პოლიტიკა - ვერსია - ვერსია http://www.versia.ge Mon, 18 Nov 2019 00:28:13 +0400 Joomla! - Open Source Content Management en-gb „ძალიან იმედგაცრუებული ვარ“ - ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადება http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6438-„ძალიან-იმედგაცრუებული-ვარ“-ბიძინა-ივანიშვილის-საგანგებო-განცხადება.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6438-„ძალიან-იმედგაცრუებული-ვარ“-ბიძინა-ივანიშვილის-საგანგებო-განცხადება.html

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებას.

„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება.

იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, პროპორციული წესით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები – სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივა, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ერთი ნაწილის, ძირითადად მაჟორიტარების, წინააღმდეგობის გამო ჩააგდო.

საზოგადოებაში ისმის კითხვა: როგორ განვითარდა ასე უეცრად ე.წ. „მაჟორიტარული ამბოხი“ მმართველ გუნდში, როცა რამდენიმეთვიანი საკონსტიტუციო პროცესი წარმატებით დასრულდა და საქმე კენჭისყრაზე მიდგა? ამ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხის გასაცემად და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, თავს ვალდებულად ვთვლი, რამდენიმე უდავო ფაქტი შევახსენო საზოგადოებას.

კერძოდ:

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა, საკუთარი ინიციატივით, ჯერ კიდევ 2017 წელს, იმ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში მიიღო, რომელიც ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო სექტორის ნაწილისა და პარტიული მედიის მხრიდან ორგანიზებული, კამპანიური ხასიათის, აგრესიული ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც, შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში, მხოლოდ მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ხმების ხარჯზე განხორციელდა. ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინ ბოიკოტი გამოუცხადა პროცესს, რომლის შედეგადაც ჩვენ ერთ ლიდერზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე ორიენტირებული კონსტიტუციის ნაცვლად, ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია მივიღეთ, რომელიც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად პოზიტიურად შეაფასა.

არავისთვის დასამალი არ არის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის იდეა მაჟორიტარ დეპუტატებში არასდროს სარგებლობდა დიდი პოპულარობით და მათი დიდი ნაწილი არც მაშინ შეხვდა ამ რეფორმას სათანადო ენთუზიაზმით, რის გამოც, ჩვენს სურვილზე, უკვე 2020 წლიდან გაგვეუქმებინა შერეული საარჩევნო სისტემა, შიდაპარტიული კონსენსუსი ვერ შედგა. შესაბამისად, მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადასვლის თაობაზე.

წარმოიდგინეთ, იმ დროს რომ საპარლამენტო ოპოზიციას მინიმალური პოლიტიკური სიმწიფე და სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოევლინა, ყველაფრის ხარჯზე ხელისუფლების დაზიანების ვიწროპარტიული დღის წესრიგით არ ეხელმძღვანელა და საკონსტიტუციო რეფორმისათვის მხარდაჭერის მზაობა ჰქონოდა, დღევანდელი დისკუსიას და ვნებათაღელვას საერთოდ არ ექნებოდა ადგილი – ჩვენს მაჟორიტარებსაც დავარწმუნებდით საარჩევნო რეფორმის გადავადების იდეის უპერსპექტივობაში და კონსტიტუციაშიც ცალსახად ავსახავდით 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას.

ეს მნიშვნელოვანი გარემოება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, თუ ობიექტური სურათის დანახვა გვსურს და საერთო კონტექსტის გაუთვალისწინებლად, ფრაგმენტულად არ ვაფასებთ მოვლენებს, მითუმეტეს, ემოციურ ფონზე.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში განვითარებულ მოვლენებს, საზოგადოების ნაწილის სამართლიან პროტესტს მმართველი გუნდის სრულიად ადეკვატური რეაქცია მოჰყვა – პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა, „ქართულმა ოცნებამ“ კი საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინიციატივით მიმართა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტებით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა.

არ დავმალავ, ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც, მთლიანობაში, მაჟორიტართა ნაწილის ყოყმანის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ იდეას და მაჟორიტარებიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, დაექვემდებარნენ პარტიულ დისციპლინას.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს შექმნა პრეცედენტი და სწორედ შერეული სისტემის პირობებში დაამარცხა ის პოლიტიკური რეჟიმი, რომლის მმართველობის პერიოდში წაშლილი იყო ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, ორგანიზაციულად სუსტი და მცირერიცხოვან პარტიებს მაინც მიაჩნდათ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ექნებოდათ წარმატების მეტის შანსი. სწორედ ამიტომ გამოვედით ჩვენ ამ ინიაციატივით. ნულოვანი ბარიერის შეთავაზებით კი, ჩვენ ვეცადეთ კიდევ უფრო გაზრდილიყო მცირე პარტიების შესაძლებლობები.

მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებამ შესაბამისად შეაფასა კიდეც ჩვენი კეთილი ნება, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უარი გვეთქვა მნიშვნელოვან სასტარტო უპირატესობაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდს და მის მაჟორიტარ კანდიდატებს უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიის კანდიდატებთან შედარებით აქვთ.

უმთავრესი, რაც ჩვენს შეთავაზებას უნდა მოჰყოლოდა, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლებისა და ოპოზიციური სპექტრის, ხელისუფლებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ურთიერთობა პოლიტიკური კულტურის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასულიყო, ხოლო საკუთრივ პოლიტიკური პროცესს, დემოკრატიული განვითარების ახალი ეტაპის დამკვიდრებისთვის შეეწყო ხელი.

ვიმედოვნებდით, რომ ჩვენი თამამი პოლიტიკურ აქტი, პროცესში ჩართული სხვა აქტორებისგანაც პოზიტიურად იქნებოდა აღქმული და პასუხად მათ კონსტრუქციულ რეაქციას მივიღებდით. სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან თუ ქმედებებიდან, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა – თვისობრივად ახალ საფეხურზე აგვეყვანა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა და აღქმული იქნა, როგორც ხელისუფლებისთვის პროპორციული არჩევნების გამოტაცება.

გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, ცინიზმი, ქილიკი და პირადი შეურაცხყოფა – აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა. საქმე იქამდე მივიდა, რომ რეგიონებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით პირდაპირ დარბაზებში უვარდებოდნენ ჩვენს დეპუტატებს ამ ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ.

ამ მოვლენების გამო უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც, უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო.

მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მყიფე კონსენსუსი, რაც ზაფხულში ჩვენს გუნდში შედგა, დარღვეულიყო. როდესაც სესიაზე ინიციატივის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა და საკითხი კენჭისყრაზე დგებოდა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფები მიაყენეს. როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება.

ჩვენს ქვეყანაში სკეპტიკოსებს რა დალევს, მაგრამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა და ისიც ფაქტია, რომ ჩვენს გუნდში არა ფასადური, არამედ რეალური დემოკრატიაა, რაც ადამიანისთვის საკუთარი პრინციპული პოზიციის ძალით შეცვლის მცდელობას გამორიცხავს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ როგორც საბჭოური, ისე ნაციონალური მოძრაობის მონოლითური, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მართვის სტილი, როცა ერთპიროვნული ლიდერის წინააღმდეგ ვერავინ მიდიოდა. ჩვენს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია, ბუნებრივი პროცესია და ამის არაერთი მაგალითი უნახავს ჩვენს საზოგადოებას.

დაბოლოს – უნაკლო საარჩევნო სისტემები არ არსებობს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცივილიზებულ სამყაროში არ წყდება დისკუსიები ამა თუ იმ სისტემის ავკარგიანობაზე. პანაცეა არა საარჩევნო სისტემა, არამედ დემოკრატიაა, ანუ ინსტიტუციონალურად გამართული პოლიტიკური სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთავარი – ხელისუფლების წყარო ხალხია და მისი ნება დაუბრკოლებლად უნდა აისახოს არჩევნების შედეგებში.

მე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ რა, რომ ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა, – ჩემს გუნდთან და ხელისუფლებასთან ერთად ვიქნები გარანტი, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი გახდება შეუქცევადი. 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამის წინაპირობა და თვალსაჩინო მაგალითი იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Thu, 14 Nov 2019 16:07:21 +0400
ეკლესიისა და სახელმწიფოს ფარული ფლირტი http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6434-ეკლესიისა-და-სახელმწიფოს-ფარული-ფლირტი.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6434-ეკლესიისა-და-სახელმწიფოს-ფარული-ფლირტი.html

უნდა ერეოდნენ თუ არა საპატრიარქო და საერო ხელისუფლება ერთმანეთის საქმიანობაში

მართალია, საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, მაგრამ ბოლო დროს მოვლენები ისე ვითარდება, რომ ეშმაკიც ვერ გაარკვევს, ამ ქვეყანას საპატრიარქო მართავს თუ საერო ხელისუფლება. ისე, თუ კარგად დავაკვირდებით, ადვილად მივხვდებით, რომ ეკლესიასა და მთარობას, დიდი ხანია, ერთმანეთზე ჯვარი აქვთ დაწერილი, ახლა კი მათ გაყრას ვადევნებთ თვალ-ყურს. შესაბამისად, ყველაფერი ის, რისი მოწმენიც ვართ, მტკივნეული შესაძლოა, სწორედ ამიტომ არის. ზოგადად, ნებისმიერ გაყრას უსიამოვნებები ახლავს ხოლმე. აქედან გამომდინარე, ეკლესიისა და ხელისუფლების განქორწინებაც სკანდალურად მიმდინარეობს. როგორი იქნება ამ სკანდალის ბოლო ანუ გამოჩნდება თუ არა გვირაბის ბოლოს სინათლე? _ ამას დრო გვიჩვენებს. ჰოდა, როგორც იტყვიან, მივცეთ დროს დრო, ესე იგი, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და პროგნოზებისგანაც თავი შევიკავოთ, თუმცა ვითარებაში უკეთ გარკვევის, უფრო სწორად, იმ მიზნით, რომ მომავალში მსგავს ბეწვის ხიდზე გავლა ისევ არ მოგვიწიოს, ურიგო არ იქნება, თვალი ეკლესიისა და პოლიტიკის მრავალწლიან და, შეიძლება ითქვას, მრავალსაუკუნოვან ისტორიას გადავავლოთ.

 

დავიწყოთ იმით, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ადამიანები, რომლებისთვისაც ლენინიზმი, პრაქტიკულად, რელიგია იყო, უიმედოდ დარჩნენ. უიმედობა ყველაზე ცუდი მდგომარეობაა. ამიტომაც, ხალხი ეკლესიას მასიურად მიაწყდა და ისინიც კი, ვინც არცთუ შორეულ წარსულში ტიპური ათეისტები იყვნენ, ჭეშმარიტ მართლმადიდებლებად მოგვევლინნენ, თუმცა ეკლესიაში სიარული ყოველთვის მორწმუნეობას არ ნიშნავს, რასაც საქართველოს უახლესი ისტორიის ქრონიკებიც მოწმობს ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა თავს უფლის მსახურად მიიჩნევს, საქართველოში მკვლელობა, ძარცვა და ქურდობა მაინც ჩვეულებრივი მოვლენაა. უფრო მეტიც, სტატისტიკა იმასაც მოწმობს, რომ სუიციდის ფაქტები თანდათან იზრდება. თვითმკვლელობა, რელიგიურად თუ ვიმსჯელებთ, ცოდვაა. ჰოდა, ჩნდება ლოგიკური კითხვა _ თუ მთელი ერი „რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკეა“, ადამიანები თავს რატომ იკლავენ? 

ამ თემაზე უფრო კომპეტენტურად, ალბათ, ფსიქოლოგები და რელიგიის საკითხების მკვლევარები იმსჯელებენ. ამიტომ, ამ კუთხით მსჯელობას არ გავაგრძელებთ და იმ საკითხზე გადავალთ, რაც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ. 

მოკლედ, ეკლესიისა და პოლიტიკის ურთიერთობის დინამიკა ძალიან საინტერესოა, თუმცა თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ: 

გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყიში, მთელი საქართველო და იმდროინდელი საბჭოთა კავშირი ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების შესახებ ლაპარაკობდა. რატომ გადაწყვიტეს იმდროისთვის გავლენიანი ოჯახების შვილებმა წითელი საქართველოს დატოვება? _ ეს სხვა საუბრის თემაა. ამ კონტექსტში, ჩვენ მხოლოდ იმას შევეხებით, რომ „თვითმფრინავის საქმის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სასულიერო პირი, თეიმურაზ ჩიხლაძე იყო. ისინი, რომლებიც ამ მოვლენებს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ ჩიხლაძეს თვითმფრინავის გატაცებასთან კავშირი არ ჰქონია, მაგრამ ამის მიუხედავად, ისიც, სხვა ბიჭების მსგავსად, სამაგალითოდ დასაჯეს _ დახრიტეს. 

რატომ? _ ეკლესიის საკითხების მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს შეეძლო, ჩიხლაძის დასაცავად „სიტყვა დაესველებინა“, მაგრამ ეკლესიის ადმინისტრაცია ასე არ მოიქცა და, როგორც ამბობენ, ამით კომუნისტურ რეჟიმს კოჭი გაუგორა. 

ზოგადად, ის მოსაზრებაც არსებობს, რომ აწ განსვენებულ შევარდნაძეს, რომელიც ჯერ საქართველოს ცეკა-ს პირველი მდივანი იყო, შემდეგ კი სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, ეკლესიასთან ყოველთვის თბილი ურთიერთობა ჰქონდა. 

ეს შესაძლოა, ვინმეს გადამეტებულ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ 1991-92 წლების თბილისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული შევარდნაძე, ილია მეორემ გიორგიდ მონათლა ანუ ჩვენ, ყველანი მოწმენი გავხდით, რომ ათეისტი შევარდნაძე, ჭეშმარიტ მართლმადიდებლად გარდაიქმნა. ეს კი არადა, ისიც ვიცით, რომ ილია მეორე ფოტო და ვიდეოკამერების წინ, იგივე ჯაბა იოსელიანთანაც პოზიორობდა. 

შევარდნაძის „სახლში წასვლის“ შემდეგ, საპატრიარქომ კოჰაბიტაცია „ვარდების ხელისუფლებასთანაც“ გააგრძელა ანუ სასულიერო პირები, მათ შორის, პატრიარქიც მიხეილ სააკაშვილსა და სხვა ნაციონალებს ზუსტად ისეთივე მონდომებით უმაგრებდნენ ზურგს, როგორც თავის დროზე _ შევარდნაძესა და მოქკავშირს. 

სხვათა შორის, ექსბოლშევიკი შევარდნაძის „მეორედ მოსვლის“ შემდეგ, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა კანონის ფარგლებში მოექცა ანუ მხედველობაში გვაქვს კონკორდატი, ესე იგი, ხელშეკრულება, რომელიც სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის გაფორმდა და ამ კონკორდატით ეკლესიას ბევრი რამის უფლება მიეცა. ასე, მაგალითად, კონკორდატის თანახმად, თუ საპატრიარქო შპს-ს დააფუძნებს, ეს კომპანია გადასახადებისგან გათავისუფლდება. ამას გარდა, ერთგვარი სიტყვიერი შეთანხმებით, სახელმწიფო აუდიტი საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ იურიდიულ კომპანიებს არ ამოწმებს. იურისტთა ნაწილი ამბობს, რომ ეს ერთგვარი დისკრიმინაციაა. 

ახლა, შეიძლება, ვინმე გამოვიდეს და თქვას, ეკლესია სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერი არასოდეს ყოფილა, მიშას გუნდრუკს ცალკეული სასულიერო პირები უკმევდნენო, მაგრამ გავიხსენოთ გლდანის ეკლესიის „ბულდოზერით“ დანგრევის შემთხვევა _ გასაგებია, რომ ეს ტაძარი განკვეთილმა ბასილ მკალავიშვილმა ააგო, მაგრამ ნებისმიერი ეკლესია, რომელიმე კერძო პირის, ესე იგი, რიგითი მოკვდავის კი არა, უფლის სახლია. ჰოდა, როცა უფლის სახლს ანგრევენ, საპატრიარქომ, განა, განგაშის ზარებს არ უნდა შემოჰკრას? 

ისე, ამავე კონტექსტში ისიც საინტერესოა, რატომ დაურიგა სააკაშვილმა სინოდის წევრებს ჯიპები, ან მათ რატომ არ თქვეს ასეთ ძვირფას საჩუქარზე უარი? 

ერთი სიტყვით, ნაციონალურ მმართველობას წყალი შეუდგა და ეკლესიამაც ფერი იცვალა _ მიხვდა, რომ ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალა მოდიოდა და ეკლესიის ზოგიერთმა წარმომადგენელი, პირდაპირ „ოცნების“ აგიტატორად იქცა. ალბათ, გახსოვთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები წინ, ერთ-ერთმა მღვდელმა ეკლესიის გალავანზე „ოცნების“ დროშა რომ გადმოჰკიდა. 

ჰოდა, იმ წუთიდან მოყოლებული, „ოცნება“ და ეკლესია, თითქოს შეხმატკბილებულად ცხოვრობდა, მაგრამ ეს იდილია „ციანიდის სკანდალმა“ დაარღვია. მეუფე იაკობის განცხადებამ კი, პრემიერის კაბინეტში უწმინდესის გადაყენების გეგმა მუშავდებოდაო, საბოლოოდ დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ ეკლესია და საერო ხელისუფლება „ერთ სულ და ერთ ხორც“ არიან. 

არადა, „ციანიდის სკანდალამდე“ ისეთი პირი უჩანდა, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოს სტატუსზე, თითქოს უარს ამბობდა. ყოველ შემთხვევაში, ალბათ, ყველას გვახსოვს ცალკეული პოლიტიკოსების ინიციატივა, რომლის თანახმადაც, უწმინდესს პატიმართა შეწყალების უფლება უნდა მინიჭებოდა. სხვათა შორის, ამ თემაზე „ვერსიამ“ ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე საინტერესო სტატიას მიაგნო, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ: 

„2015 წლის 5 დეკემბერს, მთავრობისადმი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის მოწოდებამ, მიენიჭებინათ მისთვის შეწყალების უფლება, ესე იგი, უფლება გამონაკლისის დაშვებაზე, რომელიც დღემდე, მხოლოდ საერო მმართველების უფლებამოსილებაში შედიოდა, ფართო ვნებათაღელვა გამოიწვია. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს მოწოდება სულაც არ იყო მოწოდება და მხოლოდ სპონტანურად გაჩენილი კეთილი სურვილი იყო იმ პატიმრების მიმართ, რომლებმაც თეატრალური დადგმა სამთავრობო და საეკლესიო პირების წინაშე შეასრულეს. 

 

მთელ ამ ისტორიაში, საინტერესო იყო არა ეკლესიის ნამდვილი განზრახვა, არამედ რეაქციები, თუმცა კიდევ უფრო საინტერესო იყო ამ მოწოდების უკან წაღების ინტერპრეტაცია. ჰქონდა თუ არა პატრიარქს სურვილი, დაუფლებოდა მნიშვნელოვან სიმბოლურ პოლიტიკურ ბერკეტს? იყო თუ არა ეს სურვილი მთლიანად მართლმადიდებლური ეკლესიის სურვილი თუ ეს მხოლოდ პატრიარქის სპონტანურად გამოხატული კეთილი ნება იყო? რამდენად თავსებადია ეს სურვილი ეკლესიის ზოგად სტრატეგიასთან, რომლითაც ის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობს? 

ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს წამოცდენა საერო ძალაუფლების წარმომადგენელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მოთხოვნად წაიკითხა და მზად იყო, ამ საკითხზე საკანონმდებლო დონეზე მსჯელობისთვისაც კი. შემდეგ მოხდა ის, რომ ეკლესიამ თავადვე განმარტა ეს სიტყვები და ამით დაასრულა მცირე ქარიშხალი, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოვლენების ასეთმა განვითარებამ ერთგვარ ბურუსში დატოვა. ნუთუ, საზოგადოების ნაწილის მკაცრმა რეაქციამ აიძულა ეკლესია, უკან წაეღო მოთხოვნა, თუ ამჯერადაც პოლიტიკურმა ელიტებმა მოახდინეს თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ ეკლესიის მოთოკვა?

 

პატრიარქის პირველი განცხადება, ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ ასე შეაფასა: „... როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ერთადერთი სეკულარული დაწესებულებაც, თავად ეკლესიაა. მან თავად ღმერთის სეკულარიზაციაც მოახერხა და ის პიროვნების კულტით ჩაანაცვლა''. 

იურისტმა თამთა მიქელაძემ კი პატრიარქის ეს სურვილი ეკლესიისთვის კონტრპროდუქტიულად მიიჩნია: „პოლიტიკურ სივრცეში ეკლესიის შემოჭრით, შეიძლება, მან განამტკიცოს და გააფორმოს მისი პოლიტიკური ძალაუფლება, მაგრამ ამ პროცესში, ის სულ უფრო მეტად დაკარგავს რელიგიურ ძალაუფლებას და კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. სწორედ სეკულარიზმის კონცეფცია აძლევს ეკლესიებს „სუფთა“ ოპერირების და ამით ლეგიტიმურობის შენარჩუნების შესაძლებლობას''. 

... ეკლესიის ტენდენცია, თავის თავში უფრო და უფრო მეტი ძალაუფლება მოიცვას, პარადოქსულად სეკულარული ტენდენციაა, რომელიც თავისივე თავს აუქმებს და სწორედ ამ აზრით, ეკლესიაა „ერთადერთი“ სეკულარული ძალაუფლება, რომელიც ვერ აცნობიერებს საკუთარი სიკვდილისაკენ ლტოლვას, მის დესაკრალიზებას, „სულიერებისგან“ დაცლას. სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკურ ძალაუფლებად და ეკლესიის, როგორც სულიერ ძალაუფლებად წარმოჩენა და ამ „სუფთა“ სიმეტრიის შენარჩუნება, თავად ეკლესიის სასიცოცხლო ინტერესებშია. ეკლესიას იმდენად აქვს ძალაუფლება, რამდენადაც საკუთარ თავს აპოლიტიკურად წარმოაჩენს. წარმოიდგინეთ, რა დაემართება ამ ინსტიტუციას, რომელიც დღეს მარადისობის ადგილიდან საუბრობს, თუ ის პოლიტიკური ცხოვრების წარმავალი დროის ნაწილი გახდება. 

ეკლესიის პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი მისი პოლიტიკური უხილაობაა. ჰეგემონური წესრიგისადმი, ან ჰეგემონიისაკენ მიმავალი ძალებისადმი მუდმივი ლოიალურობა ეკლესიის უხილაობის გარანტია. ჰეგემონიაზე მიტმასნება მას აქცევს იმის ნაწილად, რაც საყოველთაოდ მიღებულია და შესაბამისად, იშვიათად აჩენს ისეთ წინააღმდეგობებს, რაც მის პოლიტიკურობას თვალში საცემს გახდის. გაიხსენეთ ეკლესიის მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 

ერთადერთი ძალა, რომელსაც საქართველოში არ უნდა თეოკრატიული მმართველობის დამყარება, ეს მართლმადიდებლური ეკლესიაა. ხელში აიღო სახელმწიფო ძალაუფლება ნიშნავს, აიღო პასუხისმგებლობა ადამიანების აწმყოსა და მომავალზე, რომელთა განწყობების სიმყიფეს მთელი პოლიტიკური ისტორია გვაჩვენებს. ეკლესია თავს გრძნობს, როგორც თევზი წყალში მანამ, სანამ მას ჩრდილოვანი ძალაუფლება აქვს, ვიდრე არავის შეეძლება მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ისაუბროს მანამ, სანამ ეკლესია ყველაფერს დაუჭერს მხარს, რაც დროის ცალკეულ მონაკვეთში საყოველთაოდ მიღებული და ,,სწორია''. ეკლესია ყოველთვის ძლიერ ძალაუფლებრივ აქტორებს შორის არსებობს და იგი იშვიათად მონიშნავს ადგილს, რომლითაც ის ანგარიშვალდებული გახდება მუდმივად ცვლადი განწყობების მქონე ,,ხალხის'' მიმართ, რომელიც გარდაუვალად მოარყევს იმ ,,საკრალურ'' ძალაუფლებას, რომელიც უარს ამბობს აღიაროს მისი პოლიტიკურობა. 

აქედან გამომდინარე, საქართველოში სეკულარული ძალების (მემარცხენეების, ლიბერალების) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ეკლესიის ძალაუფლების გაპოლიტიკურებაა. მისი წარმოჩენა პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც ინსტიტუციურ დონეზე აცნობიერებს თავის გრძელვადიან ინტერესებს და ქმნის მოქნილ და წარმავალ პოლიტიკურ კოალიციებს ძალებთან, რომლებიც ამა თუ იმ პერიოდში, ქმნიან ძალაუფლებრივ თანავარსკვლავედებს ეკონომიკურ-კულტურულ და გეოპოლიტიკურ აქტორებთან''. 

ზოგადად, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე ბევრჯერ დაწერილა და, ალბათ, კიდევ დაიწერება, თუმცა ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს „რადიო თავისუფლების“ სტატია, რომელიც 2010 წლით თარიღდება. შეგახსენებთ: 2010 წლის ივლისის მიწურულს, უკრაინას რუსეთის პატრიარქი ესტუმრა. ზემოხსენებულ სტატიაში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, სწორედ ამ კონტექსტშია განხილული. 

„ეს ვიზიტი იმით არის საინტერესო, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, დიდი ხანია, მსოფლიო მართლმადიდებლური და განსაკუთრებით, რუსული ეკლესიის თავის ტკივილადაა ქცეული. იქაური მართლმადიდებელი მრევლი ორ ნაწილადაა გაყოფილი _ ისინი, ვინც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის უპირატესობას აღიარებს და ისინი, ვინც უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქს ემხრობა, რომელიც მსოფლიოს მართლმადიდებლური სამყაროსგან აღიარებული ჯერ არ არის, თუმცა ქვეყანაში ორივე ეკლესიის გავლენა თანაბრად ძლიერია. რუსეთისთვის კი, როგორც ექსპერტები განმარტავენ, უკრაინის წინა ხელისუფლების მცდელობა _ გაერთიანებულიყო ორად გახლეჩილი ეკლესია, გავლენის სფეროს დაკარგვას ნიშნავს. და აი, აქ უკვე ეკლესია და პოლიტიკა ერთმანეთს კვეთენ. 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიდ გავლენას დღეს ყველა აღიარებს. ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ რუსული ეკლესია რუსული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი და მისი პოლიტიკის გამტარებელია, განსხვავებით ქართული ეკლესიისგან, რომელსაც პოლიტიკაში ჩარევა დროდადრო უწევს, მაგრამ განზე რჩება. 

„რუსეთში ეკლესია, ლამის ერთ-ერთი სამინისტროა. საქართველოსაც ჰქონდა ყველანაირი შანსი, რომ ასე გაგრძელებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ დასავლური მოდელი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობისა, სწორედ ისაა, რომ ისინი ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდეს“, _ ამბობს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიგა ზედანია. 

გაგახსენებთ იმასაც, რომ მსოფლიო პრესამ, 90-იან წლებში, არაერთხელ დაწერა რუსეთის პატრიარქისა და რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ ეს ეკლესიის მოღვაწეობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ გამხდარა. რა არის ის, რის გამოც სხვა ეკლესიები რუსულ ეკლესიასთან ურთიერთობის დაძაბვას ერიდებიან? ექსპერტი რელიგიის საკითხებში, ბექა მინდიაშვილი იხსენებს, რომ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს მასთან შეხვედრისას პირადად სთხოვა, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალურობის საკითხის წამოწევა, მაგრამ უარი მიიღო: „პრობლემა ის არის, რომ ყველას ეშინია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი გავლენისა''. 

საქართველოს შემთხვევაში, იყო კიდევ ერთი ფაქტორი _ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი საეკლესიო ეპარქიების არაღიარება რუსეთის ეკლესიის მიერ. ბექა მინდიაშვილი ფიქრობს, რომ მათი აღიარების შემთხვევაში, ქართულ ეკლესიასაც მოუწევდა საპასუხოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალურობის აღიარებისკენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რაც რუსეთს სრულებითაც ხელს არ აძლევს და, აი, მიზეზიც: 

„უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარება სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების მიერ, გატეხს რუსეთის გავლენას მართლმადიდებლურ სამყაროზე, რადგან უკრაინის ეკლესია იქნება უძლიერესი ეკლესია რუსეთთან და საბერძნეთთან ერთად''. 

გიგა ზედანია ამბობს, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი საერო და სასულიერო სფეროების ერთმანეთისგან გამიჯვნაა, ხოლო თუ ეკლესია ზედმეტად ჩაერევა პოლიტიკურ პროცესებში, ის პოპულარობას დაკარგავს. საქართველოში კი ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი ნდობა ხალხს, სწორედ ეკლესიის მიმართ აქვს: 

„როგორც კი პატრიარქი გამოვიდა და მომიტინგეებს, 26 მაისს, დაშლისაკენ მოუწოდა, მაშინვე გამოჩნდა ამ განცხადებით უკმაყოფილო ხალხი. მეორე მხრივ, რამდენჯერაც ეკლესიამ არ დაიჭირა რაღაც არაპოპულარული პოზიცია, მაშინაც მას უკან დაუბრუნდა კრიტიკა. ეკლესიის არანორმალური პოპულარობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, რომ მან მოახერხა და ის წლების განმავლობაში იდგა კონკრეტულ პოლიტიკურ ბრძოლებზე მაღლა, მაგრამ ეს მართლა ძალიან დიდი სიმბოლური ძალაუფლება ძალიან სწრაფად შეიძლება დაიცალოს, თუ ეკლესიამ მოინდომა და რეალობის გარდაქმნა დაიწყო. აი, მაგალითად, როგორც ხელისუფლება მოვიდა 2004-ში უზარმაზარი რეიტინგით და მაშინვე დაეცა, როგორც კი არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რეფორმების სახით''. 

მაშინ, როდესაც ეკლესია პოლიტიკაში ერევა, რა აუცილებლობა არსებობს ამისი და რა შედეგებს იღებს ამით, როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია? _ მამა დავით შარაშენიძე, საპატრიარქოს სახელით აცხადებს, რომ ეკლესიას არა აქვს სურვილი პოლიტიკურ პროცესებში კორექტირების შეტანის და, საერთოდ, ჩარევისა: 

„ხდება, არის შემთხვევები, როდესაც ეკლესია, მისი ნებისა და სურვილის საწინააღმდეგოდ, იძულებული გამხდარა ჩარეულიყო პოლიტიკურ პროცესებში. ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება, როდესაც იყო პერიოდი, როდესაც ვერავინ არბიტრი ვერ აღმოჩნდა, ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ვერც სხვა ჯგუფიდან, ვინც დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებდა და სწორედ ეკლესიის ჩარევით, ძალიან ბევრ შემთხვევაში, გნებავთ, 26 მაისის შემთხვევაშიც, დიდი საფრთხე ასცილდა ჩვენს ქვეყანას''. 

„მსგავსი ჩარევა არ ნიშნავს, რომ ეკლესია რომელიმე პოლიტიკური ძალის დასაყრდენია'', _ ამბობს მამა დავით შარაშენიძე. ხოლო პოლიტიკურ განცხადებას მხოლოდ მაშინ გააკეთებს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის. როდესაც ეკლესიის საქმიანობის ორიენტირებზე საუბრობს, ბექა მინდიაშვილი აზუსტებს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მეტ ყურადღებას სოციალური პროგრამების განხორციელებას დაუთმობდა და არა _ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ საქმიანობას, ან მეტად ჩაერთვებოდა ოსი და ქართველი, აფხაზი და ქართველი ხალხის შერიგების პროცესში. 

ხშირად მოჰყავთ ევროპული მაგალითიც. იქ, როგორც კი იკლო ეკლესიის პოპულარობამ, ეკლესიის მთავარი საზრუნავი სოციალურად შეჭირვებული ფენა გახდა. გიგა ზადანიას აზრით, დღეს საქართველოში ისედაც ძალიან პოპულარულ ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს, ზედმეტი აქტივობები არ სჭირდება: 

„დახმარება, სოციალური აქტივობები მოითხოვს მუშაობას. რად უნდა ასეთი სამუშაო ეკლესიას, თუ, მაგალითად, შეუძლია მანქანები აკურთხოს? მე არ ვამბობ, რომ... ის ქველმოქმედებასაც ეწევა და გარკვეული სოციალური პროგრამებიც აქვს, მაგრამ ეს, იმასთან შედარებით, რასაც დასავლეთში ეკლესიები აკეთებენ, არაფერი არ არის''. 

ამ შენიშვნას ეკლესია არ იზიარებს და ამბობს, რომ თავისი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში, ქართული ეკლესია სოციალურ მსახურებაში საკმარისად არის ჩართული _ გაცილებით მეტად, ვიდრე პოლიტიკაში: 

„თუ ვნახავთ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, სხვადასხვა სკოლებში ეკლესიის აქტივობებს და საქველმოქმედო საქმიანობას, ნათელი იქნება, რომ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ დიდია. დასავლეთის ეკლესიების როლი გასაგებიცაა, დიდია იმიტომ, რომ მათ ძალიან დიდი ფინანსური დახმარება აქვთ სახელმწიფოსგან''. 

მართალია, „რადიო თავისუფლების“ ამ სტატიის გამოქვეყნებიდან 9 წელი გავიდა, მაგრამ თემა მაინც აქტუალურია ანუ თითოეული ჩვენგანი ხედავს, რომ ეკლესია _ საერო, საერო ხელისუფლება კი საპატრიარქოს საქმეებში პირდაპირ, თუ ირიბად ერევა. ყველაფერ აქედან კი მხოლოდ იმ დასკვნის გაკეთება შეგვიძლია, რომ ეკლესია და სახელმწიფო, როგორც ორი ინსტიტუცია, ერთმანეთს აძლიერებენ და გადამწყვეტ, ან სულაც, კრიტიკული სიტუაციების დროს, ერთმანეთის გადარჩენასაც ცდილობენ ხოლმე ანუ გამოდის, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა დამყარებულია პრინციპზე _ „ხელი ხელს ბანს“, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები იმაზე მიანიშნებს, რომ ეს პრინციპი თანდათან აქტუალობას კარგავს და ეკლესიასა და საერო ხელისუფლებას შორის, საფუძველი ახალი ყაიდის ურთიერთობას ჩაეყრება.

ნინო დოლიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 13 Nov 2019 13:00:21 +0400
„დეპუტატობა მინდა!“ _ რატომ აიცრუა გული „ოცნებაზე“ გია კორკოტაშვილმა http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6424-„დეპუტატობა-მინდა-“-_-რატომ-აიცრუა-გული-„ოცნებაზე“-გია-კორკოტაშვილმა.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6424-„დეპუტატობა-მინდა-“-_-რატომ-აიცრუა-გული-„ოცნებაზე“-გია-კორკოტაშვილმა.html

„ბიძინას თუ შეეკამათე, მტერი ხარ... უფრო რევერანსული ტიპები მოსწონს, „ვაზელინისტებს“ ვეძახი მაგათ!“

გია კორკოტაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება. კორკოტამ, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, „ვერსიასთან“ საუბარში განმარტა, რომ ხელისუფლებასა და ხალხს შორის დიდი ხიდჩატეხილობაა და ეს პრობლემა თავად, პარლამენტში შესვლით უნდა მოაგვაროს. რატომ გადავიდა ოპოზიციაში, ვისთან ერთად აპირებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, მიიღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას და როგორ აფასებს საპატრიარქოში მიმდინარე სკანდალურ პროცესებს? _ გთავაზობთ ინტერვიუს გია კორკოტაშვილთან. 

_ ბატონო გია, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში დაბრუნება? 

_ დავაარსეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მისია“, რომლის აღორძინებაც გვინდა. დადგა მომენტი, როცა შეიძლება წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის სწორად განვითარებაში, როგორც პარლამენტის მომავალმა დეპუტატმა. 

_ ანუ დეპუტატობა გსურთ? 

_ კი, აუცილებლად. ამაზე ბავშვობიდან არ მიოცნებია და, მეგონა, სხვა ცხოვრებით ვიცხოვრებდი. მართალია, მშენებელი ვარ, მაგრამ იმდენად ახლოსაა ჩემთან ხელოვნება, რომ აქეთ ვაპირებდი ცხოვრებას. ნაციონალების მართვის დროს, რადიოში გადაცემა მქონდა, მაგრამ დახურეს და იმ პერიოდში ჩავერთე პოლიტიკურ მოძრაობებში, თუმცა შინაგანად პოლიტიკოსი ვერასდროს ვიქნები, რადგან პოლიტიკოსს სხვა თვისებები სჭირდება _ მოთმენა, რაღაცების განჭვრეტა... ძალიან ემოციური ვარ პოლიტიკისთვის, რაღაცების მოთმენა არ შემიძლია. 

_ თუმცა, თუ პარლამენტში შეხვედით, მოგიწევთ პოლიტიკოსობა. 

_ დიახ, გეტყვით, რატომ გადავწყვიტე პარლამენტში შესვლა. პარლამენტში ვხედავ ბევრ ადამიანს, ვისაც კანონების შექმნა, მართვა და პროფესიული საქმიანობა შეუძლია, მაგრამ კომუნიკაცია არ აქვს საზოგადოებასთან. არ არიან ისეთი ადამიანები, ვინც გამტარი „ფილტრი“ იქნება საზოგადოებასა და პარლამენტს შორის, იქ ხალხის ტკივილს მიიტანს. შეიძლება, კანონშემოქმედებაში ვერ მივიღო მონაწილეობა, მაგრამ შემიძლია კომუნიკატორი ვიყო იმ ადამიანებისთვის, ვინც დაჩაგრულია, ვისაც ღირსება შეულახეს და ვერ მიდის პარლამენტში. სხვა ინსტიტუცია რომ იყოს, რომელიც ამ სამსახურში ჩადგებოდა, არ მექნებოდა დიდი მოთხოვნილება, აუცილებლად პარლამენტის წევრი ვიყო-მეთქი, მაგრამ ეტყობა, რაღაც „ვირუსია“ პარლამენტში ამპარტავნების, ზემოდან ხედვის, მუცლის ამოყორვის, საკუთარ თავზე ფიქრში გადასვლის... 

_ იმის არ გეშინიათ, რომ პარლამენტში ყველაფერ ამით, თქვენც დავირუსდეთ? 

_ „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა“... ამას წინათ, ბატონ ბიძინასაც მივმართე Facebook-ით, რავა ყველა ადამიანში შეცდი და ჩვენში _ არა, ვინც ღირსებით მოვიტანეთ შენამდე ის, რასაც გამარჯვება ჰქვია-მეთქი. 

_ ბატონო გია, გული გწყდებათ, რომ ივანიშვილმა თქვენზე არ გააკეთა არჩევანი? 

_ გულისწყვეტა მაშინ მეწყება, როცა ვხედავ ჩემს თანამებრძოლებს. ჩვენი თავი და ოჯახები გილიოტინაზე დავდეთ, რადგანაც სერიოზული ძალოვანი სტრუქტურები ჰყავდა მიხეილ სააკაშვილს. დღესაც მომყვება ეს სიტუაცია, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს, ერთადერთი სალომეა რაღაცით დაკავებული. ყველანი თითქოს გარიყულები ვართ. ყველანაირი „სწორდი“ ჩემზეა, სიმართლეს რომ ვამბობ. მთავარია, ვინმემ თავი „დაივაზელინოს“, ბიძინას შეუძვრეს და კარგად იცხოვროს. აღარ მინდა ეგეთ ქვეყანაში ცხოვრება. იმიტომ არა, რომ მე ცუდად ვარ, კარგადაც რომ ვიყო, ყოველთვის იმ ადამიანს დავუდგები, ვინც ცუდადაა. რომ მკითხეთ, მეშინია თუ არა იმ ვირუსით დაავადების, გამორიცხული არაფერია, მე კი არა, რჩეული მთავარანგელოზი დაეცა ამპარტავნებისგან, უბრალოდ, მეტი კონტროლი მეყოლება ხალხის სახით, ვისთანაც სულ მექნება ურთიერთობა, თან ისეთი ხალხის, რომლებიც თქმას არ მოერიდება. ხალხში ვიქნები, პარლამენტარები კი, ვინც ხალხმა აირჩია, სულ მალვაში არიან. მე კი არა, მეფეები დადიოდნენ გადაცმულები თავშეყრის ადგილებში, რომ გაეგოთ, რას ფიქრობდა ხალხი... 

_ ცნობილი სახეებიდან, ვის ვიხილავთ თქვენს პარტიაში? 

_ ეგეთს არავის. ჩემთან ერთად იქნებიან მართლად ნაცხოვრები ავტორიტეტები, რომელთაც პატივს სცემს უბანი, ქალაქი, რაიონი... 

_ ადრე სანდრო ბრეგაძესთან, კოკა მორგოშიასთან ერთად იყავით, მათ რატომ გაემიჯნეთ? 

_ ჩვენ მეგობრები ვართ. პაუზა რომ გავაკეთე, მათ გააგრძელეს ქმედება და იპოვეს საკუთარი თავი იმ ნიშაში, სადაც შეუძლიათ. მათთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ, თუ ერთად პარლამენტში შევედით, რადგან მრწამსი ერთნაირი გვაქვს, უბრალოდ, სხვა მეთოდიკა აქვთ. მათ წესიერებასა და ქართველობაში ეჭვი არ მეპარება. 

_ მრწამსი ახსენეთ და საპატრიარქოს სკანდალს, პატრიარქის მიმართ მეუფე პეტრეს განცხადებებს როგორ აფასებთ? 

_ კითხვას ვსვამ: თუ პეტრეს (მეუფედ აღარ მოვიხსენიებ, რადგან აყრილი აქვს წოდება), ამ გარემოში უხდებოდა ყოფნა 17 წელი, 10 წელი მიტროპოლიტი იყო, არ შეეძლო ხმა აღემაღლებინა, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის პერიოდში? _ შეეძლო და არ აიმაღლა, ე.ი. ახლა მოხდა ისეთი რამ, რომ რაღაც ეწყინა და პირადულიდან გამომდინარე... მე ვერ წარმომიდგენია, მიტროპოლიტი პირადულს აყენებდეს წინ. ქართული ეკლესიის უმწიკვლობას ვერ ვიტყვი, მაგრამ საკმაოდ ბევრი მამები არიან, რომლებიც სუფთა ქრისტიანულად, კანონიკურად ცხოვრობენ და, პირველ რიგში, მისაბაძი მაგალითია ჩვენი უწმინდესობა, ილია მეორე. ადვილია, რომ ადამიანი ძლიერს დაუდგეს საორჭოფო საკითხში, აქ სიძლიერე სულიერებით განისაზღვრება და პეტრემ ვერ გამოიჩინა სულიერება. შეიძლება, რაღაც ხდებოდეს არაკანონიკურად, შეიძლება, სამარცხვინო რაღაცებიც ხდებოდეს, ეკლესიაც ცოცხალი ორგანიზმია, ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ შენ თუ კარგი ადამიანი ხარ, მღვდელმთავრობაზე უკვე აღარ ვამბობ, შეგიძლია, ყველაფერი ეს ოჯახში მოაგვარო. 

_ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ცდილობდა წმინდა სინოდის ფარგლებში ამ საკითხის მოგვარებას, თუმცა საშუალება არ მისცეს. 

_ და ამიტომ უნდა ეწოდებინა პატრიარქისთვის ასეთი უზრდელი და შეურაცხმყოფელი რამ?! ფაქტობრივად, პატრიარქს კი არა, მთელ საქართველოს უწოდა ეს სიტყვები! 

_ ბატონო გია, პატრიარქის მთელ საქართველოსთან გაიგივება ფეტიშიზმი არ არის? მოკვდავი ადამიანის გაფეტიშება მკრეხელობად არ მიგაჩნიათ? 

_ პირველი მებრძოლი ვარ ფეტიშიზმის წინააღმდეგ, ვისზეც უნდა იყოს ეს. დიდი ხანია, ეკლესიაში ვარ, აღმსარებელიც ვარ, პატრიარქთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. კადნიერებაში ნუ ჩამომართმევს მკითხველი და მამა-შვილურ სითბოს ყოველთვის ვგრძნობ მისგან, როცა არ ეცალა, მაშინაც მივუღივარ და მისი ერთი ხელის გადასმით დამთავრებულა ყველაფერი. ფეტიშიზმი არის ყველაზე დიდი ავადმყოფობა, ღმერთი ღმერთია, სამშობლო სამშობლოა, პატრიარქი პატრიარქია, მაგრამ დღეს ქვეყანა არის იმ ადამიანთა კრებული, რომლებიც ისტორიულ პერიოდში ცხოვრობენ, ამიტომ თუ ვინმე აიგივებს რწმენით ამ ამბავს, ეტყობა, იმ თვალსაზირისით, რომ დღეს ყველაზე სუფთა თუ რამე შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში, ჩვენი პატრიარქია, ეს არის ერთადერთი ნათელი წერტილი და ისიც მბჟუტავი, რომლის ჩაქრობაც უნდოდათ. 

_ როგორ გგონიათ, ვის უნდოდა? 

_ კი ამბობს რაღაცებს ტრამპი იქიდან, მაგრამ ფაქტობრივად, გლობალიზაცია მიდის ყველანაირად, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, ლიბერტარიანელებმა რაღაც მომენტი წააგეს, მაგრამ სერიოზული სახსრები და ფულია მათ ხელში. როგორ შეიძლება, ადამიანი ან რუსეთუმე იყოს, ან აშშ-ის გულშემატკივარი და იფიქროს, რომ რომელიმეს უნდა საქართველოს კარგად ყოფნა? ეს ხომ აბსურდია. უბედურება ისაა, რომ ვინც სათავეში მოვიდა, თავისით და ხალხით არ მოსულა, ერთი იყო ზვიად გამსახურდია და სადამდეც მიიყვანეს, კი ვნახეთ. დანარჩენზე მზრუნველობა ან ერთიდან მოდიოდა, ან მეორედან. უბედურება ისაა, რომ საქართველოსთვის თავგანწირული ადამიანი დღეს არის მხოლოდ პატრიარქი. მინდა, ეგეთი იყოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ის ბევრ რამეზეა დამოკიდებული იმიტომ, რომ შეიძლება გაიღვიძოს და რა სახსრებიც გააჩნია, სრული ბანკროტი იყოს ხვალ. ამ ორ ფრონტს შორის ბრძოლა მისთვის რთულია, ოჯახის ფენომენს უფრო მაღლა აყენებს, რაც არ მიკვირს, მაგრამ არ დააზარალოს ჩემი ქვეყანა, მაგიტომ ვამბობ. 

_ თქვენ ხომ იყავით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ოპოზიციაში რატომ გადახვედით? 

_ არ ვიცოდი, „ოცნება“ ვინ იყო. ვიცოდი, რომ ჩემიანებმა აირჩიეს ძალა, რომელშიც ვხედავდით, რომ ბიძინა გააკეთებდა იმას იმიტომ, რომ ბიძინას არაფერი აკლდა, არც ფული, არც არაფერი. მოვიდა, მაგრამ რომ ნახა, სხვაგან მოხვდა, ისეთი გარემო დაიყენა გვერდზე, რომ ხალხს არ იცნობდა, დღესაც უდუღებენ ტვინს, მიმნდობია, ვიღაც მოსწონს, ვიღაც _ არა. ალბათ, უფრო რევერანსული ტიპები მოსწონს, „ვაზელინისტებს“ ვეძახი მაგათ. ბიძინას თუ შეეკამათე, მტერი ხარ, ამ პრინციპით აირჩია ორივე პრეზიდენტი და მერე თქვა, შევცდი მათშიო. ეგრე სად არის, შე კაი ადამიანო, აირჩიე, შეცდი... ჩვენ რა გავაკეთოთ ამ დროს, ჩვეულებრივმა მოკვდავებმა? მინდა, თვითონ ბიძინა გაერკვეს და გააკეთოს, რისი გაკეთებაც ყველაზე კარგად შეუძლია, ესაა ქველმოქმედება. მართვა არ იცის, რა არის და საქართველოს სიყვარული არ აქვს ისეთი, ამაშია საქმე. 

_ ბატონო გია, თქვენს პარტიას ვინ დააფინასებს? 

_ ვიღაცას ვერ მივეყიდები და 20 კაპიკს ვერ გამოვართმევ, რომ მერე მათი სახელით ვილაპარაკო. ეს ყველაზე კარგად ივანიშვილმა და ნაციონალებმა იციან, რომლებიც პირდაპირ ყიდულობენ, ლილოს ბაზრობასავითაა, ყიდვა-გაყიდვა მიდის ადამიანების. ზოგი 15 ლარი ღირს, ზოგი _ 17 და ზოგიც _ 18. ესაა ყველაზე დიდი უბედურება. ბატონი ბიძინა რომ მოვიდა, უშიშროებამ დაიწყო ზრუნვა... მიშაც იმ ადამიანებს დაერია, ვისაც შეეძლო, რაღაც რესურსით წინააღმდეგობა გაეწია მისთვის. ასე არის ბიძინა და ალბათ, ყველა მმართველი ასე იქნება. 

_ ივანიშვილმა რომ დაგაფინანსოთ, დასთანხმდებით? 

_ არა მგონია იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა პრინციპები გვაქვს, თუ მორალში არ დავემთხვიეთ, ვიქნები იმ დეპუტატებივით, ივანიშვილმა რომ შეიყვანა და მარიონეტის თოჯინებივით ათამაშებს. ამიტომ მომიწევს, საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში მივიდე და ჩემი სიწრფელე ვუთხრა. ბატონი ბიძინა ყოველთვის ეცდება, რაღაც ძალა ნაყიდი ჰყავდეს, ან იღლიის ქვეშ ჰყავდეს ამოდებული, ასე მოიქცევა მმართველი, რომ სიმშვიდე ჰქონდეს. თქვენ როგორ გგონიათ, ნაციონალებთან დადგმული სპექტაკლი გარიგებული არ არის ბიძინასთან? ერთი ორგანიზმია. ორი ვარიანტია: ან გარიგებულია, ან ისეთი პრესის ქვეშაა დასავლეთიდან, რომ ამათ ვერაფერს უშვება. მაშინ რაღა მმართველობა აქვს ბიძინას? _ არავითარი. ეგრე ,ყველა შეიძლება იყოს მმართველი. 

_ პარლამენტში ნაციონალებსა და „ოცნებასთან“ თანაცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ? 

_ თუ პარლამენტში მოხვდა ნაციონალური მოძრაობა, ე.ი. საზოგადოების რაღაც ნაწილს ჰყავს ის რჩეულად. წინა პარლამენტში როგორ მოხვდნენ, გეტყვით, „ოცნებას“ უნდოდა, ოპოზიციაში ჰყოლოდა ნაციონალური მოძრაობა, რადგან როცა დასჭირდებოდა, მისგან მტრის ხატი შეექმნა და არიან ასე ტკბილად გარიგებულები. რად უნდათ ხმაურიანი კორკოტა?! „ტლიკავენ“ და კისერში კოცნიან ერთმანეთს, რაც დასჭირდებათ, ის გააქვთ. როგორ წარმოვიდგენდი, რომ სადავო მექნებოდა მიწების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ან ლგბტ-ს პრინციპული საკითხები?! არის ჰუმანური დამოკიდებულება, რის ჩარჩოს იქითაც არ უნდა გახვიდე! იყვნენ ეს ლგბტ წევრები, არავინ არაფერს ვერჩით, მაგრამ პროპაგანდის საშუალებას არ უნდა აძლევდნენ. 

_ ბატონო გია, მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ რადგან რაიმე თანამდებობა არ მოგცათ, ამის გამო განაწყენდით „ოცნებაზე“ და ეს წყენა გალაპარაკებთ... 

_ რატომ, ჩემო კარგო? რაც ჩამოგითვალეთ, ყველაფერი ეს ხელისუფლების დამოკიდებულებისგან გამომდინარეობს, ნუთუ? რომ ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს, რომ ლგბტ-ს პროპაგანდა არ უნდა იყოს, რომ ხალხთან მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს, ეს ჩემი პიროვნულიდან გამოდის, თუ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან? მე განაწყენებული როცა ვიყავი, ვუთხარი და არც თანამშრომლობას ვაპირებ თქვენთან-მეთქი, რადგან იმაზე ვლაპარაკობ, რაც არ მომწონს, მარტო მე კი არა, ფართო საზოგადოებას არ მოსწონს ყველაფერი ეს.

თათია გოჩაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 06 Nov 2019 12:33:29 +0400
„საეკლესიო კოზა ნოსტრა“ ანუ პატრიარქის შემოდგომა http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6410-„საეკლესიო-კოზა-ნოსტრა“-ანუ-პატრიარქის-შემოდგომა.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6410-„საეკლესიო-კოზა-ნოსტრა“-ანუ-პატრიარქის-შემოდგომა.html

ქართული ეკლესიის დემონური სირცხვილი და ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის აკრძალული მეთოდებით

„საპატრიარქოს კარის თამაშების“ მორიგი სეზონო გაიხსნა _ მეუფე იაკობმა ახალი „ბომბი“ ააფეთქა, თუმცა ახლანდელი „აფეთქება“, როგორც ექსპერტები ამბობენ, გადამწყვეტია ანუ შესაძლოა, საქმე იქამდეც კი მივიდეს, რომ ილია მეორე გადადგეს. სხვათა შორის, უწმინდესის გადადგომაზე ისინი მიანიშნებენ, რომლებსაც კათალიკოსთან, უფრო სწორად, შორენა თეთრუაშვილთან განსაკუთრებით ახლო ურიერთობა აქვთ. შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ყველაფერ იმის უკან, რისი მომსწრე-მოწმენიც ბოლო დღეებში ვართ, შესაძლოა, სწორედ საპატრიარქოს ის ფრთა იდგეს, რომელიც „შორენას კლანად“ ითვლება. ზოგადად, უკვე ყველამ იცის, რომ ქალბატონ თეთრუაშვილს, რამდენიმე ათეულ წელზე მეტია, ეკლესიის ადმინისტრაციაში დიდი გავლენა აქვს. უფრო მეტიც, საქმეში ჩახედულები აცხადებენ, რომ შორენას ილია მეორე ერთგვარ მეხამრიდად იყენებს და ზუსტად ეს არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არ იცილებს პატრიარქი ამ იდუმალებით მოცულ დიაცს.

ისე, თუ ილია მეორე გადადგება, ეს ცხადია, საუკუნის მოვლენა იქნება, რადგან საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა უწმინდესი საკათალიკოსო ტახტზე უარს იტყვის. 

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ საპატრიარქო კარის თამაშები მხოლოდ ამ საუკუნის და მხოლოდ ქართული მოვლენა არაა. იგივე კათოლიკური სამყაროც მსგავს და შეიძლება, უარეს სკანდალებშიც არაერთხელ გახვეულა ანუ ის, რაც აქამდე ფილმებში გვქონდა ნანახი, ახლა ჩვენს თვალწინ ხდება _ სასულიერო პირები საქმეს „მაფიოზებივით“ არჩევენ, ესე იგი, სახეზეა „საეკლესიო კოზა ნოსტრა“. 

საინტერესოა, რომ მეუფე იაკობმა თავდაპირველად პირდაპირ თქვა, ხელისუფლება ილია მეორეს ლიკვიდაციას გეგმავდაო, თუმცა მოგვიანებით, ეს „ჩვენება“ შეცვალა და განაცხადა, უწმინდესის გადაყენება იგეგმებოდაო. ამასთან, მეორე განცხადებაში ბოდბელ მიტროპოლიტს, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილიც არ უხსენებია. ასეა თუ ისე, მეუფე იაკობის ნათქვამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, აწ უკვე ყოფილი ქორეპისკოპოსის ნათქვამში რა სიმართლეა და რა _ ლეგენდა, მაგრამ იგივე მე-20 საუკუნეს თუ გავიხსენებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საპატრიარქოს საქმეებში საერო ხელისუფლება მუდმივად ერეოდა და, ალბათ, მომავალშიც ჩაერევა. 

ეს კი არადა, იგივე მე-20 საუკუნეში, საქართველოს რამდენიმე პატრიარქი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და მაშინაც, როგორც ახლა, ეჭვი ციანიდსა და თაგვის საწამლავზე არსებობდა. ისე, თავისი იაკობი თუ შორენა, ქართულ ეკლესიას ყველა დროში ჰყავდა. ამიტომაც, ამ მხრივ ახალი არაფერია ანუ სცენარი ძველია, უბრალოდ, პერსონაჟები შეიცვალნენ და ისიც არაა სიახლე, რომ ყველაფერ ამის კვალი, დიდი ალბათობით, ჩრდილოეთამდე მიდის. ყოველ შემთხვევაში, იგივე მეუფე შიო, რომელიც ილია მეორემ თანამოსაყდრედ „ციანიდის სკანდალის“ შემდეგ გამოაცხადა, კრემლის ფავორიტად ითლება, თუმცა ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ამბობს, რომ კრემლი „სტავკას“ მეუფე შიოზე კი არა, უკვე ანდრია გვაზავაზე აკეთებს, რამეთუ შიო მუჯირის კარტი გაიშიფრა. მირცხულავას ინფორმაციითვე, შიო მუჯირი პატრიარქის მოსაყდრედ, ალფეევის თბილისში საიდუმლო ვიზიტის შემდეგ დასახელდა... 

მოკლედ, ქართული მართლმდიდებლური ეკლესიის ქრონიკებს, ბოლშევიკებიდან მოყოლებული, სისხლის სუნი ასდის. ყველაფერი კი მარტყოფის მონასტრის ტრაგედიით დაიწყო, რასაც მღვდელმთავართა სერიული მკვლელობები მოჰყა. 

ვინ ესროლა პატრიარქ კირიონ მეორეს (საძაგლიშვილი)? _ ეს კითხვა, ას წელზე მეტია, პასუხგაუცემელია. არადა, 1918 წლის 26 ივნისის მარტყოფის საიდუმლო X-ფაილი რომ გაშიფრულიყო, შესაძლოა, „ციანიდის საქმის“ თვითმხილვენიც აღარ გავმხდარიყავით. ისე, ციანიდი ყურში მოსახვედრად ჟღერს, თორემ ადრე პატრიარქებსა, თუ სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირებს, თურმე, თაგვის საწამლავით იცილებდნენ. ამ თემაზე სიტყვა, თავის დროზე, რელიგიათმცოდნე დავით გეგეშიძესაც ჩამოვუდგე, რომელსაც იმხანად, ფილოსოფიის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა. მართალია, მას შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მახსოვს, თანამოსაუბრეს ჩემს ნათქვამზე სახე შეეცვალა და მივხვდი, „თაგვის საწამლავი“ ბინძურ მკვლელობათა ერთგვარი, კოდური სახელწოდება იყო. 

„ნურაფერს მკითხავთ, შვილო, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რამეთუ ათას ნაწილად დახლეჩილ ეკლესიას ძველის გახსენება, უარესად დაანაწევრებს და საეკლესიო პირებს ერთმანეთს წაჰკიდებს. სიმართლის დრო აუცილებლად დადგება და მტყუან-მართალსაც შთამომავლობა გაარჩევს!“ _ ამ სიტყვების ავტორიც ჩემი მაშინდელი თანამოსაუბრეა.

ბელზებელის ალგორითმი 

ამ თემაზე ინტენსიურად, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ვმუშაობდი და ახლა, როცა ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივს გადავხედე, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ სახეზეა დიდი სპეცსამსახურული შეთქმულება ქართული სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ! მეტიც, ეს შეთქმულება დღეს, გუშინ, ან გუშინწინ კი არა, გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს, „ოხრანკის“ მიერ დაიწყო და დღევანდელი „ციანიდის საქმეც“, შესაძლოა, მაშინდელი ამბების ერთგვარი იდეოლოგიური გაგრძელება იყოს. 

მოკლედ, თემა ერთობ სენსიტიურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ვერსია“ შეეცდება, „ციანიდის საქმისა“ და მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებების კონტექსტში, პატრიარქ კირიონ მეორისა, თუ სხვა მღვდელმთავრთა სერიული მკვლელობების სკანდალური X-ფაილის ალგორითმი გაშიფროს, თუმცა იმ მოვლენებს, რაც ქართულ ეკლესიაში 1970-იან წლებში მოხდა, ამჯერად თავს ავარიდებ. შესაბამისად, არც მიტროპოლიტ გაიზის (კერატიშვილი) განკვეთა-დაპატიმრებას გავიხსნებ (გაიოზ კერატიშვილი „ციანიდის საქმის“ დაწყებიდან, მალევე გარდაიცვალა), არც _ 1978 წელს, საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარს და არც კიდევ სოხუმის საკათედრო ტაძრის განკვეთილი წინამძღვრის, მეუფე ნიკოლოზთან 23 წლის წინანდელ შეხვედრას, რამეთუ მოგეხსენებათ, დეტალები ეშმაკებში სხედან და თუ საქმე დეტალებზე მიდგება, მაშინ იმის აღნიშვნაც მომიწევს, რომ 1996 წლის 18 ივლისს, წვერის სამების ეკლესიას მეხი დაეცა და ამ აპოკალიფსურ ღვთის რისხვას, ორი ყმაწვილის სიცოცხლე შეეწირა. სხვათა შორის, 1977 წლის საეკლესიო კრებაზე, როგორც თავის დროზე, პატივაყრილმა მეუფე ნიკოლოზმა მითხრა, კათალიკოსად ილია შიოლაშვილის კანდიდატურა, სწორედ მან წამოაყენა... ,,ეკლესია სავსეა ქუჩიდან შემთხვევით, ფულის საშოვნელად მოსულებით'', _ მეუფე ნიკოლოზის ეს ნათქვამიც დამამახსოვრდა... 

და კიდევ ერთი, გარეშე თუ შინაური მტერი საქართველოს აოხრებას, როგორც ისტორია ცხადჰყოფს, ვაზის აჩეხვითა და ეკლესიაში შუღლის ჩამოგდებით იწყებდა. შესაძლოა, დღესაც სწორედ ამის მომსწრენი ვართ ანუ ვაზი დიდი ხანია, იჩეხება; „ციანიდის საქმემ“ კი ნათელჰყო, რომ ეკლესიის მსახურნი ერთმანეთს მტრობენ. ბელზებელი კი იქ, სადღაც, კუთხეში მშვიდად ზის და ხითხითებს... ბელზებელი 1918 წლის 26 ივნისსაც იცინოდა, თუმცა წეღანდელი თქმისა არ იყოს, დანამდვილებით არავინ იცის, მარტყოფის მონასტერში რა მოხდა და ამას ცნობილი საზოგადო მოღვაწის, რ. ივანიცკის (ინგილო) ნათქვამიც მოწმობს: ,,მარტყოფის მოანსტრის საიდუმლო უცნობია! რა მოხდა წმინდა ანტონის მონასტერში, დანამდვილებით არავინ იცის... საუკუნეებში წარხდომილმა უნეტარესმა კათალიკოზმა, საფლავში ჩაიტანა მარტყოფის ტრაგედიის ახსნა, მისი სასიკვდილო იარაღზე მიკრული ხელი კი ჰფარავს უღრმეს მწუხარებასთან ერთად მივარდნილი მონასტრის საიდუმლოებასაც!''

 

სხვათა შორის, კირიონ მეორის მკვლელობაზე გამოძიება არ ჩატარებულა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მარტყოფის ტრაგედია ჩრდილოეთში დაიგეგმა. ეს ეჭვი უსაფუძვლი ნამდვილად არ არის, რადგან კირიონის ეროვნული სულისკვეთება რუსებს ნერვებს უშლიდა და ჯერ კიდევ ცარიზმის დროს, საერო ხელისუფლებამ მასზე საიდუმლო მეთვალყურეობა დააწესა. მას ე.წ. სასულიერო მთავრობაც ,,პოლიტიკურად არასაიმედო და მეფის ხელისუფლებისთვის მიუღებელ პიროვნებად'' მიიჩნევდა და ავიწრობდა. მეტიც, კირიონი გორის ეპისკოპოსობიდან გაათავისუფლეს, სამშობლოში მოღვაწეობა აუკრძალეს და რუსეთში, კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში გააგზავნეს, რაც პრაქტიკულად, გადასახლება იყო. ქართული ეკლესიის თავდადებულ ქომაგ ნიკოლოზ დურნოვის გადმოცემით, კირიონ საძაგლიშვილის საქართველოდან განდევნის საბაბი, სვეტიცხოვლის ტაძარში საბერძნეთის დედოფლის მიმართ, მის მიერ წარმოთქმული მისალმება გახდა, რომელშიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და საქართველოს ეკლესიის აღმავლობა-წინსვლა ალეგორიულად მოიხსენია. 

1905 წელს, კირიონ საძაგლიშვილს საქართველოში აბრუნებენ და სოხუმის ეპარქიის მმართველად ნიშნავენ. სწორედ ამ დროს, მეფის რუსეთი სოხუმში ასიმილისტურ ანუ აფხაზეთის საქართველოდან ჩამოცილების პოლიტიკის გატარებას იწყებს, რასაც კირიონი დაუპირისპირდება... 1907 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, კირიონის წინააღმდეგ ბრძოლა განახლდება და, აფხაზთა გაქართველების ბრალდებით, სოხუმის ეპარქიის მმართველობიდან გაათავისუფლებენ. ადგილობრივი მოსახლეობა კირიონის დაცვას შეეცდება და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. საპროტესტო წერილს ხელს 909 ადამიანი მოაწერს, მათ შორის, ადგილობრივი რუსები და აფხაზებიც. ,,კირიონის დროს, რუსები _ სლავურ ენაზე, ბერძნები _ ბერძნულზე, ქართველები _ ქართულ ენაზე ისმენდნენ წირვა-ლოცვას და აფხაზებიც მალე მოისმენდნენ აფხაზურ ენაზე'', _ ნათქვამი იყო საპროტესტო წერილში... 

ერთი სიტყვით, საარქივო მასალები მოწმობს, რომ კირიონ მეორე შეთქმულების მსხვერპლი გახდა... 

მარტყოფის მონასტრის საიდუმლო 

... წმინდა ანტონის მონასტრის მყუდროება ცხენის ჭიხვინმა დაარღვია... ეტლიდან კათალიკოზი მძიმედ გადმოვიდა და ახლადგაღვიძებულ მზეს თვალი თვალში გაუყარა... არქიმანდრიტმა ტარასიმ და ვასილ კბილაშვილმაც მას მიჰბაძეს... 

თავიდან გადწყვეტილი იყო, რომ პატრიარქს მარტყოფში, ქრისტეფორე კაპანაძეც უნდა ხლებოდა, მაგრამ ეტლში ჩასხდნენ თუ არა, კათალიკოზს მოაგონდა, რომ საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში წიგნები დარჩა. გადაწყდა: წიგნებს ხვალ ქრისტეფორე ჩამოიტანს... 

უწმინდესი პატრიარქი მარადისობისაკენ მიმავალ გზას მშვიდად გაუყვა... 

1918 წლის 26 ივნისია... 

მარტყოფის სანახებში სიკვდილი დანავარდობს... 

... პატრიარქმა წელზე არამიწიერი სიცივე იგრძნო. ჯერ გაუკვირდა. მერე, ცალყბად გაიღიმა. 

შეეშინდა?.. 

ალბათ, _ არა... 

ანდა, რისი უნდა შეშინებოდა?! ეს ხომ ,,ბრაუნინგია'', მისი გადასახლებისა და ჭირ-ვარამის თანამოსაყდრე... 

ისე, კირიონს სიკვდილი სულ ფეხდაფეხ დაჰყვება. მართალია, რუს ექსარხოსებს თავი როგორღაც დააღწია, მაგრამ კინაღამ სამშობლოში მოკლეს. ეს ამბავი შარშან, 1917 წლის 1 ოქტომბერს, სვეტიცხოველში, სწორედ იმ დღეს მოხდა, კირიონი კათალიკოზ-პატრიარქად რომ აღსაყდრდა: 

უწმინდესმა წირვა დაასრულა და, მღვდელმთავრების თანხლებით, გასასვლელისკენ დაიძრა. მოულოდნელად უცნობი მიუახლოვდა და ქაღალდის ნაგლეჯი მიაჩეჩა. ანონიმურ წერილში გარკვევით ეწერა, ხალხში მკვლელია დამალული და ტაძრიდან გახვალ თუ არა, გესვრისო. 

პატრიარქი წამითაც არ შეყოვნებულა... 

გასასვლელამდე რამდენიმე ნაბიჯიღაა დარჩენილი... 

მრევლი დაზაფრულია... 

ყარამან კიკნაველიძემ ხალხის ტალღა გაარღვია და კირიონს გვერდით ამოუდგა. ყარამანი ავტრორიტეტული კაცია. ადრე, თურმე, ყაჩაღად ყოფილა გავარდნილი... 

_ მომეცით ხელი, თქვენო უწმინდესობავ! აბა, ვინმემ გაბედოს თქვენთვის სროლა! _ შესძახა კიკნაველიძემ და პატრიარქი სამშვიდობოს გამოიყვანა... 

ამ ამბიდან გავა სამი-ოთხი თვე და კირიონის მოკვლას კიდევ სცდიან. ,,მკვლელობის სცენარი'' კი საეკლესიო საბჭოს იმ სხდომაზე ,,დაიწერება'', რომელზეც კათალიკოზის პირადი მდივანი და საკათალიკოსო საქმეთა მმართველი უნდა აერჩიათ. ამ თანამდებობაზე კორნელი კეკელიძემ და კალისტრატე ცინცაძემ, დავით დავიდოვის კანდიდატურა წამოაყენეს. დავიდოვის გაგონებაზე კირიონს ფერი ეცვალა, თუმცა არ შეიმჩნია... 

ზემოხსენებულ თანამდებობაზე კეკელიძე და ცინცაძე პროტექციას კიდევ ერთ პიროვნებას _ ალექსანდრე ნიკიტინს უწევენ, თუმცა კირიონი ვეღარ მოითმენს და წამოიძახებს: 

_ თქვენ თუ საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად დავიდოვს აირჩევთ, მე კათალიკოზის ხარისხს ავიყრი! 

დარბაზში სამარისებური სიჩუმე გამეფდება... 

სიტყვას საბჭოს წევრი, ობერ-პროკურორი ჩიტო კაპანაძე ითხოვს: 

_ გასაოცარია ზოგიერთის განწყობილება, როგორ შეიძლება საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს საქმეთა მმართველად იმ კაცის არჩევა, რომელიც მუდამ რუსის ექსარხოსების ჯაშუში იყო! 

დავით დავიდოვის მომხრეებს ნირი საბოლოოდ წაუხდათ... 

საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს საქმეთა მმართველად ალექსანდრე ნიკიტინს ირჩევენ... 

_ ბატონო ჩიტო, დავით დავიდოვი შეშფოთებული გეძებთ, დღეს უკვე სამჯერ გიკითხათ, _ მოახსენა მეორე დღეს სამსახურში მისულ კაპანაძეს მსახურმა, თუმცა ობერ-პროკურორს ამ ფაქტისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია... 

... საკათალიკოზო საბჭო დღესაც შეიკრიბება. ანაზდეულად, დარბაზში დავით დავიდოვი შემოვა, დამსწრე საზოგადოებას ცივად მიესალმება და ჩიტო კაპანაძეს მკვახედ ჰკითხავს: 

_ თქვენ რა სთქვით ჩემზე? 

_ ის, რაც ვიცოდი და საჭიროდ მივიჩნიე. უკან დაიწიეთ და თქვენი ადგილი დაიჭირეთ! 

_ გაიმეორეთ, რა სთქვით? _ დავიდოვს თვალები დემონივით უელავს. 

_ მე ის ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ვინც რუსი ექსარხოსების ჯაშუში იყო, თავისუფალი საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს საქმეთა მმართველი ვერ იქნება! _ აუღელვებლად წარმოსთქვა კაპანაძემ. სწორედ ამ დროს, დავიდოვმა მუშტი მოუქნია. მერე, რევოლვერიც ,,იშიშვლა'', თუმცა დავით ჩიქოვანმა იმარჯვა და დავიდოვს ხელები დაუჭირა. ამასობაში მილიციაც მოვიდა... 

მერე, დრო რომ გავა, რევოლვერმომარჯვებული დავიდოვი, კირიონის კაბინეტშიც შევარდება, თუმცა ამჯერად, მორჩილი გერმოგენე იმარჯვებს და კათალიკოზს ,,დემონის ბრჭყალებისგან'' იხსნის... 

... ლოცვა რომ დაასრულა, კირიონმა ხელი სამუშაოს მიჰყო. ამასობაში ნაშუაღამევიც დადგა. 

პატრიარქი დასაძინებლად მოემზადა... 

ზუსტად ღამის პირველი საათია... 

უწმინდესი, როგორც წესი, დილის 5 საათზე იღვიძებს. ამ ტრადიციას, ალბათ, არც დღეს დაარღვევს, მაგრამ... უკვე 6 სრულდება, კირიონი კი არ ჩანს. 

რატომ? 

რა ხდება? 

ნეტავ, ავად ხომ არაა? 

_ ცოტა ხანს კიდევ ვაცალოთ და თუ კარი არ გააღო, ჩვენ შევიდეთ, _ გადაულაპარაკა ვასილ კბილაშვილმა არქიმანდრიტ ტარასის. 

ცოტა ხანიც გავიდა... 

კირიონი ისევ არ ჩანს... 

არქიმანდრიტი ტარასი და დავით კბილაშვილი კათალიკოსის საძინებელში შედიან... 

კირიონი საწოლზეა მისვენებული, სახე წითლად აქვს შეღებილი... 

,,ბრაუნინგიც'' აქვეა... 

უწმინდესმა პატრიარქმა თავი მოიკლა? 

არა, ეს შეუძლებელია! 

დაუჯერებელია!.. 

იქნებ, ვინმე ფანჯრიდან შემოიპარა და მოკლა? 

ეს უფრო ლოგიკურია, მაგრამ კათალიკოზის ოთახს მხოლოდ ერთი ფანჯარა აქვს, რომელიც მიწიდან 4 მეტრითაა დაცილებული. მაშასადამე, მკვლელს ოთახში უხმაუროდ შეღწევა გაუჭირდებოდა. 

აბა, რა მოხდა?! 

,,ბოროტი სული'', იქნებ, კარიდან შემოვიდა? 

დავუშვათ, ასეა, მაგრამ სანამ კირიონამდე მიაღწევდა, ჯერ ის ოთახი უნდა გაევლო, სადაც არქიმანდრიტ ტარასისა და ვასილ კბილაშვილს ეძინათ, მაგრამ მათ ხმაური კი არა, ფაჩუნიც არ გაუგონიათ... 

ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უწმინდესმა პატრიარქმა თავი მოიკლა? ისე, თუ თავის მოკვლას აპირებდა, ქრისტეფორე კაპანაძე წიგნების წამოსაღებად თბილისში რატომღა დატოვა? 

იმ ღამეს მარტყოფის ტაძარში, იქნებ, დემონი შეიპარა? 

იქნებ, თავად ლუციფერმა გამოჰკრა თითი ბრაუნინგს? 

იქნებ... იქნებ... 

... და კიდევ უამრავი ,,იქნებ''... 

გავა წლები და ეს ,,იქნებ'' უარესად ,,გაფართოვდება'', ,,ჩაიხლართება'', ტყუილ-მართალი ერთმანეთში აიზილება და საქმე იქამდეც კი მივა, რომ ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი იტყვის, კირიონს ,,ბრაუნინგისთვის'' კი არ უნდა მიემართა, არამედ ქართველი ერისთვისო. ისე, ისტორიკოს ჯანაშვილს კირიონი არც სიცოცხლეში ჰყვარებია, თურმე... 

... მარტყოფის საიდუმლოდან გავა ზუსტად 75 წელი და ,,ბრაუნინგის ისტორია'' დეტალურად განმეორდება _ სამეგრელოს მიყრუებულ სოფელში, ხიბულაში, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სიცოცხლეს დაასრულებს. კირიონის მსგავსად, გამსახურდიას სიკვდილიც ნაშუაღამევს ,,დადგება'', თუმცა გასროლას, მარტყოფისა არ იყოს, ვერც ხიბულაში გაიგონებენ. ,,ფანჯრიდან შეპარული დემონის'' ვერსია, ,,გამსახურდიას საქმეშიც'' აბსურდულია: უცხო პირი წინა ოთახს ვერც ამჯერად გამოიყენებდა, რადგან იქ პრეზიდენტის დაცვასა და პრემიერ-მინისტრს ეძინათ. 

იქნებ, ხიბულაშიც თავად ლუციფერმა გამოჰკრა თითი სასხლეტს? 

იქნებ... და ისევ ეს მრავლისმთქმელი იქნებ... 

... ლამის ასი წელია, მარტყოფის მონასტერი საიდუმლოს ინახავს. ამ ხნის განმავლობაში, უწმინდესი პატრიარქის სიკვდილი, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ შეისწავლა. ისე, გასაკვირი არაა, რომ ,,წითლები'' ამ ტრაგედიით არ დაინტერესდნენ, მაგრამ კირიონი ხომ ნოე ჟორდანიას ხელისუფლების დროს მოკლეს. 

რატომ დადუმდა ეროვნული მთავრობა? ვინ შეუკვეთა კირიონის განადგურება? ვინ მოიყვანა ,,განაჩენი სისრულეში''? რა ვერსიები გაჩნდა იმდროინდელ ქართულ პრესაში და მიდის თუ არა კვალი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან? _ ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. ერთი კია: კირიონის დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო. საფლავის ქვა, საკათალიკოზო საბჭოს დავალებით, დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ და ქრისტეფორე კაპანაძემ, ნეოფიტე აგლაძეს დაამზადებინეს და 1919 წლის 10 ივნისს დადგეს... 

კირიონის გარდაცვალებას საქართველოში სერიული მკვლელობები მოჰყვება: 1918 წლის სექტემბერში, მიტროპოლიტ ანტონ გიორგაძეს კლავენ, მერე _ მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეს და ბერებს _ მირიანსა და გერმოგენს... 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ხდება... 

დავით დავიდოვიც უკვე ,,დიდი კაცი'' და ლეონიდეს ნდობით აღჭურვილი პირია... 

... კირიონის დაკრძალვის დღეს, 1918 წლის 7 ივლისს, სიონის საპატრიარქოს ტაძარში, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე იტყვის: 

,,არ ვიცი, შენი ასეთი მოულოდნელი და უცნაური სიკვდილი ჩვენი გაუგებრობის, თუ უმადურობის ნაყოფია. ვერ გამიგია, რას ვთხოულობდით კიდევ შენგან?! სხვა ქვეყანაში ასეთ ნაამაგარ, დამშვრალ მხცოვან მოღვაწეს დაასვენებენ ხოლმე, სიბერის ჟამს დაუტკბობენ, განვლილ ტანჯვა-წამებას დაუამებენ და თუ კიდევ სამოღვაწოდ მოიწვევენ, მაშინ თავს ევლებიან მას, ტვირთს უმსუბუქებენ, რათა მისი სიბრძნე-გამოცდილებით ასარგებლონ ქვეყანა. ჩვენ ასე ვერ მოვიქეცით... ქედმაღლობა, გამძვინვარებული შური, საარაკო თავხედობა გამოვიჩინეთ...'' 

მღვდელმთავართა სერიული მკვლელობები 

... კირიონ მეორის სიკვდილი, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს. 

ერი გარინდებულია... 

ლუციფერის მოციქულნი დავლურს უვლიან!.. მათი გეგმა მარტივია _ გაზეთი ,,ახალი სიტყვა'' მრევლს დაარწმუნებს, რომ კირიონმა სიცოცხლე საკუთარი ,,ბრაუნინგით'' დაასრულა და ,,თვითმკვლელი'' კათალიკოზის ნეშტს, მარტყოფის მონასტრის ეზოში, კონსპირაციულად დაკრძალავენ...

მაშ ასე, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. საცაა, გამოძიებაც დასრულდება და საბოლოოდ დადგინდება, რომ კირიონმა თავი მოიკლა, მაგრამ... 

შემთხვევის ადგილზე მისული გამომძიებლი პისტოლეტს დიდხანს აკვირდება. ,,ბრაუნინგი'' ჩაკეტილია. მაშასადამე, რა გამოდის? რა, პისტოლეტი მომაკვდავმა პატრიარქმა თვითონ ჩაკეტა? 

გამომძიებელმა ბატალური სცენა წარმოიდგინა _ კირიონი ბალიშის ქვეშიდან ,,ბრაუნინგს'' იღებს, ცოტა ხანს ხელში ატრიალებს, მერე, შუბლთან მიაქვს და სასხლეტს თითს ჰკრავს... 

ქვეშაგები წითლად იღებება, კათალიკოზი გონებას კარგავს და უცებ ,,ბრაუნინგს'' კეტავს. 

_ კირიონს იქნებ, მეორე იარაღიც ჰქონდა? _ გაუელვა გამომძიებელს. 

ჰო, საინტერესო ვერსიაა _ სასთუმალთან ,,ბრაუნინგი'' განგებ დადო, თორემ სინამდვილეში, სხვა იარაღიდან ისროლა, რომელიც ფანჯრიდან გადააგდო!.. 

_ არა, ასეთი მსჯელობა სასაცილოა! _ დაასკვნა გამომძიებელმა, თუმცა ფაქტია, მკვლელობა ,,ბრაუნინგით'' არ მომხდარა. ამას შემთხვევის ადგილას ნაპოვნი ,,სხვა იარაღის'' ტყვიებიც ადასტურებს... 

ასე და ამგვარად, თვითმკვლელობის ვერსიას წყალი შეუდგა. ლუციფერის მოციქულნი კონსპირაციული თეორიის მეორე და არანაკლებ საშიშ ეტაპზე გადადიან _ ერმა უნდა დაიჯეროს, რომ კირიონის მკვლელობაში გარკვეული წვლილი მიტროპოლიტ ლეონიდს (ოქროპირიძე) მიუძღვის. 

... კირიონი და ლეონიდე ძველი მეგობრები არიან, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად ერთად იბრძოდნენ, 1906 წლის იანვარში, პეტერბურგში, სინოდის სხდომაზეც ერთად მოიგერიეს ქართული ეკლესიის მოძულეთა შემოტევა... მერე, 1917 წლის 12 მარტს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად რომ გამოცხადდება, ეპისკოპოსი ლეონიდე, ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითი კომიტეტის მეთაური გახდება და დიდი საეკლესიო კრების მომზადებაც, რომელზეც სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი უნდა აირჩიონ, სწორედ მას დაევალება. 

ამ დროს კირიონი რუსეთშია... 

... მართალია, მღვდელმსახურთა ნაწილი პატრიარქად უკვე ლეონიდეს მიიჩნევს, მაგრამ მორწმუნეთა ჯგუფი, ქრისტეფორე კაპანაძის მეთაურობით, ჩრდილოეთს მიემგზავრება და კირიონს სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს. 

_ ყურადღებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ლეონიდე და მისი მომხრეები საქართველოში წყალს არ დამიწმენდენ, _ აცხადებს მომავალი კათალიკოზი. მიუხედავად ამისა, შუამავალნი კირიონს სამშობლოში დაბრუნებაზე ითანხმებენ. 

... 1917 წლის 17 სექტემბერი... პირველი საეკლესიო კრების ბოლო დღე... მღვდელმსახურთ კათალიკოზ-პატრიარქი უნდა აირჩიონ... სულ ორი კანდიდატია _ ეპისკოპოსი კირიონი და მიტროპოლიტი ლეონიდე. 448 დელეგატიდან 237, მხარს კირიონს უჭერს. მოწინააღმდეგე მხარე შოკშია... 

... ლუციფერის მოციქულნი სწორედ ამ დაპირისპირებით ისარგებლებენ და ტკვარცალს დაიწყებენ, კირიონ მეორის მკვლელობაში ბრალი მიტროპოლიტ ლეონიდსაც მიუძღვისო... 

... მარტყოფის ტრაგედიას მღვდელმთავართა და ღვთისმსახურთა სერიული მკვლელობები მოჰყვება: პროვინციებში კირიონ მეორის საარჩევნო აგიტაციის მეთაურს, მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეს, უცნობები საკუთარ სახლთან მოკლავენ... არქიმანდრიტ მირიანს მცხეთაში, ჯვრის მონასტერში მოკლულს იპოვიან... 1918 წლის სექტემბერში, ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონს (გიორგაძე) საკუთარი სიძე მოწამლავს... 

30-იან წლებში, მომავალ პატრიარქს, დავით დევდარიანს სამი შვილიდან ერთ-ერთი, შიმშილითა და სიცივით მოუკვდება. დავითი დასახმარებლად მდიდარ ნათესავს მიაკითხავს, რახან მღვდელი ვარ, შეშა არავინ მომყიდა, ვიცი, სამი ნავთქურა გაქვს და ერთი მათხოვე, სიკვდილისგან სხვა შვილები მაინც ვიხსნაო. მდიდარი ნათესავი დავითის თხოვნას ყურად არ იღებს... მერე, დრო რომ გავა, დავით დევდარიანი დიაბეტით დაავადდება. პატრიაქს საავადმყოფოში იძულებით დააწვენენ... მერე, ხმა გავარდება, დავითს სასიკვდილო არაფერი სჭირდა, მაგრამ ნემსის გაკეთება დაუგვიანეს, კომაში ჩავარდა და ამიტომაც მოკვდაო... 

დავით მეხუთის სიკვდილამდე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი, გვარად მაჭავარიანი, უკვალოდ გაქრება... 50-იან წლებში, ეპისკოპოს ნაუმ შავიანიძის ვაჟს დახვერეტენ... პროტოდიაკონ ამბროსი ახობაძეს გადასახლებაში მარჯვენა ხელს დაუშანთავენ, პირჯვარი რომ ვერ გადაიწეროო... 

... ლუციფერის მოციქულნი, ისევ დავლურს უვლიან!.. 

... კირიონის მოკვლას მისი შინაკაცი, არქიმანდრიტი ტარასი დაიბრალებს. ხალხში ხმა გავარდება, ტარასი დავით დავიდოვმა მოისყიდა, 500 თუმანი მისცაო. იმასაც იტყვიან, ამ ხუთასი თუმნით, ტარასიმ კავკავში ძროხები იყიდა და თბილისში ფერმა ,,აიშენაო''... მოკლული კათალიკოზის მიერ შეკრებილ ხალხურ ლექსებსაც ტარასი მიითვისებს, რომელსაც მერე ლიტერატურულ მუზეუმს შესწირავს და თავმომწონედ იტყვის, ჩემი შეკრებილიაო... 

... ასი წელია, მარტყოფის სანახები ,,ლუციფერის საიდუმლოს'' მალავს. ასი წელია, ვერავინ გაარკვია, რა მოხდა იმ ღამეს საპატრიარქო რეზიდენციაში... 

... მკვლელი იქნებ, ნაცნობი იყო, კათალიკოზმა მოყვრად ჩათვალა და ღამეულ სტუმარს კელიის კარი საკუთარი ხელით გაუღო? 

... მკვლელმა იქნებ, არც იცოდა, ვის ჰკლავდა? 

... ნეტავ, რა აზრმა გაუელვა სიკვდილ-სიცოცხლის ზღურბლთან მდგარ პატრიარქს? 

... ნეტავ, რას ფიქრობდა იმ ღამეს დავით დავიდოვი? ან მაშინ რა იგრძნო, როცა კათალიკოზის გაყინულ სხეულს დახედა? 

ალბათ, არაფერი... მას ხომ კირიონი არასოდეს ჰყვარებია... 

რას ერჩოდა დავიდოვი კირიონს? ამბობენ, რომ მათ საგვარეულო მტრობა ჰქონდათ. იმასაც ამბობენ, დავიდოვი რუსი ეგზარქოსების ნაჯაშუშარი და ნააგენტარი იყოო... დავიდოვს ერთხანობას, თურმე, ,,წითლებიც'' სწყალობდნენ და სიძველეთა საქმის კომიტეტიც ჩაუბარებიათ, მაგრამ მასზე გული მალევე აუყრიათ და გადაუსახლებიათ. იქ, თურმე, რაღაც უკურნებელი სენი შეჰყრია და მკლავი მოუჭრიათ. ხალხს მკლავმოჭრილი დავიდოვი პირველად რომ უნახავს, უთქვამს, ეგ სულ ცოდვით მოუვიდაო... 

ხალხს არც მღვდელი შუბლაძე ჰყვარებია. კირიონთან ამ შუბლაძესაც ცუდი ურთიერთობა ჰქონია. თურმე, შუბლაძეზეც ამბობდნენ, ნააგენტარიაო... ვოსტოროგოვის ეგზარქოსობის დროს, შუბლაძეს მისთვის უთხოვია, სამრევლო სკოლების მეთვალყურედ თუ დამაყენებთ, ჯამაგირს მაზრაში სიარულს მოვახმარ და ხალხს ხმას გავაკმენდინებო. 1903 წელს, შუბლაძეს სანუკვარი თანამდებობა მართლა მიუღია, ქართველებისა და ბერძნებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლა აუკრძალავს, თან მტკიცება დაუწყვია, ეს ქართველები როცა წერენ, რუსულად აზროვნებენო... 

... კირიონ მეორეს კიდევ ერთი მოძულე ჰყოლია, ვინმე რატიევი (რატიშვილი). ჰოდა, ერთხელ, წირვის დროს, ეს რატიევი ანჩისხატის ტაძარში შესულა და კირიონისა და მისი მრევლისთვის სულ ,,კინტოები'' უძახნია... 

... 1918 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს სხდომა ჩატარდება, რომელსაც, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად, თბილელი მიტროპოლიტი და კათალიკოზ-პატრიაქრის მოსაყდრე, ლეონიდეც დაესწრება. საბჭო კირიონს მემკვიდრედ, სწორედ მას დაასახელებს. ზოგიერთი მღვდელმსახური ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებს და საქმე იქამდეც მივა, რომ ზუგდიდელი მღვდელი ტროფიმე ჯოხთაბერიძე, შინაგან საქმეთა მინისტრს საგანგებო დეპეშას გაუგზავნის, ეს კათალიკოზის არჩევის არაკანონიერი და არადემოკრატიული გზა არისო. პარალელურად, საგანგებო დეპეშა მთავრობის თავმჯდომარესაც მიუვა და ანონიმური ავტორი ნოე ჟორდანიას რიტორიკულად ჰკითხავს: ,,ვინ მისცა საკათალიკოზო საბჭოს განუსაზღვრელი უფლება, რომ ხალხის დაუკითხავად სწყვეტს საქართველოს ეკლესიის ბედს? ჩვენ გყვავდა ღირსეული კაცი, მაგრამ მას შურით მაცქერალმა კაცმა არ აცალა სიცოცხლე და თავისი ბინძური ხელი შეურია მის წმინდა სისხლში!'' 

... 1919 წლის თებერვალი. კვირა... სვეტიცხოველში მიტროპოლიტი ლეონიდე, სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქად ეკურთხება... საგანგებოდ ამ დღისთვის, მთავრობა მცხეთაში მატარებელს დანიშნავს. ლეონიდეს აღსაყდრებას ექვთიმე თაყაიშვილიც დაესწრება... 

მერე, დრო რომ გავა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კირიონ მეორეს (საძაგლიშვილი) წმინდანად შერაცხავს. 

... ,,ბრაუნინგის საიდუმლო'' მარტყოფის მონასტრის კედლებში ჩაიკირება და საქართველოს ისტორიაში 1918 წლის 26 ივნისი, ,,დემონურ სირცხვილად'' დარჩება _ ამ დღეს ხომ უწმინდესი კირიონი მოკლეს!.. 

და პატრიარქის მკვლელობიდან ასი წლის შემდეგ, მოვლენები თითქმის ანალოგიური სცენარით განვითარდება _ უბრალოდ, ,,ბრაუნინგს'' ციანიდი შეცვლის, თორემ საკათალიკოსო ტახტისთვის ბრძოლა ისევ ისეთივე აქტუალური იქნება, როგორც მაშინ, ასი წლის წინ იყო... მოკლედ, ტყუილად კი არ ამბობენ ხოლმე, ისტორია მეორდებაო... 

P.s. ,,ციანიდის სკანდალი'' თითქოს მინავლებული იყო ანუ მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ოჯახი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობაზე მუდმივად საუბრობდა და ამასთან, მის შეწყალებასაც ითხოვდა, პოლიტიკური ელიტა ამ თემით არ აპელირებდა. ჰოდა, სწორედ ამ ,,მოჩვენებითი სიმშვიდის'' დროს, ბოდბელი ეპისკოპოსი მედიით სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ზოგადად, ყველამ, ვინც პოლიტიკის სპეციფიკაში ერკვევა, იცის, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ჰოდა, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მეუფე იაკობის განცხადებები ახალი თამაშის დასაწყისის სიგნალი იყო? ამ ვერსიას არსებობის უფლება იმიტომაც აქვს, რომ ყველა წმინდა სინოდის მოლოდინშია, ესე იგი, გამოდის, რომ წმინდა სინოდზე განსაკუთრებული რამ უნდა მოხდეს და ეს ,,განსაკუთრებული რამ'' იქნება თუ არა ილია მეორეს გადადგომა, ვნახავთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ვერსია გამართლდება და პატრიარქი მეუფე შიო გახდება, ესე იგი, გამოვა, რომ საქართველოს ეკლესიაზე რუსული გავლენა საბოლოოდ გაიზარდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შიო საკათალიკოსო ტახტზე ვერ ავა, მაშინ კრემლი ახალი ,,კვანტების'' დადებას დაიწყებს. 

ამას გარდა, მეუფე იაკობის განცხადებებს, როგორც ამბობენ, პოლიტიკური მდგენელიც აქვს ანუ ბოდბელი ეპისკოპოსი და ის პოლიტიკური ფრთა, რომელთანაც მას ურთიერთობა აქვს, ხელისუფლებისგან გაიწირა და ,,განწირულებმა'' მეუფე იაკობის პირით, მმართველი გუნდის დაშანტაჟება დაიწყეს. 

ასეა თუ ისე, ამ ,,საეკლესიო თამაშების'' დეტალებში იმდენი ეშმაკია, რომ ალბათ, თვით ლუციფერიც დაბნეულია და ამ ,,აბრაკადაბრაში'' გასარკვევად, ლოცვები აქვს გაძლიერებული და პირჯვარს იწერს!

ნინო დოლიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 30 Oct 2019 11:14:57 +0400
იქნება თუ არა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში და რას ჰკითხავს კიევში ჩასული გუბაზ სანიკიძე სააკაშვილს http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6406-იქნება-თუ-არა-ნაციონალური-მოძრაობის-საარჩევნო-სიაში-და-რას-ჰკითხავს-კიევში-ჩასული-გუბაზ-სანიკიძე-სააკაშვილს.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6406-იქნება-თუ-არა-ნაციონალური-მოძრაობის-საარჩევნო-სიაში-და-რას-ჰკითხავს-კიევში-ჩასული-გუბაზ-სანიკიძე-სააკაშვილს.html

„ბიძინას კარზე იყო გარჩევა, გუბაზი და ირაკლი დაუმორჩილებლები არიან, მაგრამ ორივეს დაჭერას აზრი არ აქვსო და ირაკლი ამოარჩიეს“

 

საპატრიარქოს სკანდალმა პოლიტიკური კულუარები მრავალფეროვანი გახადა. ამბობენ, რომ საპატრიარქოს ლუსტრაციას პოლიტიკური ძალები სათავისოდ იყენებენ. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ამ `მღვრიე წყალში თევზის დაჭერას~ ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს. ერთი ვერსიით, საპატრიარქოს სკანდალში ნაციონალების ხელი ურევია... მეორე ვერსიით, ხელისუფლების შტოები იბრძვიან ძალთა გადანაწილებისთვის... ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობთ, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო _ აეხსნა ტაბუ თემას, რომელზე საუბარიც, რამდენიმე წლის წინ, დიდ ცოდვად ითვლებოდა და მღვდელმთავრებზე აუგის თქმას ცოტა თუ ბედავდა. `ვერსია~ მიმდინარე სკანდალურ მოვლენებზე ისტორიკოსსა და პოლიტიკოსს, პარტია გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გუბაზ სანიკიძეს ესაუბრა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, კიევში ჩასვლა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დააანონსა. რატომ შეიცვალა პოლიტიკური გემოვნება და ელოდება თუ არა ოქრუაშვილის მსგავსად, 20 ივნისის აქციის პროცესების გამო, დაპატიმრებას? _ გთავაზობთ ინტერვიუს გუბაზ სანიკიძესთან.

_ ბატონო გუბაზ, რა როლს ითამაშებს ქვეყნისთვის ის პროცესები, რომლებიც საპატრიარქოს გარშემო ვითარდება? 

_ მოსალოდნელი იყო, რომ ადრე თუ გვიან, ეს პროცესი დაიწყებოდა, რადგან როგორც საეროში, ისე საეკლესიოშიც გვაქვს პრობლემები. ამ შემთხვევაში, ერი და ბერი, ერთი და იგივეა. როგორც ჩანს, საპატრიარქოს აქვს შიგნით პრობლემები. ზოგადად, ბოლო დროს, საპატრიარქოს ბევრი ოპონენტი ჰყავს და კრიტიკოსები მოუმრავლდა, ბევრი ჰყავს მტერიც, როგორც საპატრიარქოს მიღმა, ისე შიგნითაც. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ საპატრიარქოს პრობლემები გამოვიდოდა გარეთ, რადგან საქართველოში არ არის დახურული საზოგადოება, სადაც ყველაფერი ეს, შეიძლება, მუდმივად დაიმალოს და არ გაცხადდეს. ბევრი ამბობს, შოკისმომგვრელი განცხადებები კეთდებაო, ჩემთვის ასე არაა, რადგან ეჭვები გვქონდა, რომ ურთიერთობები ხელისუფლებასა და საპატრიარქოს ერთ ნაწილს შორის, აშკარად იყო. რასაც ვხედავთ, საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიერ უხეშ ჩარევასთან საპატრიარქოს საქმეებში და ასევე, საპატრიარქოს ჩარევასთან სახელმწიფოს საქმეებში. კონკორდატი საერთოდ დახეული და გადაგდებულია. კონკორდატის მთავარი პრინციპი კი ისაა, რომ არ ჩაერიონ ერთმანეთის საქმეებში, მაგრამ როგორც ჩანს, როგორც კონსტიტუცია და რჯულის კანონი, ასევე კონკორდატიც, ფარატინა ქაღალდია და მეტი არაფერი. 

_ ბევრი ამბობს, რომ რუის-ურბნისის კრებაა მოსაწვევი და ერთი გიორგი ჭყონდიდელი არ გვაწყენდა ანუ ხალხი ფიქრობს, რომ უნდა გაიწმინდოს ქართული ეკლესია უღირსი მღვდელმთავრებისგან. როგორ ხედავთ ამ პროცესების დალაგების გზას? 

_ ალბათ, ადრე თუ გვიან, რუის-ურბნისი მოხდება, მაგრამ აქ ინსტიტუციონალური პრობლემა გვაქვს, რადგან საეკლესიო კრების მოწვევის უფლება ჰქონდა ორ ინსტიტუციას საქართველოში _ წმინდა სინოდსა და მეფეს. ჩვენ კი მეფე არ გვყავს. არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრსა და არც სხვა საერო თანამდებობის პირს აქვს უფლება, მოიწვიონ კრება. ერთადერთი, ვისაც ამის უფლება აქვს, მონარქია, რომელიც არ გვყავს, მით უმეტეს, არც დავით აღმაშენებელი და გიორგი ჭყონდიდელი გვყავს, სამწუხაროდ... მორწმუნე ადამიანი ვარ და ვიცი, ყველაფერი უფლის ნებით ხდება. უფლის ნებაა, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები გასაჯაროვდეს და გავიგოთ ყველამ, რა ხდება. ჩვენს თანმოქალაქეებში პანიკური შიშია, რომ დავიღუპეთ, ამოვწყდით, გადავშენდებით, რა გვეშველებაო, მაგრამ ასე არაა. ეკლესიაში ყოველთვის ასე იყო, მართლმადიდებლურშიც და კათოლიკურშიც, მაგრამ ეკლესიაში ყოველთვის იყვნენ მესვეურები, რომლებიც ებრძოდნენ ამ გადახრებს და რჯულის კანონის უხეშ დარღვევებს. ბრძოლა, 2000 წელია, გრძელდება ეკლესიაში და, როგორც ჩანს, გაგრძელდება კიდეც. მინდა, ყველას ვუთხრა, მშვიდად და წყნარად შეხვდნენ ყველაფერს. კიდევ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი – უნდა გავყოთ საპატრიარქო და ეკლესია, ეკლესია ქრისტეს სხეულია, ხოლო საპატრიარქო, მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციაა. 

_ ბატონო გუბაზ, საპატრიარქოს მოვლენებთან დაკავშირებით, არაერთი ვერსია ვრცელდება. ზოგი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს საკუთარი პოზიციების გამყარებას, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების შტოები ებრძვიან ერთმანეთს ძალაუფლებისთვის, არჩევნების წინ. თქვენ რას ფიქრობთ? 

_ ყველაფერი ერთადაა, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ საპატრიარქო ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც საარჩევნო ორგანიზაცია. საპატრიარქოს მხარდაჭერა მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას. მოდის 2020 წლის არჩევნები, დღევანდელ ხელისუფლებას კი ძალიან მძიმედ აქვს მდგომარეობა საარჩევნო თვალსაზრისით. მოტივაცია, რომ `ქართულ ოცნებას~ ადამიანები მხარს დაუჭერენ, ქრება, ამიტომ გარკვეულწილად, ხიფათს წარმოადგენს საპატრიარქოსა და სასულიერო პირების პოზიცია არჩევნებზე. ხელისუფლებისთვის საკმაოდ სახიფათოა, მით უმეტეს, ვიცით, რომ საპატრიარქოშიც და ზოგადად, ქართულ ეკლესიაშიც, წინააღმდეგობა ხელისუფლების მიმართ, ნამდვილად იზრდება, ამიტომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამ საბოლოოდ დაკარგოს ავტორიტეტი და აღარ ჰქონდეს პოზიტიური, ან ნეგატიური გავლენა არჩევნებზე. ყველაფერი ეს 2020 წლამდე გაგრძელდება და როგორც ჩანს, სიურპრიზები კიდევ გველოდება. 

_ ანუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ცდილობს ამ ინსტიტუციის დაშლას? 

_ დაშლას ჩავანაცვლებდი დისკრედიტაციით იმიტომ, რომ ფაქტია, ბიძინა ივანიშვილს ავტორიტეტები არ უყვარს და ისიც ცნობილია, რომ პატრიარქს მზე და მთვარე არასდროს ამოსდიოდა ბიძინა ივანიშვილზე... 

_ პოლიტიკურ ინტერესებსა და ავტორიტეტებზე ვსაუბრობთ და ბარემ აგვიხსენით, რატომ გადაწყვიტეთ კიევში ჩასვლა და სააკაშვილთან შეხვდერა? ყველას ახსოვს თქვენი დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობასთან და ბევრს გაუკვირდა თქვენი ეს გადაწყვეტილება.… 

_ იმიტომ, რომ გამოსავალი არ არის ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი სხვა გამოსავალს არ ტოვებს. ვისაც გაუკვირდა, ალბათ, გასაკვირია, მაგრამ ჩვენთვის, ვინც პოლიტიკაში ვართ, მთავარი პრინციპი უნდა იყოს ქვეყნის ინტერესები. ქვეყანა ვეღარ ვითარდება, არის ჭაობში, აღარ აქვს პერსპექტივა და აქვს ხიფათები. საქართველომ, შეიძლება, რეალურად დაკარგოს თავისი სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტები, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება ყოველთვის გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან. დღევანდელი მონაცემებით, შეიძლება, ბევრს ჰქონდეს სურვილი, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს, მაგრამ ამის მექანიზმი არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის პერსონის გარეშე. სააკაშვილი, მოგვწონს ვინმეს თუ არა, არის ძალიან გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ცალკე აღებულ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ფიგურასთან, ვერ მოდის ცალ-ცალკე კი არა, ერთად აღებული, ამიტომ ჩემთვის მთავარია არა სურვილი, არამედ რეალობა. რეალობაა ის, რომ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გარეშე,Eვერ მოხდება ამ ხელისუფლების ჩანაცვლება და თუ არ მოხდა ამ ხელისუფლების ჩანაცვლება, ყველაფერი ოხრად დაგვრჩება. ბიძინა ივანიშვილი ჩააბარებს რუსეთს საქართველოს. 

_ ბატონო გუბაზ, სააკაშვილმა რომ შემოგთავაზოთ 2020 წლის არჩევნებში საკუთარი პარტიის ანუ ნაციონალური მოძრაობის სიით კენჭისყრა, დათანხმდებით? 

_ ძალიან შორეულ საკითხებზე ვსაუბრობთ. მაინტერესებს სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრა და რამდენადაც ვიცი, მასაც აქვს ეს ინტერესი ანუ ინიციატივა ორმხრივია. მაინტერესებს, გავესაუბრო მას პირადად, შუამავლების გარეშე და მაქვს რამდენიმე კითხვა მასთან. ვიცი, რომ მასაც აქვს ჩემთან კითხვები. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, რა და როგორ იყოს. 

_ რა მთავარი კითხვა გაქვთ სააკაშვილთან? 

_ მოდით, დავტოვოთ ეს თემა ცალკე. ორი ადამიანის სასაუბრო კითხვებზე, ვფიქრობ, არ ღირს საუბარი, მაგრამ კითხვები, რა თქმა უნდა, ქვეყნის შესახებ იქნება და არა _ პიროვნული. 

_ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია. ის პოლიტიკურ მძევლად მიგაჩნიათ? 

_ პოლიტიკური მძევალი, პატიმარი და რაც მთავარია, რეპრესირებულია აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ. ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მისთვის სახიფათოა, მაგრამ უნდა ფიქრობდეს, რა უფრო საშიშია _ ოქრუაშვილი დატუსაღებული, თუ გარეთ. ოქრუაშვილის სტატუსი და მის მიმართ ხალხში სიმპატიები იზრდება და ამას ყველა ვხედავთ. 

_ ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი, ოპოზიციური პარტიების ლიდერები არიან. გასაგებია, რომ მელია დეპუტატის მანდატით სარგებლობს, მაგრამ თქვენი აზრით, რატომ არ გამოუშვეს ოქრუაშვილი, მელიას მსგავსად, ელექტროსამაჯურით? 

_ ინდივიდუალური მიდგომა აქვს ბიძინა ივანიშვილს ყველას მიმართ. სურვილი შეიძლება, ჰქონდა დაჭერის, მაგრამ ურთულესი პროცესია _ არჩეული დეპუტატია მელია. ოქრუაშვილი უფრო დაისაჯა, არც დეპუტატის მანდატი აქვს და როგორც ჩანს, უფრო სახიფათოა ბიძინასთვის. 

_ 20 ივნისის აქციის პროცესებში თქვენც იყავით ჩართული. ელოდით, რომ თქვენს მიმართაც დაიწყებოდა სამართლებრივი დევნა? 

_ კი, როგორ არა. ვიცი, რომ იყო გარჩევა ბიძინას კარზე, რა ვუყოთ ამ გამარჯვებულ საქართველოს, არის ორი ტიპი _ გუბაზი და ირაკლი, რომლებიც დაუმორჩილებლები არიან, გაკონტროლება რთულია, ამიტომ ორივეს დაჭერას აზრი არ აქვს და ერთ-ერთი ამოვარჩიოთო. ამოარჩიეს ირაკლი. ჩათვალეს, რომ ირაკლი უფრო სახიფათო იყო გარეთ, ვიდრე მე, მაგრამ ვნახოთ, აქ არის საუბარი ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფურ ნება-სურვილზე. ჩავლილი არ არის, შეიძლება ჩემს მიმართაც დაიწყონ დევნა, ამისთვის მზად ვარ, ძალიან მშვიდად ვხვდები ამ საქმეს. ირაკლიც მშვიდად იყო, როცა საფრანგეთში იყო და ვუთვლიდით, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში, მის დაჭერას აპირებდნენ, მშვიდად და წყნარად თქვა, ვერავინ დამიშლის ჩემს ქვეყანაში ჩამოსვლასო. ჩამოვიდა და დაიჭირეს. 

_ ბატონო გუბაზ, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა უკვე გადაწყვეტილი გაქვთ? 

_ ბუნებრივია, თავს ვალდებულად ვთვლი, შევიდე პარლამენტში, გავხდე დეპუტატი და გავაგრძელო საქმე, რასაც ვაკეთებდი ჩემი სპეციალობითა და მიმართულებით. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე მიმაჩნია, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქვეყანას სჭირდება.

 

თათია გოჩაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 30 Oct 2019 11:14:40 +0400
ვინ იქნება შემდეგი? გზა ბერლინში, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6384-essence-_-ევროპაში-დეკორატიული-კოსმეტიკის-ნომერი-პირველი-ბრენდი-psp-ს-პარტნიორია.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6384-essence-_-ევროპაში-დეკორატიული-კოსმეტიკის-ნომერი-პირველი-ბრენდი-psp-ს-პარტნიორია.html

23 აგვისტოს, ბერლინში,  მამაკაცი პარკთან გზას აუჩქარებლად მიუყვებოდა. გეზი მეჩეთისკენ ჰქონდა აღებული, შაბათის ლოცვა იწყებოდა. უეცრად მას თავს დაესხნენ და ადგილზევე მოკლეს. მამაკაცი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი იყო. მას მეუღლე და ხუთი შვილი დარჩა.

მალევე გერმანულმა პოლიციამ  მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. მას ჯიბეში ვადიმ ანდრეევიჩ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტი აღმოაჩნდა. თუმცა, ბოროტმოქმედის რეალური ვინაობის დადგენა დღემდე გერმანელი სამართალდამცველების თავსატეხად იქცა. ანდრეევიჩი ხმას არ იღებს, მხოლოდ რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებთან დაამყარა კომუნიკაცია და მას მერე პირში წყალი ჩაიგუბა. რა თქმა უნდა, კრემლი ამ სკანდალურ მკვლელობასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს, მაგრამ არც გერმანელ სამართალდამცველებს ეხმარება გამოძიებაში.

მომხდარიდან მალევე დასავლურ მედიაში და ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა გონივრული ვარაუდი, რომ ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახურები დგას. ცნობილია, რომ ხანგოშვილი წლების განმავლობაში ჩეჩნეთში სწორედ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, იდგა ასლან მასხადოვის გვერდით და საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მის მკვლელს,  რუსეთის არაბიომეტრიული პასპორტი, ვინმე სოკოლოვის სახელზე, მკვლელობიდან ორი კვირით ადრე აუღია. ასევე, ირკვევა, რომ მკვლელობის შემდეგ ქილერმა ახლომდებარე მდინარეში თავისი ველოსიპედი, “Glock”-ის მარკის პისტოლეტი და პარიკი გადააგდო და წინასწარ გამზადებული მოპედით მიმალვა სცადა.  უბრალოდ, ორმა თინეიჯერმა მისი საეჭვო მოქმედებები დაინახა და მაშინვე პოლიციას შეატყობინა. რუსმა გაქცევა ვერ მოასწრო.  

„ბიბისი“-ს რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ხანგოშვილის მეუღლე ამბობს, რომ ზელიმხანმა ცოტა ხნით ადრე ბერლინის პოლიციას მიმართა და მისი უსაფრთხოების დაცვა ითხოვა, თუმცა როგორც ჩანს, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის მიმართ რეალური საფრთხის არსებობის იქ არ დაიჯერეს. არადა, უნდა აღინიშნოს, რომ ხანგოშვილზე ნადირობა დიდი ხანი მიდიოდა. მის ლიკვიდაციას ჯერ კიდევ 2006 და 2015 წლებში საქართველოშიც ცდილობდნენ. მაშინ, წარუმატებლად. მან პირველ შემთხვევაში  ФСБ-ს სქემა ქართულ სპეცსამსახურებთან ერთად გაშიფრა, მეორე შემთხვევაში კი დაუდგენელმა პირმა მხოლოდ მისი დაჭრა შეძლო. „New York Times”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე ყვება,  რომ 2006 წელს, ქართველმა სამართალდამცველებმა რუსეთის ციხის ყოფილი პატიმრის გაშიფვრა და დროული „გადაჭერა“ მოახდინეს. 

ამის შემდეგ, ხანგოშვილმა საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა, რაღაც პერიოდი უკრაინას აფარებდა თავს,  მაგრამ მალევე გერმანიას-მისი აზრით, უფრო უსაფრთხო ქვეყანას მიაშურა.  

რა თქმა უნდა, შუაგულ ევროპაში მომხდარმა მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ევროპის ჩეჩნური დიასპორა  მკვლელობის დამკვეთების გამოვლენას და დასჯას აქციებზეც კი ითხოვს. უცხოელი გამომძიებელი ჟურნალისტები აყალიბებენ ვერსიას იმის შესახებ, რომ  სოკოლოვის პასპორტი ყალბია. ამ მოსაზრებას   ერთობლივ ჟურნალისტურ გამოძიებაში გამოცემები “Bellingcat”, “Der Spiegel” და “Insider” სხვადასხვა ფაქტებით ამყარებენ. მათ მიერ რუსეთის სახელმწიფო ბაზების გადამოწმებით დადგინდა, რომ სოკოლოვის ვიზის განაცხადში მითითებულ მისამართზე- პეტერბურგში მსგავსი ვინაობის მქონე პირი საერთოდ არ ცხოვრობს. ასევე, გადაამოწმეს რუსეთის საპასპორტო სისტემა, სადაც მსგავსი მონაცემების მქონე პირი არ არის რეგისტრირებული. ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ფანტომი „ვადიმ სოკოლოვი“ სწორედ ბერლინის კონკრეტული სპეცოპერაციისთვის შეიქმნა. 

მალევე, დასავლური მედიის ცნობით, გერმანელმა სამართალდამცველებმა ანონიმური წერილი მიიღეს, სადაც ნათქვამია,  რომ სოკოლოვი სინამდვილეში ყოფილი მილიციის მაიორი ვლადიმერ სტეპანოვია, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ კოლონიაში წესით 24 წლიან სასჯელს უნდა იხდიდეს. მილენიუმის დასაწყისში ის ერთ-ერთ რუსულ ბანდას არასასურველი ბიზნესმენის ლიკვიდაციაში დაეხმარა, რის გამოც ციხეში ჩასვეს.  წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნულმა პატიმარმა, ხანგოშვილის მოკვლის დავალება, ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ  მიიღო. 

ამას გარდა, ცოტა ხნის წინ „New York Times”-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია იმის შესახებ, რომ ევროპაში, ბოლო ათწლეულია, რუსული გასაიდუმლოებული დანაყოფი „29155“ მოქმედებს. ეს არის ჯგუფი, რომლის გამოაშკარავება ახლახან მოხდა და რომლის მთავარი მიზანი,  ყველა შესაძლო მეთოდით, დასავლეთთან ჰიბრიდული ომის გამართვაა. ამ ომის იარაღებს შორის არის როგორც პროპაგანდის წარმოება, ისევე ჰაკერული თავდასხმები და შეიარაღებული კონფრონტაციაც. ამ დანაყოფის ოფიცრები  ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან, ზოგი მათგანი ავღანეთის, ჩეჩნეთის და უკრაინის ომების ვეტერანია. მათი ოპერაციები იმდენად დაშიფრულია, რომ ხშირად მათი არსებობა ГРУ-ს სხვა დანაყოფებმა არც იციან. პირველად კი მათი იდენტიფიცირება ევროპის სადაზვერვო საზოგადოებამ მონტენეგროს 2016 წლის წარუმატებელი პუტჩის შემდეგ შეძლო, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრის მკვლელობა და პარლამენტის შენობის აღება იგეგმებოდა. ამ დანაყოფის კვალს ამჟამად ხედავენ  სკრიპალის მოწამვლის საქმეშიც. 

არ არის  გამორიცხული, რომ ხანგოშვილის მკვლელობა საიდუმლო დანაყოფ „29155“-ის  ჩადენილიც იყოს. თუმცა, თუ ვინ არის სინამდვილეში მისი მკვლელი-ГРУ-ს ჩინიანი თანამშრომელი თუ „ფრილანსერი“, ეს ევროპელმა სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ. ამავე დროს, ცხადია, რომ მხოლოდ წელიწადია გასული სერგეი სკრიპალის მოწამვლიდან და რუსეთის მტრად შერაცხული ადამიანის სასტიკი, დაუნდობელი განადგურების ფაქტს კვლავ აქვს ადგილი. და არც სკრიპალი იყო პირველი, რადგან არ შეიძლება დავიწყებას მიეცეს ანა პოლიტკოვსკაიას, სერგეი მაგნიტსკის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, ბორის ნემცოვის და სხვათა ტრაგიკული, ბურუსით მოცული ისტორიები. ხოლო ის, რაც დღემდე გრძელდება, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მსგავსი ფაქტების მომსწრე მომავალშიც გავხდებით. 1 წლის უკან სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტზე დასავლეთმა პასუხისმგებლობა მოსკოვს უკვე მორიდების გარეშე დააკისრა. ბრიტანეთის ხელისუფლებამ, დაუსწრებლად, ГРУ-ს ორ თანამშრომელს ბრალიც წაუყენა. კრემლი „ცრუ ბრალდებებით“  აღშფოთებულია და მას მერე, სასტიკი სანქციების გამო ოხრავს. თუმცა, მეორეს მხრივ, მათი სპეცსამსახურები  იმავე ბოროტი სტრატეგით მოქმედებას აგრძელებენ-მათთვის  სულერთია, რომელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზეა მსხვერპლი; სულერთია, რომ ირღვევა ადამიანების ფუნდამენტური უფლებები, რომ ხდება  სიცოცხლის ხელყოფა; 

ძალიან მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ახლახან გაისმა ძალიან ამბიციური და ხმამაღალი განცხადება-საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიურ შეკრებაზე, „ამინდის შემქმნელმა“ და გავლენიანმა რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი კარაგანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი გენერალური იდეა იმ ფაქტის გაფორმება უნდა გახდეს, რომ რუსეთი არის საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარი მიმწოდებელი მთელი სამყაროსთვის და საკუთარი თავისთვის. ეს აბსურდული განცხადება თავისუფლად შეიძლება ჩავთვალოთ იმ დიდ სტრატეგიულ საფარველად და მთავარ ნარატივად, რომელიც დღეს კრემლს გააჩნია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან რუსეთის იმპერიის ამბიცია ნაკლები არც არასოდეს ყოფილა-რუსეთს ყოველთვის სწადდა თავისი თავი მსოფლიოს გადამრჩენლად და მფარველად წარმოეჩინა. მაგრამ, რეალობა სულ სხვაა- და ამას მსოფლიო სულ უფრო თვალნათლივ ხედავს. აბა, რომელი სულელი დაიჯერებს, რომ  „პოლონიუმების“, „ნოვიჩოკების“  და „გლოკების“ გამოყენებით შეიძლება სამყარო დაიცვა. 

                                               

 

 

 

ტრისტან ნებიერიძე

 

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Sun, 20 Oct 2019 23:35:14 +0400
„ჩერჩეტი“ ბოკერია, რომელმაც საქმე ეშმაკთანაც გაიფუჭა http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6383-„ჩერჩეტი“-ბოკერია,-რომელმაც-საქმე-ეშმაკთანაც-გაიფუჭა.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6383-„ჩერჩეტი“-ბოკერია,-რომელმაც-საქმე-ეშმაკთანაც-გაიფუჭა.html

რატომ არ აპროტესტებდა ლოზუნგს _ „ყველანი ციხეში“ და რა არის „ბოკერიას ამნისტიის“ ნამდვილი მიზანი

ყოფილი თუ მოქმედი ნაციონალები ერთმანეთს გაკეთილშობილებაში ეჯიბრებიან: ჯერ იყო და, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გვამცნო, მეო, ისეთი დიდმორწმუნე და დიდმოწამე ვარ, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, 600 ეკლესია ავაშენე, მათ შორის, ბაგრატიცო.

მიშას ეს „რეჩი“ რომ მოისმინა, ყოფილმა ნაციონალმა და აწ უკვე „ევროპელმა“ გიგა ბოკერიამ, რომელიც თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის მთავარ იდეოლოგად ითვლებოდა, გულში გაივლო, თხა-თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო და ყოფილ თანამებრძოლს, როგორც იტყვიან, „აბაროტი აუღო“ და ისეთი ინიციატივით გამოვიდა, რომ ალბათ, თავად სააკაშვილიც კი დაიშოკა. 

შესაძლოა, იცით, თუ რა თქვა ისეთი ბოკერიამ, რის გამოც სრულიად ნაციონალური მოძრაობა და მისი ყველა მიმდევარი „კანიდან გამოვიდა“, მაგრამ ხომ იცით, გამეორება ცოდნის დედაა. ჰოდა, ამიტომაც, გიგას სიბრძნეს გაგახსენებთ. 

მოკლედ, ბოკერიამ ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, გვამცნო, როგორც კი ჩემი პოლიტიკური გუნდი, ესე იგი, ევროპული საქართველო ხელისუფლებაში მოვა, ე.წ. პოლიტიკურ ამნისტიას გამოვაცხადებთო. ეს „პოლიტიკური ამნისტია“ კი, როგორც გაირკვა, იმას ნიშნავს, რომ ბოკერია, თუ სასწაული მოხდა და ამ ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიგდო ხელში, არც ერთი იმ თანამდებობის პირის დასჯას არ აპირებს, რომლებიც კორუფციასა, თუ სხვა ფინანსურ მაქინაციაშია ეჭვმიტანილ-მხილებული. 

„ივანიშვილი ციხეში“ _ ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „მთავარი არხის“ ეთერში და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ბედი, თავად ივანიშვილის გადასაწყვეტი იქნება. 

„ერთხელ უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ხელისუფლების შეცვლას არ მოჰყვეს მასობრივი პოლიტიკური დევნა, თორემ ეს არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს მთელ ქვეყანას. ჩვენ არ გვაქვს არც პროკურატურა და სასამართლოც არ გვყავს ისეთი, რომელიც პოლიტიკური ფიგურების დევნისას მოგვცემდა განცდას, რომ არის მიუკერძოებელი. დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა არის ყველაზე რთული ამოცანა. 

 

ხელისუფლებათან ერთად, მთელი სასამართლოს გაშვება არის სასამართლოს ტრადიციის კიდევ ერთხელ დანგრევა. მე მომხრე ვარ, რომელიმე ღრმა ლიბერალური ქვეყნის უზენაეს სასამართლოსთან მიბმის დროებით და ნაფიცი მსაჯულების და არა _ მოსამართლეების გაყრის“, – განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ გიორგი გახარია დამნაშავედ მიაჩნია „გავრილოვის ღამეში“, თუმცა პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღრევა არ უნდა მოხდეს. 

„სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური დანაშაულების გამო არ უნდა იყოს. უნდა იყოს ამნისტია ყველასი, გარდა მკვლელობის და წამების“, – თქვა გიგამ და ისიც განმარტა, რომ ქონების ხელახალ გადანაწილებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. 

ამასთან, როგორც გაირკვა, ბოკერია არც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გასამართლების მომხრეა. 

ერთი სიტყვით, ბოკერიამ, მეო, სავლე კი არა, უკვე პავლე ვარო და რაის დაჭერები და დასჯა, „ძველ ფერმაში“, ესე იგი, ღვთისმშობლის წილხვედრში, ყველამ ერთად, ბედნიერად უნდა ვიცხოვროთო. 

ჩვენთვის რომ ვთქვათ, ადამიანის დასჯა ვინმეს თვითმიზანი არ უნდა იყოს, თუმცა აქ არსებობს ერთი „მაგრამ“, რომლის თაობაზეც ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი იმას გეტყვით, რომ ბოკერიას „პავლედ გარდაქმნამ“, მხოლოდ გაერთიანებულ ოპოზიციაში კი არა, არამედ, თავად „ოცნებაშიც“ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 

აი, მაგალითად, უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, გულზე მოეშვა, რადგან დარწმუნდა, რომ ბოკერია არ დაიჭერს. 

„გულზე მომეშვა და მინდა, „ოცნების“ წევრებსაც ეს სასიხარულო ამბავი მივულოცო, რომ თურმე, ბატონი ბოკერია მოდის ხელისუფლებაში და არ დაგვიჭერს, მეგობრებო! 

ეს ძალიან დიდი ამბავია. იმიტომ კი არ დაგვიჭერს, რომ დანაშაული არ გვაქვს, ან ვეცოდებით, არა, პოლიტიკურად ეს, თურმე, ძალიან სწორი იქნება და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილსაც არ დაიჭერს არავითარი დანაშაულის გამო! არადა, მთავარი დანაშაული ჩვენი ის არის, რომ თქვენ და თქვენისთანები „დასრიალებთ“ ისევ პოლიტიკურ ველზე. თითქოს მშვიდობის მტრედებო... 

სტაბილურობის გარანტი ვერ გახდებით, მოსახლეობასაც ვერ დააჯერებთ, რადგან ჩვენმა მოსახლეობამ კბილები, დიდი ხანია, მოიცვალა. ჯერ ერთი, თქვენ დააძრეთ კბილები 2012 წელს, ეს მინდა გაგახსენოთ. ბატონო გიგა, ვითომ ამ მიმტევებლური განცხადებით, ეშმაკთანაც იფუჭებთ საქმეს. იმ პარტიას და პოლიტიკურ ჯგუფს, მართლა, ჩემდათავად, რა ვუთხარი, თქვენი მისატევებელი რომ გახდება“, _ განაცხადა ქანთარიამ ბოკერიას „წყალობის“ შემდეგ. 

რაც შეეხება ოპოზიციას, ამ ფრთიდან ყველაზე მძაფრი შეფასება „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, პარტიის _ „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გააკეთა და ბოკერიას „ჩერჩეტი“ უწოდა. 

„დედა, ეს გიგა ბოკერია, ისე „აჭრა“ სააკაშვილმა, სულ ჩერჩეტი გამოჩნდა. მართლა დავრწმუნდი, რომ თუ რაიმე აღმშენებლობა იყო სახელმწიფოებრივი ყოფილი ხელისუფლების დროს, მართლა სააკაშვილის ფლანგიდან კეთდებოდა მხოლოდ (დიახ, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, სწორ გზაზე დგას). აბა, ეს ძალაუფლებისთვის „მებრძოლი წურბელა“, ხელს თუ შეუშლიდა საერთო საქმეს, თორემ რისი გამკეთებელიც არის, კი გამოჩნდა! იმაზე ჩერჩეტი ყოფილა ბოკერია, ვიდრე მე მეგონა, მიდი, გიგა, გენაცვალე, „გიგანტური“ ნაბიჯებით „ოცნებისკენ''. აკი ვამბობდი, ა, ბატონო, რა ჰქნას მეტი, რითი დაამტკიცოს, გაერთიანებული ოპოზიციის ხსენება არ უნდა, რადგან სწორედ ეს არის ივანიშვილის მიზანი, აბა, ცალკე ერთ პარტიას თვლის, რომ მოერევა, ამიტომაც მომიხსენია ბიკერიამ „ნაცმოძრაობის“ სპიკერად და არა _ გაერთიანებული „ძალა ერთობაშია“-ს სპიკერად. „უსრულებს“ ბიძინას! 

თუ ივანიშვილის (რუსეთზე მომუშავე) ხელისუფლების გაშვება უნდა, მაშინ, იმ ძალას _ „ძალა ერთობაშია“, გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელმაც დიდი დარტყმა მიაყენა ივანიშვილის ხელისუფლებას, რაღა იმ ძალას ებრძვი და ესვრი ტალახს?! 

დიახ, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, სჭირდება საქართველოს, რა თქმა უნდა, პარტია _ „კანონი და სამართლით“, რომლის თავმჯდომარეც ვარ უმაგრეს ადამიანებთან ერთად და ბოლომდე მივიყვანთ დიდ სახელმწიფოებრივ საქმეს! 

საქართველო ძლიერი სახელმწიფო იქნება „კანონით და სამართლით'', _ დაწერა სოციალურ ქსელში ჩარკვიანმა. 

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა კი ბოკერიას ე.წ. ამნისტიას „კლასიკური პოპულიზმი“ უწოდა. 

„ეს არის კლასიკური პოპულიზმი იმიტომ, რომ ვინმეს მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას წყვეტს კანონი. ეს არ შეიძლება იყოს პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების საგანი. დიდი ბოდიში, მაგრამ თუ ჩინოვნიკს ჩადენილი აქვს დანაშაული, შესაბამისად, არ მგონია, რომ „ევროპული საქართველო“, თუნდაც ხელისუფლებაში იყოს, პოლიტიკურად წყვეტდეს იმ საკითხს, ვინ დასაჯოს და ვინ შეიწყალოს. ეს არის წმინდა პოლიტიკური განცხადება და გზავნილი დღევანდელი ჩინოვნიკებითვის, თუ თქვენ ლოიალურები იქნებით ჩვენს მიმართ, ჩევენგან საფრთხე არ გემუქრებათო, რაც ჩემი აზრით, საკმაოდ სუსტი გზავნილია. ისინი ახლა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გაემიჯნონ სააკაშვილის რიტორიკას, ცდილობენ, რომ საკუთარი სეგმენტი დაიჭირონ ამომრჩევლის. მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ელექტორალური ბაზა, ჯერჯერობით, არ არის მკაცრად გაყოფილი. ჩემი თვალთახედვით, დიდი აზრი ყველაფერ ამაში არ დევს'', _ უთხრა ხუხაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „ჰოთნიუსს“.

 

ამავე სააგენტოსთან საუბრისას, ბოკერიას ინიციატივას პოპულისტური უწოდა ექსპერტმა, ლევან ალაფიშვილმაც. 

„ჩემი ვარაუდით, საუბარია ამნისტიაზე, რასაც ყოველთვის თან სდევს უსამართლობის განცდა იმ ადამიანებში, რომლებმაც მანამდე ჩაიდინეს ეკონომიკური დანაშაული, თუმცა ყველა ქვეყანაში ამნისტიას, როგორც ერთჯერად აქტს, ასეთი განცდა ყოველთვის ახლავს. ზოგადად, ამნისტია სამართლიანობის კონტექსტში ამიტომაც არ განიხილება, რადგან ესაა ერთჯერადი აქტი და არა _ პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ ეკონომიკურ დანაშაულთან მიმართებაში, პოლიტიკის ცვლილებაზეა საუბარი, მაშინ უფრო მეტი და დამატებითი ინფორმაცია გვჭირდება ინიციატორისგან. მაგალითად, როგორია ხედვა, რა ტიპის ეკონომიკურ დანაშაულებს შეეხება საკანონმდებლო ცვლილება, რადგან ეკონომიკური დანაშაული, როგორც ცნება, საკმაოდ ფართოა და ეს ეხება, როგორც საფინანსო სფეროს, ასევე ქონების მითვისება-გაფლანგვასაც, რასაც ელემენტად ახლავს ფინანსური, ან ეკონომიკური ნაწილი. შესაბამისად, ამაზე ახლა ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ გიმეორებთ, თუ ინიციატორი ამნისტიას გულისხმობს, ეს ერთჯერადი აქტი იქნება... 

ზოგადად, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ეკონომიკური დანაშაულის გამო არავინ დაისჯება, რა თქმა უნდა, პოპულიზმის ელემენტებსაც შეიცავს და გარკვეულ აუდიტორიაზეა გათვლილი. თუ რეალურად დავუფიქრდებით, ამნისტიის კანონის მიღებას, არჩევნებში გამარჯვება და საპარლამენტო უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლა სჭირდება, ამიტომ არ მგონია, რომ უახლოეს პერიოდში ეს შესაძლებელი იყოს, მით უმეტეს, 2020 წლისთვის. რეალურად, ეს არის კონკრეტული სამიზნე აუდიტორიისთვის გადადგმული წინასაარჩევნო ნაბიჯი, გნებავთ, ლოზუნგი“, _ უთხრა ალაფიშვილმა „ჰოთნიუსს“. 

ბოკერიას ინიციატივა უპასუხოდ, რასაკვირველია, არც „მაღალმა“ დატოვა. 

„ჯუნგლები მართლა არ გვინდა. შურისძიება დაუშვებელია, მაგრამ ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი... პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით. 

ხალხისგან მაღალი თანამდებობის პირების მიერ მოპარული ქონება უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ყველაფერი ეს უნდა გადაწყვიტოს არა რომელიმე კონკრეტულმა გვარმა და სახელმა, არამედ, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საერთაშორისო სასამართლოს უცხოელმა მოსამართლეებმა. 

შეწყვიტეთ ყველამ ინდულგენციების გაცემა ხალხის დაჩქარებულ ძარცვაზე და ეროვნული დოვლათის განიავებაზე. 

თქვენ პირად ქონებას რომ შეხებოდნენ, იგივე დაპირებას გასცემდით? აბა, ხალხმა რა დააშავა?“ _ დაწერა მიშამ სოციალურ ქსელში. 

ასე და ამგვარად, ყოველივე ზემოთქმულმა კიდევ ერთხელ ნათელყო, რომ ყოფილი და მოქმედი ნაციონალები, ან მათთან აფილირებული პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ, თუმცა ის მოსაზრებაც არსებობს, რომ ყველაფერი ეს მიშა-გიგას პოლიტიკური თამაშია ანუ მათ შორის უთანხმოება, რეალურად, არ არსებობს და ერთმანეთს საჯაროდ მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევად „ეშპილკავებიან“. შესაძლოა, არც უამისობაა, თუმცა ამჯერად მსჯელობას ამ კუთხით არ გავაგრძელებთ და იმ „მაგრამს“ გავშიფრავთ, რომელიც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ. საამისოდ კი აუცილებელია, რამდენიმე წლის წინანდელი მოვლენები გავიხსნოთ. 

მოკლედ, გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულია. ასპარეზზე უკვე ჩანს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მაშინდელი მმართველი გუნდის, ესე იგი, მოქკავშირის ლიდერად ევლინება საზოგადოებას. პარალელურად, აქტიურდება „თავისუფლების ინსტიტუტი“, რომლის სათავეებთან, სწორედ გიგა ბოკერია დგას. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ზომაზე მეტად აგრესიულია, განსაკუთრებით კი მამა ბასილის მრევლს ერჩის და ამასთან, ითხოვს, რომ ყველა კორუმპირებული თანამდებობის პირი სათანადოდ დაისაჯოს. 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, „თავისუფლების ინსტიტუტი“, გარკვეულწილად, კულისებში გადადის, სამაგიეროდ, ბოკერია და ასევე, გივი თარგამაძე ხდებიან ნაციონალური მოძრაობის, უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის მთავარი მრჩევლები ანუ ყველამ გადასარევად იცის, რომ პოსტრევოლუციურ საქართველოში, ყოფილი თანამდებობის პირების დაჭერებსა თუ ქონებების ჩამორთმევის პოლიტიკას, სწორედ ეს ადამიანები ატარებდნენ. უფრო ზუსტად, სახელდებოდა ხუთამდე ადამიანი, რომელიც ყველა არასასურველი სუბიექტის დასჯას აძლევდა მწვანეს. 

ეს ადამიანები იყვნენ: ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, გოგა ბოკერია და გივი თარგამაძე. ამას გარდა, როგორც მაშინ ამბობდნენ, კიდევ იყო ერთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ძალადობას ქადაგებდა, თუმცა ეს სუბიექტი კულისებიდან მოქმედებდა. 

ვინ იყო ეს პიროვნება? _ ლევან რამიშვილი, რომელიც „თავისუფლების ინსტიტუტს“ ხელმძღვანელობდა და ბოკერია-თარგამაძის უახლოეს მეგობრად ითვლებოდა. 

სხვათა შორის, რამიშვილი ბოლო დროს, პრაქტიკულად, არ ჩანს, გივი თარგამაძემ კი, ნაციონალური მოძრაობა, გოგა ბოკერიასთან ერთად დატოვა და ამჟამად, ევროპული საქართველოს სახეა. 

გივი თარგამაძის აგრესიულობაზე კი ყველაზე მკაფიოდ, მის მიერ, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ნათქვამი ფრაზა _ ,,სულს ამოგხდით!'' მეტყველებს! 

მოკლედ, მთელი ეს პრეისტორია ნათელყოფს, რომ ბოკერია არცთუ შორეულ წარსულში, აგრესიის კულტივირებას ახდენდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მას სააკაშვილის თუნდაც ის სკანდალური გამოსვლა არ გაუპროტესტებია, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ყველანი ციხეშიო! 

მიშას ამ ფრაზამ მერაბიშვილის პოლიციას მწვანე შუქი აუნთო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ძალოვანი უწყებები ყველას _ აქლემისა, თუ ნემსის ქურდს ერთნაირი სიმკაცრით სჯიდნენ და საპყრობილეში უშვებდნენ! 

უფრო მეტიც, სააკაშვილის ეს ფრაზა, როგორც იმდროინდელი ოპოზიცია აცხადებდა, იმის წინაპირობა გახდა, რომ პოლიციას ადამიანები ქუჩებში ჩაეცხრილა და ეს ვანდალიზმი დანაშაულთან ბრძოლითა, თუ ე.წ. გადაუდებელი აუცილებლობით „გაეპრავებინა“! 

ყოველივე აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ჩნდება ლოგიკური და ლეგიტიმური კითხვა: როდის იყო ბოკერია გულწრფელი _ მაშინ, როცა ყველას ციხეში გაშვებას უჭერდა მხარს, თუ ახლა, როცა ფართომასშტაბიანი ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ არავინ უნდა დაისაჯოს? 

ამას გარდა, ასევე, საკითხავია, ბოკერია ამ ინიციატივით იმიტომ ხომ არ გამოდის, რომ ეშინია, შემდეგმა ხელისუფლებამ ძველი საქმეები არ ამოქექოს ანუ კოჰაბიტაციაზე უარი თქვას და იგივე ბოკერიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს? 

ბოკერიას ამნისტია სხვა კითხვებსაც აჩენს. მაგალითად, ასეთს: იმ ადამიანებმა, რომლებმაც ბოკერიასა და მისი ყოფილი, თუ ახლანდელი თანამოზარეების წყალობით, ჯოჯოხეთი გამოიარეს, პასუხი ვის უნდა მოსთხოვონ ანუ ბოკერიამ პასუხი ყველაფერ იმაზე, რასაც 2003-დან 2012 წლამდე „აპრავებდა“, მინიმუმ, მორალური პასუხი არ უნდა აგოს? 

მოკლედ, ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხები არ არსებობს. უფრო მეტიც, ამ კითხვებს ბოკერიას არც არავინ უსვამს და მხოლოდ იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ზემოხსენებული ინიციატივით, ევროპული საქართველო წყალს „ოცნების“ წისქვილზე ასხამს. არადა, თუ ბოკერიას ინიციატივას ჩავუღრმავდებით, პრობლემა იმაზე უფრო დიდი და ყოვლისმომცველია, ვიდრე ბოკერიას მიერ, „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ე.წ. ბოკერიას ამნისტია ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტია, სტანდარტი, რომელსაც პოპულიზმთან ერთად, საკუთარი ტყავის გადარჩენის სუნი ასდის!

ნინო დოლიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 16 Oct 2019 13:42:08 +0400
„11 ოქტომბრიდან გარეჯის კომპლექსის ეკლესიები ქართველი სამღვდელოებისთვის გაიხსნება!“ http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6374-„11-ოქტომბრიდან-გარეჯის-კომპლექსის-ეკლესიები-ქართველი-სამღვდელოებისთვის-გაიხსნება-“.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6374-„11-ოქტომბრიდან-გარეჯის-კომპლექსის-ეკლესიები-ქართველი-სამღვდელოებისთვის-გაიხსნება-“.html

გიორგი გახარია აზერბაიჯანში, პრემიერის რანგში პირველ ოფიციალურ ვიზიტს აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემთხვევითი არ იყო პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში. პრემიერის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გასცდა ორმხრივ და რეგიონულ განზომილებას და 

მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა.

„გუშინ გვქონდა ვიზიტი ბაქოში. არ იყო შემთხვევითი, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 

პირველი ვიზიტი ჩაგვეტარებინა სწორედ აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის 

თანამშრომლობა გასცდა არა მხოლოდ ორმხრივ განზომილებას, არამედ რეგიონულსაც და მნიშვნელოვანი 

საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ეფექტური, შედეგიანი და გამომდინარეობდეს 

ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან. განსაკუთრებით დღეს, იმ მოვლენების ფონზე, რომელიც რეგიონში ხდება, უაღრესად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეფექტური 

თანამშრომლობა სიმშვიდის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტირების მიზნით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის ნდობით აღჭურვილი, ძლიერი ეკონომიკური 

პარტნიორები არიან და ენერგომატარებლების და ტრანსპორტის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობაც საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.

„ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ურთიერთ ინვესტიციები. 

ასევე, დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ. 

მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ბოლო ათი წლის განმავლობაში არ შემდგარა და 

პირველი ნაბიჯი იქნება ნოემბრის მეორე ნახევარში - კომისია შედგება, რაც უნდა გახდეს ფუნდამენტი და ეფექტური ინსტრუმენტი 

ჩვენი ურთიერთობების დახვეწის და ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მტავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც, სამწუხაროდ, არაა დადგენილი. სწორედ ამ თემასაც შეეხო ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საუბარი და გადაწყდა, რომ 11 ოქტომბრიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება:

„გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან თემას,როგორიც არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, 

სამწუხაროდ,საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები, რომლებიც არაა დადგენილი. 

ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია პრობლემა ვერ მოგვარდა. 

ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და სრულად შემიძლია 

დავეთანხმო, რადგან პარტნიორებს და მეგობრებს ისტორია და გეოგრაფია კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს. 

ამ საფუძველზე, გვქონდა ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი შემიძლია გითხართ, რომ 

ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და 

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად ამ მიმართულებითაც უნდა გვქოდნეს სერიოზული პროგრესი. 

ეს პრობლემა ორი ქვეყნის ნციონალური ინტერესების, ისტორიული მემკვიდრეობის და 

ეკლესიის ინეტრესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს".

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Thu, 10 Oct 2019 12:28:41 +0400
„ამ ვიზიტით, ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს მეგობრულად მოუგვარებელი პრობლემები!” - გიორგი გახარია ილჰამ ალიევს შეხვდა http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6372-„ამ-ვიზიტით,-ჩვენ-ჩვენს-მოყვარეებსაც-და-მტრებსაც-დავუმტკიცებთ,-რომ-არ-არსებობს-მეგობრულად-მოუგვარებელი-პრობლემები-”-გიორგი-გახარია-ილჰამ-ალიევს-შეხვდა.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6372-„ამ-ვიზიტით,-ჩვენ-ჩვენს-მოყვარეებსაც-და-მტრებსაც-დავუმტკიცებთ,-რომ-არ-არსებობს-მეგობრულად-მოუგვარებელი-პრობლემები-”-გიორგი-გახარია-ილჰამ-ალიევს-შეხვდა.html

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ოფიციალური საერთაშორისო შეხვედრების სერია აზერბაიჯანის რესპუბლიკით დაიწყო და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

 

„პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ  არის, რამეთუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად მოუგვარებელი პრობლემები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე და რეგიონული დატვირთვის პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.

პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრები, ძალიან გულწრფელი, ღია საუბრები, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. აზერბაიჯანი და საქართველო უახლოესი მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენი პარტნიორობა მართლაც გასცდა რეგიონულ მნიშვნელობას და საერთაშორისო დონის თემა გახდა, განსაკუთრებით ეკონომიკურ განზომილებაში, ენერგომატარებლების, ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროებში. საქართველო და აზერბაიჯანი მყარად და ურყევად უჭერენ მხარს ერთმანეთს საერთაშორისო ფორმატებში. რა თქმა უნდა, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და მადლობას გიხდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენს მოქალაქეებს შორის ადამიანურ დონეზე ძალიან თბილი და მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც საუკუნეების ისტორიას და კულტურულ ურთიერთობას მოიცავს. როგორც ყოველთვის, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ვიზიტი, საუბრები და საქმიანი განხილვები იქნება უაღრესად პროდუქტიული და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ყველას, ჩვენს მეგობარსაც და მტერსაც, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის იპოვიან სწორ სიტყვებს და გზებს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა და პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბევრჯერ ყოფილხართ აზერბაიჯანში და სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან გამართულ შეხვედრებს. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრეთ. ეს მოწმობს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ გვაკავშირებს ისტორია, გეოგრაფია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

მოხარული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით ერთ-ერთი პირველი ინვესტორია. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ნავთობის, გაზის, ტრანსპორტის სფეროში, გასცდა რეგიონულ ფარგლებს და საერთაშორისო დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხალხთაშორის ურთიერთობებს. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს ასრულებენ ამ ურთიერთობების განვითარებაში”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს „ზაგულბას” სასახლეში უმასპინძლა.

წყარო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 09 Oct 2019 13:54:04 +0400
ვისი რეკომენდაციით მოხვდა „ოცნებაში“ და რას შეეწირა ზარდიაშვილის დეპუტატობა http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6371-ვისი-რეკომენდაციით-მოხვდა-„ოცნებაში“-და-რას-შეეწირა-ზარდიაშვილის-დეპუტატობა.html http://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6371-ვისი-რეკომენდაციით-მოხვდა-„ოცნებაში“-და-რას-შეეწირა-ზარდიაშვილის-დეპუტატობა.html

ექსდეპუტატის ქონება და ნათესაური კავშირები

აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ ქვეყნად მარადიული არაფერია, მათ შორის, არც _ ძალაუფლება. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ვანო ზარდიაშვილი მხოლოდ პარლამენტის წევრობას კი არა, არამედ, როგორც ამბობენ, ძალაუფლებასაც გამოემშვიდობა. უფრო მეტიც, ეს ის შემთხვევაა, როცა „ვერსიის“ სამთავრობო და არასამთავრობო წყაროები ერთ აზრზე არიან და ლამის ერთხმად ამბობენ, რომ ზარდიაშვილი, სწორედ ძალაუფლებამ შეიწირა. იმისთვის, რომ ფრაზის _ „ძალაუფლებამ შეიწირა“ ქვეტექსტს ჩავწვდეთ და, ზოგადად, მმართველ გუნდში დაწყებული პოლიტიკური თამაშების ალგორითმი ამოვხსნათ, დროში მოგზაურობა მოგვიწევს ანუ მსჯელობა იმით უნდა დავიწყოთ, თუ ვინ არის და როგორ მოხვდა ვანო ზარდიაშვილი 2016 წელს, „ოცნების“ საპარლამენტო სიაში?

ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, იმის გარკვევას, თუ ვინ იყო ზარდიაშვილის რეკომენდატორი, ამ წლების განმავლობაში, მთელი ქართული მედია და ასევე პოლიტიკური სპექტრიც ცდილობდა, თუმცა ამ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. ახლა კი, როცა ბატონი ზარდიაშვილი პოლიტიკიდან „გავიდა“, „ვერსიისთვის“ სკანდალური ინფორმაცია ხდება ცნობილი ანუ ჩვენი წყარო იმ სავარაუდო პირის ვინაობას ასახელებს, ვის სიტყვასაც ანგარიში გაუწიეს და ზარდიაშვილი „ოცნების“ სახე გახადეს. 

ცხადია, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ მოგეხსენებათ, კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ვერსიაც ლოგიკური იყოს. 

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, კულუარებში ამბობენ, რომ ზარდიაშვილის რეკომენდატორი _ არც მეტი, არც ნაკლები _ ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი, ვატო ყიფიანი იყო. აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ კონფიდენციალური ინფორმაციით, ზარდიაშვილი და ყიფიანი ერთმანეთს პირადად არ იცნობენ, მაგრამ მოარული ხმით, ყიფიანთან გარკვეული შეხების წერტილები მამუკა ახვლედიანს ჰქონდა. ახვლედიანი და ზარდიაშვილი, როგორც ცნობილია, სტუდენტობიდან მეგობრობენ ანუ ერთ-ერთი ვერსიით, მას შემდეგ, რაც მდინარაძემ „ოცნების“ საპარლამენტო სიაში ადგილი გაინაღდა და მმართველი პარტიის სახეც გახდა, ზარდიაშვილს დაპირდა, რომ როგორმე სიაში მასაც „ჩასვამდა“, თუმცა 2016-ში, როგორც გვიხსნიან, მდინარაძეს „ოცნებაში“ იმხელა გავლენა არ ჰქონდა, რომ მისი რეკომენდაციით, ვინმე სიაში ჩაესვათ. ჰოდა, მდინარაძეს, ასე ვთქვათ, დახმარება ყიფიანისთვის უთხოვია, რომელსაც, თავის მხრივ, დახმარებისთვის „ოცნების“ იმ ფრთისთვის მიუმართავს, რომელსაც წლებია იცნობს. ჰოდა, ასე იყო თუ ისე, ზარდიაშვილი, რომელიც 2012 წლამდე, ნაციონალების ფარული და ღია მეხოტბე იყო, 2016-დან, ჭეშმარიტ „მეოცნებედ“ მოგვევლინა. 

ზოგადად, ზარდიაშვილის „ნაცურ“ წარსულზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. უფრო მეტიც, იგივე ინტერნეტში გავრცელებლი ინფორმაციის მიხედვით, ზარდიაშვილის დედა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, იქაური ქართველი ნაციონალების კოორდინატორია. 

„იმ ისტერიისა და აგრესიის ფონზე, რომელიც უკვე ყველგან შეინიშნება, ერთ დასკვნას ვაკეთებ, რომ ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი... რისთვის გვინდოდა მაშინ, 2012 წლის არჩევნები?! არადა, ვისაც საქვეყნო საქმეზე უანგაროდ შეგვტკივა გული, ძალიან ცუდ დღეში ვართ. გვაგინებენ, გვლანძღავენ, გვემუქრებიან... გასაოცარი ის არის, რომ ამ „მიშისტებს“ აქედან ჰყავთ მხარდამჭერები, ფინანსურად დამხმარენი! გასაკვირი კი არა, უბედურებაა ის, რომ მათ აქტიურ მხარდამჭერ-დამხმარეთა შორის, „ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანებიც არიან. 

იქნებ მანდ, მთავარმა „ოცნებისტებმა“ არც იციან, რომ ვანო ზარდიაშვილის დედა, უკვე დიდი ხანია, აშშ-შია და მიშას მთავარი აგიტატორი და მომხრეა... და მარტო ეგ ქალბატონი? როცა ამ ხალხს ვხედავთ, სულ აღარ გვიკვირს მამალი ნაცებისა და „მიშისტების“ აქტიურობა. 

აგერ, კობა სუბელიანიც... ჭორი იმის თაობაზე, რომ მას აქ ძალიან უჭირს და მოხუცს უვლის, არის მიამიტებისთვის განკუთვნილი. სუბელიანი ყველა აქციის ან ორგანიზატორია, ან _ აქტიური მონაწილე და წუთს არ კარგავს ქულების ჩასაწერად და თავისი პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოთხოვნის გასამყარებლად, რომელზეც განაცხადი აშშ-ის საემიგრაციოში, უკვე დიდი ხანი აქვს შეტანილი... 

და ასე, რომელი ერთი ჩამოვთვალო...“, _ დაწერა სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ, აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ჟურნალისტმა რუსუდან წერეთელმა. 

სხვათა შორის, აწ უკვე ექსდეპუტატ ზარდიაშვილს იმ ბრლადებაზე, რომ ნაციონალების, კერძოდ, ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო, მკაფიო კომენტარი არასოდეს გაუკეთებია. ყოველ შემთხვევაში, ეს ბრალდება არ უარუყვია და არც ის უთქვამს, დიახაც, ადეიშვილთან ვმუშაობდიო. არადა, მის შესახებ ფართო საზოგადებამ, სწორედ „ნაციონალების“ ზეობის მიწურულს შეიტყო _ კერძოდ, სასამართლოს მანდატურებმა, რომლებიც „ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ, მას ბრალი ზეწოლაში დასდეს. 

შეგახსენებთ: 2010-2102 წლებში, ზარდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატს ხელმძღვანელობდა. 

კვლევაში, რომელიც გასულ წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ: 

„2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, საქალაქო სასამართლოს მანდატურები, ვანო ზარდიაშვილს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. მანდატურები ამბობდნენ, რომ მათ „ქართული ოცნების“ აქციაზე წასვლას უკრძალავდნენ, წასვლის შემთხვევაში კი, ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასევე სთხოვდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის აქციას დასწრებოდნენ. 

გარდა ამისა, ვანო ზარდიაშვილს ახლო მეგობრული და ნათესაური კავშირი აქვს სასამართლოში ყველაზე გავლენიან პირად მიჩნეულ მიხეილ ჩინჩალაძესთან (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე). 

ამავდროულად, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ვანო ზარდიაშვილის წარსული საქმიანობა და ასევე, მისი მჭიდრო ნათესაური კავშირი სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან, ქმნის ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეს, რა დროსაც ძლიერი არაფორმალური კავშირები პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნელების მხრიდან პირადი, ან პოლიტიკური მიზნებისათვის შეიძლება იქნას გამოყენებული''. 

მას შემდეგ კი, რაც რამდენიმე კვირის წინ, ეკა ბესელიამ ზარდიაშვილს პირზე ხელი ააფარა, გაზეთმა „ბათუმელები“ შემდეგი სტატია გამოაქვეყნა: 

„...ბესელიასა და ზარდიაშვილის დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ გახდა შესამჩნევი, როცა ეკა ბესელიამ დატოვა „ქართული ოცნება“ და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, წინა ხელისუფლების მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი და „სასამართლოს კლანი“ დაასახელა. მაშინ ზარდიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ გუნდიდან ეკა ბესელიას წასვლას დანაკარგად არ მიიჩნევს.

პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი ხშირად ასოცირდება ე.წ. სასამართლოს კლანთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე და ვანო ზარდიაშვილი მეჯვარეები არიან, ხოლო ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა 2015 წელს, ლევან მურუსიძის ბრძანებით, დაინიშნა იუსტიციის საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. მურუსიძე 2018 წელს დანიშნა იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლედ. 

პარლამენტარი ზარდიაშვილი, პროფესიით სამართალმცოდნეა და როგორც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მისი ჩV-დან ჩანს, სამუშაო გამოცდილება 2004 წელს დაიწყო, როცა ზარდიაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის აპარატის თანამშრომელი იყო. 2004 წელი მომავალი დეპუტატისთვის, როგორც ჩანს, წარმატებული იყო, ზარდიაშვილის რეზიუმეში მითითებულია, რომ ამავე 2004 წელს, იგი იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის, ვანო მერაბიშვილის თანაშემწე და ასევე, 2004 წელს – საქართველოს გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მრჩეველი. 

 

2008 წლიდან, ზარდიაშვილის კარიერა უკვე თბილისის მერიაში გაგრძელდა. 2007 წელს, იგი თბილისის მერიის საერთო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, 2007-2010 წლებში, იყო თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, 2010-2012 წლებში – უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი. 

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ვანო ზარდიაშვილმა მუშაობა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო, სადაც იგი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. 2013 წელს, ზარდიაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი იყო, 2013-2016 წლებში კი – სახელმწიფო სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე. 

2016 წელს, ვანო ზარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით. 

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილის ქონებას, დეკლარაციების მიხედვით ჩანს, რომ მისი ქონება წლიდან წლამდე იზრდება. 2013 წელს, ვანო ზარდიაშვილს 2 ბინა ჰქონდა თბილისში, 2015 წელს, მის დეკლარაციაში 6 ბინაა ასახული, უკვე 2019 წლის დეკლარაციის თანახმად კი, პარლამენტარ ზარდიაშვილსა და მის მეუღლეს, 8 ბინა და 1 კომერციული ფართობი აქვთ. 

ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ორი ბინა – 110 კვ.მ თბილისში და 51.6 კვ.მ ბათუმში – თინათინ აბრალავას მშობლებმა აჩუქეს. 

2018 წელს, ვანო ზარდიაშვილმა 46 796 ლარი მიიღო, როგორც პარლამენტის წევრმა, თინათინ აბრალავამ კი – 54 636 ლარი. 

წელს ვანო ზარდიაშვილს აშშ-დან მიღებული აქვს ფულადი გზავნილი – 34 448 დოლარი, დედისაგან. პარლამენტარს თიბისი ბანკში აქვს მიმდინარე სესხი – 110 000 დოლარი, მის მეუღლეს კი იჯარით გაცემული ქონებიდან აქვს შემოსავალი – 21 182 ლარის ოდენობით. 

დეკლარაციაში ასახულია პარლამენტარის შვილების სწავლის გადასახადიც – 3 500 დოლარი და 2 750 ლარი – ბაღის გადასახადი. 

დეკლარაციაში ასახული არ არის, რომ ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა, ფლობს 5%-იან წილს შპს „პენტჰაუსში“. რეგინფო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თინათინ აბრალავა მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრის, ანზორ აბრალავას შვილია, რომელიც ასლან აბაშიძის „აღორძინების კავშირის“ პარტიული სიით მოხვდა პარლამენტში. ამჟამად ანზორ აბრალავა, შპს „იბერია-ექსპრესის“ 25%-იანი და „თამ მენეჯმენტ გრუფის“ 1.50%-ის მფლობელია''. 

იმის გამო, რომ ბოლო წუთამდე ნაციონალების სამსახურში იყო, ბატონი ზარდიაშვილი უხერხულობას არც მაშინ გრძნობდა, როცა „ოცნების“ სახედ ითვლებოდა. ყოველ შემთხვევაში, ბესელიასთან ჩხუბის შემდეგ, მან ერთ-ერთ ქართულ ბეჭდურ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა: 

„2010-2011 წლებში, მე ვიყავი საჯარო მოხელე და საჯარო მოხელე იყო ათიათასობით ადამიანი... ვმუშაობდი სასამართლოში, სასამართლოს მენეჯერად. რაც შეეხება დანაშაულს, მე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია და უამრავი კარგი ადამიანი მუშაობდა და მუშაობს საჯარო აპარატში. კი, ადეიშვილის თანაშემწეც ვიყავი, მერე? 

მე, ისევე, როგორც ათი ათასობით ადამიანი, ვიყავი საჯარო მოხელე და ვაგვარებდი ტექნიკურ საკითხებს. კანონდარღვევებზე კი ისეთივე ინფორმაცია მქონდა, რაც თქვენ''. 

საინტერესოა, რომ ოპოზიციის მტკიცებით, სახელმწიფო უწყებებში მუშაობის დროს, ზარდიაშვილი მილიონერი გახდა. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე თვის წინ, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გუნდმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, ზარდიაშვილი ნახევარმილიონიან ქონებას მძღოლის სახელზე მალავსო. 

„ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე ტერიტორია, როგორც ირკვევა, სახელმწიფომ გოცაძეს 30-წლიანი იჯარით გადასცა – ერთი კვადრატული, წელიწადში _ 7 ლარად და 14 თეთრად. 

როდესაც დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი, აუდიტის სამსახურში მაღალ თანამდებობაზე იმყოფებოდა, ზუსტად იმ პერიოდში გადასცა სახელმწიფომ გიორგი გოცაძეს მიწა იჯარით, თუმცა გოცაძეზე მიწის ნაკვეთი ფორმალურად გაფორმდა, მისი რეალური მეპატრონე კი „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილია'', _ იუწყებოდა მაშინ „კურიერი“. 

ერთი სიტყვით, ზარდიაშვილმა, პირდაპირ თუ ირიბად, მმართველ პარტიას, 2016 წლიდან მოყოლებული, სერიოზული თავის ტკივილები შეუქმნა, თუმცა ბოლო წუთამდე, მას უბატონოდ ხმას არავინ სცემდა. აბა, რა მოხდა ახლა _ მართლა თვითონ გადაწყვიტა პარლამენტის დატოვება, თუ ამ გადაწყვეტილების მიღება ვინმემ აიძულა? 

არსებობს ინფორმაცია, რომ ზარდიაშვილი და მისი თანამოაზრეები, ხელისუფლების ცალკეულ თანამდებობის პირებს აშანტაჟებდნენ. რას ნიშნავს შანტაჟი? _ როგორც ამბობენ, სხვადასხვა თანამდებობის პირებს სთხოვდნენ, ის გადაწყვეტილებები მიეღოთ, რომელიც მათთვის იყო ხელსაყრელი. 

ამას გარდა, მოარული ხმის თანახმად, ზარდიაშვილი „ოცნების“ იმ დაჯგუფების წევრია, რომლის „ატამანადაც“, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ითვლებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სპიკერის პოსტი დატოვა, გუნდში ლიდერობა ყველამ მოინდომა და ამ ნიადაგზე, ერთგვარი კონკურენციაც კი დაიწყო. 

სხვათა შორის, საინფორმაციო სააგენტო „ჰოთნიუსი“ იუწყება, რომ ზარდიაშვილის ბედს მალე კიდევ რამდენიმე „მეოცნებე“ გაიზიარებს. 

„ჰოთნიუსის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, პარლამენტს „ოცნების“ კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს. კონფიდენციალური წყაროს ვერსიით, ერთ-ერთი პირველი, ვინც ვანო ზარდიაშვილს მიბაძავს, დიდი ალბათობით, მამუკა მდინარაძე იქნება. ასევე, პოლიტიკურ კულუარებში სახელდება სოფო კილაძე, რომელმაც დეპუტატის მანდატზე, შესაძლოა, უარი თქვას. 

შეგახსენებთ: დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი გუშინ დატოვა, თუმცა განმარტა, რომ „ქართულ ოცნებაში“ რჩება. ზარდიაშვილამდე კი დეპუტატობაზე უარი შოთა შალელაშვილმა თქვა. 

რატომ ტოვებენ „ოცნების“ დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს? _ ამის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. მაგალითად, ზარდიაშვლის პარლამენტიდან წასვლის შემდეგ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დაშლა დაიწყო, თუმცა ასევე არსებობს ვერსია, რომ ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატზე უარის თქმა, მმართველ პარტიაში შიდა გარჩევების შედეგია. არსებობის უფლება ნებისმიერ ვერსიას აქვს, მით უმეტეს, რომ იგივე ზარდიაშვილის არგუმენტი, თუ რატომ გადაწყვიტა პარლამენტიდან წასვლა, საზოგადოებისთვის ბოლომდე დამაჯერებელი არ იყო'', _ ეს ინფორმაცია „ჰოთნიუსმა“, 8 ოქტომბერს გაავრცელა. 

უმრავლესობის წევრები საჯაროდ არ ადასტურებენ, მაგრამ პირად საუბარში ამბობენ, რომ მოქმედი დეპუტატებიდან ძალიან ბევრი, 2020 წელს, „ოცნების“ საპარლამენტი სიაში ვეღარ მოხვდება. ამასთან, იმის თაობაზეც კეთდება მინიშნებები, რომ ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლით, „ოცნებამ“, პრაქტიკულად, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და ეს სწორედ ის არის, რის შესახებაც შარშან „ოცნების“ თავმჯდომარე საუბრობდა ანუ ყველას გვახსოვს, რომ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მიმართა და ყველაფრის გამოსასწორებლად, ერთწლიანი ვადა მოითხოვა. 

თუ ამ ვერსიას გავყვებით, მაშინ, ალბათ, ისიც უნდა დავუშვათ, რომ „ოცნება“ შელახული იმიჯის აღსადგენად, უკან არაფერზე დაიხევს და არც იმ თანაგუნდელების დაჭერას მოერიდება, რომელთა მიმართაც კორუფციული ეჭვები არსებობს. 

მოკლედ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ნინო დოლიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 09 Oct 2019 13:10:35 +0400