუსტად უნდა იცოდეს, რატომ დააჯარიმეს კომპანიები მხოლოდ ორ შემთხვევაში და დანარჩენ 17 შემთხვევაში _ არა. ვინაიდან ასეთი დასკვნები არ არსებობს, ჩნდება ეჭვი, რომ აქ კორუფციული რისკი არსებობს''. 

იმის გამო, რომ ლევან ბეჟაშვილი კონტროლის პალატას (ახლა უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახური) 2008-2012 წლებში ხელმძღვანელობდა, ,,ვერსია'' დაინტერესდა, კონკრეტულად რა რეაგირება უნდა მოჰყვეს პროკურატურაში გადაგზავნილ აუდიტის ანგარიშს და ვინ უნდა გააკონტროლოს პროკურატურა, რომ ანგარიშში ასახული დარღვევების მოკვლევა დაიწყოს: 

,,როდესაც აუდიტის სამსახური დაწერს დასკვნას, სადაც დანაშაულის ნიშნები აღმოჩნდება, ეს ანგარიში ავტომატურად იგზავნება პროკურატურაში. პროკურატურა ვალდებულია, უპასუხოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რა რეაგირება მოახდინა ანგარიშში ასახულ ფაქტებზე. აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშში მხოლოდ ის კი არ უნდა აისახოს, რამდენი დასკვნა გადაიგზავნა პროკურატურაში, არამედ ისიც, კონკრეტულად რა რეაგირება მოჰყვა უწყების მიერ გადაგზავნილ ანგარიშებს სამართალდამცავი სტრუქტურებისგან! ეს ვალდებულება, ვგულისხმობ ინფორმაციის გაცვლას აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას შორის, ორმხრივია. სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, აუდიტის სამსახურს აცნობონ, რეალურად რა ტიპის დარღვევა გამოვლინდა ამა თუ იმ შემოწმების დროს, ხოლო აუდიტის სამსახურმა სამართალდამცავი სტრუქტურების ეს შეფასებები აუდიტის დასკვნებში უნდა ასახოს!''

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 16 Oct 2019 13:41:55 +0400